თეგი: ჯო ბაიდენი

უკრაინისა და აშშ-ის ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

დეესკალაციასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ დიპლომატიურ ძალისხმევასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, უკრაინისა და აშშ-ის ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. „ამერიკის პრეზიდენტთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გვქონდა. დეესკალაციასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი დიპლომატიური ძალისხმევა განვიხილეთ და ერთობლივ სამომავლო ქმედებებზე შევთანხმდით. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სამხედრო დახმარებისთვის. ასევე განვიხილეთ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები“, - აღნიშნულია ვოლოდიმირ ზელენსკის Twitter გვერდზე განთავსებულ პოსტში. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური წერილობითი პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს".

აშშ კატარს NATO-ს არაწევრებს შორის მთავარი მოკავშირის სტატუსს მიანიჭებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კონგრესს აცნობებს თავის განზრახვის შესახებ, მიანიჭოს კატარს, როგორც მთავარი, NATO-ს არაწევრი მოკავშირის სტატუსი.  ეს სტატუსი უცხოელ პარტნიორებს აძლევს გარკვეულ სარგებელს თავდაცვის, ვაჭრობისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისსთვის. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, კატარის გარდა სპეციალური სტატუსის უფლებას, 16 სხვა ქვეყანა იზიარებს. მათ შორის არიან ისრაელი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, არგენტინა, ბაჰრეინი, ფილიპინები, ტაილანდი, პაკისტანი, ავღანეთი, ტუნისი, ბრაზილია. კატარის ემირთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანთან გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს სტატუსი აშშ-სა და კატარს შორის ურთიერთობის მნიშვნელობას გამოხატავს. ბაჰრეინი და ქუვეითი ყურის ერთადერთი ქვეყნებია, რომლებიც NATO-ს არწევრებს შორის მთავარ მოკავშირეებად არიან დასახელებულნი.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა განიხილება

უკრაინაში ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი არჩევანია, ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება. გადაწყვეტილება არ არის საბოლოო, მაგრამ თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა ამერიკულ მედიას ანონიმურობის პირობით განუცხადეს, რომ ბაიდენი აპირებს ბრინკის წარდგენას. თავის მხრივ, CNN წერს ასევე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკული მხარე უკრაინის დასტურს ელის. თავის მხრივ, უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროცესის შეფერხება არ მომხდარა უკრაინის მხრიდან და შეერთებულმა შტატებმა ახალი ელჩის კანდიდატი კიევს დაახლოებით ერთი კვირის წინ შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულმა წყარომ CNN-ს ასევე განუცხადა, რომ უკრაინის მთავრობა ბრინკის კანდიდატურას ჯერ კიდევ განიხილავს.  ამასთან, CBS-ი იტყობინება, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის შესახებ უკვე თვეებია ცნობილია და გაურკვეველია, რამ გამოიწვია პროცესის შეფერხება. ტელეკომპანიას ორმა უკრაინულმა წყარომ განუცხადა, რომ კიევი ბრინკის კანდიდატურას უკვე დათანხმდა. სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინაში აშშ-ის ელჩის ვინაობა „ძალიან მალე“ გახდება ცნობილი. „შემიძლია გითხრათ, როდესაც ელჩი იქნება წარდგენილი, ამ ადამიანს ექნება შეერთებული შტატების პრეზიდენტის სრული ნდობა. ეს იქნება ადამიანი, რომელიც ჩემთვის კარგად არის ნაცნობი და ვისთანაც მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. მას ექნება ძალიან სამაგალითო გამოცდილება და ცოდნა ამ რეგიონში“. 2018 წელს მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა. „არ ვიცი, რა ახსნა აქვს ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას, მაგრამ ცხადია, ეს არ არის კარგი, რადგან აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება თავის მთავარ პარტნიორს კონკრეტული ელჩის დანიშვნაზე. არის ასევე საუბარი იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ თანამდებობაზე სურს არა კარიერული დიპლომატი, არამედ პოლიტიკოსი“, - აცხადებდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური 2018 წლის ოქტომბერში. სწორედ მისგან გახმაურდა მედიაში ეს ცნობა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ უარყოფ ინფორმაცია, რომ საქართველოში ელჩად შერჩეული ბრიჯეტ ბრინკის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკეს. ბრიჯიტ ბრინკი ამჟამად აშშ-ის ელჩია სლოვაკეთში, ამ თანამდებობაზე ის 2019 წლიდან მუშაობს. ადრე მსახურობდა სერბეთში, უზბეკეთსა და საქართველოშიც. ბრიჯიტ ბრინკი რიჩარდ ნორლანდის ელჩობის პერიოდში მისი მოადგილე იყო და ასევე, ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის, უცხოური მთავრობისგან თანხმობის მიღება ელჩების შერჩევის სტანდარტული პროცესის ნაწილია და ჩვეულებრივ შეიძლება, გაგრძელდეს დღეებიდან კვირებამდე.

თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებზე სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს. „ლიდერებმა დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განიხილეს მიმდინარე კოორდინაცია როგორც დიპლომატიის, ისე რუსეთისთვის სწრაფი და მძიმე ეკონომიკური ხარჯების დაკისრების მზადებაზე, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მათი წარმომადგენლები დარჩებიან მჭიდრო კონტაქტზე, მათ შორის NATO-ს მოკავშირეებთან და ევროკავშირის პარტნიორებთან კონსულტაციით,  რათა მართონ ეს საკითხები კოორდინირებული და ყოვლისმომცველი მიდგომებით“, - აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.

ილონ მასკმა ჯო ბაიდენს „დამპალი წინდის თოჯინა“ უწოდა

„დამპალი წინდის თოჯინა ადამიანის სახით“, ამ სიტყვებით, Tesla-ს დამფუძნებელმა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოიხსენია. ელექტრომობილების ყველაზე დიდი მწარმოებლის, Tesla-ს დამფუძნებლის ილონ მასკის გაბრაზებას წინ უძღოდა ჯო ბაიდენის Twitter პოსტი, რომელიც მისი კონკურენტი, უმსხვილესი ამერიკული საავტომობილო კორპორაცია, General Motors-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ასახავდა. „კომპანიები, როგორიცაა GM-ი და Ford-ი აწარმოებენ უფრო მეტ ელექტრო მანქანას ამერიკაში, ვიდრე ოდესმე“, - აღნიშნულია აშშ-ის ლიდერის ტექსტში.  თეთრმა სახლმა მიიწვია რამდენიმე წამყვანი ბიზნეს ლიდერი, მათ შორის General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი მერი ბარა და Ford Motor-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯიმ ფარლი, რათა განეხილათ ბაიდენის 1,75 ტრილიონი დოლარის ღირებულების Build Back Better (BBB) კანონპროექტი. მასკი შეხვედრაზე მიწვეული არ იყო.

ჯო ბაიდენი: სირიაში აშშ-ის სპეცოპერაციის დროს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა თავი აიფეთქა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სირიაში წარმატებული სპეცოპერაციის შესახებ განაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას შეერთებული შტატების ლიდერიმა აღნიშნა, რომ „ტერორისტული საფრთხე“ მოიხსნა, როდესაც ამერიკელების რეიდის დროს, „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურმა თავი აიფეთქა. ჯო ბაიდენის ინფორმაციით, „აშშ-ის ძალები ტერორისტის დაჭერას აპირებდნენ, თუმცა საკუთარი ოჯახის წევრების სიცოცხლეს არ გაუფრთხილდა და სასოწარკვეთილი სიმხდალის გამო, თავის აფეთქება არჩია“. „წუხელ, ჩემი მითითებით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს. კონტრტერორისტული ოპერაცია, რათა დაეცვათ ამერიკელი ხალხი და ჩვენი მოკავშირეები, მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად ექციათ. ჩვენი შეიარაღებული ძალების ოსტატობისა და სიმამაცის წყალობით, ჩვენ „ბრძოლის ველიდან გავუშვით“ აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაში, ISIS-ის ლიდერი. ოპერაციიდან ყველა ამერიკელი უსაფრთხოდ დაბრუნდა“, - ნათქვამია თავის მხრივ, ბაიდენის განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსდა.

ოლაფ შოლცი აშშ-ში ვიზიტზე, რუსეთსა და უკრაინაზე

The Washingtonpos Post-თან ინტერვიუში გერმანიის კანცლერმა, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენს ორშაბათს თეთრ სახლში ხვდება, უარყო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მისმა მთავრობამ საკმარისი არ გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად. ეს ოლაფ შოლცის პირველი ვიზიტია ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც 8 დეკემბერს თანამდებობა დაიკავა.  „რეალობა ის არის, რომ გერმანია არის NATO-ს უდიდესი პარტნიორი ევროპაში; რომ ჩვენ მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენს სამხედრო ძალებს; ჩვენ ვართ ძალიან კარგი პარტნიორი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს მოკავშირეებთან NATO-სა და [ევროკავშირში] შეერთებულ შტატებთან იმის შესახებ, თუ როგორ ვუპასუხოთ ამ საფრთხეს უკრაინის მიმართ, რომელიც მოდის რუსეთიდან. ჩვენი მკაცრი პასუხია ის, რომ ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოჰყვება მათ (რუსეთის, რედ.) შეჭრას. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ვიპოვოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ჩვენ ვართ უკრაინის ყველაზე ძლიერი ეკონომიკური მხარდამჭერები. ჩვენ ერთად ვმუშაობთ განახლებად ენერგიებსა და სამომავლო ტექნოლოგიებზე, რაც მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და მეტი ეკონომიკური/ფინანსური მდგრადობის შესაძლებლობას ქმნის“, - აღნიშნავს შოლცი. ხალხი აკრიტიკებდა გერმანიას უკრაინაში 5000 ჩაფხუტის გაგზავნის გამო, მაგრამ იარაღი არ გაგიგზავნიათ, ჟურნალისტის ამ კითხვას, გერმანიის კანცლერმა უპასუხა, რომ ჯერ უკრაინამ წამოაყენა მოთხოვნა ჩაფხუტების გაგზავნის შესახებ, რაზეც გერმანიამ რეაგირება მოახდინა. „მეორე საკითხია, რომ არის მკაცრი საექსპორტო კრიტერიუმები კრიზისულ რეგიონებში იარაღის ექსპორტთან დაკავშირებით, რომლებსაც მივყვებით. გერმანიის საექსპორტო შეზღუდვები დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, რომელიც ყოფილი მთავრობის მხრიდან მოქმედებს“. კითხვაზე, შეაჩერებს თუ არა გერმანიის მთავრობა Nord Stream 2-ის მილსადენის გახსნის პროცესს, თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას დაიწყებს? ოლაფ შოლცმა უპასუხა: „ჩვენ მზად ვართ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი. გვაქვს ძალიან მკაფიო შეთანხმება შეერთებული შტატების მთავრობასთან გაზის ტრანზიტისა და ენერგეტიკული სუვერენიტეტის შესახებ ევროპაში. უკვე შევთანხმდით, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომ ინტენსიურად ვიბრძოლებთ გაზის ტრანზიტისთვის უკრაინის გავლით და ვიქნებით ძალიან მტკიცენი, თუ ამ გაზის ტრანზიტს საფრთხე დაემუქრება. ასევე, სრულიად ნათელია, რომ მსგავს სიტუაციაში ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ჩვენი პასუხი იქნება ერთიანი და გადამწყვეტი“.  რა ნაბიჯები იდგმება რუსეთზე გერმანიის ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად? ოლაფ შოლცის თქმით, ახლად ჩამოყალიბებული მთავრობის ერთ-ერთი საკვანძო საქმიანობა მოიცავს ელექტროენერგიის წარმოებას და ქარის ელექტროსადგურების ამუშავებას.  „2045 წელს,სრულიად დამოუკიდებელი ვიქნებით გერმანიაში გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტისაგან, რადგან ჩვენ უბრალოდ დავეყრდნობით განახლებად რესურსებს“. „ჩვენი ენერგიის მხოლოდ 25-დან 26 პროცენტამდეა ბუნებრივი აირი და მისი მხოლოდ ნაწილი მოდის რუსეთიდან. ასევე არის ნაწილი ნორვეგიიდან ან ნიდერლანდებიდან“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. რას ელის შოლცი აშშ-ში ვიზიტისგან, გერმანიის კანცლერის განცხადებით, შეერთებული შტატები გერმანიისა და ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობის გაძლიერება მნიშვნელოვანია. „ჩვენ ერთად ვართ NATO-ში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა მთავარ პარტნიორს, ტრანსატლანტიკურ მხარეებს და შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის ძლიერი პარტნიორობა იყოს. მე ნამდვილად ვაფასებ იმას, რასაც პრეზიდენტი ბაიდენი აკეთებს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ორმხრივ მოლაპარაკებებში. ძალიან რთული დღის წესრიგი აქვთ. მაგრამ ეს არის ძალა და ლიდერობა, რასაც ის აკეთებს“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე, 14 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა. შოლცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 14 თებერვალს კიევში შეხვდება. 15 თებერვალს კი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც ვლადიმერ პუტინთან გამართავს მოლაპარაკებებს.

ჯო ბაიდენი: აშშ და გერმანია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად მუშაობენ

გერმანია და შეერთებული შტატები უკრაინის გარშემო რუსული აგრესიის განსახილველად მზად არიან, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, გერმანია არის ამერიკის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და მიმდინარეობს მუშაობა ევროპაში რუსული აგრესიის შემდგომი შეკავებისთვის. შოლცმა, რომელიც კრიზისში არასაკმარისი ლიდერობის გამო კრიტიკის ქვეშ არაერთხელ მოექცა, ვიზიტის წინ განაცხადა, რომ რუსეთს ძალიან ძვირი დაუჯდება, თუ უკრაინაში შეიჭრება. ამასთან, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია ლიეტუვაში დამატებით 350-მდე ჯარისკაცს გზავნის. ოლაფ შოლცი აშშ-ში ვიზიტზე, რუსეთსა და უკრაინაზე ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ხვდება

ჯო ბაიდენი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეაჩერებს Nord Stream 2-ს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. „თუ რუსეთი შემოიჭრება - რაც ნიშნავს იმას, რომ ტანკები ან ჯარები გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს, მაშინ აღარ იქნება Nord Stream 2“, - განაცხადა ბაიდენმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „გპირდებით, ჩვენ ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, თუმცა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ არ დააკონკრეტა, როგორ შეუძლია ასეთი დაპირების გაცემა, როდესაც გერმანია აკონტროლებს მილსადენს. თავის მხრივ, შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია და აშშ მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა უკრაინაზე ახალი თავდასხმის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სწრაფად დაწესდეს.როდესაც ჰკითხეს Nord Stream 2-ზე, მან თქვა, რომ ზოგიერთი დეტალი ბაიდენთან დისკუსიიდან არ შეიძლება, საჯარო გახდეს. საერთაშორისო მედია წერს, რომ ბაიდენმა შეამცირა შეშფოთება იმის შესახებ, რომ ბერლინი სრულად არ არის ჩართული აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე მცდელობებში უკრაინასთან დაკავშირებით, რუსული სამხედრო ზეწოლის წინააღმდეგ. „ერთად ვმოქმედებთ, ჩვენ აბსოლუტურად ერთიანი ვართ და არ გადავდგამთ განსხვავებულ ნაბიჯებს, ჩვენ იგივე ნაბიჯებს გადავდგამთ და ეს ძალიან, ძალიან მძიმე იქნება რუსეთისთვის“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. თავის მხრივ ბაიდენმა აღნიშნა, რომ გერმანიას სრულად ენდობა.

ოლაფ შოლცი: გერმანია და აშშ მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა უკრაინაზე ახალი თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სწრაფად დაწესდეს

გერმანია და აშშ მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა უკრაინაზე ახალი თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სწრაფად დაწესდეს. ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტით მყოფმა ოლაფ შოლცმა ჯო ბაიდენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ერთად ვმოქმედებთ, ჩვენ აბსოლუტურად ერთიანი ვართ და არ გადავდგამთ განსხვავებულ ნაბიჯებს, ჩვენ იგივე ნაბიჯებს გადავდგამთ და ეს ძალიან, ძალიან მძიმე იქნება რუსეთისთვის“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. როდესაც ჰკითხეს Nord Stream 2-ზე, შოლცმა უპასუხა, რომ ზოგიერთი დეტალი ბაიდენთან დისკუსიიდან არ შეიძლება, საჯარო გახდეს. საერთაშორისო მედია წერს, რომ ბაიდენმა შეამცირა შეშფოთება იმის შესახებ, რომ ბერლინი სრულად არ არის ჩართული აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე მცდელობებში უკრაინასთან დაკავშირებით, რუსული სამხედრო ზეწოლის წინააღმდეგ.  ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

ჯო ბაიდენი აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

რუსეთის აგრესიის საფრთხის გამო, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ენბისისთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „საქმე გვაქვს არა ტერორისტულ ორგანიზაციასთან, არამედ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება, სწრაფად გაუარესდეს“, – აღნიშნა ბაიდენმა.

დმიტრო კულება: აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში ახალი არაფერია, ჩვენ ვიცით აშშ-ის პოზიცია

ჯო ბაიდენის განცხადებაში არაფერია ახალი. ჩვენ ვიცით ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. დაიწყეს საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების ევაკუაციით, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომლითაც ბაიდენმა უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა. „ჩვენ ვიცით შეერთებული შტატების პოზიცია. მათ ასეთი განცხადებები უკვე გააკეთეს, დაიწყეს საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების ევაკუაციით. ამიტომ, ეს განცხადება არ მიუთითებს სიტუაციის რადიკალურ ცვლილებაზე“, – განაცხადა დმიტრო კულებამ. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

დიმიტრი პესკოვი: დღეს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სატელეფონო საუბარს გამართავენ

12 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სატელეფონო საუბარს გამართავენ. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, სატელეფონო საუბრის ინიციატორი ამერიკული მხარეა. „ამერიკულმა მხარემ პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვა ითხოვა. ამ მოთხოვნას წინ უძღოდა ამერიკული მხარის წერილობითი მიმართვა. შესაბამისად, 12 თებერვალს, საღამოს ორი პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი გაიმართება“, - აცხადებს პესკოვი.

თეთრი სახლი ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. „აშშ-ის პრეზიდენტი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 12 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, რათა მკაფიოდ განემარტა, რომ თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს სწრაფ და მძიმე საფასურს დააკისრებენ. პრეზიდენტმა ბაიდენმა მოუწოდა პრეზიდენტ პუტინს, ჩაერთოს დეესკალაციასა და დიპლომატიაში. პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა, რომ რუსეთის შემდგომი შეჭრა უკრაინაში გამოიწვევს ადამიანურ ტანჯვას და დაასუსტებს რუსეთის მდგომარეობას. პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან მკაფიოდ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, შეერთებული შტატები მზადაა, ჩაერთოს დიპლომატიაში, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით, თანაბრად მზად ვართ, სხვა სცენარისთვის“, - ნათქვამია თეთრი სახლის ინფორმაციაში. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს. „მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა 11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე. რაც შეეხება კიევის პოზიციას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

ლიზ ტრასი: უკრაინაში რუსეთის შეჭრა შესაძლოა, გარდაუვალი იყოს

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში თავის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის განცხადებით, ცხადად ჩანს, რომ შესაძლოა, უკრაინაში შეჭრა გარდაუვლად მოხდეს და მოუწოდებს ბრიტანეთის მოქალაქეებს „ახლავე დატოვონ ქვეყანა. მანამდე პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ არის ნიშნები, რომლებიც აჩვენებს, რომ სერიოზული მზადებაა რუსეთის მხრიდან. მისი თქმით, ვითარება უკიდურესად შემაშფოთებელია. BBC-ის ცნობით, ჯონსონმა გაერთიანებული სამეფოს გარშემო მოგზაურობის გეგმები გააუქმა, მოგვიანებით ლონდონში დაბრუნდება  და უახლესი სიტუაციის შესახებ დაზვერვის ხელმძღვანელებისგან ანგარიშს მოისმენს. პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარს გამართავს. „ყველაფერს გავაკეთებ დიპლომატიური პროცესის დასახმარებლად. ძალიან მალე ვესაუბრები სხვადასხვა ლიდერებს, მათ შორის ჯო ბაიდენს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის იმედი არ არის დაკარგული, მაგრამ აღნიშნეს, რომ სიტუაცია დაძაბული რჩება. ჯო ბაიდენისა და ბორის ჯონსონის სატელეფონო საუბარი 40 წუთს გაგრძელდა. თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა განიხილეს მიმდინარე დიპლომატიური და შეკავების მცდელობები უკრაინის საზღვრებზე რუსეთის მიერ სამხედრო ძალების გაძლიერების საპასუხოდ და დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მათ განიხილეს  NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვითი პოზიციის გაძლიერების მცდელობები და ხაზი გაუსვეს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის მჭიდრო კოორდინაციას, მათ შორის მზადყოფნას, დააწესოს რუსეთის წინააღმდეჰ მძიმე შედეგები, თუ ის შემდგომ სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს. დაახლოებით ერთი საათის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფს, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარზე 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა.

ჯო ბაიდენი: უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები მიიჩნევენ, რომ უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. 40-წუთიანი სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადეს, რომ შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია, – წერს BBC. როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული, დიპლომატიის „გადამწყვეტი ფანჯარა“ ჯერ კიდევ ღიაა. ამასთან, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ნებისმიერ მორიგ შეჭრას უკრაინაში მოჰყვება გაჭიანურებული კრიზისი რუსეთისთვის და გრძელვადიანი ზიანი, როგორც რუსეთისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.  

ჯო ბაიდენი: უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა ჯერ კიდევ შესაძლებელია

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა ჯერ კიდევ შესაძლებელი, მაგრამ აშშ მზად არის, გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს ასეთ ნაბიჯზე.  ბაიდენმა მოუწოდა რუსეთს, დაიხიოს უკან და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრიდან გარკვეული ძალების გაყვანის შესახებ ცნობები, არ არის დადასტურებული შეერთებული შტატების მიერ. „[რუსული ძალების გასვლა] კარგი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ეს ჯერ არ დაგვიდასტურებია. ჩვენ ჯერ არ დაგვიდასტურებია, რომ რუსული სამხედრო ნაწილები დაბრუნდნენ თავიანთ ბაზებზე", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ბაიდენმა რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართა. „რუსეთის მოქალაქეებს: თქვენ არ ხართ ჩვენი მტერი და არ მჯერა, რომ თქვენ გინდათ სისხლიანი, გამანადგურებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა სატელევიზიო მიმართვაში. ჯო ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები და NATO-ს მოკავშირეები მზად არიან ყველაფრისთვის, რაც არ უნდა მოხდეს და რომ რუსეთი გადაიხდის მძიმე ეკონომიკურ ფასს, თუ მოსკოვი შეჭრას დაიწყებს. რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. ამ განცხადებას მოჰყვა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ სახელმწიფო დუმის მიმართვა ვლადიმერ პუტინისადმი. ამავე თემაზე სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ესაუბრა.

ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს. „ლიდერები უკრაინაში არსებულ ვითარებას „ძალიან სერიოზულად” აფასებენ, რამდენადაც არსებობს რუსეთის შემდგომი სამხედრო აგრესიის რისკი. ლიდერებმა პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან თავიანთი საუბრები განიხილეს. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება და ხაზი გაუსვეს დიპლომატიისა და შეკავების ღონისძიებების ტრანსატლანტიკური კოორდინაციის მნიშვნელობასა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯო ბაიდენი: ჩვენ გვაქვს ყველა ნიშანი იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას

„ჩვენ გვაქვს ყველა ნიშანი იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ვერ ხედავს რუსული ძალების გაყვანის ნიშნებს და რომ შეერთებულ შტატებს აქვს „მიზეზი, დაიჯეროს“, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის მიზნით, ჩართულია ყალბი საბაბის შექმნის ოპერაციაში. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ძალიან მაღალი რისკი არსებობს და ეს რამდენიმე დღეში შეიძლება მოხდეს.

რუსეთი მოითხოვს, უკრაინიდან უკან გაიტანონ ის შეიარაღება, რომელიც კიევს პარტნიორებმა აქამდე მიაწოდეს

თუკი ვაშინგტონის წინადადებაზე, რუსეთის თერთმეტგვერდიან წერილობით პასუხს გადახედავთ, ის სავსეა აშშ-ის კრიტიკით, ტონი არის მკაცრი და საკმაოდ უკომპრომისო. მოსკოვმა აშშ-ის „კონსტრუქციული პასუხი“ რუსეთის ძირითად მოთხოვნებზე, როგორიცაა NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტა, ვერ აღმოაჩინა. ბოლოდროინდელ პროცესებს BBC სტატიაში მიმოიხილავს. რუსეთი თავის პოზიციებს არ ამსუბუქებს. დაჟინებით მოითხოვს, რომ აშშ-მ ყველა ჯარი და შეიარაღება გაიყვანოს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან და ბალტიისპირეთიდან. მოსკოვი იმუქრება სამხედრო-ტექნიკური ზომებით, თუ ის ვერ მიიღებს „უსაფრთხოების იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს“. აშშ-ის ელჩის მოადგილის გაძევება მოსკოვიდან, რუსეთის მხრიდან დიპლომატიის გზის შეჩერების ზოგად განცდას ტოვებს. ვაშინგტონი ამ ნაბიჯს ესკალაციად აღიქვამს.  „ჩვენ გვაქვს ყველა ნიშანი იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას“, - ჯო ბაიდენის ამ განცხადებას დიმიტრი პესკოვმა უპასუხა და განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები დაძაბულობას იწვევს“. აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა.  მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით. „რუსეთი იძულებული იქნება, უპასუხოს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებების განხორციელებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში რუსული მედიის ცნობით. მოსკოვის პასუხში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის NATO-ში მიღების შემთხვევაში, რეალური საფრთხე არსებობს, რომ უკრაინის ხელისუფლება ძალის გამოყენებით შეეცდება ყირიმის დაბრუნებას და აშშ-სა და მის მოკავშირეებს რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაითრევს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უნდა შეწყდეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ყველა დასავლელმა მრჩეველმა და ინსტრუქტორმა უკრაინა უნდა დატოვოს, NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივ სამხედრო სწავლებებზე უარი უნდა თქვან და უკრაინიდან უნდა გაიტანონ ის შეიარაღება, რომელიც კიევს აქამდე მიაწოდეს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთის მიერ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეერთებულ შტატებთან შეთანხმების პროექტის ძირითად ელემენტებს ამერიკულმა მხარემ კონსტრუქციული პასუხი არ გასცა.

ჯო ბაიდენი ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებთან ვირტუალურ კონფერენციას გამართავს

აშშ-ის ჯო ბაიდენი ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებთან ვირტუალურ კონფერენციას გამართავს. ინფორმაციას CNN ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საკითხთან დაკავშირებულ ვირტუალურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ევროკომისიის ლიდერი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

ბაიდენი და ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედრო გაძლიერება უკრაინის ირგვლივ გრძელდება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებთან ვირტუალურ კონფერენცია გამართა. NATO-ს პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციაში ალიანსის გენერალური მდივნის გარდა, ასევე მონაწილეობდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ონლაინკონფერენცია უკრაინასა და მის ირგვლივ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებას და დიპლომატიის გაგრძელების მცდელობებს მიეძღვნა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია NATO-ში რუსეთთან დიალოგისა და მოკავშირეებისთვის გარანტიების მიწოდების მცდელობების შესახებ. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ, როგორც თავდაცვითი ალიანსი, NATO აკეთებს იმას, რაც აუცილებელია ყველა მოკავშირის დასაცავად.  ონლაინკონფერენციის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მოსკოვის განცხადებების მიუხედავად, რუსეთის სამხედრო გაძლიერება უკრაინასა და მის ირგვლივ გრძელდება. მონაწილეებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, მოაგვაროს ეს კრიზისი დიპლომატიის და დიალოგის გზით, ამასთან, ხაზი გაუსვეს მათ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა. ბაიდენის თქმით, პუტინი აგრძელებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რათა შექმნას საბაბი სამხედრო დარტყმისთვის, რომელიც შეიძლება, რამდენიმე დღეში განხორციელდეს. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის სამიზნე უკრაინის დედაქალაქი კიევი იქნება. „ამ მომენტისთვის დარწმუნებული ვარ, რომ მან მიიღო (შეჭრის) გადაწყვეტილება“, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში. „ჩვენ გვაქვს მიზეზი, რომ ეს დავიჯეროთ“,  დაამატა პრეზიდენტმა დაზვერვის შეფასებებზე დაყრდნობით. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებთან ვირტუალურ კონფერენცია გამართა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა, „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე: ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ რუკას აქვეყნებს

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები ემანუელ მაკრონის მიერ შეთავაზებული სამიტის ჩატარების პრინციპს დაეთანხმნენ

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონის მიერ შეთავაზებული სამიტის ჩატარების პრინციპს დაეთანხმნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. "პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი პუტინი ასეთი სამიტის ჩატარების პრინციპს დაეთანხმნენ. სამიტის შინაარსს სახელმწიფო მდივანი ბლინკენი და მინისტრი ლავროვი მათი შეხვედრის დროს მოამზადებენ, რომელიც 24 თებერვალს უნდა გაიმართოს. ამ შეხვედრის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება. საფრანგეთის პრეზიდენტი შეეცდება ამ დისკუსიების შინაარსი ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად მოამზადოს“, - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

თეთრი სახლი: აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პუტინისთვის არანაირი გარანტია არ მიუცია

აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს რუსეთის პრეზიდენტისთვის, კერძო საუბრებში, უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არანაირი გარანტია არ მიუცია. თეთრი სახლის მაღალჩინოსნის თქმით, არ მომხდარა რაიმე პოზიციის ცვლილება აშშ-ის ხედვაში და ალიანსი ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მას განუცხადა, რომ უკრაინას „ხვალ NATO-ში არ მიიღებენ“. „ამერიკელმა კოლეგამ დამარწმუნა, რომ უკრაინას NATO-ში „ხვალ“ არ მიიღებენ. უფრო მეტიც, რაღაც მორატორიუმია შესაძლებელი“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „აღიარების“ გამო სანქციები დააწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ ტექსტი ბაიდენის Twitter გვერდზე გავრცელდა. მე ხელი მოვაწერე აღმასრულებელ ბრძანებას, რათა უარი ეთქვას რუსეთს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევით სარგებლობის შანსზე. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან, შემდეგი ნაბიჯების შესახებ. ბაიდენის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერა მანამდე თეთრმა სახლმა დააანონსა და განმარტა შემდეგი: პრეზიდენტი ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. სახელმწიფო დეპარტამენტები და ფინანსთა სამინისტრო დამატებით დეტალებს უახლოეს მომავალში გაავრცელებენ. ჩვენ ასევე მალე გამოვაცხადებთ დამატებით ზომებს რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებების დღევანდელ უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით. გასაგებად რომ ვთქვათ: ეს ზომები განცალკევებულია და დაემატება იმ სწრაფ და მძიმე ეკონომიკურ ზომებს, რომლებსაც ჩვენ ვამზადებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით, თუ რუსეთი შემდგომში შეიჭრება უკრაინაში.   ასევე წაიკითხეთ აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს

ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „აღიარება“ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიოებისმ დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარება“ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისად შეაფასა. გასაგებად რომ ვთქვათ, რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინის დიდი ნაწილი მიაქვს. წუხელ პუტინმა რუსეთის ძალებს ამ რეგიონებში განლაგების უფლება მისცა. დღეს ის ამტკიცებდა, რომ ეს რეგიონები უფრო ფართოა, ვიდრე ის ორი ტერიტორია, რომელიც მან „აღიარა“. ბაიდენის თქმით, პუტინი ირიბად დაემუქრა წარსულში რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს, მათ შორის ქვეყნებს, რომლებშიც დღეს დემოკრატია ყვავის და რომლებიც NATO-ს წევრები არიან. შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ღია ვართ დიპლომატიისთვის, თუ ის სერიოზულია. ბოლოს, რუსეთს მისი ქმედებებით და არა სიტყვებით განვსჯით. როგორიც არ უნდა იყოს რუსეთის შემდეგი ნაბიჯი, მზად ვართ, ერთიანად და მტკიცედ ვუპასუხოთ. იმედი მაქვს, დიპლომატია ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

ჯო ბაიდენი: ვინ მისცა პუტინს უფლება, გამოაცხადოს დამოუკიდებელ ქვეყნებად ტერიტორიები, რომლებიც მის მეზობელ ქვეყანას ეკუთვნის

ვინ მისცა პუტინს უფლება, გამოაცხადოს დამოუკიდებელ ქვეყნებად ტერიტორიები, რომლებიც მის მეზობლებს ეკუთვნის? - აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის ლიდერს უფრო მკაცრი სანქციების შესახებ აფრთხილებს, თუ ის ესკალაციის გზას განაგრძობს. ეს არის „საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და მოითხოვს მტკიცე პასუხს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ჩვენ დავუწესებთ საპასუხო სანქციებს, რომელიც იქნება გაცილებით უფრო ხისტი, ვიდრე ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა 2014 წელს დავაწესეთ, ხოლო თუ რუსეთი გააგრძელებს ამ შეჭრას, ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავამკაცროთ სანქციები ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „აღიარება“ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისია

ბალტიის რეგიონში აშშ-ის დამატებითი ძალები გადანაწილდებიან

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადება ევროპაში ჯარების გადანაწილების შესახებ, ბალტიის რეგიონში 800 ჯარისკაცის და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე რვა F-35 გამანადგურებელი თვითმფრინავის გაგზავნას ითვალისწინებს. ამის შესახებ Reuters-ს აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განუცხადა. გარდა ამისა, შეერთებული შტატები გაგზავნის 32 AH-64 Apache შვეულმფრენს ბალტიის რეგიონსა და პოლონეთში. „ამ დამატებითი პერსონალის გადანაწილება ხდება ჩვენი NATO-ს მოკავშირეების მხარდასაჭერად, NATO-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ნებისმიერი პოტენციური აგრესიის შესაჩერებლად და მასპინძელი ქვეყნის ძალებთან წვრთნის მიზნით“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა და დაამატა, რომ არცერთი ახალი ძალა არ იგზავნება შეერთებული შტატებიდან. აშშ-ის პრეზიდენტმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ძალების დამატებით გადაადგილებას დაეთანხმა. ამასთან, აღნიშნა, რომ ძალები და აღჭურვილობა, რომლებიც უკვე ევროპაშია, გაიგზავნება ბალტიისპირეთის ქვეყნებში ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ეს ჩვენი მხრიდან თავდაცვითი მოძრაობებია. ჩვენ არ გვაქვს განზრახული რუსეთთან ბრძოლა. ეს განლაგება მიზნად ისახავს მესიჯის გაგზავნას აშშ-ის მოკავშირეებისთვის, რომ ის დაიცავს NATO-ს ტერიტორიას და დაიცავს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.  ასევე წაიკითხეთ ესტონეთმა შეერთებულ შტატებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა სთხოვა

ჯო ბაიდენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი თეთრ სახლში მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა. დღეს, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების ერთგულება დაადასტურა. პრეზიდენტმა ბაიდენმა ინფორმაცია მიაწოდა საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარებაზე შეერთებული შტატების პასუხის შესახებ. მან ასევე დაადასტურა, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის უსაფრთხოებისა და მაკროეკონომიკის მხარდაჭერას. პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა შეერთებული შტატების მზადყოფნა, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სწრაფად და გადამწყვეტად უპასუხოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომ აგრესიას.   შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. მათ შორის მოხვდა ორი ფინანსური ინსტიტუტი (VEB, Russian Military Bank). ახალი ზომა შეეხება რუსეთის სუვერენულ ვალსაც. ბაიდენი აცხადებს, რომ ეს ნიშნავს რუსეთის მთავრობის ჩამოშორებას დასავლური ფინანსებისგან. „ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ახლო თანამშრომლობით დღეს მე ვაცხადებ სანქციების პირველ ტრანშს, რომელიც რუსეთს გუშინდელი ქმედებების საპასუხოდ დაეკისრება. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების გაფართოებას რუსეთის მიერ სიტუაციის ესკალაციასთან ერთად. ჩვენ ვაწესებთ სრულ ბლოკადას რუსეთის ორ მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტზე: VEB-სა და მათ სამხედრო ბანკზე. ჩვენ ვაწესებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთის მთავრობა დასავლეთის ფინანსებს მოვკვეთეთ. ის ვეღარ შეძლებს დასავლეთიდან ფულის მოზიდვას და ვაჭრობას ახალი ვალით ჩვენსა თუ ევროპულ ბაზრებზე. ხვალიდან, და ეს მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, ჩვენ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და ასევე უნდა იზიარებდნენ სასჯელსაც. რუსეთის ქმედებების გამო ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აღარ გაგრძელდეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ბაიდენმა ვლადიმერ პუტინი უკრაინის „არსებობის უფლებაზე“ თავდასხმასა და უკრაინაში დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულა. როგორც თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, პუტინის გამოსვლამ აჩვენა, რომ მას არ აქვს ინტერესი ევროპის უსაფრთხოებაზე „ნამდვილი დიალოგის“ მიმართ.  ის აშკარად იმუქრებოდა, თუ მისი უკიდურესი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.  ბაიდენის თქმით, ის მუდმივ კონტაქტზეა ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობენ. ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინის მხარდასაჭერის საკითხში. ჩვენ ერთიანი ვართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ერთიანი ვართ ჩვენს გადაწყვეტილებაში, დავიცვათ ჩვენი NATO-ს ალიანსი. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის არ აპირებს რუსეთთან ბრძოლას, მაგრამ პირობას დებს, რომ დაიცავს NATO-ს ტერიტორიის თითოეულ მონაკვეთს. „სისხლი არ გჭირდება, თუ ომის დაწყებას არ აპირებ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა, რომელმაც ამ სიტყვებით მიუთითა ცნობებზე იმის შესახებ, რომ რუსეთი აგროვებდა სისხლის მარაგს უკრაინის საზღვართან. „თავდაცვით ნაბიჯები“ ბალტიისპირეთში პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, რომ მხარი დაუჭირა აშშ-ის ძალების დამატებით გადანაწილებას აღმოსავლეთ ევროპაში. განაცხადა, რომ ძალები და აღჭურვილობა, რომლებიც უკვე ევროპაშია განლაგებული, გაიგზავნება ბალტიისპირეთის ქვეყნებში ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ეს ჩვენი მხრიდან თავდაცვითი მოქმედებებია. ჩვენ არ გვაქვს რუსეთთან ბრძოლის განზრახვა. ეს განლაგება მიზნად ისახავს მესიჯის გაგზავნას აშშ-ის მოკავშირეებისთვის, რომ ის დაიცავს NATO-ს ტერიტორიას და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.  ბაიდენი იმუშავებს გერმანიასთან, რათა დარწმუნდეს, რომ Nord Stream 2 არ განხორციელდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ იმუშავებს გერმანიასთან, რათა Nord Stream 2 წინ არ წავიდეს.  რუსეთი გადაიხდის კიდევ უფრო მძიმე ფასს, უფრო მკაცრი სანქციების ჩათვლით, თუ ის განაგრძობს აგრესიას. რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს. ჯო ბაიდენი სვამს შეკითხვას, ვინ მისცა პუტინს უფლება, გამოაცხადოს დამოუკიდებელ ქვეყნებად ტერიტორიები, რომლებიც მის მეზობლებს ეკუთვნის. ეს არის „საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და მოითხოვს მტკიცე პასუხს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ჩვენ დავაწესებთ საპასუხო სანქციებს, რომლებიც იქნება გაცილებით უფრო ხისტი, ვიდრე ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა 2014 წელს დავაწესეთ, ხოლო თუ რუსეთი გააგრძელებს შემდგომ შეჭრას, ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავამკაცროთ სანქციები.

აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი2“-ის ოპერატორ Nord Stream 2 AG-ს ახალ სანქციებს დაუწესებს

აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი2“-ის გაზსადენის პროექტის მხარდამჭერი კომპანიის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა. ჯო ბაიდენის თქმით, ეს ნაბიჯები სანქციების პირველი ტრანშის კიდევ ერთი ნაწილია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ბოლო ქმედებების საპასუხოდ მიიღეს. საუბარია გაზპრომის შვილობილ შვეიცარიულ კომპანია Nord Stream 2 AG-სა და მის ხელმძღვანელობაზე. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი მიესალმა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.  22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. თავის მხრივ, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

ჯო ბაიდენმა ზელენსკის აცნობა, თუ რა ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდება. ამასთან, „გაგრძელდება უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა“. დავგმე რუსეთის სამხედრო ძალების ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა. მივაწოდე მას ინფორმაცია იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც ვდგამთ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დასაგმობად, მათ შორის, დღეს გაეროს უშიშროების საბჭოში. მან მთხოვა, დავურეკო მსოფლიო ლიდერებს და მკაფიოდ ვისაუბრო პრეზიდენტ პუტინის აშკარა აგრესიის წინააღმდეგ და გვერდში დავუდგე უკრაინელ ხალხს. ხვალ მე შევხვდები დიდი შვიდეულის ლიდერებს. აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები დააწესებენ მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებას. დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

სანქცირებული რუსული ელიტებისა და მათი ოჯახის წევრების სია იზრდება. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა. ბაიდენის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ოთხ მსხვილ ბანკს, მათ შორის VTB ბანკს სანქციები დაუწესდათ. სანქციების ჩამონათვალი ასევე ითვალისწინებს: რუსეთის შესაძლებლობის შეზღუდვას, აწარმოოს ბიზნესი დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და იენში               რუსული არმიის დაფინანსების შესაძლებლობის შეჩერებას   რუსეთის უნარის შემცირებას, კონკურენცია გაუწიოს მაღალტექნოლოგიურ 21-ე საუკუნის ეკონომიკას   სანქციებს რუსულ ბანკებზე, რომლებიც ერთობლივად დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის აქტივებს ფლობენ პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა, რომ აშშ-ის ძალები „არ არიან და არ იქნებიან" ჩართულნი რუსეთთან კონფლიქტში უკრაინაში. მისი თქმით, აშშ დაიცავს NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

ბაიდენი პუტინისთვის სანქციების დაწესებაზე: ეს შესაძლებლობა მაგიდაზეა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების შესაძლებლობას განიხილავს. რატომ არ უწესებს ვლადიმერ პუტინს პერსონალურ სანქციებს დღესვე, ჟურნალისტის ამ შეკითხვას, ჯო ბაიდენმა არ უპასუხა. „ეს არ არის ბლეფი. ეს შესაძლებლობა მაგიდაზეა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, პუტინთან საუბარს არ გეგმავს. ბაიდენი კვლავ აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესია რუსეთს ძვირი დაუჯდება, როგორც ეკონომიკურად, ასევე სტრატეგიულად. პუტინი საერთაშორისო არენაზე გარიყული იქნება. პუტინის არჩევანი უკრაინასთან სრულიად გაუმართლებელი ომის თაობაზე რუსეთს უფრო სუსტს გახდის და დანარჩენ მსოფლიოს უფრო ძლიერს. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ჯო ბაიდენი: NATO-ს კარი ღიაა ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის, რომელიც ალიანსის ღირებულებებს იზიარებს

NATO-ს კარი ღიაა ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის, რომელიც ალიანსის ღირებულებებს იზიარებს და ალიანსში გაწევრიანებას გადაწყვეტს, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ბაიდენი ზელენსკისთან სატელეფონო საურბის შესახებაც საუბრობს. NATO-ს ლიდერების სამიტის შემდეგ დაუყოვნებლივ ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. მე მივესალმე უკრაინელი ხალხის მამაც ქმედებებს, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ქვეყნის დასაცავად... დღეს მე შევხვდი NATO-ს მოკავშირეების ლიდერებს, რათა განგვეხილა ჩვენი ერთობლივი ვალდებულება კოლექტიური თავდაცვისა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მიმართ. როდესაც პრეზიდენტი პუტინი ემუქრება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს, NATO კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს თავისუფლებას და დემოკრატიას. როგორც გუშინ ვთქვი, შეერთებული შტატები დაიცავს NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. ჩვენი ვალდებულება მე-5 მუხლის მიმართ არის ურყევი. მე გავეცი ბრძანება დამატებითი ძალების განლაგების შესახებ, რათა გაიზარდოს ჩვენი შესაძლებლობები ევროპაში, რათა მხარი დავუჭიროთ NATO-ს მოკავშირეებს. მე მტკიცედ მივესალმები NATO-ს თავდაცვითი გეგმების და NATO-ს რეაგირების ძალების ელემენტების გააქტიურების გადაწყვეტილებას ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ისევე როგორც ჩვენი მოკავშირეების ვალდებულებებს, განათავსონ დამატებითი სახმელეთო და საჰაერო ძალები აღმოსავლეთ ფლანგზე და საზღვაო ძალები ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვისკენ. დღეს ჩვენ შემოგვიერთდნენ ჩვენი ახლო პარტნიორები შვედეთი, ფინეთი და ევროკავშირი. პრეზიდენტმა პუტინმა დასავლეთის გაყოფის მიზანს ვერ მიაღწია. NATO ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს და ინარჩუნებს ღია კარს იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს და რომლებიც ალიანსში გაწევრიანებას გადაწყვეტენ. ამ კრიზისის გადალახვისას, ჩვენ პირობა დავდეთ, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებდით თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად“, - აღნიშნავს ბაიდენი.

ვოლოდიმირ ზელენსკი: აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერის მადლობელი ვარ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის დროს სანქციების გამკაცრება და კონკრეტული თავდაცვითი დახმარების საკითხი განიხილა. ამის შესახებ ზელენსკი Twitter-ზე განთავსებულ პოსტში წერს. „აშშ-ის პრეზიდენტთან, სანქციების გამკაცრება, კონკრეტული თავდაცვითი დახმარება და ომის საწინააღმდეგო კოალიცია განვიხილეთ. აშშ-ის მადლობელი ვარ უკრაინის ძლიერი მხარდაჭერისთვის“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. აშშ-მ პუტინს და ლავროვს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

ჯო ბაიდენი: ორი ვარიანტი გვაქვს, დავიწყოთ მესამე მსოფლიო ომი ან დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ფასს გადაიხდის

რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის როგორც გრძელ, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინაში შეჭრის, აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და აღნიშნავს, რომ კონფლიქტი ევროპასა და NATO-ს აახლოებს,  სანქციებზე საუბრისას, ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა რუსეთის დასასჯელად. „ჩვენ ორი ვარიანტი გვაქვს - დავიწყოთ მესამე მსოფლიო ომი, ფიზიკურად ვეომოთ რუსეთს, ან მეორე - დავრწმუნდეთ, რომ ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ მოქმედებს, ამისთვის ფასს გადაიხდის“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა CNN-ის ცნობით. ასევე წაიკითხეთ: სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 

ჯო ბაიდენი: აშშ იბრძოლებს NATO-ს ტერიტორიის „თითოეული სანტიმეტრისთვის“, თუკი რუსეთი თავდასხმას გააფართოებს

აშშ იბრძოლებს NATO-ს ტერიტორიის „თითოეული სანტიმეტრისთვის“, თუკი რუსებმა გააფართოვეს თავდასხმა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჯო ბაიდენმა თავისი გამოსვლის პირველი 15 წუთი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას დაუთმო. Europetime-მა ჯო ბაიდენის გზავნილები BBC-ის მიხედვით შეკრიბა. ბაიდენის თქმით, მისი ნდობა ამერიკელი ხალხის მიმართ აძლევს გარანტიას, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს ამ კრიტიკულ მომენტში. „თავისუფლების დასაცავად, სამართლიანობისა და შესაძლებლობების გასაფართოებლად. ჩვენ გადავარჩენთ დემოკრატიას. რაც არ უნდა მძიმე იყო ეს დრო, მე დღეს უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამერიკის მიმართ, ვიდრე ვიყავი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში“. „დღეს ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით. ჩვენ ვიქნებით უფრო ძლიერები ერთი წლის შემდეგ, ვიდრე დღეს ვართ. ახლა დროა, გადავლახოთ ჩვენი დროის გამოწვევები - ჩვენ, როგორც ერთიანმა ხალხმა, ერთიანმა ამერიკამა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, - განაცხადა აშშ-ის პრზიდენტმა.  ჯო ბაიდენმა კონგრესის წინაშე ყოველწლიური გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთი მზად იყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრისთვის და მისი ადმინისტრაცია მზად არის ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, პუტინმა თავი აარიდა ომის თავიდან აცილების მცდელობებს. "ჩვენი ისტორიის განმავლობაში, ჩვენ ვისწავლეთ ეს გაკვეთილი - როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს თავიანთი აგრესიის გამო, ისინი იწვევენ მეტ ქაოსს. ისინი აგრძელებენ წინსვლას, ხარჯები და საფრთხეები ამერიკისა და მსოფლიოსთვის იზრდება", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინი შეცდა. „პუტინის ომი იყო წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული. მან უარყო დიპლომატიის მცდელობები. ეგონა, რომ დასავლეთი და NATO არ უპასუხებდნენ. ფიქრობდა, შეეძლო ჩვენი გაყოფა სახლში. პუტინი შეცდა. ჩვენ მზად ვიყავით“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. „ახლა დგას ჩვენი პასუხისმგებლობის, ჩვენი გადაწყვეტილების და სინდისის გამოცდის მომენტი, სწორედ ამ მომენტში ყალიბდებ ჩვენი ხასიათი. ჩვენი მიზანი ნათელია. ჩვენი მომავალი განსაზღვრული", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.  ბაიდენმა უკრაინელ ხალხს მიმართა. „პრეზიდენტ ზელენსკიდან დაწყებული ყველა უკრაინელით დამთავრებული, მათი გამბედაობა, სიმამაცე, მონდომება შთაგონების წყაროა მსოფლიოსთვის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. აშშ-ის პრეზიდენტი თავის ინფლაციის მზარდ ფაქტორსაც შეეხო. „ინფლაციასთან ბრძოლის ჩემი გეგმა შეამცირებს თქვენს ხარჯებს და შეამცირებს დეფიციტს“, - დაამატა ჯო ბაიდენმა. ჯო ბაიდენი: აშშ იბრძოლებს NATO-ს ტერიტორიის „თითოეული სანტიმეტრისთვის“, თუკი რუსეთი თავდასხმას გააფართოებს

აშშ რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს

აშშ რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ შევუერთდებით ჩვენს მოკავშირეებს და დავხურავთ ამერიკის ცას რუსეთის ყველა ფრენისთვის“, - აღნიშნა თეთრი სახლის მეთაურმა. მისი თქმით, ეს აკრძალვა რუსეთის კიდევ უფრო მეტად იზოლირებას გამოიწვევს და რუსეთის ეკონომიკაზე კიდევ უფრო დიდი ზეწოლა ექნება. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე თავდასხმით მსოფლიოს გადატრიალება სურდა, თუმცა უკრაინელი ხალხის სახით მის წინაშე შეუვალი კედელი დადგა. ასევე წაიკითხეთ: აშშ უკრაინას დამატებით $54 მილიონამდე ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

ჯო ბაიდენი: როცა დიქტატორები ფასს არ იხდიან თავისი აგრესიისთვის, უფრო დიდ ქაოსს იწვევენ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესის წინაშე ყოველწლიური გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთი მზად იყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრისთვის და მისი ადმინისტრაცია მზად არის ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, პუტინმა თავი აარიდა ომის თავიდან აცილების მცდელობებს. „ჩვენი ისტორიის განმავლობაში, ჩვენ ვისწავლეთ ეს გაკვეთილი - როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს თავიანთი აგრესიის გამო, ისინი იწვევენ მეტ ქაოსს. ისინი აგრძელებენ წინსვლას, ხარჯები და საფრთხეები ამერიკისა და მსოფლიოსთვის იზრდება", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინი შეცდა. „პუტინის ომი იყო წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული. მან უარყო დიპლომატიის მცდელობები. ეგონა, რომ დასავლეთი და NATO არ უპასუხებდნენ. ფიქრობდა, შეეძლო ჩვენი გაყოფა სახლში. პუტინი შეცდა. ჩვენ მზად ვიყავით“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ბაიდენმა უკრაინელ ხალხს მიმართა. „პრეზიდენტ ზელენსკიდან დაწყებული ყველა უკრაინელით დამთავრებული, მათი გამბედაობა, სიმამაცე, მონდომება შთაგონების წყაროა მსოფლიოსთვის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ინფლაციის მზარდ ფაქტორსაც შეეხო. „ინფლაციასთან ბრძოლის ჩემი გეგმა შეამცირებს თქვენს ხარჯებს და შეამცირებს დეფიციტს“, - დაამატა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენი: ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელი თავდასხმა უკრაინაზე არის წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-მა უტყუარი სიგნალი გაუგზავნა უკრაინასა და მსოფლიოს. ვისკონსინში ვიზიტისას პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. "ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელი თავდასხმა უკრაინაზე არის წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. „ვლადიმერ პუტიმა უარყო დიპლომატიური ძალისხმევები. მას ეგონა, რომ დასავლეთი და NATO არ უპასუხებდნენ. ის ფიქრობდა, რომ შეეძლო ჩვენი გაყოფა სახლში, მაგრამ შეცდა. უამრავი საათი გავატარეთ ევროპელი მოკავშირეების გაერთიანებაში. დავუპირისპირდით რუსეთის სიცრუეს სიმართლით. მათ დავუპირისპირდით იმით, რომ ვაცნობეთ, რა იგეგმებოდა და ახლა თავისუფალი სამყარო პასუხს აგებინებს მათ", - განაცხადა ბაიდენმა. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: როცა დიქტატორები ფასს არ იხდიან თავისი აგრესიისთვის, უფრო დიდ ქაოსს იწვევენ

CNN: ჯო ბაიდენი დღეს აშშ-ში რუსეთის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტს აკრძალავს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს აშშ-ში რუსეთის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტს აკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, აშშ აღნიშნულ ნაბიჯს ცალმხრივად დგამს, ევროპელი მოკავშირეების გარეშე, ვინაიდან ევროპულ ქვეყნებს შორის უთანხმოებაა იმის თაობაზე, აიკრძალოს თუ არა რუსული ენერგომატარებლების იმპორტი. ასევე წაიკითხეთ Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა - Reuters

ჯო ბაიდენი: მოვუწოდებ კონგრესს, დაამტკიცოს $12-მილიარდიანი დახმარების პაკეტი უკრაინელი ხალხისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესს უკრაინისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდა. ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას ტირანიის და ჩაგვრის წინააღმდეგ.  „ვაპირებთ, გავაგრძელოთ მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც ისინი იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის. მე მოვუწოდებ კონგრესს, მიიღოს $12-მილიარდიანი პაკეტი უკრაინელი ხალხისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერას, ასევე, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ტირანიის და ჩაგვრის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა ბრიფინგზე, რომლის დროსაც ცნობილი გახდა, რომ აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს. ამავე თემაზე აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს თეთრმა სახლმა კანონმდებლებს სთხოვა, უკრაინისთვის, $10 მილიარდის ლეტალური და ჰუმანიტარული დახმარება დაამტკიცონ

ერდოღანმა ბაიდენს განუცხადა, რომ ლავროვისა და კულებას შეხვედრის ორგანიზება დიპლომატიური გამარჯვებაა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ანკარისთვის მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან, რათა თავიდან აიცილოს მათი კონფლიქტის გამწვავება. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ერდოღანმა ასევე განუცხადა ბაიდენს, რომ თურქეთის, როგორც ფასილიტატორის როლი კონფლიქტის გადაწყვეტის მცდელობაში, მნიშვნელოვანი იყო. ბაიდენთან საუბრისას ერდოღანმა განაცხადა, რომ ლავროვსა და კულებას შორის შეხვედრის ორგანიზება თავისთავად დიპლომატიური გამარჯვებაა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მისი უკრაინელი კოლეგა დიმიტრო კულება 10 მარტს, ანტალიაში შეხვდნენ.

აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ სანქცირებული პირების სიას კიდევ რამდენიმე რუსი ოლიგარქის სახელი დაემატება.

აშშ, G7-თან და ევროკავშირთან ერთად, რუსეთისთვის „ყველაზე უპირატესი ერის“ სტატუსის გაუქმებას აპირებს

აშშ, G7-თან და ევროკავშირთან ერთად, რუსეთისთვის „ყველაზე უპირატესი ერის“ სტატუსის გაუქმებას აპირებს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს „კიდევ უფრო მეტად აგებინებს პასუხს უკრაინის წინააღმდეგ მის აგრესიაზე“. „თითოეული ჩვენი ქვეყანა გადადგამს ნაბიჯებს, რათა უარი თქვას რუსეთისთვის „ყველაზე უპირატესი ერის“ სტატუსზე. ყველაზე უპირატესი ერის სტატუსი ნიშნავს იმას, რომ ორი ქვეყანა შეთანხმდა ვაჭრობაზე ერთმანეთთან საუკეთესო პირობებით - დაბალი ტარიფები, ვაჭრობის რამდენიმე ბარიერი და მაქსიმალური შესაძლო იმპორტის დაშვება“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებსა და საერთაშორისო პოლიტიკაში, ყველაზე უპირატესი ერი ( MFN ) არის სტატუსი ან მოპყრობის დონე, რომელსაც ერთი სახელმწიფო ანიჭებს მეორეს საერთაშორისო ვაჭრობაში. ამ სტატუსის მქონე ქვეყანამ ნომინალურად უნდა მიიღოს თანაბარი სავაჭრო უპირატესობები, როგორც „ყველაზე უპირატესმა ქვეყანამ“ იმ ქვეყნის მიერ, რომელიც ასეთ სტატუსს (სავაჭრო უპირატესობები მოიცავს დაბალ ტარიფებს ან იმპორტის მაღალ კვოტებს) ანიჭებს. ასევე წაიკითხეთ აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს

თეთრი სახლი უკრაინას თავდაცვისთვის დამატებით $200 მილიონს გამოუყოფს

თეთრმა სახლმა ოფიციალურ კიევს თავდაცვისთვის დამატებით სახსრები გამოუყო, მანამდე, შეერთებული შტატების კონგრესმა უკრაინისთვის 13,6 მილიარდი დოლარის ღირებულების გადაუდებელი დახმარება დაამტკიცა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების უფლება გასცა. თეთრი სახლის ცნობით, დაფინანსება, რომელიც ბაიდენმა საგარეო დახმარების აქტის მეშვეობით გამოყო, შეიძლება, გამოიყენონ იარაღისა და თავდაცვის მასალების შესაძენად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგიდან. ასევე, ეს დახმარება უკრაინელი ჯარისკაცებისთვის სამხედრო განათლებისა და წვრთნების შესაძლებლობას იძლევა. პაკეტი მოიცავს დაუყოვნებელ დახმარებას, ისეთი სამხედრო აღჭურვილობით, როგორიცაა, ჯავშანსაწინააღმდეგო და საზენიტო სისტემები.  

ჯო ბაიდენი 24 მარტს, ბრიუსელში, NATO-ს საგანგებო სამიტში მიიღებს მონაწილეობას

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 24 მარტს, ბრიუსელს NATO-ს სამიტზე დასასწრებად ეწვევა. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბაიდენი განიხილავს შეკავებისა და თავდაცვის შემდგომი გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმის საპასუხოდ, ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურებს მტკიცე ერთგულებას NATO-ს მოკავშირეების მიმართ". NATO-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები 24 მარტს საგანგებო სამიტს გამართავენ. „განვიხილავთ შეკავებისა და თავდაცვის შემდგომ გაძლიერებას. ამ კრიტიკულ დროს ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ უნდა გააგრძელონ ერთად დგომა“, - წერს იენს სტოლტენბერგმა Twitter-ზე.

პრეზიდენტი ბაიდენი არის უმცროსი და სანქციები შესაძლოა, მამამისს დაუწესეს, დაე, მშვიდად განისვენოს - თეთრი სახლის პასუხი რუსეთის სანქციებს

სამშაბათს თეთრმა სახლმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის საპასუხო სანქციებზე აშშ-ის ოფიციალური პირების მიმართ და განაცხადა, რომ მოსკოვმა შესაძლოა, „უნებლიედ“ დაუწესა სანქციები ჯო ბაიდენის გარდაცვლილ მამას აშშ-ის პრეზიდენტის სახელის მართლწერიდან - „უმცროსის“ გამოტოვებით. „სანქციების შესახებ რუსეთის განცხადებაში გამოტოვებულია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი „უმცროსია“ და „შესაძლოა, სანქციები მამამისს დაუწესეს, დაე, მშვიდად განისვენოს“. „არ გაგიკვირდებათ, რომ არცერთი ჩვენგანი არ გეგმავს ტურისტულ მოგზაურობას რუსეთში, არცერთ ჩვენგანს არ აქვს რუსეთში საბანკო ანგარიშები. ასე რომ, ჩვენ წინ წავალთ“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. რუსეთმა 15 მარტს განაცხადა, რომ ბაიდენს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, CIA-ს დირექტორ უილიამ ბერნს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს ჯეიკ სალივანს, თეთრი სახლის პრეს-მდივანს ჯენ ფსაკის და რამდენიმე სხვა ამერიკელ ოფიციალურს შავ სიაში შეიყვანეს და რუსეთში შესვლას აუკრძალავს.   

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის $13,6 მილიარდიანი დახმარების გამოყოფის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინისთვის 13,6 მილიარდის გამოყოფას ითვალისწინებს. თანხას უკრაინა ლტოლვილების დასახმარებლად, ასევე, თავდაცვითი აღჭურვილობისა და ქვეყნის სამხედროების მომზადებაში გამოიყენებს. ბაიდენი 24 მარტს, ბრიუსელში NATO-ს სამიტზე დასასწრებად გაემგზავრება.  

ჯო ბაიდენი: უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას რუსეთისგან დასაცავი იარაღი ჰქონდეს

"უკრაინისთვის რუსეთის ძალებისგან დასაცავად საჭირო იარაღის მიწოდებას უზრუნველყოფენ, ხოლო  უკრაინელ ლტოლვილებს ხელგაშლილი დახვდებიან", - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს "უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას ჰქონდეს იარაღი შეჭრილი რუსული ძალებისგან თავდასაცავად. გავგზავნით ფულს, საჭმელსა და დახმარებას უკრაინელთა სიცოცხლის გადასარჩენად. უკრაინელ ლტოლვილებს გაშლილი ხელებით დავხვდებით". – წერს ჯო ბაიდენი. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის $13,6 მილიარდიანი დახმარების გამოყოფის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინზე: ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავეა. ამის შესახებ ვიდეოს ABC news Twitter-ზე ავრცელებს.  კითხვაზე, მზად არის თუ არა პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდოს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „მე ვფიქრობ, რომ ის სამხედრო დამნაშავეა“. ასევე წაიკითხეთ ჰააგის სასამართლომ რუსეთს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა აშშ უკრაინას კიდევ $800 მილიონის ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო იარაღს გადასცემს ზელენსკი ბაიდენს: თქვენ ხართ დიდებული ერის ლიდერი, გისურვებთ იყოთ მსოფლიოს ლიდერი, იყო მსოფლიოს ლიდერი, ნიშნავს, იყო მშვიდობის ლიდერი  

აშშ უკრაინას კიდევ $800 მილიონის ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო იარაღს გადასცემს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინას მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში აშშ-მ ერთი მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და თავდაცვით იარაღს, რომელსაც აშშ უკრაინას აქამდეც აწვდიდა, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინებს და სტინგრებს - ანტისაზენიტო რაკეტებს. ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შესთავაზა ერთი მილიარდი დოლარის დახმარება უსაფრთხოებისთვის და დაამატა, რომ ამერიკა განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, რათა ქვეყანამ თავი დაიცვას. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე დაჰპირდა უკრაინას ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ დახმარებას. „ეს ახალი პაკეტი თავისთავად უპრეცედენტო დახმარებაა და მოიცავს 800 საზენიტო სისტემას“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები და თვითმფრინავები რუსული აგრესიის მოსაგერიებლად. ამავდროულად, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოითხოვა უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონის შექმნა, შესაბამისად, ისეთი პირობები, რომლითაც „რუსეთი ვეღარ შეძლებს მშვიდობიანი ქალაქების დატერორებას“. უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს ალტერნატიული გამოსავალიც შესთავაზა. „ეს თუ ზედმეტი მოთხოვნაა, ჩვენ გთავაზობთ ალტერნატივას. თქვენ იცით, როგორი თავდაცვის სისტემები გვჭირდება. S-300 და სხვა მსგავსი სისტემები, საკუთარი ხალხის დასაცავად. „დღეს შემიძლია ვთქვა: მე მჭირდება ჩვენი ცის დაცვის აუცილებლობა. თქვენი გადაწყვეტილების საჭიროება. თქვენი დახმარება", - განაცხადა ზელენსკიმ.  

დიმიტრი პესკოვის თქმით, ჯო ბაიდენის კომენტარი ვლადიმერ პუტინზე „მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა“

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი, დიმიტრი პესკოვი ჯო ბაიდენის სიტყვებს ეხმაურება, რომელმაც ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა. „მივიჩნევთ, რომ მიუღებელი და უპატიებელია ამგვარი რიტორიკა იმ სახელმწიფოს მეთაურისგან, რომლის ბომბებისგან მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა. ჯო ბაიდენის კომენტარი „მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა“, - განაცხადა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ასევე წაიკითხე: ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინზე: ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა

ზელენსკი ბაიდენს: თქვენ ხართ დიდებული ერის ლიდერი, გისურვებთ, იყოთ მსოფლიოს ლიდერი, იყო მსოფლიოს ლიდერი, ნიშნავს, იყო მშვიდობის ლიდერი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მიმართა და მოუწოდა, რომ მშვიდობის ლიდერი იყოს. „დღეს არაა საკმარისი ქვეყნის ლიდერობა. მნიშვნელოვანია მსოფლიოს ისეთ ლიდერად ყოფნა, რომელიც იბრძვის მშვიდობისთვის. ვერ ვხედავ ცხოვრების აზრს, თუ არ შეგიძლია სიკვდილის შეჩერება. ესაა ჩემი, როგორც უკრაინელი, დიდებული ხალხის ლიდერის მთავარი გამოწვევა. მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს: თქვენ ხართ თქვენი ერის ლიდერი. გისურვებთ, რომ მსოფლიო ლიდერიც იყოთ. მსოფლიო ლიდერად ყოფნა ნიშნავს მშვიდობის ლიდერად ყოფნასაც“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.  

ჯო ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან სატელეფონო საუბარს გამართავს. Reuters-ი წერს, რომ ვაშინგტონი ახორციელებს ზეწოლას ჩინეთზე, რათა მხარი არ დაუჭიროს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ნაბიჯს, რომელიც მკვეთრად გააფართოებდა უფსკრულს პეკინსა და დასავლეთის მთავრობებს შორის. მანამდე, ბაიდენის ადმინისტრაციამ საჯაროდ გაფრთხილა ჩინეთი, რომ პეკინი მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება, თუ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის წინააღმდეგ ომში დაეხმარება. კითხვაზე, რომელმა მხარემ მოითხოვა ზარი, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ეს ორშაბათს, რომში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდა, სადაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა შვიდსაათიანი მოლაპარაკება გამართა ჩინელ დიპლომატთან. ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. ასევე წაიკითხეთ აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს  

ბაიდენმა პუტინს „მკვლელი დიქტატორი და „ნამდვილი ყაჩაღი" უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ,,ნამდვილი ავაზაკი" უწოდა. CNN-ის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინი დიდ ფასს იხდის თავისი აგრესიისთვის. ბაიდენმა ასევე დაამატა, რომ პუტინი არის ,,მკვლელი დიქტატორი, ნამდვილი ყაჩაღი, რომელიც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ამორალურ ომს აწარმოებს. უფრო ადრე, 16 მარტს, ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა. ცნობისთვის, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა; ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ცნობით, სულ მცირე 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1252 დაშავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება რთულია. ასევე წაიკითხეთ ჰააგის სასამართლომ რუსეთს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა აშშ უკრაინას კიდევ $800 მილიონის ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო იარაღს გადასცემს ზელენსკი ბაიდენს: თქვენ ხართ დიდებული ერის ლიდერი, გისურვებთ იყოთ მსოფლიოს ლიდერი, იყო მსოფლიოს ლიდერი, ნიშნავს, იყო მშვიდობის ლიდერი

კოსოვოს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს NATO-ში გასაწევრიანებლად დახმარება სთხოვა

კოსოვოს პრეზიდენტმა ვიოსა ოსმანიმ ჯო ბაიდენს თხოვნით მიმართა, რომ NATO-ს წევრ ქვეყნებში ვაშინგტონის გავლენა გამოიყენოს და მის ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებაში დაეხმაროს. ამის შესახებ Reuters წერს.  „კოსოვოს NATO-ში გაწევრიანება იმპერატივი გახდა. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს რწმენასა და მოლოდინს, რომ აშშ გამოიყენებს ლიდერის პოზიციასა და გავლენას კოსოვოს NATO-ში გაწევრიანების კომპლექსური პროცესის აქტიურად მხარდასაჭერად“, - ნათქვამია კოსოვოს პრეზიდენტის წერილში. ვიოსა ოსმანი აღნიშნავს, რომ კოსოვო რუსეთის მხრიდან მუდმივი სამიზნეა, რათა ძირი გამოუთხაროს ამ ქვეყანას და დასავლეთ ბალკანეთში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. 

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენმა სი ძინპინთან საუბარში თქვა, რა გართულებებია მოსალოდნელი თუ ჩინეთი მატერიალურ დახმარებას გაუწევს რუსეთს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის სატელეფონო საუბრის შინარსზე თეთრი სახლი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.  „პრეზიდენტმა აღწერა გართულებები და შედეგები, თუ ჩინეთი მატერიალურ დახმარებას გაუწევს რუსეთს, რადგან ის ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში. თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ორი ლიდერის სატელეფონო საუბარი შეეხო რუსეთის არაპროვოცირებულ შეჭრას უკრაინაში, რომელშიც ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატებისა, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების შეხედულებებს ამ კრიზისზე. ამასთან, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტისთვის მის მხარდაჭერას. ამ სატელეფონო საუბრის წინა დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ ბაიდენი სის განუმარტავს, რომ „ჩინეთს დაეკისრება პასუხისმგებლობა ყველა ქმედებისთვის", რომლითაც ის "დაუჭერს მხარს რუსეთის აგრესიას" და "ჩვენ უკან არ დავიხევთ, ზომები მივიღოთ“. ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. ასევე წაიკითხეთ  სი ძინპინი: კონფლიქტები და დაპირისპირებები, როგორიცაა უკრაინაში განვითარებული მოვლენები, არავის ინტერესებში არ შედის აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს  

თეთრი სახლის პრესსპიკერი: ევროპაში ვიზიტისას, ჯო ბაიდენი უკრაინაში არ გაემგზავრება

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის ცნობით, ევროპაში ვიზიტისას აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში არ გაემგზავრება. "ჯო ბაიდენის ევროპაში მოგზაურობის შესახებ დამატებითი დეტალები დღეს, მოგვიანებით გახდება ცნობილი. მოგზაურობა მიმართული იქნება უკრაინის მხარდასაჭერად მსოფლიოს გაერთიანებასა და პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ. თუმცა უკრაინაში გამგზავრება არ იგეგმება". – წერს ფსაკი. ასევე წაიკითხეთ: უკრაინისა და აშშ-ის ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

ჯო ბაიდენსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა 25 მარტსაა დაგეგმილი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვარშავაში 25 მარტს, ჩავა და პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შეხვდება. როგორც ცნობილია, საუბრის თემა რუსეთის უკრაინაში შეჭრა იქნება.  "პრეზიდენტი განიხილავს, როგორ რეაგირებს შეერთებული შტატები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კრიზისზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელმა და არაპროვოცირებულმა ომმა შექმნა" - აცხადებს თეთრი სახლი. ასევე წაიკითხეთ: თეთრი სახლის პრესსპიკერი: ევროპაში ვიზიტისას, ჯო ბაიდენი უკრაინაში არ გაემგზავრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა

რუსეთის საგარეო უწყებამ შტატების ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა. ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო  გასულ კვირაში ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს სისხლიანი დიქტატორი უწოდა. „ამგვარი განცხადებები არ შეეფერება ასეთი მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეს და რუსეთ- ამერიკის ურთიერთობები გაწყვეტის ზღვრამდე მიჰყავს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენმა პუტინს „მკვლელი დიქტატორი და „ნამდვილი ყაჩაღი" უწოდა

უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი, ჯო ბაიდენმა 4 ევროპელ ლიდერთან განიხილა

უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი, პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 4 ევროპელ ლიდერთან, ტელეფონით განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. მათივე ცნობით, სატელეფონო საუბარი გაიმართა ჯო ბაიდენს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს, იტალიის პრემიერ-მინისტრს მარიო დრაგის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შორის. ასევე წაიკითხეთ: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა

ჯო ბაიდენი: უკრაინის გვერდით ვდგავართ და გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა თავისი ქმედებებისთვის მძიმე ეკონომიკური ფასი გადაიხადოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხვალ ევროპაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. როგორც ბაიდენი წერს, ამ ვიზიტით ჩვენ ნათლად იტყვიან, რომ დასავლეთი ერთიანია თავისი დემოკრატიის დაცვაში. „ხვალ მივემგზავრები ევროპაში ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან შესახვედრად, ზუსტად ერთი თვის შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაში თავისი სასტიკი ომი წამოიწყო. ჩემი პირველი გაჩერება ბელგია იქნება, სადაც ნატო-ს მოკავშირეებს, დიდი შვიდიანის წევრი სახელმწიფოების და ევროპის ლიდერებს შევხვდები, რათა განვიხილოთ ჩვენი ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის მძიმე საფასური დავაკისროთ. შემდეგ გავემგზავრები პოლონეთში, სადაც ორმხრივი შეხვედრა მექნება პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან. ამ ვიზიტით ჩვენ ნათლად ვიტყვით, რომ დასავლეთი ერთიანია ჩვენი დემოკრატიის დაცვაში. პუტინი ფიქრობდა, რომ დაგვყოფდა, მაგრამ ახლა უფრო ძლიერი ვართ, ვიდრე ოდესმე უახლეს ისტორიაში. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ და გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა თავისი ქმედებებისთვის მძიმე ეკონომიკური ფასი გადაიხადოს“, – აცხადებს ბაიდენი. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ ჯო ბაიდენი: უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას რუსეთისგან დასაცავი იარაღი ჰქონდეს ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის $13,6 მილიარდიანი დახმარების გამოყოფის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ჯო ბაიდენი მსოფლიო ლიდერებთან შესახვედრად ბრიუსელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მსოფლიო ლიდერებთან შესახვედრად ბრიუსელში ჩავიდა. თეთრი სახლის ლიდერის კუთვნილი ბორტი ნომერი პირველი, ბრიუსელის აეროპორტში, ადგილობრივი დროით, 21 საათზე დაეშვა. ბაიდენი ნატოსა და "დიდი შვიდეულის" ქვეყნების სამიტებს დაესწრება. ამას გარდა, როგორც ცნობილია, ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციების გამოცხადებასაც გეგმავს. ასევე წაიკითხეთ: თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს

ჯო ბაიდენი: უსაფრთხოების სფეროში უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ

გავაგრძელებთ უსაფრთხოების სფეროში უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. „NATO-ს ლიდერები დღეს ბრიუსელში შევიკრიბეთ უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი შეჭრის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უსაფრთხოების სფეროში უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად და მათი თავდაცვის უფლების დასაცავად“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი მსოფლიო ლიდერებთან შესახვედრად ბრიუსელში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, ევროპაში ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, ევროპაში ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთს ეწვევა. მედიის ინფორმაციით, ბაიდენი, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან ახლოს ჩავა, სადაც ლტოლვილებს მოინახულებს. ამასთან, როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტი ვარშავაში საღამოს გაემგზავრება, სადაც, უკრაინაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ბრიფინგსაც გამართავს. ასევე წაიკითხეთ: G7-ის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან

ბაიდენი მარიუპოლზე: რაც იქ ხდება საშინელებათა ფილმში გვინახავს

აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი ნამდვილი ომის დამნაშავეა და ცივილიზებული სამყაროს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს მისი შეჩერებისა და უკრაინის დახმარებისკენ. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა დღეს პოლონეთში, ჟეშუვეში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადა, რომლებიც უკრაინიდან ლტოლვილებს ეხმარებიან.  ამასთან ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა ომის გამო იძულებით 10-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა. აქედან 3,8 მილიონი ბავშვი ქვეყნიდან გავიდა.  „მე ვნახე ეს კატასტრფა, ბავშვები, ჩვილები, დედები... არაა საჭირო მათი ენის ცოდნა, საკმარისოა მხოლოდ თვალებში ჩახედო და დაინახო ტკივილი, რომელიც მათ თვალებშია...არაფერია მშობლებისთვის იმაზე მძიმე, ვიდრე ბავშვების ტანჯვა“, - აღნიშნა ბაიდენმა.  მისი თქმით ის რაც ხდება მარიუპოლში წარმოეუდგენელია, „ეს მხოლოდ საშინელებათა ფილმებში გვინახავს“.  უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ მარიუპოლის საქალაქო საბჭო იუწყება. მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქში ჰუმანიტარული ვითარება სულ უფრო მწვავდება.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს 

პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჯეი დუდას თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ვერ შეხვდა. პოლონეთის პრეზიდენტი ვარშავიდან ჟეშუვში მიფრინავდა, სადაც ჯო ბაიდენი დღეს ჩაფრინდა. თუმცა, პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავს ვარშავაში დაბრუნება მოუწია. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, ევროპაში ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთს ეწვევა

ჯო ბაიდენი ვარშავაში უკრაინის მთავრობის წევრებს შეხვდება

დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში უკრაინის თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას შეხვდება. ამის შესახებ უკრაინული მედია „თეთრ სახლზე“ დაყრდნობით წერს.  შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჯო ბაიდენისა და დიმიტრი კულებას შეხვედრა პირისპირ პირველად გაიმართება.   მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი ჩაერთო.  პოლონური მედია წერს, რომ აბრამოვიჩი ვარშავაში ჯო ბაიდენთან შესახვედრასდ ფარულად ჩავიდა.  ასევე წაიკითხეთ  რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია  პუტინმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის მონაწილეობა პირადად გადაწყვიტა -  Financial Times    

ბაიდენი: პუტინი ყასაბია

დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში უკრაინელი ლტოლვილების მონახულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ყასაბი უწოდა. ამერიკის პრეზიდენტმა დღეს ვარშავაში უკრაინიდან ლტოლვილები მოინახულა. ვარშავის ეროვნულ სტადიონზე ჟურნალისტებთან ხანმოკლე კითხვა-პასუხისას კი კითხვაზე, რას ფიქრობს ის პუტინზე, ბაიდენი პასუხობს: "ის ყასაბია". 16 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავეა. შემდეგ დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის კომენტარი ვლადიმერ პუტინზე „მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა“ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხე: ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინზე: ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა 

ბაიდენი პუტინზე: ეს ადამიანი ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში აღარ უნდა დარჩეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.  „ღვთის გულისათვის ეს ადამიანი ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში“, - განაცხადა ბაიდენმა. ესაა პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა, რუსეთში ხელისუფლების შეცვლისკენ მოუწოდა.  „უკრაინა არასდროს იქნება გამარჯვება რუსეთისთვის. თავისუფალი ადამიანები უარს ამბობენ უიმედობისა და სიბნელის სამყაროსი ცხოვრებაზე. ჩვენ სხვაგვარი მომავალი გვაქვს, ნათელი, დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული. იმედისა და სინათლის, წესიერებისა და ღირსების, თავისუფლებისა და შესაძლებლობების. ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში“, - განაცხადა ბაიდენმა.  დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში უკრაინელი ლტოლვილების მონახულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ყასაბი უწოდა. 16 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავეა. შემდეგ დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის კომენტარი ვლადიმერ პუტინზე „მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა“ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხე: ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინზე: ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა 

თეთრი სახლი: ბაიდენს არ მოუთხოვია რუსეთში რეჟიმის ცვლილება

ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს არ მოუთხოვია რუსეთში რეჟიმის ცვლილება. ამის შესახებ Reuters „თეთრ სახლზე“ დაყრდნობით წერს.  „პრეზიდენტი საუბრობდა, რომ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება განახორციელოს ძალაუფლება მეზობლებსა და რეგიონზე. ის არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან ქვეყანაში რეჟიმის შეცვლას", – თქვა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. 26 მარტს ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან მომავალ საფრთხეებზე ილაპარაკა და განაცხადა "ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში". დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში უკრაინელი ლტოლვილების მონახულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ყასაბი უწოდა. 16 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავეა. შემდეგ დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის კომენტარი ვლადიმერ პუტინზე „მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა“ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხე: ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინზე: ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა 

ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე: მე პუტინის მისამართით, ასეთ ტერმინებს არ გამოვიყენებდი

მე ასეთ ტერმინებს არ გამოვიყენებდი, რადგან მე ჯერ კიდევ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს პრეზიდენტ პუტინთან, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგულ ტელეარხ France 3-თან ინტერვიუში განაცხადა. ამით მაკრონი გამოეხმაურა, აშშ-ს პრეზიდენტ, ჯო ბაიდენის მიერ შაბათს პოლონეთში, ვარშავაში უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის დროს გამოთქმულ კრიტიკას რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიმართ, რა დროსაც ბაიდენმა პუტინს „ყასაბი“ უწოდა. „ჩვენი მიზანია ომის შეჩერება, რომელიც რუსეთმა უკრაინაში გააჩაღა, ამასთან, უნდა ავიცილოთ ომი და ესკალაცია“, - დასძინა მაკრონმა. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენი პუტინზე: ეს ადამიანი ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში  

ჯო ბაიდენი: პოლონეთში სიტყვით გამოსვლისას რუსეთში რეჟიმის შეცვლა არ მომითხოვია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პოლონეთში სიტყვით გამოსვლისას რუსეთში რეჟიმის შეცვლა არ მოუთხოვია. ინფორმაციას CNN ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი გულისხმობდა, რომ პუტინს არ უნდა ჰქონდეს ძალაუფლება მეზობლებზე და რეგიონზე. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენი პუტინზე: ეს ადამიანი ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში

ჯო ბაიდენი გამოეხმაურა რუსეთის მიერ კიევის მიმდებარე რაიონებში სამხედრო მოქმედების შემცირების გადაწყვეტილებას 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა რუსეთის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კიევის მიმდებარე რაიონებში სამხედრო მოქმედება შემცირდება.   „ეს არაფერს მეუბნება, სანამ არ დავინახავ როგორია მათი ქმედებები. ვნახავთ შეასრულებენ თუ არა იმას, რასაც გვთავაზობენ"- ამის შესახებ ჯო ბაიდენმა დღეს ჯო ბაიდენმა სინგაპურის პრემიერ- მინისტრ ლი ჰსიენ ლუნგთან ერთობლივი პრესკონფერენციას მსვლელობისას ჟურნალიტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.  ამასთან ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებით სანქციები გაგძელდება.  მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებით შეამციროს საომარი მოქმედებები. ინფორმაცია სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელდა. ცნობისათვის, თურქეთში 29 მარტს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა. მხარეებმა განიხილეს ომის სეწყვეტის საკითხი, თუმცა დელეგაციის წევრებს ამ დროისთვის არცერთი დოკუმენტისთვის არ მოუწერიათ ხელი.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება

აშშ უკრაინას კიდევ $500 მლნ-ით დაეხმარება

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას კიდევ $500 მლნ-ით დაეხმარება.  თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება ხელფასების გადახდისა და სხვა საკითხების მოგვარებისთვის არის განკუთვნილი.   ლიდერებმა განიხილეს, თუ როგორ მუშაობს შეერთებული შტატები, რათა შეასრულოს უკრაინის მხრიდან უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები, კრიტიკული გავლენა, რომელიც  იარაღმა კონფლიქტზე მოახდინა და  აშშ-ს მუდმივი ძალისხმევა მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, რათა მოძებნონ დამატებითი შესაძლებლობები, დაეხმარონ უკრაინულ სამხედროებს, რათა დაიცვან თავიანთი ქვეყანა". - წერია განცხადებაში.  ზელენსკი Twitter-ზე წერს, რომ ბაიდენმა და მან გაცვალეს შეფასებები ბრძოლის ველსა და მოლაპარალებების მაგიდაზე არსებულ სიტუაციაზე, ასევე, ისაუბრეს თავდაცვით მხარდაჭერაზე, გაძლიერებული სანქციების ახალ პაკეტსა და მაკროფინანსულ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე.  27 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკემა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოყოფს.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ჩინეთის წითელი ჯვარი, უკრაინას დამატებით 1.57 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს  ავსტრალია უკრაინას დამატებით სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას უცხადებს  ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

ჯო ბაიდენი: ფასები ვლადიმერ პუტინის ქმედებების გამო იზრდება

ფასები ვლადიმერ პუტინის ქმედებების გამო იზრდება, მომარაგება საკმარისი არ არის, თუ გვჭირდება გაზის ფასების შემცირება, ნავთობის მიწოდება უნდა გავზარდოთ, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. აშშ სტრატეგიული მარაგიდან რეკორდული რაოდენობის ნავთობს გასაყიდად გამოიტანს. მისივე თქმით, ყოველდღიურად ბაზარზე ერთ მილიონ ბარელ ამერიკულ ნავთობს გაიტანენ და ეს ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება. დღეს გავეცი ნებართვა, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში სტრატეგიული მარაგიდან ყოველდღიურად მილიონი ბარელი ნავთობი გაიტანონ ბაზარზე“, – განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება  

ჯო ბაიდენი რუსეთისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის შეჩერებას მიესალმება

აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის შეჩერებას მიესალმება. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაბიჯია. „მე აპლოდისმენტებით ვხვდები ხმების უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსეთი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გააძევეს. ეს საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც კვლავაც აჩვენებს, რომ პუტინის ომმა რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლირებულ, განდევნილ ქვეყნად აქცია“, – ნათქვამია თეთრი სახლის ვებგვერდზე. ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა

ბაიდენი რუსეთს გენოციდში ადანაშაულებს

მზარდი ინფლაციის შესახებ გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. „ის ომის დამნაშავეა”, - განაცხადა ბაიდენმა პუტინის შესახებ, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ჯარების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის შესახებ ქალაქ ბუჩაში, უკრაინის დედაქალაქ კიევის ჩრდილო-დასავლეთით. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას ომის დროს მისი ქმედებებისთვის. პუტინის მტკიცებით კი, „ბუჩა სიყალბეა და მსგავსი „პროვოკაციები" სირიაშიც განხორციელდა“. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.   

ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს: ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები

ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინაში ომთან დაკავშირებით სიტყვა „გენოციდის“ გამოყენებას. „მადლიერი ვართ იმ დახმარებისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები გვიწევს და სასწრაფოდ გვესაჭიროება უფრო მძიმე შეიარაღება, რათა აღვკვეთოთ რუსეთის შემდეგი სისასტიკე“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიკრობლოგ twitter-ზე. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენი რუსეთს გენოციდში ადანაშაულებს ჯო ბაიდენი: გაზისა და სურსათის ფასის 70-პროცენტიანი ზრდა პუტნმა გამოიწვია, ვაკეთებ ყველაფერს, რომ ფასები შემცირდეს

ემანუელ მაკრონი ჯო ბაიდენზე: ტერმინ გენოციდთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან რუსები და უკრაინელები ძმები არიან

"დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი ძმები არიან", - ასე უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტის კითხვას, ეთანხმება თუ არა ის აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ტერმინ "გენოციდის" გამოყენებას უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესაფასებლად."დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი ძმები არიან. მინდა, შეძლებისდაგვარად, გავაგრძელო მცდელობა ომის გასაჩერებლად და მშვიდობის აღდგენისთვის. არ ვარ დარწმუნებული, რომ რიტორიკის ესკალაცია ამას ემსახურება", - განაცხადა მაკრონმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს: ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები ბაიდენი რუსეთს გენოციდში ადანაშაულებს

ჯო ბაიდენი: გაზისა და სურსათის ფასის 70-პროცენტიანი ზრდა პუტინმა გამოიწვია, ვაკეთებ ყველაფერს, რომ ფასები შემცირდეს

გაზარდა გაზისა და სურსათის ფასები. მარტის თვეში ფასის 70-პროცენტიანი ზრდა პუტინის მიერ ფასების გაძვირებამ გამოიწვია. ვაკეთებ ყველაფერს რაც შემიძლია, რომ ფასი შემცირდეს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა twitter-ზე დაწერა. „30-მა ქვეყანამ საკუთარი რეზერვებიდან 60 მილიონი ბარელი ნავთობი გამოყო, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ნავთობზე რუსეთის მიერ გამოწვეულ ფასის ზრდას. პუტინის უკრაინაში შეჭრამ მთელს მსოფლიოში გაზარდა გაზისა და სურსათის ფასები. მარტის თვეში ფასის 70-პროცენტიანი ზრდა პუტინის მიერ ფასების გაძვირებამ გამოიწვია. ვაკეთებ ყველაფერს რაც შემიძლია, რომ ფასი შემცირდეს“, - წერს ჯო ბაიდენი. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენი რუსეთს გენოციდში ადანაშაულებს

ირაკლი კობახიძე უკრაინაში გენოციდზე: ჯერჯერობით, ამაზე არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო დონეზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინაში გენოციდთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს შეფასებას ელოდება. როგორც კობახიძე აცხადებს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება პოლიტიკური შეფასებების გაკეთება. „გახსოვთ, იყო მაგალითად, მაკრონის კრიტიკული განცხადება ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, ამაზე არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვიყავით საჩივრის თანაავტორი ჰააგაში, დაველოდებით, რა თქმა უნდა, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და როცა იქნება სამართლებრივი შეფასებები, ამის შემდეგ შეიძლება, გაკეთდეს ჩვენი მხრიდან პოლიტიკური შეფასება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. „დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი ძმები არიან", - ასე უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტის შეკითხვას, ეთანხმება თუ არა ის აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ტერმინ „გენოციდის“ გამოყენებას უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესაფასებლად.  

ჯო ბაიდენი მზადაა, უკრაინაში ჩავიდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დააფიქსირა მზადყოფნა, უკრაინას ეწვიოს. ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა მზად, თავად ჩავიდეს უკრაინაში, აშშ-ის პრეზიდენტმა დადებითი პასუხი გასცა. მანამდე, ამერიკულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია უკრაინაში ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტის შესახებ. კერძოდ, საუბარი იყო აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის უკრაინაში ჩასვლაზე. ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი და ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი 13 აპრილს კიევში ჩავიდნენ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.  

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში არ იგეგმება

"აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში არ იგეგმება", - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. „ჯო ბაიდენი ყველაფრისთვის მზად არის. ის მზად არის უკრაინაში წასასვლელად, მაგრამ ჩვენ პრეზიდენტს უკრაინაში არ ვაგზავნით. ჩვენ ის ქ გვჭირდება, რომ ბევრი რამ გააკეთოს“, - აღნიშნა ჯენ ფსაკიმ. ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი და ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი 13 აპრილს კიევში ჩავიდნენ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი მზადაა, უკრაინაში ჩავიდეს

აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოყოფს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. "უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს იმ იარაღის გამოყენება, რომელიც ჩვენ გადავეცით. ვინაიდან რუსეთი დონბასის რეგიონში თავდასხმის გაძლიერებისთვის ემზადება, აშშ უკრაინას თავდაცვის იარაღს მიაწვდის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. უახლესი პაკეტი მოიცავს როგორც ახალი ტიპის იარაღს, ასევე იმავე ტიპის აღჭურვილობას, რასაც აშშ უკრაინას კვირების განმავლობაში აწვდიდა. აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს და უახლოეს მომავალშიც მიაწვდიან ათ ტანკსაწინააღმდეგო სისტემას თითოეულ რუსულ ტანკზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 7 აპრილს განაცხადა. 30 მარტს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას კიდევ $500 მლნ-ით დაეხმარება.  2 აპრილს პენტაგონმა კონგრესს განუცახდა, რომ უკრაინისას დამატებით $300 მილიონის სამხედრო აღჭურვიობას გადასცემს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.  ასევე წაიკითხეთ  აშშ უკრაინას Switchblade-ის დრონებს გადასცემს

Washington Post-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. მათივე ცნობით, საუბრის დროს ბაიდენს ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ვალდებულებები არ აუღია. აშშ-ს ამ სიაში ამჟამად ოთხი ქვეყანა ჩრდილოეთ კორეა, კუბა, ირანი და სირია ჰყავს შეყვანილი.  შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ უკრაინის რადამ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა ეუთო: რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ სავარაუდო ომის დანაშაულებზე მტკიცებულებები არსებობს

სახელმწიფო დეპარტამენტი: ბაიდენის ადმინისტრაციას ვერაფერი შეუქმნის დაბრკოლებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის მხარდაჭერა განაგრძოს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ „არაფერი გადაარწმუნებს“ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას იმისგან, რომ განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა. ამის შესახებ პრაისმა ნედ პრაისმა ისაუბრა, როდესაც ჰკითხეს შეერთებულ შტატების მიმართ რუსეთის გზავნილის შესახებ,  არ გააგრძელოს უკრაინის შეიარაღება. ნედ პრაისის თქმით, კრემლს „არ უნდა გაუკვირდეს“ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ აიღო უკრაინის მხარდასაჭერად ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრის დაწყებამდე. „თუ კრემლის ბრალდება არის ის, რომ აშშ და ჩვენი პარტნიორები მთელ მსოფლიოში უწევენ მილიარდობით დოლარის ღირებულების უსაფრთხოების დახმარებას ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს, ზუსტად იმ დახმარებას, რასაც ჩვენი უკრაინელი პარტნიორები იყენებენ, მაშინ ჩვენ „დამნაშავეები“ ვართ. სწორედ უსაფრთხოების დახმარებამ აჩვენა არაჩვეულებრივი ეფექტი რუსული აგრესიის მოსაგერიებლად“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთმა აშშ გააფრთხილა, რომ ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის შეიარაღების გაგრძელებას არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვება. CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ორი დღის წინ დაანონსებული ახალი 800 მილიონიანი დახმარების პაკეტიდან იარაღისა და აღჭურვილობის პირველი ტრანში უკრაინაში უახლოეს 24 საათში ჩავა. აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს და უახლოეს მომავალშიც მიაწვდიან ათ ტანკსაწინააღმდეგო სისტემას თითოეულ რუსულ ტანკზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 7 აპრილს განაცხადა. 30 მარტს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას კიდევ $500 მლნ-ით დაეხმარება. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარება უკრაინაში უახლოეს 24 საათში ჩავა - CNN

უკრაინაში ომის მეორე ეტაპის დაწყების შემდეგ, ჯო ბაიდენმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან განიხილა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა რუსული აგრესიის ფონზე, მათ შორის უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მუდმივი უზრუნველყოფა. შეხვდრაში მონაწილეობდნენ კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულჯა ფონ დერ ლაიენი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს ვერნერ იოჰანისი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. „დღეს დილით მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად განვიხილეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ფონზე. ჩვენ მზად, ვართ გავაგრძელოთ ჩვენი დახმარება და დავაკისროთ მძიმე ეკონომიკური ფასი რუსეთს. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ“, - აღნიშნულია ჯო ბაიდენის Twitter-პოსტში. დღესვე, პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას უფრო მეტ არტილერიას მიაწვდის. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. 19 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-თან განაცხადა, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს.  ასევე წაიკითხეთ ნედ პრაისი: რაც ბოლო საათებში ვნახეთ, მკაფიოდ მოწმობს იმ სისასტიკესა და ტერორის კამპანიას, რომელსაც რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: ომის მეორე ეტაპი დაიწყო, გჯეროდეთ ჩვენი არმიის ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: რუსეთი მარიუპოლში სირიისა და ჩეჩნეთის ომში გამოყენებულ ტაქტიკას იყენებს

აშშ უკრაინას უფრო მეტ არტილერიას მიაწვდის

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, აშშ უკრაინას უფრო მეტ არტილერიას მიაწვდის. CNN-ის ცნობით, ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა აშშ უკრაინისთვის უფრო მეტი არტილერიის მიწოდებას, ბაიდენმა დადებითი პასუხი გასცა. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. 19 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-თან განაცხადა, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს.  ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

ჯო ბაიდენი: NATO-ს ერთიანობას ვლადიმერ პუტინი არ მოელოდა

NATO-ს ერთიანობას ვლადიმერ პუტინი არ მოელოდა, არ ელოდა, რომ ერთად დავდგებოდით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინელები იმაზე ძლიერები და ამაყები აღმოჩდნენ, ვიდრე ფიქრობდა. „იარაღი და საბრძოლო მასალა ყოველდღიურად მიედინება და ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ალიანსები და პარტნიორობა მთელს მსოფლიოში. ჩვენი მოკავშირეები ძლიერდებიან, აძლიერებენ ჩვენს რეაგირებას. NATO არის ერთიანი, ორიენტირებული და ენერგიული, როგორც არასდროს“, – განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს  მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

რუსეთთან დაკავშირებულ გემებს აშშ-ის პორტებში შესვლა აეკრძალათ

შეერთებული შტატები მოსკოვის შემდგომი იზოლაციის მიზნით, რუსეთთან აფილირებულ გემებს ამერიკულ პორტებში შესვლას უკრძალავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არცერთ გემს, რომელიც რუსული დროშის ქვეშ დაცურავდა, ან რომელიც ეკუთვნის რუსულ კომპანიას, აშშ-ის პორტებში ან სანაპიროებზე შესვლის უფლება არ მიეცემა". შეგახსენებთ, ესტონეთმა, ბელგიამ და ბულგარეთმა რუსული გემებისთვის პორტები დახურეს. 17 აპრილიდან, რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ გემებს ევროკავშირის პორტებში შესვლა აეკრძალათ, საზღვაო ბლოკადას შეუერთდნენ ესტონეთი, ბელგია და ბულგარეთი. მანამდე რუმინეთმა და იტალიამ დახურეს პორტები რუსული გემებისთვის. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

რა საკითხები განიხილეს ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრემიერმა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს ვაშინგტონში შეხვდა. თეთრი სახლის ცნობით, ლიდერებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკ აგრესიულ ომში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. „პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა შეერთებული შტატების მუდმივი ერთგულება, მხარი დაუჭიროს უკრაინის ხალხს და დააკისროს რუსეთს ხარჯები. პრეზიდენტმა ბაიდენმა შმიგალს ასევე გააცნო მისი დღევანდელი განცხადება დამატებითი, 800 მილიონის ღირებულების უსაფრთხოების დახმარების და 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ეკონომიკური მხარდაჭერის შესახებ“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში. „შევხვდი უკრაინის პრემიერ-მინისტრ შგიგალს ამ დილით, რათა დამედასტურებინა ჩვენი მუდმივი ერთგულება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის წინაშე“, - თავის მხრივ, ნათქვამია ბაიდენის Twitter პოსტში. შმიგალი, ვაშინგტონში ჯო ბაიდენის კაბინეტის წევრებს უნდა შეხვდეს, მათ შორის ფინანსთა მინისტრს. საგულისხმოა, რომ დენის შმიგელი უკრაინის პირველი ოფიციალური პირია, რომელიც აშშ-ში ჩავიდა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და დონბასში მიმდინარე ბრძოლების ფონზე. უკრაინული მედიის ცნობით, შმიგალმა და ბაიდენმა განიხილეს ფინანსური და სამხედრო დახმარების გაფართოების, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების და საერთაშორისო ანტიპუტინური კოალიციის კონსოლიდაციის საკითხი. „აშშ-ის ხელმძღვანელობა იარაღის მიწოდებაში, ფინანსური დახმარების გაზრდასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაში აუცილებელია უკრაინის გამარჯვებისთვის, დემოკრატიული სამყაროს დამოუკიდებლობისა და საერთო ღირებულებების დასაცავად. ეს არის ერთადერთი გზა, რამაც უნდა აიძულოს კრემლი, დაასრულოს ომი", - განაცხადა შმიგალმა. შმიგალმა ბაიდენს უამბო უკრაინის ტერიტორიაზე ოკუპანტების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, მრავალრიცხოვან მსხვერპლზე, მნიშვნელოვან ზარალსა და განადგურებულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. უკრაინელების სახელით მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის, კერძოდ, 800 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის და 500 მილიონი დოლარის პირდაპირი ეკონომიკური დახმარების გამოცხადებისთვის. „მთელმა მსოფლიომ გაიგო რუსი დამპყრობლების მიერ ჩადენილი სისასტიკეზე ბუჩაში, კრამატორსკში, ბოროდიანკაში, ჰოსტომელში, მარიუპოლსა და უკრაინის სხვა ქალაქებში. ჩვენ ვაფასებთ თქვენს გადაწყვეტილებას, ამ ქმედებებს გენოციდი უწოდოთ. ჩვენ იმედი გვაქვს საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის, რომ დანაშაულის ორგანიზატორებსა და დამნაშავეებს პასუხისგებაში მისცემენ“, - ხაზგასმით აღნიშნა შმიგალმა. მხარეებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების საკითხი წამოჭრეს. პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინა დიდად აფასებს შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას პარტნიორების ძალისხმევის კრემლის აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად. შმიგალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და უკრაინელებმა აჩვენეს, რომ არ დანებდებოდნენ და რომ გაიმარჯვებდნენ. შმიგალმა აღინიშნა, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში აშშ-ის ხელმძღვანელობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ბაიდენმა 21 აპრილს განაცხადა, რომ აშშ უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, $500 მილიონს გამოუყოფს. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ რუსეთთან დაკავშირებულ გემებს აშშ-ის პორტებში შესვლა აეკრძალათ

დენის შმიგალი: კრემლს უკრაინაში მხოლოდ იარაღი და სანქციები შეაჩერებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ საკუთარ Telegram არხზე აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობაზე დაწერა. მისი თქმით, ერთადერთი გზა, რითაც შესაძლებელია კრემლის იძულება, დაასრულოს ომი უკრაინაში, არის უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ფინანსური დახმარების გაფართოება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება. შმიგალმა Telegram-ზე ასევე დაწერა, თუ რა საკითხებზე ილაპარაკა ჯო ბაიდენთან. „ვისაუბრე ოკუპანტების სისასტიკეზე უკრაინის ტერიტორიაზე. მრავალრიცხოვან მსხვერპლსა და მნიშვნელოვან ზარალზე, განადგურებულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ ვაფასებთ ბატონ ბაიდენის გადამწყვეტ პოზიციას, [რუსეთის] რომ ამ ქმედებებს გენოციდი უწოდა. იმედი გვაქვს ერთობლივი ძალისხმევით და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით შევძლებთ, რომ დანაშაულის ორგანიზატორები და დამნაშავეები დაისაჯონ. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა და ხალხმა აჩვენეს, რომ ჩვენ არ დავთმობთ და შეგვიძლია, გავიმარჯვოთ“, - დაწერა შმიგალმა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდა. თეთრი სახლის ცნობით, ლიდერებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკ აგრესიულ ომში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. „პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა შეერთებული შტატების მუდმივი ერთგულება, მხარი დაუჭიროს უკრაინის ხალხს და დააკისროს რუსეთს ხარჯები. პრეზიდენტმა ბაიდენმა შმიგალს ასევე გააცნო მისი დღევანდელი განცხადება დამატებითი, 800 მილიონის ღირებულების უსაფრთხოების დახმარების და 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ეკონომიკური მხარდაჭერის შესახებ“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში. „შევხვდი უკრაინის პრემიერ-მინისტრ შგიგალს ამ დილით, რათა დამედასტურებინა ჩვენი მუდმივი ერთგულება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის წინაშე“, - თავის მხრივ, ნათქვამია ბაიდენის Twitter პოსტში. შმიგალი, ვაშინგტონში ჯო ბაიდენის კაბინეტის წევრებს უნდა შეხვდეს, მათ შორის ფინანსთა მინისტრს. საგულისხმოა, რომ დენის შმიგალი უკრაინის პირველი ოფიციალური პირია, რომელიც აშშ-ში ჩავიდა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და დონბასში მიმდინარე ბრძოლების ფონზე. ბაიდენმა 21 აპრილს განაცხადა, რომ აშშ უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, $500 მილიონს გამოუყოფს. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთთან დაკავშირებულ გემებს აშშ-ის პორტებში შესვლა აეკრძალათ რა საკითხები განიხილეს ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრემიერმა

აშშ უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, $500 მილიონს გამოუყოფს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა აპირებს, დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარი გამოყოს ომის დროს უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად და ასევე, სოციალური შეღავათების უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, ეს პაკეტი გამოყენებული იქნება უკრაინის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის, რუსული თავდასხმის შედეგად განადგურებული თემების მხარდასაჭერად. „ბრძოლის ველზე უკრაინის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების გაძლიერების გარდა, ასევე გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ. დღეს შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ჩვენ ვაპირებთ დამატებით 500 მილიონი დოლარის პირდაპირი ეკონომიკური დახმარების გამოყოფას უკრაინის მთავრობისთვის“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. პენტაგონის პრესსპიკერ ჯონ კირბის ინფორმაციით, აშშ უკრაინას გადასცემს მი-17 ტიპის 11 ვერტმფრენს, 18 ჰაუბიცას, M113 ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს, 100 საბრძოლო მანქანას Humvee, 40 000 საარტილერიო ჭურვს, დამატებით რაკეტებს ტანკსაწინააღმდეგო სისტემისთვის Javelin-ი, დრონებს Switchblade, ჰაერსაწინააღმდეგო რადარებს და ქიმიური და ბიოლოგიური შეტევისგან დამცავ დანადგარებს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

ერდოღანმა ჯო ბაიდენი სომეხთა გენოციდის შესახებ განცხადების გამო გააკრიტიკა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისი ამერიკელი კოლეგის ჯო ბაიდენის ბოლოდროინდელი განცხადებები 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, სიცრუესა და დეზინფორმაციას ეფუძნება. „ბატონმა ბაიდენმა უნდა ისწავლოს და იცოდეს სომხების ისტორია. ჩვენ არ შეგვიძლია, ვაპატიოთ თურქეთის წინააღმდეგ წაყენებული ეს ბრალდებები“, - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ. გუშინ, 24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, სომეხთა გენოციდთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. 2021 წლის 24 აპრილს, ჯო ბაიდენმა სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა.  

ჯო ბაიდენი კონგრესს, უკრაინის დასახმარებლად $33 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცებას სთხოვს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, კონგრესს უკრაინის დასახმარებლად  $ 33 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცებას სთხოვს. აქედან $20 მილიარდი სამხედრო დახმარებას მოხმარდება, ხოლო $8,5 მილიარდი ეკონომიკურ დახმარებას. კიდევ $ 3 მილიარდი კი ჰუმანიტარული მიზნებისთვის დაიხარჯება. მათ შორის სასურსათო უსაფრთხოების სფეროში, იტყობინება Reuters ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ასევე გამოაცხადა ახალი მოთხოვნა აშშ-ს ადმინისტრაციისგან დამატებითი თანხების გამოყოფის შესახებ. კერძოდ, საუბარია $15,5 მილიარდზე თავდაცვითი დახმარებისთვის. „მოხარული ვარ, რომ ახლა თქვენს წინაშეა დამატებითი მოთხოვნა. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ძალისხმევის მხარდასაჭერად რამდენიმე ფრონტზე“, - თქვა ბლინკენმა სენატის კომიტეტის მოსმენის დროს. ბლინკენის თქმით, $8,5 მილიარდის ეკონომიკური დახმარებადან, რომელიც ჩართული იქნება ბაიდენის ახალ პაკეტში, $7,5 მილიარდი მოხმარდება უკრაინის პირდაპირ საბიუჯეტო მხარდაჭერას. ბაიდენის სიტყვით გამოსვლა უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ 28 აპრილს გვიან იგეგმება. სიტყვით გამოსვლისას, ის ქვეყნის მხარდასაჭერად ახალ ზომებს დააანონსებს. ასევე წაიკითხეთ ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს შარლ მიშელი: ევროკავშირი მზადაა, უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონი ევროთი გაზარდოს

ჯო ბაიდენი კონგრესს სთხოვს, რომ რუს ოლიგარქებს ქონება ჩამოართვან და უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს გაუგზავნა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმადაც რუს ოლიგარქებს ქონება უნდა ჩამოართვან და ეს აქტივები უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ. „დამატებითი დაფინანსების გარდა, კონგრესს ვუგზავნი ყოვლისმომცველ პაკეტს, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ძალისხმევას, რომ რუს ოლიგარქებს ჩამოვართვათ ბოროტად ნაშოვნი სარგებელი, პუტინის კლეპტოკრატებს ჩამოვართმევთ იახტებს, მდიდრულ სახლებსა და სხვა ბოტოტად ნაშოვნ სარგებელს". – თქვა ბაიდენმა რუს ოლიგარქებზე. ჯო ბაიდენის თქმით, ოლიგარქების გაყიდული აქტივები პირდაპირ მოხმარდება უკრაინის რეკონსტრუქციას. „როდესაც ოლიგარქების აქტივები გაიყიდება, შესაძლებელი გახდება შემოსავალი პირდაპირ გამოვიყენოთ უკრაინისთვის რუსეთის მიერ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და ამ ქვეყნის ასაშენებლად“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.  უკრაინული მედიის ცნობით, წინადადებების ეს პაკეტი შექმნის ახალ უფლებამოსილებებს რუსულ კლეპტოკრატიასთან დაკავშირებული ქონების ჩამორთმევის მიზნით, საშუალებას მისცემს აშშ-ს მთავრობას გამოიყენოს შემოსავალი უკრაინის მხარდასაჭერად და შემდგომ გააძლიეროს შესაბამისი სამართალდამცავი ინსტრუმენტები. შეთავაზებებში შედის: - გამარტივებული ადმინისტრაციული ორგანოს შექმნა სანქცირებული ოლიგარქების დაკავებისა და ქონების ჩამორთმევის მიზნით; - კლეპტოკრატების ჩამორთმეული ქონებიდან შემოსავლის უკრაინაში გადატანის შესაძლებლობა რუსული აგრესიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით; - სანქციების თავიდან აცილების ხელშეწყობის აღკვეთა: ეს წინადადება საშუალებას მისცემს რუსი ოლიგარქების მიერ გამოყენებული ქონების კონფისკაციას სანქციების თავიდან აცილების მიზნით. მოქმედი კანონმდებლობით, აშშ-ს შეუძლია სანქციების დარღვევის შედეგად მიღებული შემოსავლების კონფისკაცია, მაგრამ მას არ შეუძლია კონფისკაცია მოახდინოს სანქციების დარღვევის ხელშესაწყობად გამოყენებული ქონების კონფისკაციაზე. ეს წინადადება ავსებს ამ ხარვეზს. - ფულის კონტროლის ვადის გახანგრძლივება: ეს წინადადება გააუმჯობესებს შეერთებული შტატების უნარს რათა გამოავლინოს ფულის გათეთრების ფაქტები და მოახდინოს ჩამორთმევა, გასამართლების შემდეგ, უცხოური დანაშაულისთვის ხანდაზმულობის ვადის გახანგრძლივების გზით 5-დან 10 წლამდე. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.  ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშაბა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. ასევე წაიკითხეთ აშშ-მ სანქციების არიდებაში დახმარებისთვის კრიპტო-მაინინგის რუსულ კომპანია Bitriver-სა და მის 10 აფილიატს სანქციები დაუწესა

ჯო ბაიდენი: ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ შეფერხდება

"სწორედ თქვენ ხდით შესაძლებელს, რომ უკრაინელმა ხალხმა დაიცვას თავი, მესამე მსოფლიო ომის დაწყების რისკის თავიდან აცილებით", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ალაბამაში, იარაღის მწარმოებელ ქარხანაში ვიზიტის დროს განაცხადა. "სწორედ თქვენ ხდით შესაძლებელს, რომ უკრაინელმა ხალხმა დაიცვას თავი, მესამე მსოფლიო ომის დაწყების რისკის თავიდან აცილებით, ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ შეფერხდება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ქარხანაში სტუმრობისას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  ასევე წაიკითხეთ: ემანუელ მაკრონმა პუტინი უკრაინაში ომის შედეგების შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა, შეწყვიტოს დამანგრეველი აგრესია  

ბაიდენი ზელენსკისთან და G7-ის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და G7-ის ლიდერებთან შეხვედრას გამართავს.  „კვირას დილით, პრეზიდენტი ბაიდენი მიიღებს მონაწილეობას G7 ლიდერთა შეხვედრაში, რომელსაც ხელმძღვანელობს გერმანიის კანცლერი შოლცი. ლიდერებს შეუერთდება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი“, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა. 8 მაისს დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგშია უკრაინაში ომი და რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების დაწესების საკითხი. ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ბაიდენი უახლოეს მომავალში უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადებს - საერთაშორისო მედია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უახლოეს მომავალში უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ CNN წყაროზე დაყრდნობით წერს. ორი წყაროს თქმით, ჯამური თანხა 100 მილიონ დოლარზე მეტი იქნება. ანალოგიურ ცნობას ავრცელებს Reuters-იც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

აშშ უკრაინას დამატებითი საარტილერიო საბრძოლო მასალით, რადარებითა და სხვა აღჭურვილობით უზრუნველყოფს

 "ვაცხადებ უსაფრთხოების კიდევ ერთი პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინას დამატებითი საარტილერიო საბრძოლო მასალით, რადარებითა და სხვა აღჭურვილობით უზრუნველყოფს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელში დაწერა. „დღეს შეერთებული შტატები აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ, რომლებიც თავიანთ ქვეყანას იცავენ. ვაცხადებ უსაფრთხოების კიდევ ერთი პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინას დამატებითი საარტილერიო საბრძოლო მასალით, რადარებითა და სხვა აღჭურვილობით უზრუნველყოფს“, – დაწერა ბაიდენმა „ტვიტერზე“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენი უახლოეს მომავალში უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადებს - საერთაშორისო მედია  

G7-ის ლიდერებთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჯო ბაიდენის შეხვედრა მიმდინარეობს

თეთრი სახლის ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვირტუალური შეხვედრა G7-ის ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან დაიწყო. შეხვედრა, რომელიც სპეციალურად იმართება რუსეთის მიერ ყოველწლიური გამარჯვების დღის აღნიშვნამდე ერთი დღით ადრე, ფოკუსირებული იქნება უკრაინაში პუტინის შეჭრაზე, უკრაინის მხარდაჭერასა და G7-ის უწყვეტი ერთიანობის დემონსტრირებაზე, მათი კოლექტიური პასუხის ჩათვლით. სანქციები ასევე იქნება დღის წესრიგში, განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

თეთრი სახლი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აცხადებს

თეთრი სახლი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აცხადებ. ამის შესახებ CNN აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. სანქციები მოსკოვის ინდუსტრიულ ბანკს და მის 10 შვილობილ კომპანიას დაუწესდება. სანქციების სიას დაემატა 8 ხელმძღვანელი ,,სბერბანკიდან", რომლებიც რუსეთის საბანკო აქტივების მესამედს ფლობენ. პაკეტი რუსებისთვის საბუღალტრო და საკონსულტაციო სერვისების მიწოდების აკრძალვასაც მოიცავს, ასევე, სავიზო შეზღუდვებს რუსეთისა და ბელორუსის 2600 ოფიციალური პირისთვის. სანქციები სამ რუსულ ტელევიზიასა (Россия 1, Первый канал Россия და НТВ) და ,,გაზპრომბანკის" ხელმძღვანელებსაც შეეხებათ. ეს არის ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც ევროპის უმეტესი ნაწილი რუსულ გაზს ყიდულობს. CNN-ის ცნობით, ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ეს პირველი ასეთი სანქციაა. ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ეს არ არის სრული ბლოკირება და ,,გაზპრომბანკის" აქტივებს არ ყინავენ. „გაზპრომბანკი" უსაფრთხო თავშესაფარი არ არის და ამიტომ, ჩვენ სანქციებს ვუწესებთ მათ ზოგიერთ აღმასრულებელ ხელმძღვანელს", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: „ლენდ-ლიზის“ კანონზე ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენის მიერ უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ კანონზე ხელმოწერას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ისტორიული ნაბიჯია. „მადლობელი ვართ ამერიკის პრეზიდენტისა და ამერიკელი ხალხის უკრაინის მხარდაჭერისთვის ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში. „ლენდ-ლიზის“ კანონზე ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენ დავიცავთ დემოკრატიას უკრაინასა და ევროპაში, როგორც 77 წლის წინ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონპროექტი 28 აპრილს დაამტკიცა. „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტით" აშშ შეძლებს აუცილებელი მნიშვნელობის სამხედრო აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგები უკრაინას ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიაწოდოს. ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ჯო ბაიდენი: ვლადიმერ პუტინს შეცდომით ეგონა, რომ უკრაინაში ინტერვენცია NATO-სა და ევროკავშირს გატეხდა

"ვლადიმერ პუტინს არ აქვს უკრაინის ომიდან გამოსვლის გზა", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განცხადა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ბაიდენის თქმით, პუტინს შეცდომით ეგონა, რომ უკრაინაში ინტერვენცია NATO-სა და ევროკავშირს გატეხდა. "პუტინს შეცდომით ეგონა, რომ უკრაინაში ინტერვენცია NATO-სა და ევროკავშირს გატეხდა. პუტინი ძალიან ანგარიშიანი კაცია და პრობლემა, რომელიც მას ახლა ადარდებს არის ის, რომ რუსეთის პრეზიდენტს არ აქვს გამოსვლის გზა", - განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა  

ჯენ ფსაკი: ჯო ბაიდენს უკრაინაში ჩასვლა სურს, თუმცა დაგეგმილი ვიზიტები ჯერ არ აქვს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს უკრაინაში ჩასვლა სურს, თუმცა დაგეგმილი ვიზიტები ჯერ არ აქვს, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. „ახლა გამგზავრება დაგეგმილი არ არის, მაგრამ ვიმეორებ, ის ისურვებდა უკრაინაში ჩასვლას“,- განაცხადა ფსაკიმ. შეგახსენებთ, რომ 8 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი ჯილ ბაიდენი უკრაინაში ჩავიდა, ის უკრაინის პირველ ლედის ელენა ზელენსკას შეხვდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ბაიდენმა ფინეთის და შვედეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების გზაზე სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის განაცხადებს NATO-ში გაწევრიანებაზე, შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.  ბაიდენმა NATO-ს წევრობაზე განმცხადებლებს თეთრ სახლში უმასპინძლა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ქვეყნები უკვე აკმაყოფილებენ NATO-ს ყველა კრიტერიუმს. „დღეს ჩემი ადმინისტრაცია შეერთებული შტატების კონგრესს წარუდგენს ანგარიშებს ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების შესახებ, რათა სენატი ეფექტიანად და სწრაფად გადაერთოს კონსულტაციისა და თანხმობის შესახებ ხელშეკრულებაზე“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. „დღეს მე ამაყი ვარ, რომ მივესალმები და ვაცხადებ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას ორი დიდი დემოკრატიისა და ორი ახლო, მაღალკვალიფიციური პარტნიორის მიმართ, რათა ისინი შეუერთდნენ უძლიერეს, ყველაზე ძლიერ თავდაცვით ალიანსს მსოფლიოს ისტორიაში. ეს არის ორი ამაყი დამოუკიდებელი ქვეყანა თავის სუვერენულ უფლებებს იცავს და გამოხატავს, ისევე როგორც, ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები“, - განაცხადა ბაიდენმა შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონთან და ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან ერთად მიმართვისას. ჯო ბაიდენის თქმით, დღეს კითხვის ნიშნები არ არსებობს საკითხის ირგვლივ, რომ: NATO აქტუალურია, ის ეფექტიანია და ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე. „შვედეთი და ფინეთი უკვე არიან ჩვენს უახლოეს პარტნიორებს შორის მთელ რიგ საკითხებში. ფინეთისა და შვედეთის ჯარები, ისინი უკვე მსახურობდნენ აშშ-სა და NATO-ს ძალებთან ერთად კოსოვოში, ავღანეთსა და ერაყში. ფინეთი და შვედეთი უკვე მუშაობენ შეერთებულ შტატებთან და ჩვენს სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინირებულად, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინის მამაც ხალხს, რომელიც იცავს თავისუფლებას , - აღნიშნა ბაიდენმა. შეერთებულ შტატებში, სენატის სულ მცირე ორმა მესამედმა უნდა დაუჭიროს მხარი თავდაცვით ალიანსში ახალი წევრის მიღებას. ანალოგიურად, 30-ვე ამჟამინდელი წევრის საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს ამ შემთხვევაში შვედეთის და ფინეთის მიერ შეტანილი განაცხადები. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია. 

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას ხელი მოაწერა. „როიტერსის“ ინფორმაციით, ამ თანხის ძირითადი ნაწილი უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება. შეგახსენებთ, რომ სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტი 19 მაისს დაამტკიცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ბაიდენი ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდებზე: მზად ვართ ყველაფრისთვის, რასაც ჩრდილოეთ კორეა გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სეულში, ვიდრე იაპონიაში გაემგზავრებოდა, როგორც პრეზიდენტის პირველი აზიური მოგზაურობის ნაწილი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს მარტივი გზავნილით მიმართა: „გამარჯობა... წერტილი“, ამის შესახებ ბაიდენმა ჟურნალისტებს ვიზიტის ბოლო დღეს, კვირას, სამხრეთ კორეაში განუცხადა. ბაიდენმა თქვა, რომ არ აწუხებს" ჩრდილოეთ კორეის ახალი სარაკეტო გამოცდები.„ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, რასაც ჩრდილოეთ კორეა გააკეთებს”, - განაცხადა ბაიდენმა. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი სეულში ვიზიტისას კორეის რესპუბლიკის (ROK) პრეზიდენტ იუნ სუკ იოლს შეხვდა. ორივე ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ვალდებულება, გააძლიეროს აშშ-სამხრეთ კორეის ალიანსი და გააფართოოს მისი ფოკუსი კორეის ნახევარკუნძულის მიღმა გლობალურ გამოწვევებზე, მათ შორის საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის მიმართ საფრთხეებზე, როგორიცაა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ორი ლიდერი ერთგულია გადაწყვეტილების, გაზარდონ თანამშრომლობა პრიორიტეტული საკითხების ფართო სპექტრზე, მათ შორის კრიტიკულ ტექნოლოგიებზე, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, გლობალურ ჯანმრთელობასა და კლიმატის ცვლილებაზე. პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს მათი საერთო რწმენა კონსტიტუციური დემოკრატიის და ინდივიდუალური უფლებების პატივისცემისადმი, ასევემ რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გაძლიერების მნიშვნელობაზე. ასევე - გააძლიერონ შეკავება და უზრუნველყონ მჭიდრო თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (DPRK) მიერ წარმოქმნილი საფრთხის მოსაგვარებლად. ორივე ლიდერმა გაიზიარა შეშფოთება ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკაში COVID19-ის სწრაფი გავრცელების შესახებ და გამოხატეს მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად დახმარების გაწევისთვის. პრეზიდენტმა ბაიდენმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა შაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ განიხილავენ გაფართოებულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის შესაჩერებლად იმ დროს, როდესაც ამ საკითხში რეალური დიპლომატიის მცირე იმედი არსებობს.

ბაიდენმა ტოკიოში ვიზიტისას განაცხადა, რომ მზადაა, ტაივანის დასაცავად ძალა გამოიყენოს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს განაცხადა, რომ მზადააა, ძალები გამოიყენოს ტაივანის დასაცავად, თუმცა განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს კუნძულთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკის ცვლილებას. იაპონიის ლიდერთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, რეპორტიორმა ბაიდენს ჰკითხა, დაიცავს თუ არა შეერთებული შტატები ტაივანს მასზე თავდასხმის შემთხვევაში, პრეზიდენტმა უპასუხა: „დიახ, ეს არის ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ”. „ჩვენ ვეთანხმებით ერთი ჩინეთის პოლიტიკას. ჩვენ მოვაწერეთ ხელი ყველა შეთანხმებას, მაგრამ აზრი, რომ ის შეიძლება, უბრალოდ, ძალით აიღონ, წარმოუდგენელია“, - აღნიშნა ბაიდენმა. ბაიდენმა რეგიონში ჩინეთის მზარდი პოზიციის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ იმედოვნებს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გადაიხდის საფასურს უკრაინაში შეჭრისთვის, რათა აჩვენოს ჩინეთს, თუ რის წინაშე დადგება თუ ტაივანში შეიჭრება. თავის მხრივ, ფუმიო კიშიდამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბაიდენს უთხრა, რომ იაპონია განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გასაზრდელად, მათ შორის საპასუხო მოქმედების შესაძლებლობის ჩათვლით, რაც მიუთითებს იაპონიის თავდაცვის პოლიტიკაში პოტენციურ ცვლილებაზე.  

ჯო ბაიდენი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა ომმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა ომმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ქუჩებში უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. „ქუჩებში უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ და მილიონობით ლტოლვილი იძულებით გადაადგილებული და გასახლებულია. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ევროპული საკითხი, ეს არის გლობალური საკითხი,“- აღნიშნა ბაიდენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა  

ჯო ბაიდენი: როცა 18 წლის ბავშვს შეუძლია, იყიდოს თავდასხმის იარაღი, უბრალოდ არასწორია

არ მითხრათ, რომ ამ ხოცვა-ჟლეტაზე გავლენას ვერ მოვახდენთ. ის, რომ 18 წლის ბავშვს შეუძლია შევიდეს მაღაზიაში და იყიდოს თავდასხმის იარაღი, უბრალოდ არასწორია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლიდან გამოსვლისას განაცხადა, რითაც ტეხასის სკოლაში მომხდარ სროლას გამოეხმაურა. „ბავშვის დაკარგვა იგივეა, თითქოს სულის ნაჭერი ამოგლეჯილი გაქვს. არ მითხრათ, რომ ამ ხოცვა-ჟლეტაზე გავლენას ვერ მოვახდენთ. ის, რომ 18 წლის ბავშვს შეუძლია შევიდეს მაღაზიაში და იყიდოს თავდასხმის იარაღი, უბრალოდ არასწორია. ასეთი მასობრივი სროლები იშვიათად ხდება მსოფლიოს სხვა ადგილას. რატომ ვართ მზად, ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით? რატომ ვაძლევთ საშუალებას ეს მოხდეს? დროა ვიმოქმედოთ,“- აღნიშნა ბაიდენმა. ასევე წაიკითხეთ: ტეხასის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა  

ჯო ბაიდენი: შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მშვიდობიანი მომავლის, კეთილდღეობის და დემოკრატიული თავისუფლების მისწრაფებების გზაზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მისალოც წერილშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს გლობალური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს.  „ბატონო პრემიერ-მინისტრო! მსურს თქვენ და ქართველს ერს 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე მოგილოცოთ. ქართველი და ამერიკელი ხალხი ერთმანეთთან ძლიერ არიან დაკავშირებულნი დამოუკიდებელი სულისკვეთებით და თავისუფლებისადმი ზიარი ერთგულებით. საქართველომ თავისი მტკიცე მიზანდასახულობა აჩვენა მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების დაცვისას. დიდად ვაფასებთ თქვენს მიერ გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილ წვლილს ჩვენი 30-წლიანი ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში, მათ შორის ავღანეთში ჩვენი საერთო ვალდებულებისა და თავგანწირვის კონტექსტში. საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ, თუმცა აქვე ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია ბევრ ქართველს უზღუდავს ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებით სარგებლობას. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთს მოუწოდებს, დაასრულოს სუვერენული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. შეერთებული შტატები ასევე გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მშვიდობიანი მომავლის, კეთილდღეობის და დემოკრატიული თავისუფლების მისწრაფებების გზაზე. შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხისადმი მტკიცე პარტნიორობის აღმოჩენას რეფორმების განხორციელების პროცესში და ქვეყნის ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში სწორუპოვარი პოზიციის განმტკიცებაში“, - აღნიშნულია ჯოზეფ ბაიდენის მისალოც წერილში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

ჯო ბაიდენი: პუტინი ცდილობს, გაანადგუროს უკრაინელი ხალხის კულტურა და იდენტობა

პუტინი ცდილობს, გაანადგუროს უკრაინელი ხალხის კულტურა და იდენტობა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინზე საუბრისას განაცხადა. „ის თავს ესხმის სკოლებს, ბაღებს, საავადმყოფოებსა და მუზეუმებს. ამ ქმედებებს არავითარი სხვა მიზანი არ აქვს, გარდა კულტურის აღმოფხვრისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე პირდაპირი თავდასხმისა“, - აღნიშნა ბაიდენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი შესაძლებელია - მითი რუსული არმიის განსაკუთრებული სიძლიერის შესახებ გავანადგურეთ  

ბაიდენის თქმით, აშშ არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებსაც შეუძლია, რუსეთამდე მიაღწიოს

შეერთებული შტატები არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებმაც შეუძლია, მიაღწიოს რუსეთამდე, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ეს კომენტარი მოჰყვა ცნობებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კიევში მოწინავე შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების გაგზავნას აპირებს. ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდება დაამტკიცა - New York Times „ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინაში სარაკეტო სისტემების გაგზავნას, რომლებსაც შეუძლია, რუსეთს მისწვდეს“, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს Reuters-ის ცნობით. აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა სახის შეიარაღებაზეა საუბარი. უკრაინის ოფიციალური პირები შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემის მიღებით არიან დაინტერესებულნი (Multiple Launch Rocket System, ან MLRS) რომელსაც შეუძლია, ასობით მილის დაშორებით რაკეტების სროლა. CNN-მა და The Washington Post-მა პარასკევს გაავრცელეს ინფორმცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს, ეს და სხვა, მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMARS) უკრაინას გაუგზავნოს. უკრაინის მთავრობამ დასავლეთს მოუწოდა, მიაწოდოს მეტი დისტანციური იარაღი, რათა ომში ვითარება რადიკალურად შეცვალოს. ამერიკის ოფიციალური პირის თქმით, სისტემები მიწოდების საკითხი აქტიურად განიხილება. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ჯო ბაიდენი: უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადავცემთ

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ აშშ უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადასცემს. „ჩვენ სწრაფად მივაწვდით უკრაინას იარაღისა და საბრძოლო მასალის მნიშვნელოვან ნაწილს, ასევე თანამედროვე სარაკეტო სისტემებს, რათა ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან სამიზნეებს უფრო მაღალი სიზუსტით დაარტყან, ხოლო მოლაპარაკების მაგიდასთან მაქსიმალურად ძლიერი პოზიცია ჰქონდეთ“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილში. ბაიდენის თქმით, აშშ არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებსაც შეუძლია, რუსეთამდე მიაღწიოს კურტ ვოლკერის თქმით, ბაიდენმა უკრაინას უნდა გადასცეს იარაღი, რომელიც საჭიროა რუსეთის დასამარცხებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ სამშაბათს გამოაცხადა, რომ უკრაინას გაუგზავნის მცირე რაოდენობის მაღალტექნოლოგიურ საშუალო რადიუსის სარაკეტო სისტემებს, კრიტიკულად მნიშვნელოვან იარაღს, რომელსაც უკრაინელი ლიდერები დასავლეთისგან ითხოვდნენ. ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდება დაამტკიცა - New York Times ჯო ბაიდენმა NewYork Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე აღნიშნა, რომ აშშ არ ახდენს უკრაინის წახალისებას, რათა განახორციელოს დარტყმები ქვეყნის გარეთ. „ჩვენ არ გვსურს ომი გაგრძელდეს მხოლოდ იმისთვის, რომ ზიანი მიადგეს რუსეთს“,- ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის წერილში.  თეთრ სახლს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი დახმარების ახალი პაკეტის დეტალებზე. 30 მაისს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებმაც შეუძლია, მიაღწიოს რუსეთამდე.  ეს ეს კომენტარი მოჰყვა ცნობებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კიევში მოწინავე შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების გაგზავნას აპირებს. საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, უკრაინას უსაფრთხობის მიმართულებით დაახლოებით $4,6 მილიარდის დახმარება გაუწია. მათ შორის ქვეყანამ დაახლოებით $3,9 მილიარდი რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ მიიღო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოფიციალურად წარადგინა დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის HIMARS-ების, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების გადაცემასაც მოიცავს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.  ჯო ბაიდენი: უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადავცემთ CNN: აშშ უკრაინას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს გადასცემს „უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან ახალ პაკეტს ვაცხადებ უკრაინელი სამხედროებისთვის დროული და მნიშვნელოვანი დახმარების უზრუნველსაყოფად. უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების წყალობით, რომელიც აშშ-ის კონგრესმა ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო, აშშ შეძლებს უკრაინას მიაწოდოს მეტი იარაღი, რომელსაც ისინი ასე ეფექტურად იყენებენ რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში. ჯო ბაიდენის თქმით, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, უკრაინა ახალ შესაძლებლობებსა და მოწინავე შეიარაღებას მიიღებს, მათ შორის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ს. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას უსაფრთხოებისთვის ახალი პაკეტის ფარგლებში $700 მილიონს გამოუყოფს. 30 მაისს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებმაც შეუძლია, მიაღწიოს რუსეთამდე.  ეს ეს კომენტარი მოჰყვა ცნობებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კიევში მოწინავე შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების გაგზავნას აპირებს. მოგვიანებით თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ახალი დახმარება უკრაინის საჭიროებებს შეესაბამება. ასევე, თეთრი სახლის შეფასებით, 80 კილომეტრამდე რადიუსის მქონე სისტემები, სწორედ ის არის, რაც ქვეყანას ბრძოლის ამ ახალ ფაზაში სჭირდება. საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, უკრაინას უსაფრთხობის მიმართულებით დაახლოებით $5.3 მილიარდის დახმარება გაუწია. მათ შორის ქვეყანამ დაახლოებით $4.6 მილიარდი რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ მიიღო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პოდოლიაკის თქმით, უკრაინა აშშ-ის სარაკეტო სისტემების გამოყენებას რუსეთზე თავდასხმისთვის არ გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოლოდიაკი აცხადებს, უკრაინა აშშ-ის სარაკეტო სისტემების გამოყენებას რუსეთზე თავდასხმისთვის არ გეგმავს. „უკრაინა თავდაცვით ომს აწარმოებს და არ გეგმავს MLRS-ის გამოყენებას რუსეთის ობიექტებზე თავდასხმისთვის. ჩვენმა პარტნიორებმა იციან, სად გამოიყენება მათი იარაღი. ნებისმიერი ბრალდება მსგავსი განზრახვების შესახებ, რუსეთის სპეცსამსახურების ფსიქოლოგიური ოპერაცია“, - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე. პირველ ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოფიციალურად წარადგინა დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის HIMARS-ების, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების გადაცემასაც მოიცავს. ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა ბლინკენის განცხადებით, უკრაინა აშშ-ის მიწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს რა დამატებით შეიარაღებას მიიღებს უკრაინა აშშ-სგან - პენტაგონის სია აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ჯო ბაიდენმა კონგრესს აშშ-ში იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის კონგრესს თეთრი სახლიდან მიმართა და მოუწოდა, რომ ქვეყანაში საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღისა და მათთვის განკუთვნილი მჭიდების გაყიდვა აიკრძალოს და 18-დან 21-წლამდე გაიზარდოს იარაღის შეძენის ნებართვისათვის საჭირო მინიმალური ასაკი. პოლიციამ ტერორიზმის ბრალდებით დააკავა კაცი, რომელიც ნიუ-იორკის მეტროში მომხდარ სროლაშია ეჭვმიტანილი ტეხასის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა ჯო ბაიდენმა მოუწოდა, რომ გამკაცრდეს იარაღის მყიდველთა შემოწმების პროცესი. მისივე თქმით, ასევე აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვაზე აკრძალვა, რომელიც შეერთებულ შტატებში 2004 წლამდე მოქმედებდა. აშშ-ის პრეზიდენტის ამ მიმართვას წინ უძღოდა ოკლაჰომის შტატის ქალაქ თალსაში მომხდარი სროლა, რასაც სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

კერძო თვითმფრინავის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ჯო ბაიდენის და მისი მეუღლის ევაკუაცია განხორციელდა

დელავერის რეზიდენციიდან, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და პირველი ლედის ჯილ ბაიდენის ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ დელავერში (Rehoboth Beach), აკრძალულ საჰაერო სივრცეში პატარა კერძო თვითმფრინავი შეცდომით შევიდა. იუწყება Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით. „თვითმფრინავი მაშინვე გამოიყვანეს საჰაერო სივრციდან, განაცხადა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სპიკერმა ენტონი გულიელმიმ. მისი თქმით, პილოტი, რომლის ვინაობა არ არის დასახელებული, გამოიკითხება. „წინასწარი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ პილოტი არ მიჰყვებოდა NOTAMS-ს (შეტყობინება საჰაერო ხომალდებს), რომელიც იყო შეტანილი და არ მისდევდა გამოქვეყნებულ ფრენის მითითებებს“, - აღნიშნა სპიკერმა. შემთხვევა, რომელიც ღამის პირველ საათამდე მოხდა, „რეჰიბოთ ბიჩის“ ცენტრში, რომელიც როგორც წესი, შაბათ-კვირას დატვირთულია, დაბნეულობა გამოიწვია. საიდუმლო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ უსაფრთხოების ზომები მიღებულია და პრეზიდენტს საფრთხე არ ემუქრება.

ბაიდენმა მზის ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახალი აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა თავდაცვის წარმოების აქტი, რათა ხელი შეუწყოს აშშ-ში მზის და რამდენიმე სხვა სახის სუფთა ენერგიის წარმოებას, ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი. აშშ-ის პრეზიდენტმა შესაბამის სამსახურებს გადაუდებელი ზომების მიღება დაავალა, რათა მზის ენერგიის მწარმოებლებისთვის პროდუქციის მიწოდება გაზარდოს. თეთრმა სახლმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან მზის პანელების იმპორტზე ტარიფები ორი წლით მოიხსნება. პრეზიდენტის განცხადებით, მზის ენერგიის მეშვეობით წარმოებული ელექტროენერგია ასევე გადამწყვეტია წიაღისეული საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულების შესამცირებლად. „მრავალი ფაქტორი საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების შესაძლებლობას, უზრუნველყოს საკმარისი ელექტროენერგიის გამომუშავება მომხმარებლის მოსალოდნელი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ეს ფაქტორები მოიცავს ენერგეტიკული ბაზრების შეფერხებებს, რომლებიც გამოწვეულია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით და ექსტრემალური ამინდის მოვლენებით, რომლებიც გამწვავებულია კლიმატის ცვლილებით. მაგალითად, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, გვალვა და სიცხის ტალღები ერთდროულად იწვევს ელექტროენერგიის პროგნოზირებად დეფიციტსა და ელექტროენერგიის რეკორდულ მოთხოვნას“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში. მისივე თანახმად, მზის ენერგია არის ახალი ელექტროენერგიის ყველაზე სწრაფად მზარდი წყარო შეერთებულ შტატებში. კომუნალური და ქსელის ოპერატორები სულ უფრო მეტად ეყრდნობიან მზის ახალ დანადგარებს, რათა უზრუნველყონ ქსელში საკმარისი რესურსების არსებობა საიმედო სერვისის შესანარჩუნებლად.      

ჯო ბაიდენი თვის ბოლოს ევროპაში ვიზიტს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვის ბოლოს ევროპას ეწვევა G7-ისა და NATO-ს სამიტებში მონაწილეობის მისაღებად, სადაც რუსული აგრესიის ფონზე უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს განიხილავს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. „პრეზიდენტი და „დიდი შვიდეულის“ ლიდერები განიხილავენ მეტ-ნაკლებად აქტუალურ გლობალურ პრობლემებს, მათ შორის, „დიდი შვიდეულის“ ურყევ მხარდაჭერას უკრაინისადმი, ეკონომიკისა და დემოკრატიის მდგრადობას, კლიმატური კრიზისის დაძლევას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ჯანდაცვის გლობალურ უსაფრთხოებას, ასევე სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისს, რუსეთის დამპყრობლურ ომს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. გარდა ამისა, NATO-ს სამიტზე მადრიდში ლიდერები მხარს დაუჭერენ სტრატეგიულ კონცეფციას, რომელიც ალიანსის ტრანსფორმაციას მართავს უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრა გერმანიაში 26-28 ივნისსაა დაგეგმილი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს კი, მადრიდი 28-30 ივნისს უმასპინძლებს.  

ჯო ბაიდენი: ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის გაფრთხილების მოსმენა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა, არ სურდა

"უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის გაფრთხილების მოსმენა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა, არ სურდა", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განცხადა. „პუტინი აპირებდა საზღვრის გადაკვეთას და ეს ეჭვგარეშე ასე იყო. ზელენსკის არ სურდა ამის მოსმენა და არც ბევრ სხვას. მე მესმის, რატომ არ სურდათ ამის მოსმენა, მაგრამ ის შეიჭრა“, - აღნიშნა ბაიდენმა. ვიცი, მაშინ ბევრი თვლიდა, რომ ვაჭარბებდით“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების გადაცემა დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას დააანონსა. უკრაინისთვის განკუთვნილი ახალი სამხედრო დახმარების $1 მილიარდანი პაკეტი დამატებით საარტილერიო სამაგრებს, სანაპირო ხომალდსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, საარტილერიო და მოწინავე სარაკეტო სისტემებისთვის საბრძოლო მასალას მოიცავს. Reuters: აშშ უკრაინას დამატებით $1 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დადგება უკრაინის გვერდით. დაიცავს მის დემოკრატიას და რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის ფონზე მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.  

ჯო ბაიდენი: ჩვენ გვჭირდება მეტი ფული მეორე პანდემიისთვის, კიდევ ერთი პანდემია იქნება

"ჩვენ გვჭირდება მეტი ფული მეორე პანდემიისთვის. კიდევ ერთი პანდემია იქნება. ამაზე წინასწარ უნდა ვიფიქროთ", – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „220 მილიონზე მეტი ამერიკელი სრულად არის ვაქცინირებული. COVID19-ით გამოწვეული ყოველდღიური სიკვდილიანობა 90 პროცენტით შემცირდა. ვაქცინაცია ხელმისაწვდომია თითქმის ყველა ამერიკელისთვის. ფხიზლად უნდა ვიყოთ! ჩვენ გვჭირდება მეტი ფული. მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება მეტი ფული მხოლოდ ბავშვების ვაქცინაციებისთვის, საბოლოოდ ჩვენ გვჭირდება მეტი ფული მეორე პანდემიისთვის, დასაგეგმად. კიდევ ერთი პანდემია იქნება. წინასწარ უნდა ვიფიქროთ. ამიტომ გვჭირდება ფული“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.  

ჯო ბაიდენმა აბორტების აკრძალვის შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა

ჯო ბაიდენმა აბორტების აკრძალვის შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სასამართლოს ვერდიქტი აშშ-ის 150 წლით უკან დააბრუნებს.  აშშ-მა გააუქმა კანონი, რომლითაც აბორტის უფლება ფედერალურ დონეზე იყო დაცული "გავაგრძელებ ბრძოლას აბორტის უფლებისთვის, თუმცა არ აქვს უფლებამოსილება ერთპიროვნულად მივიღო გადაწყვეტილება", - განაცხადა ბაიდენმა. ამასთან, ბაიდენმა მოუწოდა აბორტის უფლების აკრძალვის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე. „დაშინება და ძალადობა არასდროს არის მისაღები“, – განაცხადა ბაიდენმა.  

დავით ზალკალიანი: ჯო ბაიდენს საქართველოში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე

  რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში, დავით ზალკალიანსა და ჯო ბაიდენს შორის ხანმოკლე შეხვედრა შედგა. ზალკალიანმა აშშ-ის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და დაუდასტურა, რომ საქართველო აშშ-ის სანდო და ერთგული პარტნიორია რეგიონში. ამის შესახებ ინფორმაცია ზალკალიანის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.   "ელჩმა ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მისი პირადი მხარდაჭერისთვის საქართველოს დასავლური მისწრაფებების მიმართ და აღნიშნა, რომ ამ კრიტიკულ სიტუაციაში ძალზედ მნიშვნელოვანია აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.   პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ მას კარგად ესმის ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და დასავლურ მისწრაფებებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ჯო ბაიდენმა იარაღის კონტროლის გამკაცრების კანონს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იარაღის კონტროლის კანონპროექტს ხელი მოაწერა. ბაიდენის განცხადებით, ხელმოწერილი კანონი "მრავალ სიცოცხლეს გადაარჩენს“, თუმცა კომპრომისის გამო ყველაფერი არ არის გათვალისწინებული, რაც თავად სურდა. ახალი კანონმდებლობით, გამკაცრდება 18-დან 21 წლამდე იარაღის მყიდველების შემოწმება, 5 წლით აიკრძალება იარაღის მიყიდვა იმ პირებზე, რომლებიც ოჯახური ძალადობის გამო ნასამართლევი არიან. ამასთანავე, გაამარტივებდა იარაღის ჩამორთმევა. ასევე, კანონპროექტით, გამოიყო $13 მილიონი, რომელიც ძირითადად ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამებსა და მასობრივი სროლების გამოცდილების მქონე სკოლებს მოხმარდებათ.  ჯო ბაიდენმა კონგრესს აშშ-ში იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტის ამ მიმართვას წინ უძღოდა ოკლაჰომის შტატის ქალაქ თალსაში მომხდარი სროლა, რასაც სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

ბაიდენი შოლცს: პუტინი იმედოვნებდა, რომ NATO და ,,დიდი შვიდეული“ დაიშლებოდნენ, მაგრამ არ დავშლილვართ და არც ვაპირებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა უკრაინაში მოსკოვის შეჭრის წინააღმდეგ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს შეხვედრისას განუცხადა. „პუტინი თავიდანვე იმედოვნებდა, რომ რატომღაც, Nato და G7 დაიშლებოდნენ, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ბაიდენმა მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს უკრაინის კრიზისის მართვაში ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა. „კარგია, რომ ჩვენ, ყველამ შევძელით ერთიანობის შენარჩუნება, რასაც, ცხადია, პუტინი არასოდეს ელოდა”, - განაცხადა თავის მხრივ, შოლცმა. G7-ის წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა და ყოვეწლიურ სამიტზე ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს. „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობა გერმანიამ დიდი ბრიტანეთისგან 2022 წლის იანვარში გადაიბარა.  

ბაიდენი აცხადებს, რომ კიევზე სარაკეტო დარტყმა რუსეთის ბარბაროსობის კიდევ ერთი გამოვლინებაა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კიევზე სარაკეტო დარტყმა რუსეთის ბარბაროსობის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ამის შესახებ ბაიდენმა კვირას, გერმანიაში შვიდი სახელმწიფოს ჯგუფის სამიტზე განაცხადა. კიევზე სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სანქციები დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება და რუსეთს იზოლაციაში მოაქცევს - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო რუსული სარაკეტო დარტყმა კრემენჩუკში, სავაჭრო ცენტრზე. ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ასეთ სისასტიკეზე და მხარს უჭერს უკრაინის დაცვას. ბაიდენის თქმით, G7 გააგრძელებს პუტინის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსზე დარტყმას, ხელს შეუშლის ცენტრალური ბანკის საგარეო რეზერვებს მისი ეკონომიკის გასაძლიერებლად და პუტინს წაართმევს რესურსებს, რომლებიც მას სჭირდება ომის საწარმოებლად. „ერთად G7 გამოავლენს ურყევ, ერთიან ვალდებულებას უკრაინის მხარდასაჭერად და დაეყრდნობა ჩვენს უპრეცედენტო სანქციებს, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს პრეზიდენტ პუტინს – სანქციები, რომლებიც დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება და რუსეთს მსოფლიო ეკონომიკიდან კიდევ უფრო იზოლაციაში მოაქცევს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს“, - დაწერა ბაიდენმა Twitter-ზე.

კრემლმა ბაიდენის ცოლ-შვილს სანქციები დაუწესა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქცირებულთა სიაში, ამერიკის კიდევ 25 მოქალაქე შეიყვანა. მათ შორისაა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ცოლი და ქალიშვილი. ასევე "სტოპ ლისტში" არიან სენატორები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსოფობიური კურსის ფორმირებაზე და მეცნიერები, მაგალითად, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა. ყველა მათგანს რუსეთში შესვლა ეკრძალებათ. რუსეთის მიერ სანქცირებული აშშ-ის მოქალაქეების საერთო რაოდენობამ 1 048-ს მიაღწია. მანამდე, უკრაინაში ომის გამო დასავლური სანქციების ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აუკრძალა რუსეთში შესვლა თავად ჯო ბაიდენს, მის ვაჟს ჰანტერს, ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს, ასევე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს, Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს. სანქცირებულთა შორის არან მარკ ცუკერბერგი და LinkedIn-ის აღმასრულებელი დირექტორი რაიან როსლანსკი და მედუზას ინგლისური ვერსიის მთავარი რედაქტორი კევინ როტროკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება გააძლიერებს NATO-ს კოლექტიურ უსაფრთხოებას და სარგებელს მოუტანს მთელ ტრანსატლანტიკურ ალიანსს - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფინეთს, შვედეთს და თურქეთს სამმხრივ მემორანდუმზე ხელმოწერას ულოცავს. აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელიც გააძლიერებს NATO-ს ალიანსს და კოლექტიურ უსაფრთხოებას. „ეს შესანიშნავი გზაა სამიტის დასაწყებად“, - მიიჩნევს ჯო ბაიდენი. ვულოცავ თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს სამმხრივ მემორანდუმის ხელმოწერას, რომელიც გზას უხსნის მოკავშირეებს, მოიწვიონ ფინეთი და შვედეთი NATO-ში, მადრიდის სამიტზე. როდესაც გასულ თვეს მივესალმე პრეზიდენტ ნიინისტოს და პრემიერ მინისტრ ანდერსონს თეთრ სახლში, ვუთხარი მათ, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს მათ წევრობას. ფინეთი და შვედეთი ძლიერი, დემოკრატიული ქვეყნებია მაღალკვალიფიციური სამხედროებით. მათი გაწევრიანება გააძლიერებს NATO-ს კოლექტიურ უსაფრთხოებას და სარგებელს მოუტანს მთელ ტრანსატლანტიკურ ალიანსს. მოუთმენლად ველი NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, ჩვენს მოკავშირეებთან და კონგრესთან მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ, რომ სწრაფად მივესალმოთ მათ ჩვენს ალიანსში. როდესაც ჩვენ ვიწყებთ NATO-ს ამ ისტორიულ სამიტს მადრიდში, ჩვენი ალიანსი უფრო ძლიერი, უფრო ერთიანი და გადამწყვეტია, ვიდრე ოდესმე“, - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში. თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. შესაბამისი მემორანდუმი მადრიდში, NATO-ს სამიტის პირველ დღეს გაფორმდა. Europetime-მა მემორანდუმის სრული ტექსტი მოიპოვა და მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ.

NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი წმინდა ვალდებულებაა - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა NATO-ს წესდების მეხუთე მუხლისადმი ერთგულების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. ჯო ბაიდენის შეფასებით, NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი წმინდა ვალდებულებაა. „ჩვენ ამას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ „ერთის წინააღმდეგ თავდასხმა არის თავდასხმა ყველას წინააღმდეგ. ჩვენ ვაგზავნით უტყუარ მესიჯს, NATO არის ძლიერი, ერთიანი და ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ამ სამიტის დროს ვდგამთ, კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს კოლექტიური ძალას. შეერთებული შტატები გააძლიერებს ჩვენს ძალებს ევროპაში და უპასუხებს შეცვლილ უსაფრთხოების გარემოს, ასევე გააძლიერებს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას. ამ წლის დასაწყისში ჩვენ გამოვიყვანეთ 20 000 აშშ-ის დამატებითი ძალები ევროპაში, რათა გაეძლიერებინა ჩვენი ალიანსი რუსეთის აგრესიული ნაბიჯის საპასუხოდ, რამაც ევროპაში ჩვენი ჯარის რაოდენობა 100 000-მდე გაზარდა. ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ ჩვენი განლაგების კორექტირება საფრთხის საფუძველზე, ჩვენს მოკავშირეებთან მჭიდრო კონსულტაციით. აქ, ესპანეთში, ჩვენ ვაპირებთ, ვიმუშაოთ ჩვენს მოკავშირეებთან, რათა გავზარდოთ აშშ-ის საზღვაო ძალების გამანადგურებლების რაოდენობა, რომლებიც განლაგებულნი არიან ესპანეთის როტას საზღვაო ბაზაზე. კერძოდ - ოთხიდან ექვს გამანადგურებლამდე. პოლონეთში ჩვენ ვაპირებთ, შეიქმნას აშშ-ის მეხუთე არმიის კორპუსის მუდმივი შტაბი და გავაძლიეროთ აშშ-ნატო-ს თავსებადობა მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე. ჩვენ ვაპირებთ, შევინარჩუნოთ დამატებითი როტაციული ბრიგადა, რომელიც შედგება 3000 მებრძოლისგან და კიდევ 2000 პერსონალისგან, საბრძოლო ჯგუფში აქ ევროპაში, რომლის შტაბ-ბინა რუმინეთშია. და ჩვენ ვაპირებთ, გავაძლიეროთ ჩვენი როტაციული განლაგება ბალტიის ქვეყნებში. ჩვენ ვაპირებთ, გავაგზავნოთ ორი დამატებითი F-35 ესკადრონი დიდ ბრიტანეთში, და განვათავსოთ დამატებითი საჰაერო თავდაცვისა და სხვა შესაძლებლობები გერმანიასა და იტალიაში. ჩვენ მოკავშირეებთან ერთად ვაპირებთ, დავრწმუნდეთ, რომ NATO მზად არის, შეხვდეს საფრთხეებს ყველა მიმართულებიდან: ხმელეთიდან, ჰაერიდან და ზღვიდან. იმ მომენტში, როდესაც პუტინმა დაარღვია მშვიდობა ევროპაში და თავს დაესხა წესებზე დაფუძნებულ წესრიგს, ჩვენ ვაპირებთ ნაბიჯის გადადგმას. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ NATO ახლა იმაზე მეტადაა საჭირო, ვიდრე ოდესმე ყოფილა. და ის ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა მადრიდში მიმდინარე სამიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაზე.

ჯო ბაიდენი: აშშ უკრაინისთვის კიდევ $800 მილიონის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს

აშშ უკრაინისთვის კიდევ $800 მილიონის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მადრიდში NATO-ს სამიტის დასრულებისას გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინა აშშ-სგან დამატებით, $450 მილიონის უსაფრთხოების დახმარებას მიიღებს Reuters: აშშ უკრაინას დამატებით $1 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს თეთრის სახლის ხელმძღვანელის თქმით, უახლოეს დღეებში, ვაშინგტონი უკრაინისთვის $800 მილიონის მოცულობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში გაიმარჯვოს“, - აღნიშნა ბაიდენმა. ჯო ბაიდენის განცხადებით, NATO-ს ქვეყნები მზად არიან, ალიანსის თავდაცვისუნარიანობა გააძლიერონ. „კიევს მხარდაჭერას გამოვუცხადებთ იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება, - განაცხადა ბადენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ბაიდენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს 13 ივლისს დაიწყებს

თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ახლო აღმოსავლეთში პირველი მოგზაურობის თარიღები გამოაცხადა. 13-დან 16 ივლისამდე ტურნე ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს და საუდის არაბეთს მოიცავს. „მისი პირველი გაჩერება იქნება ისრაელი, ეს იქნება პრეზიდენტ ბაიდენის პირველი ვიზიტი ამ ქვეყანაში. ეს ხდება ისრაელში მისი პირველი ვიზიტიდან თითქმის 50 წლის შემდეგ“, - ამბობს ოფიციალური პირი მედიასთან. პრეზიდენტის ვიზიტის განრიგის შესახებ, თეთრი სახლის სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი ისრაელის ლიდერებს შეხვდება, რათა ისრაელის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ფართო რეგიონში მისი მზარდი ინტეგრაცია განიხილონ. ისრაელში მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტი დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინაში გაემგზავრება, რათა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს და პალესტინის სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდეს. დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი გაემგზავრება საუდის არაბეთში, სადაც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტს დაესწრება. ჯედაში პრეზიდენტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი თავის კოლეგებთან ერთად ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს.  

ჯო ბაიდენის თქმით, ახლო აღმოსავლეთი ახლა უფრო სტაბილური და უსაფრთხოა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის იქნება პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ისრაელიდან პირდაპირ საუდის არაბეთში ჩაფრინდება. ბაიდენის თქმით, ხსენებულ ქვეყნებს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რაც ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის ურთიერთობების დათბობის „მცირე სიმბოლოს“ წარმოადგენს.  Washington Post-ის სტატიაში სათაურით - „რატომ მივდივარ საუდის არაბეთში“, ბაიდენი ამბობს, რომ ის ისრაელიდან ჯედაში (საუდის არაბეთი) გაემგზავრება, სადაც „შეიკრიბებიან ლიდერები მთელი რეგიონიდან და მიუთითებენ უფრო სტაბილური და ინტეგრირებული ახლო აღმოსავლეთის შესაძლებლობაზე, სადაც შეერთებული შტატები უკიდურესად მნიშვნელოვანი ლიდერის როლს თამაშობს“. აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთი, რომელსაც ამ კვირაში ეწვევა, „უფრო სტაბილური და უსაფრთხოა იმასთან შედარებით, რაც მისმა ადმინისტრაციამ მემკვიდრეობით მიიღო, 18 თვის წინ“. ბაიდენმა თქვა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს გაიზარდა თავდასხმები აშშ-ის ჯარისკაცებსა და დიპლომატებზე რეგიონში, იემენში ომი გამწვავდა. ბაიდენმა ასევე ახსენა ირანის ბირთვული პროგრამა. ბაიდენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს 13 ივლისს დაიწყებს პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტის განრიგის შესახებ, თეთრი სახლის სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელის ლიდერებს შეხვდება, რათა ისრაელის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ფართო რეგიონში მისი მზარდი ინტეგრაცია განიხილონ. ისრაელში მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტი დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინაში გაემგზავრება, რათა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს და პალესტინის სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდეს. დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი გაემგზავრება საუდის არაბეთში, სადაც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტს დაესწრება. ჯედაში პრეზიდენტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი თავის კოლეგებთან ერთად ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს.

ჯო ბაიდენი: ჩვენი დაზვერვის წარმოუდგენელი მუშაობის წყალობით, ჩვენ შევძელით მსოფლიოს გაფრთხილება, თუ რას გეგმავდა პუტინი უკრაინაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში პუტინის გეგმების შესახებ გაფრთხილებისთვის CIA-ს მადლობა გადაუხადა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, CIA-ს მიერ შეკრებილმა სადაზვერვო ინფორმაციამ გამოავლინა პუტინის გეგმები და ვაშინგტონს საშუალება მისცა, ომის შესახებ გაეფრთხილებინა სხვა ქვეყნები. „ჩვენი დაზვერვის სამსახურების პროფესიონალების წარმოუდგენელი მუშაობის წყალობით, ჩვენ შევძელით მსოფლიოს გაფრთხილება, თუ რას გეგმავდა ვლადიმერ პუტინი უკრაინაში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა Reuters-ის ცნობით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

მექსიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საზღვრის გასაძლიერებლად 1,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს

მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა  აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საზღვრის დაცვის გაძლიერებისთვის 1,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ორი ქვეყნის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ გადადგამენ დაუყოვნებლივ და კოორდინირებულ ნაბიჯებს მათ ქვეყანაში მიგრანტთა ნაკადების სამართავად, ასევე მზარდ ინფლაციასთან გასამკლავებლად ორმხრივი ვაჭრობის განვითარებით. „იმ გაბერილი სათაურების მიუხედავად, რომლებსაც ზოგჯერ ვხედავ, მე და თქვენ გვაქვს ძლიერი, ნაყოფიერი ურთიერთობები“, – განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში მექსიკელ კოლეგასთან შეხვედრისას. ცნობისთვის, აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. პირველი რკინის კონსტრუქცია კალიფორნიის შტატის სამხრეთით, ქალაქ სან-დიეგოს გარეუბანში აღმართეს.  

ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა

ბაიდენი ისრაელში ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტის ტური მოიცავს დასავლეთ სანაპიროს, საუდის არაბეთს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თვითმფრინავი ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტში დაეშვა. გაზეთ The Times of Israel-ის ცნობით, ბაიდენს აეროპორტში დახვდნენ ისრაელის პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი. აშშ-ის პრეზიდენტი ხუთშაბათს პირდაპირ ისრაელიდან საუდის არაბეთში გაფრინდება. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება

ისააკ ჰერცოგმა ჯო ბაიდენს ღირსების საპრეზიდენტო მედალი გადასცა

ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა აშშ-ის პრეზიდენტს რეზიდენციაში უმასპინძლა. ჰერცოგმა ჯო ბაიდენს ღირსების საპრეზიდენტო მედალი გადასცა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვიდრე აშშ არსებობს, ისრაელი არასდროს იქნება მარტო. „როდესაც ისრაელის აყვავებას და ისრაელის დამფუძნებელი მამებისა და დედების ოცნებების რეალობად ქცევას ვხედავ, რომლითაც ისრაელის შვილები დღეს ტკბებიან, ჩემთვის ეს სასწაულის ტოლფასია“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილ ვიზიტზე Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს. ბაიდენის შეფასებით, ვიზიტი რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პერიოდში ხორციელდება და ის ხელს შეუწყობს ამერიკის მნიშვნელოვან ინტერესებს. ბაიდენის თქმით, პარასკევს საუდის არაბეთის ლიდერებთან შეხვედრისას, მიზნად ისახავს, გააძლიეროს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ორმხრივ ინტერესებსა და პასუხისმგებლობებზე, ამასთან, დაიცავს ფუნდამენტურ ამერიკულ ღირებულებებს. ჯო ბაიდენის თქმით, ახლო აღმოსავლეთი ახლა უფრო სტაბილური და უსაფრთხოა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო „ჩემი მიზანი თავიდანვე იყო ურთიერთობების გადახედვა, მაგრამ არა გაწყვეტა - ქვეყანასთან, რომელიც 80 წლის განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორია. დღეს საუდის არაბეთი დაეხმარა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ექვს ქვეყანას შორის ერთიანობის აღდგენას, მან სრულად დაუჭირა მხარი იემენში ზავს და ახლა მუშაობს ჩემს ექსპერტებთან, რათა დაეხმაროს ნავთობის ბაზრების სტაბილიზაციას OPEC-ის სხვა მწარმოებლებთან ერთად“, - აღნიშნავს ჯო ბაიდენი. „ვიცი, ბევრია ისეთი, ვინც არ ეთანხმება საუდის არაბეთში გამგზავრების გადაწყვეტილებას. ადამიანის უფლებების შესახებ ჩემი შეხედულებები მკაფია და ფუნდამენტური თავისუფლებები ყოველთვის არის დღის წესრიგში, როდესაც მე მივდივარ საზღვარგარეთ, ასე იქნება ამ მოგზაურობის დროსაც. „რა თქმა უნდა, რეგიონი კვლავ სავსეა გამოწვევებით: ირანის ბირთვული პროგრამა და მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერა, სირიის სამოქალაქო ომი, სასურსათო უსაფრთხოების კრიზისი, რომელიც გამწვავდა რუსეთის ომით უკრაინის წინააღმდეგ, ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც კვლავ მოქმედებენ რიგ ქვეყნებში, პოლიტიკური ჩიხი ერაყში. ლიბია და ლიბანი, და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რომლებიც ჩამორჩება მსოფლიოს უმეტესი ნაწილის სტანდარტებს. ჩვენ ყველა ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ“, - ამბობს ჯო ბაიდენი.

ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს იურუსალიმში შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისრაელში დღეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, იაირ ლაპიდს შეხვდა. ინფორმაციას ისრაელის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრა იერუსალიმში, ერთ-ერთ სასტუმროში შედგა.  ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გეგმავენ.  ჯო ბაიდენი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა ისრაელის ოპოზიციის ლიდერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.  

ჯო ბაიდენმა და იაირ ლაპიდმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია გააფორმეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია გააფორმეს, რომელშიც აშშ პირობას დებს, რომ „ეროვნული ძალის ყველა ელემენტს“ გამოიყენებს, რათა ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება თავიდან აიცილოს. „აშშ ხაზს უსვამს, რომ ამ დაპირების განუყოფელი ნაწილია ვალდებულება, რომ არასოდეს დაუშვას ირანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენა და მზადაა, გამოიყენოს თავისი ეროვნული ძალის ყველა ელემენტი ამ შედეგის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ოფიციალური განცხადებაში. ეს დოკუმენტი ცნობილია როგორც აშშ-ისრაელის სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივი დეკლარაცია. „აშშ ადასტურებს ვალდებულებას, ითანამშრომლოს სხვა პარტნიორებთან ერთად ირანის აგრესიისა და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების წინააღმდეგ დასაპირისპირებლად, იქნება ეს წინსვლა მარიონეტული თუ ტერორისტული ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა ჰეზბოლა, ჰამასი და პალესტინის ისლამური ჯიჰადი“, - ნათქვამია კომუნიკეში. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით, ორივე ქვეყანამ „აიღო ვალდებულება, განაგრძოს ისრაელ-პალესტინის ურთიერთობებში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა“.    

ბაიდენმა ისრაელში ვიზიტისას განაცხადა, რომ პუტინის ომი მისი სტრატეგიული მარცხი უნდა იყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელში ვიზიტისას განაცხადა, რომ პუტინის ომი მისი სტრატეგიული მარცხი უნდა იყოს. ბაიდენის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. „პუტინის თავდასხმა უკრაინაზე, არის გამოწვევა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველგან, მსოფლიოში. პუტინის ომი უნდა იყოს სტრატეგიული მარცხი და თავისუფალმა სამყარომ უნდა შეინარჩუნოს ჩვენი გადაწყვეტილება, დავეხმაროთ უკრაინას დემოკრატიის დაცვაში. შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, რომლებიც განადგურებულნი არიან და დევნილებად იქცნენ რუსეთის ძალადობის შედეგად“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.  ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია გააფორმეს, რომელშიც აშშ პირობას დებს, რომ „ეროვნული ძალის ყველა ელემენტს“ გამოიყენებს, რათა ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება თავიდან აიცილოს.   

კრიტიკის მიუხედავად, ჯო ბაიდენი პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება -BBC

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პალესტინის ლიდერებს დღეს შეხვდება, ვიდრე ის საუდის არაბეთში, სადავო სამიტზე გაემგზავრება. წერს BBC. ანალიტიკოსების თქმით, მისი შეხვედრა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან, სავარაუდოდ, დაძაბული იქნება, მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთობები გაუარესდა. მოგვიანებით, ბაიდენი საუდის არაბეთში გაემგზავრება და პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება. ჯო ბაიდენის თქმით, ახლო აღმოსავლეთი ახლა უფრო სტაბილური და უსაფრთხოა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო ბაიდენის თქმით, პარასკევს საუდის არაბეთის ლიდერებთან შეხვედრისას, მიზნად ისახავს, გააძლიეროს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ორმხრივ ინტერესებსა და პასუხისმგებლობებზე, ამასთან, დაიცავს ფუნდამენტურ ამერიკულ ღირებულებებს. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება იაირ ლაპიდი: ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობის გზავნილს“ გადასცემს „ჩემი მიზანი თავიდანვე იყო ურთიერთობების გადახედვა, მაგრამ არა გაწყვეტა - ქვეყანასთან, რომელიც 80 წლის განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორია. დღეს საუდის არაბეთი დაეხმარა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ექვს ქვეყანას შორის ერთიანობის აღდგენას, მან სრულად დაუჭირა მხარი იემენში ზავს და ახლა მუშაობს ჩემს ექსპერტებთან, რათა დაეხმაროს ნავთობის ბაზრების სტაბილიზაციას OPEC-ის სხვა მწარმოებლებთან ერთად“, - აღნიშნავს ჯო ბაიდენი.  „ვიცი, ბევრია ისეთი, ვინც არ ეთანხმება საუდის არაბეთში გამგზავრების გადაწყვეტილებას. ადამიანის უფლებების შესახებ ჩემი შეხედულებები მკაფიოა და ფუნდამენტური თავისუფლებები ყოველთვის არის დღის წესრიგში, როდესაც მე მივდივარ საზღვარგარეთ, ასე იქნება ამ მოგზაურობის დროსაც. „რა თქმა უნდა, რეგიონი კვლავ სავსეა გამოწვევებით: ირანის ბირთვული პროგრამა და მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერა, სირიის სამოქალაქო ომი, სასურსათო უსაფრთხოების კრიზისი, რომელიც გამწვავდა რუსეთის ომით უკრაინის წინააღმდეგ, ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც კვლავ მოქმედებენ რიგ ქვეყნებში, პოლიტიკური ჩიხი ერაყში. ლიბია და ლიბანი, და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რომლებიც ჩამორჩება მსოფლიოს უმეტესი ნაწილის სტანდარტებს. ჩვენ ყველა ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ“, - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი Washington Post-ში გამოქვეყნებულ წერილში.

ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილ ვიზიტზე Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს. ბაიდენის შეფასებით, ვიზიტი რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პერიოდში ხორციელდება და ის ხელს შეუწყობს ამერიკის მნიშვნელოვან ინტერესებს. ბაიდენის თქმით, პარასკევს საუდის არაბეთის ლიდერებთან შეხვედრისას, მიზნად ისახავს, გააძლიეროს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ორმხრივ ინტერესებსა და პასუხისმგებლობებზე, ამასთან, დაიცავს ფუნდამენტურ ამერიკულ ღირებულებებს. ჯო ბაიდენის თქმით, ახლო აღმოსავლეთი ახლა უფრო სტაბილური და უსაფრთხოა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო „ჩემი მიზანი თავიდანვე იყო ურთიერთობების გადახედვა, მაგრამ არა გაწყვეტა - ქვეყანასთან, რომელიც 80 წლის განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორია. დღეს საუდის არაბეთი დაეხმარა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ექვს ქვეყანას შორის ერთიანობის აღდგენას, მან სრულად დაუჭირა მხარი იემენში ზავს და ახლა მუშაობს ჩემს ექსპერტებთან, რათა დაეხმაროს ნავთობის ბაზრების სტაბილიზაციას OPEC-ის სხვა მწარმოებლებთან ერთად“, - აღნიშნავს ჯო ბაიდენი. „ვიცი, ბევრია ისეთი, ვინც არ ეთანხმება საუდის არაბეთში გამგზავრების გადაწყვეტილებას. ადამიანის უფლებების შესახებ ჩემი შეხედულებები მკაფიოა და ფუნდამენტური თავისუფლებები ყოველთვის არის დღის წესრიგში, როდესაც მე მივდივარ საზღვარგარეთ, ასე იქნება ამ მოგზაურობის დროსაც. „რა თქმა უნდა, რეგიონი კვლავ სავსეა გამოწვევებით: ირანის ბირთვული პროგრამა და მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერა, სირიის სამოქალაქო ომი, სასურსათო უსაფრთხოების კრიზისი, რომელიც გამწვავდა რუსეთის ომით უკრაინის წინააღმდეგ, ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც კვლავ მოქმედებენ რიგ ქვეყნებში, პოლიტიკური ჩიხი ერაყში. ლიბია და ლიბანი, და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რომლებიც ჩამორჩება მსოფლიოს უმეტესი ნაწილის სტანდარტებს. ჩვენ ყველა ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ“, - ამბობს ჯო ბაიდენი.

ჯო ბაიდენი საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა

ჯო ბაიდენი საუდის არაბეთში ჩავიდა, სადაც მას ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი დახვდა.  კრიტიკის მიუხედავად, ჯო ბაიდენი პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება -BBC ჯო ბაიდენის თქმით, ახლო აღმოსავლეთი ახლა უფრო სტაბილური და უსაფრთხოა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო ბაიდენის ამ მოგზაურობამ კრიტიკა გამოიწვია შეერთებულ შტატებში. მიზეზი ჯამალ ხაშოგის მკვლელობაა, რომელშიც პრინცს აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები ადანაშაულებენ. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება იაირ ლაპიდი: ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობის გზავნილს“ გადასცემს ჯო ბაიდენმა თავის დასაცავად განაცხადა, რომ არ სურდა საუდის არაბეთთან ურთიერთობის გაწყვეტა, რადგან ეს შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. აშშ-ის ლიდერი საუდის არაბეთის სამეფოში პირდაპირ ისრაელიდან გაფრინდა, რაც ბოლო დრომდე შეუძლებელი იყო, რადგან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები აიკრძალა. საუდის არაბეთმა ისრაელის ავიაკომპანიებს ცა გაუხსნა

აშშ-ისა და ეგვიპტის ლიდერებმა ჯედაში, სტრატეგიულ პარტნიორობის საკითხები განიხილეს

ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი საუდის არაბეთში, ჯედაში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. ჯო ბაიდენი საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა კრიტიკის მიუხედავად, ჯო ბაიდენი პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება -BBC ჯო ბაიდენის თქმით, ახლო აღმოსავლეთი ახლა უფრო სტაბილური და უსაფრთხოა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო მხარეებს შორის მოლაპარაკება მოლაპარაკებები უსაფრთხოებისა და განვითარების საკითხებზე, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) სამიტის ფარგლებში გაიმართა. ეგვიპტის ლიდერის ადმინისტრაციამ გამოაცხადა „მზადყოფნა კიდევ უფრო გააღრმაოს თანამშრომლობა და სტრატეგიული კოორდინაცია ორ მეგობარ ქვეყანას შორის". ალ-სისიმ ეგვიპტესა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას უწოდა „დადებითი ფაქტორი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის". შეგახსენებთ, დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტს დაესწრება. ჯედაში პრეზიდენტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი თავის კოლეგებთან ერთად ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება იაირ ლაპიდი: ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობის გზავნილს“ გადასცემს

ჯო ბაიდენმა წითელი ზღვიდან აშშ-ის სამხედრო დამკვირვებლების გაყვანის შესახებ განაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წითელი ზღვიდან სამხედრო დამკვირვებლების გაყვანის შესახებ განაცხადა - ისინი 40 წელზე მეტია, რაც წითელი ზღვის კუნძულებს იცავენ. „ჩვენ მივაღწიეთ ისტორიულ შეთანხმებას, რათა ახლო აღმოსავლეთში ომების შუაგულში აფეთქების წერტილი ვაქციოთ მშვიდობის ზონად. საერთაშორისო სამშვიდობოები, მათ შორის აშშ-ის ჯარები, დატოვებენ ტირანის კუნძულს წითელ ზღვაში, სადაც 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში „კემპ დევიდ“ შეთანხმების [1978 წლის] ხელმოწერის საფუძველზე იმყოფებოდნენ“, - განაცხადა ბაიდენმა. მისი თქმით, „ამჟამინდელი გარღვევის წყალობით, ეს კუნძული ტურიზმისა და ეკონომიკური განვითარებისთვის ღია იქნება. ისრაელმა ორ კუნძულზე კონტროლი ეგვიპტეს 1979 წლის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ გადასცა. გამოცემა Axios-მა 14 ივლისს დაწერა, რომ ისრაელმა ამ კუნძულების გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობა ოფიციალური გამოაცხადა.  

ჯო ბაიდენი: აშშ ახლო აღმოსავლეთიდან არ წავა, რადგან რეგიონში ვაკუუმს ჩინეთი, რუსეთი ან ირანი შეავსებს

აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კვლავ აქტიური პარტნიორი იქნება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯედაში სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) სამიტზე განაცხადა, რომელშიც არაბული ქვეყნის 9 ლიდერი მონაწილეობს. აშშ-ისა და ეგვიპტის ლიდერებმა ჯედაში, სტრატეგიულ პარტნიორობის საკითხები განიხილეს ჯო ბაიდენი საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა „ჩვენ არ დავტოვებთ  ახლო აღმოსავლეთს, არ დავტოვებთ ვაკუუმს რეგიონში, რომელსაც ჩინეთი, რუსეთი ან ირანი შეავსებს“, - განაცხადა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა. სამიტზე გამოსვლისას ჯო ბაიდენმა მსოფლიო ასპარეზზე მოსკოვის, პეკინისა და თეირანის ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ ვხედავთ მსოფლიოსა და ახლო აღმოსავლეთში წესრიგის დარღვევის მცდელობებს. ჩინეთმა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ზეწოლა გაზარდა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ და უსამართლო ომს განაგრძობს, ირანი კი, ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას განაგრძობს“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება იაირ ლაპიდი: ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობის გზავნილს“ გადასცემს მისი თქმით, აშშ რეგიონში აქტიური პარტნიორი დარჩება და თავის მოკავშირეებს ტერორიზმთან ბრძოლაში მხარს დაუჭერს. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების თემასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზადაა, განაგრძოს დიპლომატიური ძალისხმევა, მაგრამ არასოდეს დაუშვებს იმას, რომ თეირანმა ბირთვული იარაღი შექმნას. ამასთან, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს თანამშრომლობას და იმ ქვეყნების მხარდაჭერას, რომელთაც მსოფლიო წესრიგში თავისი წვლილი შეაქვთ. „აშშ იზრუნებს იმაზე, რომ ამ ქვეყნებმა შიდა საფრთხეებისგან თავდაცვა შეძლონ“, - აღნიშნა ბაიდენმა.  

ჯო ბაიდენმა და საუდის არაბეთის პრინცმა შეხვედრის შემდეგ, უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს - უკრაინული მედია

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა და საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა ჯედაში გამართული შეხვედრისას, უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს და გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა, ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, თეთრი სახლი იუწყება. „ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, გაუწიონ კრიტიკული დახმარება უკრაინელ ხალხს, ასევე, მარცვლეულის შეუფერხებელი ექსპორტის უზრუნველყოფის მიზნით, გლობალური სასურსათო კრიზისის შესამსუბუქებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მთელ რიგ სახელმწიფოებს“, - ნათქვამია კომუნიკეში. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახლო აღმოსავლეთში პირველი ვიზიტი დაასრულა. ბაიდენის ტურნე საუდის არაბეთს, ისრაელს და დასავლეთ სანაპიროს მოიცავდა. ვიზიტის გზავნილია, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კვლავ აქტიური პარტნიორი იქნება. ჯო ბაიდენმა ჯედაში სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც განაცხადა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთს არ დატოვებს, რადგან რეგიონში ვაკუუმს ჩინეთი, რუსეთი ან ირანი შეავსებს. იაირ ლაპიდი: ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობის გზავნილს“ გადასცემს ბაიდენმა ასევე გამართა შეხვედრები საუდის არაბეთის მეფე სალმანთან და მის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში, აშშ-ის ერთგვარი მცდელობაა, უკრაინაში მოსკოვის შეჭრის ფონზე, რეგიონში ლიდერობა განიმტკიცოს, წერს საერთაშორისო მედია. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია გააფორმეს, რომელშიც აშშ პირობას დებს, რომ „ეროვნული ძალის ყველა ელემენტს“ გამოიყენებს, რათა ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება თავიდან აიცილოს. იაირ ლაპიდი ჯო ბაიდენს: ირანს ბირთვული იარაღის მიღებისგან დიპლომატია ვერ შეაჩერებს ბაიდენის ტურნე 13 ივლისს, ისრაელში ვიზიტით დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტმა მოგზაურობის მიზნებზე ვრცლად The Washington Post-ში გამოქვეყნებულ წერილში ისაუბრა. „ვიცი, ბევრია ისეთი, ვინც არ ეთანხმება საუდის არაბეთში გამგზავრების გადაწყვეტილებას. ადამიანის უფლებების შესახებ ჩემი შეხედულებები მკაფიოა და ფუნდამენტური თავისუფლებები ყოველთვის არის დღის წესრიგში, როდესაც მე მივდივარ საზღვარგარეთ, ასე იქნება ამ მოგზაურობის დროსაც. „რა თქმა უნდა, რეგიონი კვლავ სავსეა გამოწვევებით: ირანის ბირთვული პროგრამა და მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერა, სირიის სამოქალაქო ომი, სასურსათო უსაფრთხოების კრიზისი, რომელიც გამწვავდა რუსეთის ომით უკრაინის წინააღმდეგ, ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც კვლავ მოქმედებენ რიგ ქვეყნებში, პოლიტიკური ჩიხი ერაყში. ლიბია და ლიბანი, და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რომლებიც ჩამორჩება მსოფლიოს უმეტესი ნაწილის სტანდარტებს. ჩვენ ყველა ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ“, - ამბობს ჯო ბაიდენი.

აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკას მასპინძლობენ

უკრაინის პირველი ლედი ვაშინგტონშია. ოლენა ზელენსკა აშშ-ის პირველ ლედისთან ჯილ ბაიდენთან ოფიციალური შეხვედრისთვის თეთრ სახლში უკვე მივიდა. თეთრი სახლის განცხადებით, ჯილ ბაიდენი და ოლენა ზელენსკა განიხილავენ აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინის მთავრობისა და ხალხისადმი, რომლებიც დემოკრატიას იცავენ და რუსეთის ომის გავლენებს უმკლავდებიან. ოლენა ზელენსკა ჯი ბაიდენის შემდეგ შეხვდება აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის კამალა ჰარისის მეუღლეს, ასევე, აშშ-ის ელჩს გაეროში ლინდა თომას-გრინფილდსა და აშშ-ის მთავრობის სხვა წარმომადგენლებს. მანამდე, უკრაინელი ხალხის სახელით, რუსეთის დაუნდობელი აგრესიის წინააღმდეგ და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის ოლენა ზელენსკამ ადამიანის უფლებების ჯილდო მიიღო. შესაბამისი ინფორმაცია კომუნიზმის მსხვერპლთა ამერიკული მემორიალური ფონდის (VOC) Twitter გვერდზე განთავსდა. VOC არის საგანმანათლებლო, კვლევითი და ადამიანის უფლებათა არაკომერციული ორგანიზაციააა, რომელიც 1993 წელს აშშ-ის კონგრესის აქტის საფუძველზე დაფუძნდა. ცნობისთვის, უკრაინის პირველი ლედი აშშ-ში იმყოფება ჯილ ბაიდენის მიწვევით. ოლენა ზელენსკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ვაშინგტონში შეხვდა. უკრაინის პირველი ლედი აშშ-ს კონგრესს მიმართავს  „უკვე შევხვდი სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს. მისი პოზიციაა, ვციტირებ - „სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე პუტინი", უცვლელი რჩება“, - წერდა ოლენა ზელენსკა Facebook-ზე.  აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ოლენა ზელენსკა 20 ივლისს აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვა.

ჯო ბაიდენს კორონავიუსი დაუდასტურდა

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბადენს კორონავირუსი დაუდასტურდა.  ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური იუწყება. „COVID-ის დადებითი შემთხვევების შესახებ, თეთრი სახლის პროტოკოლის შესაბამისად ჯო ბაიდენი იზოლირებულ მუშაობას მანამდე განაგრძობს, ვიდრე მისი ტესტები უარყოფითი არ იქნება. როგორც კი ტესტები უარყოფითი იქნება, ის საქმიანობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“, - ნათქვამია განცხადებაში. თეთრი სახლი ყოველდღიურად გაავრცელებს ინფორმაციას ბაიდენის მდგომარეობის შესახებ, ვიდრე ის სრულად გამოჯანმრთელდება. ყველას, ვისთანაც შეერთებული შტატების ლიდერი იყო კონტაქტში ბოლო ორი დღის განმავლობაში, მიაწვდიან ინფორმაციას, რომ ჯო ბაიდენს COVID19 დაუდასტურდა.   

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი შეხვედრებში მონაწილეობას ტელეფონისა და Zoom-ის საშუალებით მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, შეხვედრებში მონაწილეობას ტელეფონისა და Zoom-ის საშუალებით მიიღებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა დადასტურებამდე ბოლოს კოვიდზე ტესტი სამშაბათს გაიკეთა, რის შედეგედაც პასუხი უარყოფითი იყო. „79 წლის პრეზიდენტს, რომელიც სრულად არის ვაქცინირებული და ორჯერ აიცრა გამაძლიერებელი დოზითაც, ძალიან მსუბუქი სიმპტომები აქვს და მისი მოვალეობის შესრულებას განაგრძობს“, - განაცხადა პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა. ვიდეოგზავნილი გაავრცელა პრეზიდენტმაც. „დღეს დილით დამიდასტურდა კორონავირუსი, მაგრამ ორჯერ ვარ ვაქცინირებული და ორჯერაც გამაძლიერებელი დოზით აცრილი, სიმპტომები მსუბუქია. მე ნამდვილად ვაფასებ თქვენ მიერ გამოხატულ ინტერესს და შეშფოთებას, მაგრამ მე თავს კარგად ვგრძნობ, ვაგრძელებ მუშაობას. ყველაფერი კარგად იქნება“, - ამბობს ჯო ბაიდენი. თეთრმა სახლმა 21 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბადენს კორონავირუსი დაუდასტურდა.  

სი ძინპინმა ბაიდენს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მიმართა. იტყობინება სახელმწიფო მაუწყებელი CCTV. მისივე ცნობით, ჩინეთის ლიდერმა ბაიდენს გამოჯანმრთელება უსურვა. ბოლო ვირტუალური სამიტიდან ოთხი თვის შემდეგ, პრეზიდენტებს შორის ეს პირველი საჯარო კონტაქტია. აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობები, მათ შორის ტაივანისა და უკრაინის საკითხების გამო კვლავ გაუარესდა. ენტონი ბლინკენმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის აგრესიის დაგმობისკენ მოუწოდა „მინდა, გამოვხატო ჩემი ღრმა თანაგრძნობა და სწრაფი გამოჯანმრთელება გისურვოთ“, - წერს სი ძინპინი გზავნილში. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. თეთრი სახლის ცნობით, მას მსუბუქი სიმპტომები აქვს და მუშაობას დისტანციურად განაგრძობს.  

ჯონ კერის თქმით, კლიმატთან დაკავშირებით, ჯო ბაიდენი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი ჯონ კერი ამბობს, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კლიმატთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას განიხილავს. ჯო კერის თქმით, ბაიდენი მზადაა გამოიყენოს „მისი ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი“ კლიმატის ცვლილების დასაძლევად, მათ შორის აღმასრულებელი ბრძანებების ჩათვლით. მისივე თქმით, მსოფლიო მიხვდა, რომ მწვანე ენერგია ამცირებს ინფლაციას, ამცირებს ენერგიის ხარჯებს, ქმნის სამუშაო ადგილებს და აუმჯობესებს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. როგორც BBC წერს, აღნიშნული ნაბიჯი ბაიდენს განახლებადი ენერგიის წარმოებაზე დღის წესრიგის წინსვლის საშუალებას მისცემდა, რომელიც კონგრესში მხარდაჭერის ნაკლებობის გამო შეჩერებულია. მისივე თანახმად, კლიმატის ცვლილება ზრდის ცხელი, მშრალი ამინდის რისკს, რომელიც სავარაუდოდ, ტყის ხანძრებს გაამწვავებს.

CNN: აშშ უკრაინას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს გადასცემს

CNN-ი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვაშინგტონი კიევს აშშ-ის წარმოების მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს (HIMARS) გადასცემს. შეიარაღება უკრაინას უსაფრთხოების მე-11 პაკეტის ფარგლებში გადაეცემა. კურტ ვოლკერის თქმით, ბაიდენმა უკრაინას უნდა გადასცეს იარაღი, რომელიც საჭიროა რუსეთის დასამარცხებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდება დაამტკიცა - New York Times ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინისთვის გადაცემული HIMARS-ის სისტემები აღჭურვილი იქნება საბრძოლო მასალით, რომლის მეშვეობითაც რაკეტების გაშვება 80 კილომეტრის რადიუსზე იქნება შესაძლებელი. ეს HIMARS-ის სისტემის მაქსიმალურ რადიუსთან, 300 კილომეტრთან შედარებით ბევრად მცირე მანძილია, თუმცა, ამისდა მიუხედავად, ყველაზე დიდი რადიუსის მქონე იარაღი იქნება, რაც ამ დროისთვის უკრაინას გადაეცა. მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში დაწერა, რომ აშშ უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადასცემს. ჯო ბაიდენმა NewYork Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე აღნიშნა, რომ აშშ არ ახდენს უკრაინის წახალისებას, რათა განახორციელოს დარტყმები ქვეყნის გარეთ. „ჩვენ არ გვსურს ომი გაგრძელდეს მხოლოდ იმისთვის, რომ ზიანი მიადგეს რუსეთს“,- ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის წერილში. თეთრ სახლს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი დახმარების ახალი პაკეტის დეტალებზე. 30 მაისს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებმაც შეუძლია, მიაღწიოს რუსეთამდე.  ეს ეს კომენტარი მოჰყვა ცნობებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კიევში მოწინავე შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების გაგზავნას აპირებს. საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, უკრაინას უსაფრთხობის მიმართულებით დაახლოებით $4,6 მილიარდის დახმარება გაუწია. მათ შორის ქვეყანამ დაახლოებით $3,9 მილიარდი რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ მიიღო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჯო ბაიდენის ტესტი COVID19-ზე უარყოფითია - Reuters

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ტესტი COVID19-ზე უარყოფითია. ამის შესახებ Reuters ჯო ბაიდენის ექიმ კევინ ო'კონორზე დაყრდნობით წერს.  თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი შეხვედრებში მონაწილეობას ტელეფონისა და Zoom-ის საშუალებით მიიღებს მისივე თქმით, ბაიდენს არ აქვს სიცხე და მისი სიმპტომები თითქმის მთლიანად გაქრა. სააგენტოს ცნობით, ბაიდენი თვითიზოლაციას სავარაუდოდ, მალე დაასრულებს. თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე კევინ ო'კონორის დასკვნა გამოქვეყნებული არ არის. ბოლოს ექიმმა 26 ივლისს განაცხადა, რომ ბაიდენი მკურნალობდა კორონავირუსული დაავადების გამო და იზოლაციაში იმყოფებოდა.  თეთრმა სახლმა 21 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბადენს კორონავირუსი დაუდასტურდა.  

ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ტაივანის გარშემო დაძაბულობის ზრდის ფონზე, სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. CNN-ის ცნობით, საუბარი ორ საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და მხარეებმა ტაივანის საკითხი ვრცლად განიხილეს. „საზოგადოებრივი აზრი არ უნდა დაირღვეს და თუ ცეცხლს ეთამაშები, დაიწვები. იმედი მაქვს, აშშ-ის მხარე ამას ნათლად დაინახავს", - განუცხადა მან ბაიდენს, ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით. სი ძინპინმა ბაიდენს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა CNN წერს, რომ თეთრი სახლის ინფორმაცია სატელეფონო საუბრის შესახებ, ნაკლებად კონკრეტულია. „ტაივანთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა არ შეცვლილა და შეერთებული შტატები მტკიცედ ეწინააღმდეგება სტატუს კვოს შეცვლის ან ტაივანის სრუტეზე მშვიდობისა და სტაბილურობის ძირის გამოთხრის ცალმხრივ ძალისხმევებს.  ასევე წაიკითხეთ ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, დაარწმუნოს ნენსი პელოსი, რომ ტაივანში მოგზაურობა რისკებს შეიცავს - CNN ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები

ჯო ბაიდენს COVID19 მეორედ დაუდასტურდა

CNN-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ნეგატიური ტესტის შემდეგ, COVID19 ხელმეორედ დაუდასტურდა.  მისი ექიმის განცხადებით, ჯო ბაიდენს სიმპტომები არ აქვს, თუმცა თვითიზოლაციაში გადასვლა მაინც მოუწევს.  ჯო ბაიდენის ტესტი COVID19-ზე უარყოფითია - Reuters თეთრმა სახლმა 21 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბადენს კორონავირუსი დაუდასტურდა.  

ჯო ბაიდენი: ტერორისტული დაჯგუფების „ალ ყაიდას“ ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი ლიკვიდირებულია

"ავღანეთში ლიკვიდირებულია ტერორისტული დაჯგუფების, „ალ-ყაიდას“ ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი", - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა. ვიდეომიმართვისას ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკან არასდროს იხევს და სამართალი აღსრულდა. "ავღანეთში მოკლულია ტერორისტული დაჯგუფების, „ალ-ყაიდას“ ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი. როგორც მთავარსარდალი პასუხისმგებელი ვარ, რომ აშშ იყოს უსაფრთხოდ. ჩვენი ადმინისტრაცია გააგრძელებს „ალ-ყაიდასგან“ ნებისმიერი ადგილიდან მიმდინარე საფრთხეების განეიტრალებას", - განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ვიდეომიმართვამდე, სააგენტო Reuters-მა და ტელეკომპანია CNN-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ "ალ-ყაიდას" მეთაური მოკლულია უპილოტო საფრენი აპარატიდან განხორციელებული დარტყმის შედეგად.    

ჯო ბაიდენის ტესტი COVID19-ზე უარყოფითია

ჯო ბაიდენის ტესტი COVID19-ზე უარყოფითია. ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტის მკურნალი ექიმის კევინ ო'კონორის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან თეთრი სახლის პრესმდივან კარინ ჯან-პიერს გაუგზავნა.  „უსაფრთხოების მიზნით ჯო ბაიდენი იზოლაციის მკაცრ წესებს დაიცავს იქამდე, ვიდრე მისი მეორე ტესტიც უარყოფითი არ იქნება“, - ნათქვამია წერილში.  თეთრი სახლის ცნობით, 27 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტის ტესტი COVID19-ზე უარყოფითი იყო.  30 ივლისს ჯო ბაიდენს კორონავირუსი ხელმეორედ დაუდასტურდა.  თეთრმა სახლმა 21 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბადენს კორონავირუსი დაუდასტურდა.  

ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა დოკუმენტებს NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა. რატიფიცირება ამ დრომდე 23-მა ქვეყანამ მოახდინა. ანალოგიური პროცესი ჯერ კიდევ გასავლელი აქვს 7 ქვეყანას: ესპანეთს, საბერძნეთს, პორტუგალიას, სლოვაკეთს, ჩეხეთს, თურქეთსა და უნგრეთს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.  

WSJ: სი ძინპინი პანდემიის შემდეგ, პირველად აზიაში ვიზიტსა და ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს

The Wall Street Journal-ის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ნოემბერში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შესაძლო ვიზიტს გეგმავს, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრასაც მოიცავს. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბაიდენი ღიაა პირისპირ ვიზიტისთვის, მათ შორის ინდონეზიაში ნოემბერში დაგეგმილი G20-ის ქვეყნების სამიტოს ფარგლებში.  ცნობისთვის ჩინეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 28 ივლისს შედგა და 2 საათი გაგრძელდა. ორი ქვეყნის ლიდერმა დაძაბულ მოლაპარაკებებსა და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.  

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა იგეგმება

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის ჩინელ კოლეგას სი ძინპინგს შორის პირისპირ შეხვედრა იგეგმება. ამის შესახებ თეთრმა სახლმა აშშ-ჩინეთის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე განაცხადა. მათივე განმარტებით, პრეზიდენტები ბოლო სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ მათმა წარმომადგენლებმა პირისპირ შეხვედრის მოსამზადებლად იმუშაონ.  13 აგვისტოს The Wall Street Journal-ი წერდა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ნოემბერში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შესაძლო ვიზიტს გეგმავს, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრასაც მოიცავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი ტაივანის გარშემო დაძაბულობის ზრდის ფონზე, 28 ივლისს გამართეს. CNN-ის ცნობით, საუბარი ორ საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და მხარეებმა ტაივანის საკითხი ვრცლად განიხილეს. მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ, ამ დრომდე, ოფიციალურ პრესრელიზებში საუბარი არ იყო. ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა ბოლო კვირებში, მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა ჩინეთის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად. ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი  

აშშ-ის პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდა

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი COVID19 დაუდასტურდა. მას მსუბუქი სიმპტომები აქვს. პირველი ლედი პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად ისვენებდა სამხრეთ კაროლინაში, როდესაც ორშაბათს სიმპტომები განუვითარდა. ჯილ ბაიდენს დაუნიშნეს ანტივირუსული პრეპარატი და მინიმუმ ხუთი დღით იზოლირებული იქნება. თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჯო ბაიდენს კოვიდტესტი სამშაბათს ჩაუტარდა და მას ვირუსი არ დაუდასტუდა, მაგრამ CDC-ის რეკომენდაციის შესაბამისად, 10 დღის განმავლობაში ნიღაბს ატარებს.  ჯო ბაიდენი კორონავირუსისგან ახლახან განიკურნა.  

ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც აშშ-ში ინფლაციასთან საბრძოლველად $430 მილიარდი დაიხარჯება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანონპროექტს ჯანდაცვის, კლიმატისა და საგადასახადო საკითხებზე, რის საფუძველზეც, ამ სექტორეებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად $430 მილიარდი დაიხარჯება.  კანონპროექტი მოიცავს მთელ რიგ ზომებს, მათ შორის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას, მოქალაქეების ჯანდაცვის ხარჯების შემცირებასა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას. გარდა ამისა, გათვალისწინებულია მსხვილი კორპორაციების დაბეგვრის გაზრდა, რამაც ნაწილობრივ უნდა უზრუნველყოს შემოთავაზებული პროგრამებისთვის საჭირო სახსრები. აშშ-ის ხელისუფლება მოელის, რომ ყველა ეს ღონისძიება მომავალში ქვეყანაში ინფლაციას შეამცირებს.  აშშ-ის მმართველი დემოკრატიული პარტია მხარს უჭერს ამ ნაბიჯებს. რესპუბლიკელებმა კონგრესის მიერ პაკეტის დამტკიცების შემდეგ განაცხადეს, რომ ინიციატივების პაკეტში შეტანილ დიდ ხარჯებს შეცდომად მიჩნევენ.   

აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს.  გერმანიის ფედერალური მთავრობის სპიკერმა შტეფენ ჰებესტრეიტმა განაცხადა, რომ კანცლერმა შოლცმა 21 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონთან განიხილა არსებული სიტუაცია.  „ოთხი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდება. მათ ასევე განიხილეს ვითარება ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ლიდერები ადგილზე სამხედრო აქტივობებისგან თავშეკავებისა და ტერიტორიაზე IAEA-ს წარმომადგენლების დაშვების მოწოდებით გამოვიდნენ“, - განაცხადა ფედერალური მთავრობის სპიკერმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დამატებითი, 3$ მილიარდიანი სამხედო დახმარების გამოყოფას ადასტურებს: ყველაზე დიდი ტრანში კიევისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას თითქმის $3 მილიარდიან უსაფრთხოების დახმარებას (2,5 მილიარდი ფუნტი) უგზავნის. ტრანშის გამოყოფას ბაიდენმა ხელი უკვე მოაწერა. ბაიდენის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის ამერიკული უსაფრთხოების დახმარების ყველაზე დიდი ტრანში, რომელიც დღემდე გაგზავნილა კიევში.  ის აღნიშნავს, რომ ეს თანხა უკრაინას საშუალებას მისცემს, შეიძინოს საჰაერო თავდაცვის და საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალები, ასევე, რადარები და სხვა ტექნიკა. რუსეთის შეჭრის ექვსი თვის თავზე ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინელებმა „მსოფლიო თავიანთი არაჩვეულებრივი გამბედაობითა და თავისუფლებისადმი თავდადებით შთააგონეს“. როგორ ხვდება უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს შეგახსენებთ, დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. გაძლიერებული საფრთხის გამო თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით განგაშის სიგნალია ჩართული.  

ჯო ბაიდენი: დღეს არის არამხოლოდ წარსულის ზეიმი, არამედ ხმამაღალი დადასტურება იმისა, რომ უკრაინა ამაყად რჩება და დარჩება სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს უსაფრთხოების ყველაზე დიდი დახმარების გამოცხადებით ულოცავს. ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს, რადგან ისინი აგრძელებენ ბრძოლას საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად. „უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ყველა ამერიკელის სახელით ვულოცავ. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკრაინელებმა მსოფლიო თავიანთი არაჩვეულებრივი გამბედაობითა და თავისუფლებისადმი თავდადებით შთააგონეს. ისინი მტკიცედ აღუდგნენ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას. დღეს არის არამხოლოდ წარსულის ზეიმი, არამედ ხმამაღალი, მკაფიო დადასტურება იმისა, რომ უკრაინა ამაყად რჩება და დარჩება სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს, რადგან ისინი აგრძელებენ ბრძოლას საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად. როგორც ამ ვალდებულების ნაწილი, სიამაყით ვაცხადებ უსაფრთხოების დახმარების დღემდე ყველაზე დიდი ტრანშის შესახებ: უკრაინას, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, დაახლოებით 2.98 მილიარდი დოლარის იარაღი და აღჭურვილობა გადაეცემა. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, შეიძინოს საჰაერო თავდაცვის სისტემები, საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალები, უპილოტო საჰაერო სისტემები და რადარები, რათა მან შეძლოს თავდაცვის უზრუნველყოფა გრძელვადიან პერსპექტივაში. მე ვიცი, რომ ეს დამოუკიდებლობის დღე მძიმეა მრავალი უკრაინელისთვის, რადგან ათასობით ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა, მილიონობით დევნილად იქცა და მრავალი სხვა გახდა რუსული სისასტიკისა და თავდასხმების მსხვერპლი. მაგრამ ექვსთვიანმა დაუნდობელმა თავდასხმებმა მხოლოდ გააძლიერა უკრაინელების სიამაყე თავიანთი ქვეყნისა და დამოუკიდებლობის ოცდათერთმეტი წლის განმავლობაში. დღეს და ყოველდღე, ჩვენ ვდგავართ უკრაინელ ხალხთან, რათა გამოვაცხადოთ, რომ სიბნელე, რომელიც განაპირობებს ავტოკრატიას, არ ემთხვევა თავისუფლების ცეცხლს, რომელიც ანათებს თავისუფალი ადამიანების სულებს ყველგან. შეერთებული შტატები, მათ შორის ამაყი უკრაინელი ამერიკელები, მოუთმენლად ელის უკრაინის, როგორც დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული და აყვავებული სახელმწიფოს აღნიშვნას მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. დღეს და ყოველდღე, ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით, რათა მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ სიბნელე, რომელიც ავტოკრატიას მართავს, არ ემთხვევა თავისუფლების სულისკვეთებას, რომელიც თავისუფალი ადამიანების თანმდევია. შეერთებული შტატები, მათ შორის ამაყი უკრაინელი ამერიკელები, მოუთმენლად ელიან, იზეიმონ უკრაინის დამოუკიდებლობა, როგორც დემოკრატიული, სუვერენული და აყვავებული სახელმწიფოსი, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში“, - აღნიშნავს ჯო ბაიდენი.

ბაიდენმა ტრამპის სახლში ჩხრეკის ჩატარებაზე კომენტარი გააკეთა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უარყო, რომ მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ. კითხვაზე, წინასწარ ეცნობა თუ არა მას ბიუროს გეგმების შესახებ, ბაიდენმა უპასუხა: „მე არ მიმიღია წინასწარი შეტყობინება“. მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები აღმოაჩინა, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა. 9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. მისმა ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო. დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა.  

ბაიდენი რუსეთს მოუწოდებს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი უკრაინას დაუბრუნოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთს მოუწოდებს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი უკრაინას დაუბრუნოს და ადგილზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წვდომა უზრუნველყოს. ამის შესახებ თეთრის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზდენტს შორის სატელეფონო საუბარს ეძღვნება.  ზელენსკიმ და ბაიდენმა „აგრესორზე გამარჯვების გზა“ განიხილეს „მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას მაშინ, როდესაც ისინი იბრძვიან თავიანთი სუვერენიტეტის დასაცავად“, - აღნიშნა თავის მხრივ ჯო ბაიდენმა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში.  

ბაიდენის წარმომადგენლის თქმით, აშშ-მ უკრაინას სამხრეთ რეგიონებში კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღი მიაწოდა

CNN თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ უკრაინას ბოლო პერიოდში კონტრშეტევაზე გათვლილ იარაღს აწვდის. ოფიციალური ამბობს, რომ უკრაინა აშშ-ს იარაღს სთხოვდა, რომელიც საჭირო იყო სამხრეთ რეგიონებში კონტრშეტევისთვის.  შეერთებულმა შტატებმა შეასრულა მრავალი მოთხოვნა - მათ შორის დამატებითი საბრძოლო მასალის, საარტილერიო სისტემების და ჯაველინების მიწოდების სახით. ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გენერალი მარკ მილი რეგულარულ კონტაქტზე იყვნენ უკრაინელ კოლეგებთან, იმისთვის, რომ ზუსტად განესაზღვრათ, კონკრეტულად რა ტიპის შეიარაღება სჭირდებოდა უკრაინას მიზნებიდან გამომდინარე.  

ბაიდენი უკრაინისთვის 11,7 $მილიარდიანი დახმარების მოთხოვნით, კონგრესისთვის მიმართვას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის კონგრესისგან 11,7 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის გადაუდებელ დაფინანსებას მოითხოვს. Reuters-ის ცნობით, თეთრი სახლის სპიკერმა განაცხადა, რომ გადაუდებელი დაფინანსების მოთხოვნა ასევე მოიცავს 2 მილიარდ დოლარს, რომელიც აშშ-ის ენერგომომარაგების საკითხის გადაჭრას მოხმარდება, რომელზეც გავლენა იქონია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა. ცნობისთვის, 31 აგვისტოს, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინას მორიგ სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. „ჩვენ გამოვუყავით 13 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ამას გავაგრძელებთ. უახლოეს დღეებში გაკეთდება განცხადებები უსაფრთხოების დამატებითი მხარდაჭერის შესახებ", - განუცხადა კირბიმ ჟურნალისტებს. აშშ-ის მიერ დამტკიცებული ბოლო, $6 მილიარდიანი პაკეტიდან, სამი თავდაცვას და სამიც ფინანსურ მხარდაჭერას მოიცავს. 24 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების ყველაზე დიდი ტრანშის ფარგლებში, 2,98 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარებას აგზავნის. რა შეიარაღებას უგზავნის ამერიკა უკრაინას  

ბაიდენი ამბობს, რომ სი ძინპინს G20-ის სამიტზე შეხვდება, თუ მას ჩინეთის ლიდერიც დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავის ჩინელ კოლეგას შეხვდება, თუ ის G20-ის მომავალ სამიტს დაესწრება.  ამის შესახებ, Anadolu-ს ცნობით, ბაიდენმა შესაბამის შეკითხვას უპასუხა. „თუ ის იქ იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ მას ვნახავ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.  შეგახსენებთ, თეთრმა სახლმა აშშ-ჩინეთის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე, 14 აგვისტოს განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის ჩინელ კოლეგას სი ძინპინს შორის პირისპირ შეხვედრა იგეგმება. მათივე განმარტებით, პრეზიდენტები ბოლო სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ მათმა წარმომადგენლებმა პირისპირ შეხვედრის მოსამზადებლად იმუშაონ.  13 აგვისტოს The Wall Street Journal-ი წერდა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ნოემბერში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შესაძლო ვიზიტს გეგმავს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრასაც მოიცავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი ტაივანის გარშემო დაძაბულობის ზრდის ფონზე, 28 ივლისს გამართეს. CNN-ის ცნობით, საუბარი ორ საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და მხარეებმა ტაივანის საკითხი ვრცლად განიხილეს. ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა ჩინეთის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად. ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი G20-ის სამიტი, ბალიზე, 15-16 ნოემბერს გაიმართება, ხოლო აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი მიმდინარე თვეს არის დაგეგმილი. დიდი ოცეული აერთიანებს მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვან და სწრაფად განვითარებად ქვეყნებს. მისი წევრები არიან აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი. 

ჯო ბაიდენი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას არ ემხრობა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ არ ემხრობა რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარებას. ამის შესახებ Reuters წერს. Washington Post-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა.  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი გაწყვეტს აშშ-თან ურთიერთობას, თუ თეთრი სახლი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს.  „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.  

ჯო ბაიდენი დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვას დაესწრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის დედოფლის დაკრძალვის თარიღი, ბუკინგემის სასახლეში გამოცხადდა როგორც ცნობილია, დაკრძალვის ცერემონიას ჯო ბაიდენი მეუღლესთან, ჯილ ბაიდენთან ერთად დაესწრება. დაკრძალვის ცერემონიაზე ბაიდენი დელეგაციის გარეშე ჩავა. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედოფლის ცხედარის ლონდონში გადასვენების პროცესს მისი ქალიშვილი, პრინცესა ანა დაესწრება. ეს დღე ყველა ბრიტანელისთვის დასვენების დღედ გამოცხადდება. ელისაბედ II ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქი იყო. ცნობისთვის, პრინცესა ელისაბედი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე მამის, ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა. 1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად და განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა მეორე მსოფლიო ომი კარგად დასრულებულიყო. 1947 წელს ელისაბედი დაქორწინდა პრინც ფილიპზე და მისგან ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი ჰყავს. 1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ მეექვსე გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.  

უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს - ბაიდენი

უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენმა განაცხადა.  ვოლოდიმირ ზელენსკი: დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს დროშასთან ერთად, ნორმალური ცხოვრება ბრუნდება “უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, მაგრამ წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა”, - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა. ISW: უკრაინამ ხარკოვის თითქმის მთლიანად დაბრუნებით, ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

აშშ-ის დაზვერვა: რუსეთმა უცხო ქვეყნების არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, $300 მილიონზე მეტი დახარჯა

CNN-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2014 წლიდან, მთელ მსოფლიოში, უცხოურ პოლიტიკურ პარტიებს 300 მილიონ დოლარზე მეტი ფარულად გადაურიცხა.  აშშ-ის სადაზვერვო მიმოხილვაზე დაყრდნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ „რუსეთმა ფარულად გადარიცხა $300 მილიონ დოლარზე მეტი და გეგმავდა ფარულად მოეხდინა სულ მცირე ასეულობით მილიონის ტრანსფერი“, რათა გავლენა მოეხდინა უცხოურ პოლიტიკურ პარტიებზე 20-ზე მეტ ქვეყანაში, ოთხ კონტინენტზე. „რუსეთის მიზანია, წაახალისოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას ყველა ამ ქვეყანაში”, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  ბაიდენის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ამ ინფორმაციის საჯაროდ გაზიარება არაერთ სარგებელს მოიტანს, მათ შორის რუსეთის ფარული პოლიტიკური დაფინანსების საფრთხის შესახებ, გლობალურ დონეზე ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.    

ჯო ბაიდენი დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ლონდონში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად ლონდონში ჩავიდა. მასთან ერთად იმყოფება პირველი ლედი, ჯილ ბაიდენიც. აშშ-ის პრეზიდენტი სამოქალაქო პანაშვიდზე უკვე იმყოფებოდა. მან ლანკასტერის სასახლეში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერიც გააკეთა. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა ელისაბედ II ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქი იყო.

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს, ქიმიური, ან ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინაში არ გამოიყენოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს, ქიმიური, ან ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინაში არ გამოიყენოს.  „არ გააკეთოთ ეს! თქვენ ფიქრობთ მე გეტყვით, რა იქნება ზუსტად? რა თქმა უნდა, მე არ გეტყვით. ამას ექნება შედეგები. ისინი გახდებიან კიდევ უფრო გარიყულები მსოფლიოში, როგორც არასდროს და იმის მასშტაბების მიხედვით, თუ რას გააკეთებენ, განისაზღვრება, რა პასუხი იქნება“, – განაცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებთან. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი: რუსები სამხედრო დანაშაულებს სჩადიან ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჯო ბაიდენი: უკრაინელები ამარცხებენ რუსეთს

უკრაინის ომში ამერიკელი სამხედროები არ ჩაერთვებიან, თუმცა აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს, ქიმიური, ან ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინაში არ გამოიყენოს „უკრაინაში ომის მოგება არის უკრაინიდან რუსეთის სრული გაყვანა და სუვერენიტეტის აღიარება. ისინი ამარცხებენ რუსეთს. რუსეთი არ იყო ისეთი კომპეტენტური და ქმედუნარიანი, როგორც ბევრს ეგონა, რომ იქნებოდა. რუსეთმა რაც გააკეთა, იყო ბარბაროსობა. მისი თავდასხმები ყველაფერზე, სამოქალაქო საავადმყოფოებიდან, მოგეხსენებათ, მოხუცებულთა სახლებამდე, იმ უბნებზე, სადაც ჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი: რუსები სამხედრო დანაშაულებს სჩადიან ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჯო ბაიდენი: პანდემია დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია დასრულდა. ტედროს ადანომ გებრეიესუსი: კოვიდპანდემიის დასასრული ჩანს „ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს COVID-ის პრობლემა. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრს ვმუშაობთ მასზე. მაგრამ პანდემია დასრულდა. თუ ამჩნევთ, ნიღბებს არავინ ატარებს. როგორც ჩანს, ყველა საკმაოდ კარგ ფორმაშია“, - განაცახდა ჯო ბაიდენმა.   სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, აშშ-ში ყოველდღიურად კორონავირუსით, დაახლოებით 400 ადამიანი იღუპება.  მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო არასდროს ყოფილა ასეთ უკეთეს მდგომარეობაში COVID-19-ის პანდემიის დასასრულებლად.  კორონავირუსის ეპიდემია პირველად, 2019 წლის დეკემბერშ, ჩინეთის ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში დაფიქსირდა. 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.  

ჯო ბაიდენი გაეროში: ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია, ის არასოდეს არ უნდა დაიწყოს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაეროში სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა.  „ამ ომის მიზანია უბრალოდ ჩამოერთვას უკრაინას არსებობის უფლება, როგორც სახელმწიფოს და როგორც ხალხს. ვინც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ და რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ეს საკმარისია იმისთვის, რომ სისხლი ძარღვებში გაიყინოს. ამიტომაც გაეროს გენერალური ასამბლეის წევრი 141-ვე ქვეყანა გაერთიანდა და ერთხმად დაგმეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს 77-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. BBC: ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს ბაიდენის განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყანა, შეიჭრა მეზობლის ტერიტორიაზე და ურცხვად დაარღვია გაეროს წესდების ძირითადი დებულებები. „მხოლოდ დღეს, პრეზიდენტმა პუტინმა მიმართა ევროპის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის აშკარა მუქარას. უხეშად უგულებელყო რუსეთის ვალდებულებები ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ. ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია, ის არასოდეს არ უნდა დაიწყოს“,-განაცხადა ბაიდენმა.   

ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის სიტყვით გამოსვლას დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური ჯოზეფ ბაიდენის სიტყვით გამოსვლაზე დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატები 21 სექტემბერს გაიხსნა. საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.  

ჯო ბაიდენი: ეს ომი მიმართულია უკრაინის, როგორც სახელმწიფოს განადგურებისკენ. სადაც არ უნდა იყოთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ამან ძარღვებში სისხლი უნდა გაგიყინოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრასა და კრემლის გეგმებზე ისაუბრა.  „ეს ომი მიმართულია უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის უფლების განადგურებისკენ, უკრაინელების, როგორც ხალხის არსებობის უფლების განადგურებისკენ; სადაც არ უნდა იყოთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ამან ძარღვებში სისხლი უნდა გაგიყინოთ“, - განაცახდა ბაიდენმა.  ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი დღეს კვლავ გამოვიდა ევროპის წინააღმდეგ ღია ბირთვული მუქარით და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პასუხისმგებლობის მიმართ „უგუნური უპატივცემულობა“ გამოიჩინა. „ახლა რუსეთი იწვევს მეტ სამხედროს საბრძოლველად და კრემლი უწევს ორგანიზებას ყალბ რეფერენდუმს, რათა ეცადოს უკრაინის ნაწილის ანექსირება, რაც არის გაერო-ს წესდების უკიდურესად თვალსაჩინო დარღვევა. მსოფლიომ უნდა დაინახოს ეს აღმაშფოთებელი ფაქტები ისე, როგორც არის“,- აღნიშნა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინი ამტკიცებს, რომ ის იძულებული იყო, ემოქმედა, რადგან რუსეთს საფრთხე ემუქრებოდა. „თუმცა, არავინ ემუქრებოდა რუსეთს და არავის გაუჩაღებია კონფლიქტი რუსეთის გარდა. ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ის მოდიოდა და თქვენგან ბევრმა სცადა ამის თავიდან აცილება. ინტერვენციის წინ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიქმნა რუსეთის მიერ და არასდროს ჰქონია ნამდვილი სახელმწიფოებრიობა“, - განაცხადა ბაიდენმა.   

ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით, მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „მქონდა პატივი, დავსწრებოდი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას, სადაც ლიდერები იკრიბებიან და მოსაზრებებს უცვლიან ერთმანეთს გლობალური გამოწვევების შესახებ. მადლობელი ვარ თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის”, - წერს პრემიერ-მინისტრი Twitter0-ზე.  

ჯო ბაიდენი: ჩვენ გავაგრძელებთ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფების მხარდაჭერას

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გულწრფელად ვულოცავ სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღის იუბილეს. ჩვენ გავაგრძელებთ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფების, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მხარდაჭერას“, - აღნიშნულია წერილში.  

ჯო ბაიდენი: აშშ არასოდეს აღიარებს რუსეთის „რეფერენდუმებს“ უკრაინაში

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არასდროს აღიარებს მოსკოვის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას.  „მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, შეერთებული შტატები არასოდეს, არასდროს, არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე“. „ე.წ. რეფერენდუმი იყო სიყალბე და აბსოლუტური სისულელე. შედეგები მომზადდა მოსკოვში. უკრაინელი ხალხის ჭეშმარიტი ნება ყოველდღე ვლინდება, როდესაც ისინი სიცოცხლეს სწირავენ თავიანთი ხალხის გადასარჩენად, ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, ასევე, თავისუფლების დაცვას“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ომი უკრაინასთან, რომელიც, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის იმპერიული ამბიციების გამოვლინებაა, გაეროს წესდების აშკარა დარღვევაა. უკრაინის სეპარატისტულმა რეგიონებმა დონეცკმა და ლუგანსკმა და რუსეთის მიერ კონტროლირებადმა ზაპოროჟიემ და ხერსონმა რუსეთთან შეერთების შესახებ „რეფერენდუმი“ ჩაატარეს. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს. უკრაინა და მისი პარტნიორები აცხადებენ, რომ ხმის მიცემა იარაღის მუქარის ფონზე მიმდინარეობდა.  

ბაიდენმა ზელენსკის აშშ-ის ახალი $625 მილიონიანი სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ აცნობა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს დილით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიას. ჯო ბაიდენმა ასევე დაადასტურა შეერთებული შტატების მუდმივი მზადყოფნა, დააკისროს მძიმე ხარჯები ნებისმიერ ინდივიდს, ერთეულს ან ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის სავარაუდო ანექსიას. აშშ უკრაინას $625 მილიონის სამხედრო დახმარებას უგზავნის - Reuters პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენი ხანს, რამდენ ხანსაც დასჭირდება, მათ შორის $625 მილიონი დოლარის უსაფრთხოების ახალი პაკეტის მიწოდებით, რომელიც მოიცავს დამატებით იარაღს და აღჭურვილობას, მათ შორის HIMARS-ს, საარტილერიო სისტემებს და საბრძოლო მასალას და ჯავშანტექნიკას. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა შეერთებული შტატების მცდელობა, გააერთიანოს მსოფლიო უკრაინის მცდელობების დასაცავად, დაიცვას თავისი თავისუფლება და დემოკრატია, როგორც ეს გაწერილია გაეროს წესდებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ჯო ბაიდენი მარიხუანის შენახვისთვის ნასამართლევ პირებს შეიწყალებს

აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი შეიწყალებს ყველას, ვინც ფედერალური კანონით არის ნასამართლევი მარიხუანის უბრალო შენახვისთვის. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ათასობით ადამიანს, რომლებსაც ნასამართლობა აქვთ მარიხუანის ფლობისთვის, შესაძლოა, უარი ეთქვას სამუშაოზე, საცხოვრებელზე ან განათლების შესაძლებლობებზე. ჩემი ქმედება ხელს შეუწყობს ამ ნასამართლობის შედეგად წარმოქმნილი შედეგების შემსუბუქებას“, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში. მთავარი ნაბიჯი დეკრიმინალიზაციისკენ - მედია წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას მსგავსი ნაბიჯი აქამდე არ გადაუდგამს. როგორც კანდიდატმა, ბაიდენმა რეკრეაციული მარიხუანის ლეგალიზაციას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ მხარი დაუჭირა დეკრიმინალიზაციისკენ სვლას. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯანდაცვის მდივანს და გენერალურ პროკურორს დაავალა, სწრაფად გადაიხედოს მარიხუანის სტატუსი ფედერალურ კანონმდებლობაში. ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ შეწყალებით შესაძლოა, 6500-მდე ადამიანმა ისარგებლოს, თუმცა აღნიშნავენ, რომ ფედერალურ ციხეში არავინ არის მარიხუანის უბრალო შენახვისთვის. ოფიციალურმა პირებმა განმარტეს, რომ გაცილებით მეტი ადამიანია ნასამართლევი სახელმწიფო კანონით.  

ჯო ბაიდენი: პუტინი არ ხუმრობს, როცა ტაქტიკური ბირთვული იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე საუბრობს

პუტინი არ ხუმრობს, როცა საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის, ბიოლოგიური, ან ქიმიურ იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. „პუტინი არ ხუმრობს, როცა საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის, ან ბიოლოგიური, ან ქიმიურ იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე, რადგან მისი არმია, შეიძლება ითქვას, იმაზე საგრძნობლად ცუდად ასრულებს დავალებას, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, - აღნიშნა ბაიდენმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ, ვეღარ შეძლებს სიცოცხლის შენარჩუნებას აშშ-ს არ აქვს ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთს შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი სარკინიგზო გზით გადაჰქონდეს. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა. მისივე თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება რუსეთის ბირთვულ ძალებს. „ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება რუსეთის პოზიციებთან დაკავშირებით, მაგრამ NATO და მოკავშირეები ფხიზლად რჩებიან”, - განუცხადა თავის მხრივ, NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს. The Times: პუტინი ბირთვული იარაღის გამოცდისთვის ემზადება 3 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნებოდა მოსკოვის მოკავშირეებისთვის ინდოეთისა და ჩინეთისთვის. თუმცა მისივე თქმით, ამ დრომდე პუტინის ქმედებები ირაციონალურია. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჯო ბაიდენი: სარაკეტო დარტყმებმა უკრაინის წინააღმდეგ, პუტინის უკანონო ომის სისასტიკე აჩვენეს

ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად გმობს, რუსეთის დღევანდელ სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის კიევზე და რუსეთისგან ჯარების გაყვანას ითხოვს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი.  „ამ თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, განადგურდა სამიზნეები, რომლებიც სამხედრო ობიექტებს არ წარმოადგენდა. რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს პუტინის უკანონო ომის უკიდურეს სისასტიკეს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში. ბაიდენმა თქვა, რომ თავდასხმები კიდევ უფრო აძლიერებს აშშ-ის ვალდებულებას, დაეხმაროს უკრაინელ ხალხს რამდენი ხანიც დასჭირდებათ. „ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, აგრესიის გამო პუტინსა და რუსეთს დავუწესებთ ახალ შეზღუდვებს და პასუხისმგებლობას დავაკისრებთ. რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ომის დანაშაულებზე, ხოლო უკრაინასთან მიმართებით, უნდა გამოვიჩინოთ მხარდაჭერა, რათა შეძლონ დაიცვან ქვეყანა და მოიპოვონ თავისუფლება“, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ძალებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ - ენერგოობიექტები და ადამიანები. ეს ტერორიზმია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: საჰაერო თავდაცვა, ახლა ნომერ პირველი პრიორიტეტია

საჰაერო თავდაცვა ახლა ნომერ პირველი პრიორიტეტია, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.  უკრაინის პრეზიდენტი ჯო ბაიდენს რუსული ჯარების მიერ დილის დაბომბვის შემდეგ ესაუბრა. მან საუბარს „პროდუქტიული“ უწოდა. „საჰაერო თავდაცვა ახლა ნომერ პირველი პრიორიტეტია უკრაინასა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებში. ჩვენ ასევე გვჭირდება აშშ-ს მხარდაჭერა, რომ G7-ის შეკრებაზე მკაცრი პოზიცია დაფიქსირდეს. ასევე გვჭირდება აშშ-ის მხრიდან გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერა", - თქვა ზელენსკიმ. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. რუსეთის სარაკეტო თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 97.  ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ძალებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ - ენერგოობიექტები და ადამიანები. ეს ტერორიზმია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჯო ბაიდენი: პუტინი რაციონალური მოთამაშეა, მაგრამ უკრაინაში შეჭრისას შეცდა

პუტინი რაციონალური მოთამაშეა, მაგრამ უკრაინაში შეჭრისას შეცდა და გათვლებში შეცდომა დაუშვა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.  ბაიდენის თქმით, პუტინს შეცდომით სჯეროდა, რომ უკრაინელები რუს სამხედროებს დაემორჩილებოდნენ. „ეს იყო ბოდვა, რომელიც თავად უკრაინელებმა რუსული აგრესიისადმი სასტიკი წინააღმდეგობით უარყვეს“, - აცხადებს ბაიდენი. აშშ-ის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში, ბირთვულ საფრთხეებზეც ისაუბრა. ბაიდენის თქმით, პუტინი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს.  „არა მგონია, რომ ის ამას გააკეთებს. ვფიქრობ, რომ უპასუხისმგებლობაა ამაზე ლაპარაკი, როცა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული ძალის მსოფლიო ლიდერი ამბობს, რომ მას უკრაინაში, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია", - თქვა ბაიდენმა. შეკითხვას, როგორი იქნება აშშ-ის რეაქცია, თუ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ჯო ბაიდენმა დეტალები არ დააკონკრეტა და განაცხადა, რომ „თავდაცვის დეპარტამენტს ყველა ვარიანტი შემუშავებული აქვს“.   

ჯო ბაიდენი: ჩვენ არ შევეგუებით ანექსიის უკანონო მცდელობებს ან მეზობლის მიწის ძალის გამოყენებით მიტაცებას

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დღეს მსოფლიოს აბსოლუტურმა უმრავლესობამ - ერებმა ყველა რეგიონიდან, დიდმა თუ პატარამ, იდეოლოგიებისა და მთავრობების ფართო სპექტრის წარმომადგენლობით, ხმა მისცეს გაეროს წესდების დაცვას და დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ძალისმიერი ანექსიის უკანონო მცდელობა. ბაიდენის თქმით, 143 ერი იდგა თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარეზე - კიდევ უფრო მეტი, ვიდრე 141 ქვეყანა, რომლებმაც ხმა მისცეს, ცალსახად დაგმეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. მხოლოდ 4-მა აირჩია რუსეთის მხარე - ბელორუსი, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ნიკარაგუა და სირია. საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის მცდელობას გმობს „ამ კონფლიქტის ფსონები ყველასთვის გასაგებია და მსოფლიომ საპასუხოდ მკაფიო გზავნილი გააგზავნა: რუსეთს არ შეუძლია რუკიდან სუვერენული სახელმწიფოს წაშლა. რუსეთს ძალით არ შეუძლია საზღვრების შეცვლა. რუსეთს არ შეუძლია სხვა ქვეყნის ტერიტორიის მიტაცება. უკრაინას აქვს იგივე უფლებები, როგორც ყველა სხვა სუვერენულ ქვეყანას. მას უნდა შეეძლოს საკუთარი მომავლის არჩევა და მის ხალხს უნდა შეეძლოს მშვიდად ცხოვრება მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ ომიდან თითქმის რვა თვის შემდეგ, მსოფლიომ ახლახან აჩვენა, რომ ის უფრო ერთიანი და გადამწყვეტია, ვიდრე ოდესმე, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისროს მის დარღვევებზე. გაეროს გენერალურ ასამბლეასთან ერთად, ჩვენ არ შევეგუებით ანექსიის უკანონო მცდელობებს ან მეზობლის მიწის ძალის გამოყენებით მიტაცებას. ჩვენ მხარს დავუჭერთ საერთაშორისო სამართალს, გაეროს წესდებას და უკრაინისა და მისი ხალხის უფლებების დაცვას“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოთხშაბათს მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით - „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა: გაეროს წესდების პრინციპების დაცვა", რომელიც გმობს რუსეთის ფსევდორეფერენდუმებს ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე. რეზოლუციას მხარი 143-მა ქვეყანამ დაუჭირა, ხუთი წინააღმდეგი იყო, ხოლო 35-მა თავი შეიკავა. დოკუმენტის წინააღმდეგ ხმა მისცეს რუსეთმა, ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, ნიკარაგუამ და სირიამ. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის მცდელობას გმობს „რეზოლუციის თანასპონსორი იყო 70-მდე ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, ევროკავშირის ყველა ქვეყანა, ავსტრალია, საქართველო, კორეის რესპუბლიკა, მოლდოვა, მონტენეგრო, კამბოჯა, დიდი ბრიტანეთი, მიანმარი, ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანა და წყნარი ოკეანის რეგიონი“, - წერს უკრაინული მედია. შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. საერთაშორისო საზოგადოებას მას არალეგიტიმურად მიიჩნევს.

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 725 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების, ახალ განკარგულებას მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 725 მილიონი დოლარის ოდენობით სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. მედია: აშშ უკრაინისთვის $725 მილიონის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს როგორც BBC წერს, აღნიშნული თანხით თავდაცვისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა, ასევე სამხედრო მომზადებისა და სწავლების ხარჯები დაიფარება. მოგეხსენებათ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, უკრაინამ მოუწოდა პარტნიორებს, საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდება დააჩქარონ. აშშ-ის ჯამური დახმარება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, დაახლოებით $16,8 მილიარდს შეადგენს.  

ბაიდენის თქმით, პუტინი „წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაშია“

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაშია“ და უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ სისასტიკით გამოირჩევა. მის კომენტარს Reuters-ი ავრცელებს. „ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინი წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაშია, როგორც ჩანს, მისთვის ხელმისაწვდომი ერთადერთი ინსტრუმენტი უკრაინაში ცალკეული მოქალაქეების მიმართ სასტიკი მოპყრობა და კაპიტულაციის მიზნით მათი დაშინებაა“, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთმა კიევზე იერიშები განაახლა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: კიევზე თავდასხმები ვერ გატეხს უკრაინის სულისკვეთებას და ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ჯო ბაიდენი: გადაწყვეტილი მაქვს, საპრეზიდენტო არჩევნებში, კენჭი მეორე ვადითაც ვიყარო

გადაწყვეტილი მაქვს, კენჭი მეორე ვადითაც ვიყარო. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. „როგორც კი ეს მოხდება, მე როგორც კანდიდატმა უნდა ვიმოქმედო. ფორმალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ვგეგმავ ამის გაკეთებას, განზრახული მაქვს მეორე ვადითაც ვიყარო კენჭი. ჩემი მეუღლე მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და რომ ეს არ უნდა შევწყვიტოთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ცნობისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.  

რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუკი უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუკი უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. პენტაგონი: ვერანაირ ნიშნებს ვერ ვხედავთ, რომ პუტინი ბირთვული, ან „ბინძური“ ბომბის გამოყენებას გეგმავს "რუსეთი წარმოუდგენლად სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს. ეს იქნება სერიოზული, სერიოზული შეცდომა“, - აღნიშნა ბაიდენმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: „ბინძურ ბომბზე“ რუსეთის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.  

ვაშინგტონში აშშ-ისა და ისრაელის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ

ვაშინგტონში აშშ-ისა და ისრაელის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც ცნობილია, ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ირანისა და უკრაინის საკითხები განიხილეს. ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში იცხაკ ჰერცოგს უმასპინძლა. როგორც ისრაელის პრეზიდენტი განმარტავს, ისაუბრეს ლიბანთან საზღვაო საზღვრის შეთანხმებაზე, რომელსაც ხვალ უნდა მოეწეროს ხელი.   

პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვა თუ არ აქვს, რატომ აგრძელებს ამ თემაზე საუბარს? - ბაიდენი

პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვა თუ არ აქვს, რატომ აგრძელებს ის ამ თემაზე საუბარს? - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. პუტინის თქმით, რუსეთს არ სჭირდება ბირთვული დარტყმა უკრაინაზე „თუ მას ასეთი განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ის ამ თემაზე საუბარს? რატომ საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე?“, – განაცხადა ბაიდენმა ამერიკულ მედიასთან.   უკრაინაზე შესაძლო ბირთვული დარტყმის შესახებ კითხვას, პუტინმა უპასუხა, რომ „რუსეთს არ სჭირდება ბირთვული დარტყმა უკრაინაზე და ამაში არანაირი პოლიტიკური ან სამხედრო აზრი არ არსებობს“. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს შეგახსნებთ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს კრემლის ლიდერის მზადყოფნაზე, გამოიყენოს ბირთვული იარაღი ან ე.წ. „ბინძური ბომბი“ უკრაინის ტერიტორიაზე. სტოლტენბერგი: პუტინმა იცის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას სერიოზული შედეგები მოჰყვება, მზად ვართ, ვიმოქმედოთ თავის მხრივ, სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, პუტინი პირადად არის გაფრთხილებული შედეგებზე, თუ უკრაინასთან ომში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება. რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში და აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. კულება: რუსეთი ხშირად ადანაშაულებს სხვებს იმაში, რასაც თავად გეგმავს  

რაისი ბაიდენს: ირანი 43 წლის წინ გაათავისუფლეს

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ საარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ირანი მალე თავისუფალი იქნება. ჯო ბაიდენი: ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს „რამდენიმე საათის წინ შევიტყვე შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადების შესახებ. როგორც ჩანს, ის დაბნეული იყო, რადგან ირანი 43 წლის წინ გათავისუფლდა და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ არ მოექცეს აშშ-ის ტყვეობაში“, - თქვა რაისმა თეირანში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ჯო ბაიდენის განცხადებით, Twitter-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტყუილს ავრცელებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, Twitter-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტყუილს ავრცელებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შეფასებისას განაცხადა. ილონ მასკმა Twitter-ის საბჭო დაითხოვა და თავი კომპანიის ერთადერთ დირექტორად გამოაცხადა „ახლა ყველას გვაწუხებს ერთი რამ - ილონ მასკმა შეიძინა ინსტრუმენტი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტყუილს ავრცელებს. გვაქვს იმის იმედი, რომ ჩვენი შვილები მიხვდებიან, რა დევს სასწორზე?“ - აცხადებს ბაიდენი. ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა, Twitter-ის ვებსაიტსა და აპლიკაციას მაღალი ტრაფიკის მომენტებში, მაგალითად, როგორიცაა აშშ-ის შუალედური არჩევნები, საფრთხე შეექმნას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია - ტრამპი 28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.  

ჯო ბაიდენი: ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს

ირანელები მალე გათავისუფლდებიან. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირანში საპროტესტო აქციების ფონზე გააკეთა, იუწყება Associated Press-ი. ხსენებულ საკითხზე ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ საარჩევნო ღონისძიებაზე, რომლის დროსაც, ტელეფონები აღმართეს წარწერით  - FREE IRAN („თავისუფალი ირანი“). „ნუ ინერვიულებთ, ჩვენ გავათავისუფლებთ ირანს. ისინი ძალიან მალე გაითავისუფლებენ საკუთარ თავს", - თქვა ბაიდენმა. შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას, ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. გოგო, რომელიც 13 სექტემბერს ვიცე-პოლიციამ „ჰიჯაბის არასწორი ტარების“ ბრალდებით დააკავა, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.  

ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს დემოკრატიას საფრთხე ემუქრება - ბაიდენი

ჩემს კარიერაში არასოდეს ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩვენ განვადიდებდით ძალადობას პოლიტიკურ საფუძველზე. ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს დემოკრატიას საფრთხე ემუქრება, - აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დასასრულს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამომრჩევლებთან შეხვედრები გამართა. მედიის ცნობით, ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელების 76% წუხს ჩვენი დემოკრატიის შენარჩუნებაზე. „ჩემს კარიერაში არასოდეს ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩვენ განვადიდებდით ძალადობას პოლიტიკურ საფუძველზე. ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. ბოლო გამოკითხვები ამბობს, რომ ამერიკელების 76 პროცენტი წუხს ჩვენი დემოკრატიის შენარჩუნებაზე და ჩვენ ვიცით, რომ ეს თქვენი თაობის მომენტია, დაიცვათ, შეინარჩუნოთ, აირჩიოთ იგი“, – განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, აშშ-ში კონგრესის არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება.  

ჯო ბაიდენი: რუსეთის მიერ ხერსონის დატოვება აჩვენებს, რომ რუს სამხედროებს რეალური პრობლემები აქვთ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეფასებით, ქალაქ ხერსონიდან და მიმდებარე ტერიტორიის დატოვებაზე მოსკოვის ბრძანება აჩვენებს, რომ რუს სამხედროებს „რეალური პრობლემები“ აქვთ. ჯო ბაიდენის თქმით, საინტერესოა, რომ აშშ-ის არჩევნების დასრულებას დაელოდნენ ამ გადაწყვეტილების მისაღებად. „ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიცოდით, რომ ამას გააკეთებდნენ. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ რუს სამხედროებს, რეალური პრობლემები აქვთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, ეს ორივე მხარეს საშუალებას მისცემს, გადახედონ თავის პოზიციებს ზამთრის განმავლობაში, მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია, მზად არის თუ არა უკრაინა რუსეთთან კომპრომისისთვის. როდესაც ბაიდენს სთხოვეს განემარტა, რას გულისხმობდა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობდა კომპრომისებს ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით.   მან ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებების დაწყება უკრაინელებზეა დამოკიდებული.   „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა, კომპრომისების მისაღწევად უკრაინასა და რუსეთს შორის, მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე მიანიშნა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე მიანიშნა. „გასარკვევია, მზადაა თუ არა უკრაინა რუსეთთან კომპრომისისთვის“, - აღნიშნა ბაიდენმა. როდესაც ბაიდენს სთხოვეს განემარტა, რას გულისხმობდა, აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტება არ გააკეთა.  NBC News-ის წყაროების თანახმად, აშშ-ისა და დასავლელი ჩინოვნიკების ნაწილი სულ უფრო ხშირად მიიჩნევენ, რომ ვერც უკრაინა და ვერც რუსეთი ვერ მიაღწევენ ომში გამოცხადებულ მიზნებს. ამიტომ როდესაც საომარი მოქმედებები შენელდება, ისინი მომავალ ზამთარს დიპლომატიური მოლაპარაკებების ხელსაყრელ მომენტად განიხილავენ.  რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთმა შესაძლოა, ხერსონი უბრძოლველად არ დატოვოს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი რუსეთის გადაწყვეტილებას ხაფანგად არ მიიჩნევენ უკრაინის სამხედრო ძალებისთვის. 9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მედია: ჯო ბაიდენის პარტია, ერთ-ერთ საკვანძო შტატში იმარჯვებს

აშშ-ში, შტატ არიზონაში, სენატორობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან მარკ კელიმ, მისი რესპუბლიკელი კონკურენტი ბლეიკ მასტერსი დაამარცხა. შედეგად, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პარტიის პოზიცია კონგრესის ზედა პალატაში ძლიერდება.  წინასწარი მონაცემებით, წარმომადგენლობით პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ, სენატში კი, ადგილებს „დემოკრატებთან“ თანაბრად იყოფენ წამყვანი ამერიკული მედიის, კერძოდ, CNN-ისა და Fox News-ის პროგნოზით, კელი წინ მიიწევს და დემოკრატიულ პარტიას, აშშ-ს სენატში, 49-ე ადგილს მოუტანს - რესპუბლიკელების 49-ის წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ კონგრესის ზედა პალატაში უმრავლესობის შესანარჩუნებლად, დემოკრატებმა კიდევ ერთი სენატორი უნდა მიიღონ. ჯერჯერობით, სენატის არჩევნების შედეგები მხოლოდ ერთ შტატში - ნევადაში არ დაუთვლიათ, სადაც მოქმედი დემოკრატი სენატორი კეტრინ კორტეს მასტო,  რესპუბლიკელ ადამ ლაქსალტს, შტატის ყოფილ გენერალურ პროკურორს უპირისპირდება. უახლესი გამოთვლები აჩვენებს, რომ კორტეს მასტო, ლაქსალტთან უპირატეს მდგომარეობაშია, თუმცა ამერიკულ მედიას ჯერ არ შეუძლია იქ კენჭისყრის შედეგის პროგნოზირება. არიზონა და ნევადა, 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების დღემდე სადავო შტატებად ითვლებოდა, სადაც რესპუბლიკურ პარტიას გამარჯვებისა და სენატზე კონტროლის მოპოვების დიდი შანსი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელების ორივე კანდიდატმა - მასტერსმა და ლაქსალტმა უკმაყოფილება გამოთქვეს 2020 წლის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, რომელშიც ტრამპი დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები გაიმართა.   

ჯო ბაიდენი ჩინეთზე: ჩვენ უნდა გავარკვიოთ, სად გადის წითელი ხაზები

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აზიის ლიდერებს განუცხადა, რომ ჩინეთთან საკომუნიკაციო ხაზები ღია დარჩება კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. კამბოჯაში აღმოსავლეთ აზიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კონკურენციას გაუწევს ჩინეთს და ხმამაღლა ისაუბრებს ადამიანის უფლებების შესახებ, მაგრამ ხაზი გაუსვა ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების მნიშვნელობას. ბაიდენმა ასევე დაგმო რუსეთის „სასტიკი და გაუმართლებელი“ შეჭრა უკრაინაში და ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდები. გარდა ამისა, მოუწოდა მიანმარის სამხედრო მმართველებს, დაიცვან სამშვიდობო გეგმა, რომელსაც  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან (ASEAN) მიაღწიეს. „რაც შეეხება ჩინეთს, ბაიდენმა სამიტზე განაცხადა, რომ „აშშ ღიად ინარჩუნებს კომუნიკაციის ხაზებს და უზრუნველყოფს იმას, რომ კონკურენცია არ გადაიზარდოს კონფლიქტში“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, რუსეთი მწვავე საფრთხედ რჩება, ჩინეთი - მთავარ კონკურენტად „ჩვენ უბრალოდ უნდა გავარკვიოთ, სად არის წითელი ხაზები და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ჰქონდა უფრო ხანგრძლივი კონტაქტი, ვიდრე სხვა პარტნიორებთან.

ჯო ბაიდენი დღეს სი ძინპინს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდება.  ”ვფიქრობ, უდაოა, რომ ჩინეთი, ალბათ, გაკვირვებულიც არის და ცოტათი შერცხვენილიც რუსული სამხედრო ოპერაციების წარმართვით”, - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი ხვალ იწყება, სადაც მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები გლობალურ ეკონომიკასა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომზე. სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ დაესწრება.   

ჯო ბაიდენი სი ძინპინს ხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს ხვდება. BBC წერს, რა განცხადება გააკეთა ჩინეთის ლიდერმა შეხვედრისას. „ბატონო პრეზიდენტო, სასიამოვნოა თქვენი ნახვა. ბოლოს ჩვენ შევხვდით დავოსში, ხუთ წელზე მეტი ხნის წინ. მას შემდეგ, რაც თქვენ პრეზიდენტი გახდით, ჩვენ ვაგრძელებთ კონტაქტს ონლაინ ზარების საშუალებით, მაგრამ ვერაფერი ჩაანაცვლებს პირისპირ შეხვედრას“, - განაცხადა სი ძინპინმა. „ჩვენ მივიღეთ გამოცდილება, მაგრამ გაკვეთილებიც ვისწავლეთ. ისტორია საუკეთესო სახელმძღვანელოა, ამიტომ, ისტორია სარკედ უნდა მივიღოთ. ამჟამად აშშ-ჩინეთის ურთიერთობა არის განვითარების ეტაპზე და ჩვენ ძალიან ვზრუნავთ მასზე… როგორც ორი ძირითადი ქვეყნის ლიდერებმა, ჩვენ უნდა დავსახოთ სწორი კურსი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი მიმართულება ორმხრივი ურთიერთობების წინსვლისა და ამაღლებისთვის“, - განაგრზო ჩინეთის ლიდერმა. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აზიის ლიდერებს განუცხადა, რომ ჩინეთთან საკომუნიკაციო ხაზები ღია დარჩება კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. კამბოჯაში აღმოსავლეთ აზიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კონკურენციას გაუწევს ჩინეთს და ხმამაღლა ისაუბრებს ადამიანის უფლებების შესახებ, მაგრამ ხაზი გაუსვა ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების მნიშვნელობას. ბაიდენმა ასევე დაგმო რუსეთის „სასტიკი და გაუმართლებელი“ შეჭრა უკრაინაში და ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდები. გარდა ამისა, მოუწოდა მიანმარის სამხედრო მმართველებს, დაიცვან სამშვიდობო გეგმა, რომელსაც  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან (ASEAN) მიაღწიეს. „რაც შეეხება ჩინეთს, ბაიდენმა სამიტზე განაცხადა, რომ „აშშ ინარჩუნებს კომუნიკაციის ხაზებს და უზრუნველყოფს იმას, რომ კონკურენცია არ გადაიზარდოს კონფლიქტში“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, რუსეთი მწვავე საფრთხედ რჩება, ჩინეთი - მთავარ კონკურენტად „ჩვენ უბრალოდ უნდა გავარკვიოთ, სად არის წითელი ხაზები და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ჰქონდა უფრო ხანგრძლივი კონტაქტი, ვიდრე სხვა პარტნიორებთან. ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი ხვალ იწყება, სადაც მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები გლობალურ ეკონომიკასა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომზე. ჯო ბაიდენი დღეს სი ძინპინს შეხვდება G20 არის სტრატეგიული მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მთავარ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს კავშირებს. „დიდ ოცეულს“ მომავალი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული როლი აქვს. ერთად, G20-ის წევრები წარმოადგენენ მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტზე მეტს, საერთაშორისო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს. G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.

ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესს უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფას სთხოვს

ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესს უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფას სთხოვს საუბარია 37,7 მილიარდი დოლარის დახმარებაზე. ინფორმაციას CNN ავრცელებს. რას მოიცავს აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის ხსენებული თანხა მოხმარდება როგორც შეიარაღებას, ისე ჰუმანიტარულ მიზნებს. პაკეტი ასევე მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას 19,3 მილიარდ დოლარზე მეტი უსაფრთხოების დახმარება გამოუყო.  აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა 14 ნოემბერს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც წინა პაკეტების მსგავსი მოცულობის ექნება.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

NATO-ს წყარო: ბაიდენის თქმით, პოლონეთში აფეთქება, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ გამოიწვია

Reuters-ი NATO-ს წყაროზე დარდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ (G7) და ნატოს პარტნიორებს უთხრა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია.  ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს მანამდე, 16 ნოემბერს ჯო ბაიდენმა საჯაროდ თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთიდან ნასროლი ყოფილიყო. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.  

სი ძინპინი ბაიდენს: როგორც დიდი ქვეყნების ლიდერებმა, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ სწორი კურსი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს ხვდება. BBC წერს, რა განცხადება გააკეთა ჩინეთის ლიდერმა შეხვედრისას. „ბატონო პრეზიდენტო, სასიამოვნოა თქვენი ნახვა. ბოლოს ჩვენ შევხვდით დავოსში, ხუთ წელზე მეტი ხნის წინ. მას შემდეგ, რაც თქვენ პრეზიდენტი გახდით, ჩვენ ვაგრძელებთ კონტაქტს ონლაინ ზარების საშუალებით, მაგრამ ვერაფერი ჩაანაცვლებს პირისპირ შეხვედრას“, - განაცხადა სი ძინპინმა. „ჩვენ მივიღეთ გამოცდილება, მაგრამ გაკვეთილებიც ვისწავლეთ. ისტორია საუკეთესო სახელმძღვანელოა, ამიტომ, ისტორია სარკედ უნდა მივიღოთ. როგორც ორი დიდი ქვეყნის ლიდერებმა, ჩვენ უნდა დავსახოთ სწორი კურსი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი მიმართულება ორმხრივი ურთიერთობების წინსვლისა და ამაღლებისთვის“, - განაგრძო ჩინეთის ლიდერმა. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აზიის ლიდერებს განუცხადა, რომ ჩინეთთან საკომუნიკაციო ხაზები ღია დარჩება კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. კამბოჯაში აღმოსავლეთ აზიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კონკურენციას გაუწევს ჩინეთს და ხმამაღლა ისაუბრებს ადამიანის უფლებების შესახებ, მაგრამ ხაზი გაუსვა ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების მნიშვნელობას. ბაიდენმა ასევე დაგმო რუსეთის „სასტიკი და გაუმართლებელი“ შეჭრა უკრაინაში და ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდები. გარდა ამისა, მოუწოდა მიანმარის სამხედრო მმართველებს, დაიცვან სამშვიდობო გეგმა, რომელსაც  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან (ASEAN) მიაღწიეს. „რაც შეეხება ჩინეთს, ბაიდენმა სამიტზე განაცხადა, რომ „აშშ ღიად ინარჩუნებს კომუნიკაციის ხაზებს და უზრუნველყოფს იმას, რომ კონკურენცია არ გადაიზარდოს კონფლიქტში“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, რუსეთი მწვავე საფრთხედ რჩება, ჩინეთი - მთავარ კონკურენტად „ჩვენ უბრალოდ უნდა გავარკვიოთ, სად არის წითელი ხაზები და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ჰქონდა უფრო ხანგრძლივი კონტაქტი, ვიდრე სხვა პარტნიორებთან. ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, „დიდი ოცეულის“ სამიტზე, მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები გლობალურ ეკონომიკასა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომზე. ჯო ბაიდენი დღეს სი ძინპინს შეხვდება სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დაესწრება. G20 არის სტრატეგიული მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მთავარ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს კავშირებს. „დიდ ოცეულს“ მომავალი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული როლი აქვს. ერთად, G20-ის წევრები წარმოადგენენ მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტზე მეტს, საერთაშორისო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს. G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.

თორნიკე შარაშენიძე: ფაქტია, რომ ჩინეთი და აშშ უძლიერესი სახელმწიფოები არიან, რუსეთი მხოლოდ მესამეა

მსოფლიოს სტაბილურობისთვის საჭიროა, რომ ორი უძლიერესი სახელმწიფოს ლიდერი ხვდებოდეს ერთმანეთს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე ჩინეთის და აშშ-ის ლიდერების შეხვედრას Europetime-თან აფასებს. ანალიტიკოსი, უკრაინაში ომთან დაკავშირებით, პეკინის უფრო მკვეთრი პოზიციის გამოხატვას იმ შემთხვევაში ელის, თუ დაინახავს, რომ რუსეთი „შეუქცევადად სუსტდება“. აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, რუსეთი მწვავე საფრთხედ რჩება, ჩინეთი - მთავარ კონკურენტად „ერთია, რას ამბობს, სი ძინპინი საჯაროდ, აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ და მეორეა, რას ეუბნება რუსებს, არასაჯაროდ, დახურულ კარს მიღმა. ეს მართლაც საინტერესოა. ფაქტია, რომ ეს ორი სახელმწიფო (ჩინეთი და აშშ, რედ.) უძლიერესია მსოფლიოში. რუსეთი მხოლოდ და მხოლოდ მესამეა. ეს ცხადია. ჩინეთი მოვლენათა განვითარებას ელოდება უკრაინაში. თუ დაინახა, რომ რუსეთი შეუქცევადად სუსტდება და დამარცხებისკენ მიდის, რა თქმა უნდა, მაშინ გადაიხრება დასავლეთთან უფრო მეტად თანამშრომლობისთვის. ამ მხრივ, სი ძინპინის განცხადებები ინდიკატორია, თუ როგორ უყურებს ჩინეთი რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში. თუ რუსეთის საქმე გაუარესდა მათი აზრით, რა თქმა უნდა, განცხადებები იქნება უფრო შემრიგებლური დასავლეთთან მიმართებით, თუ არა - შეგვიძლია, ვისმჯელოთ მათი განცხადებების ტონით“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე. რით აიხსნება ის, რომ ჩინეთი არ ჩქარობს ომზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ჩინეთი არ ჩქარობს, რადგან არ სურს ღია კონფრონტაციაში ვინმესთან შესვლა. „ეს არ სჭირდება. თუ აშკარა გახდება, რომ რუსეთი საბოლოოდ წავიდა წაგებისკენ უკრაინაში, ალბათ, უნდა ველოდოთ უფრო ფრთხილ განცხადებებს დასავლეთთან მიმართებით და უფრო მკაცრს - რუსეთთან მიმართებით. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩინეთი რუსეთს ფარულად მაინც ეხმარება, რადგან რუსეთის უკიდურესი დასუსტება ნიშნავს, რომ ჩინეთი ერთი-ერთზე აღმოჩნდება დასავლეთთან. ამიტომაც, ალბათ, არ აწყობს რუსეთის დამარცხება“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.  სი ძინპინი ბაიდენს: როგორც დიდი ქვეყნების ლიდერებმა, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ სწორი კურსი დიდი ოცეულის სამიტზე მისი არჩასვლაც სისუსტედ აღიქმება? ამ შეკითხვის საპასუხოდ, თორკინე შარაშენიძე ამბობს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის არჩასვლა, გასაგებია, რადგან ის ყოველთვის ერიდება გამოჩენას ისეთ ფორუმებზე, როდესაც რუსეთის პოზიციები დასუსტებულია. „ეს შეხვედრა რომ მაისში ყოფილიყო, ჩავიდოდა, რადგან რუსეთს მაშინ რაღაც „წარმატებები“ ჰქონდა უკრაინის ფრონტზე. როდესაც წარუმატებლობის პერიოდი აქვს, ყველგან ლავროვს გზავნის. ასე იყო მაგალითად, სტამბოლში, NATO-ს სამიტზე, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე, ბულგარეთი და რუმინეთი მიიღეს NATO-ში. მაშინაც ლავროვი გაუშვა სამიტზე და თვითონ არ წავიდა“, - განუცახად Europetime-ს თორნიკე შარაშენიძემ. შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეხვედრა ინდონეზიაში, ბალიზე, 14 ნოემბერს, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართეს. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის კონკურენცია, კონფლიქტში არ უნდა გადაუზარდოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა უნდა მართონ ეს კონკურენცია პასუხისმგებლობით, ამასთან, შეინარჩუნონ კომუნიკაციის ღია ხაზები. ბაიდენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა უნდა იმუშაონ ტრანსნაციონალური გამოწვევების გადასაჭრელად, როგორიცაა, კლიმატის ცვლილება, გლობალური მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ჯანდაცვის უსაფრთხოება და გლობალური სასურსათო უსაფრთხოება, რასაც მისი თქმით, მოელის საერთაშორისო საზოგადოება. ბაიდენმა გამოთქვა შეშფოთება სინძიანში, ტიბეტსა და ჰონგ კონგში ადამიანის უფლებების საკითხის გარშემო. ტაივანთან დაკავშირებით , აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ ერთიანი ჩინეთის პოლიტიკა არ შეცვლილა. ორმა ლიდერმა აზრები გაცვალა მთავარ რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე. თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტმა ბაიდენმა წამოწია ისეთი საკითხი, როგორიცაა, „რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ“. პრეზიდენტებმა გაიმეროეს თავიანთი პოზიცია, რომ ბირთვული ომი მომგებიანი ვერ იქნება. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ჩინეთს, დისკუსიების გაგრძელების მიზნით ეწვევა. ასევე წაიკითხეთ ენტონი ბლინკენი: აშშ მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად ჩინეთს მიიჩნევს ენტონი ბლინკენმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის აგრესიის დაგმობისკენ მოუწოდა თავის მხრივ, ჩინური მხარის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ქვეყნები უნდა გაუმკლავდნენ უპრეცედენტო გამოწვევებს და გამოიყენონ უპრეცედენტო შესაძლებლობები. მისივე თქმით, ჩინეთისა და შეერთებული შტატების წარმატებები ერთმანეთისთვის შესაძლებლობებია და არა გამოწვევები. „სამყარო საკმარისად დიდია იმისთვის, რომ ორივე ქვეყანა განვითარდეს და აყვავდეს. ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს ერთმანეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკისა და სტრატეგიული ზრახვების სწორი აღქმა. ურთიერთქმედება უნდა განისაზღვროს დიალოგით და მომგებიანი თანამშრომლობით და არა დაპირისპირებით“, - განაცხადა სი ძინპინმა.  ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს.

ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბალიზე, G20-ის სამიტზე ვიზიტისას, განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთში აფეთქდა, სავარაუდოდ, რუსეთის ტერიტორიიდან არ იყო ნასროლი.   „არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რაც ამას ადასტურებს. არ მსურს ამაზე საუაბრი, სანამ სრულად არ გამოვიძიებთ, მაგრამ ტრაექტორიით ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის რუსეთიდან გაესროლათ. თუმცა, ვნახავთ“, - განაცახდა ბაიდენმა შეკითხვის საპასუხოდ, იყო თუ არა პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთიდან ნასროლი. მანამდე, პოლონეთისადმი მხარდამჭერი პირველი განცხადება ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გააკეთეს. NATO-ს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩავარდნის შესახებ ცნობებზე, ალიანსის გენმდივანმა პირველი კომენტარი პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლონეთმა მსხვერპლისა და აფეთქების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა რა მოხდა კონკრეტულად, ვარშავას ოფიციალურად არ განუცხადებია და რუსული რაკეტების შესახებ, არც მედიაში გავრცელებული თავდაპირველი ცნობები დაუდასტურებია. ცნობისათვის, NATO-ს მე-4 მუხლი ბოლოს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამოქმედდა. ალიანსის ისტორიაში, მე-4 მუხლი სულ შვიდჯერ გამოიყენეს. უფრო ადრე მისი ამოქმედება თურქეთმა მოითხოვა.   

დიდთოვლობის გამო ბაიდენმა, ნიუ-იორკის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ძლიერი თოვლისა და ქარბუქის გამო, აშშ-ის შტატ ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სტიქიის წინააღმდეგ საბრძოლველად თანხების გამოყოფის ბრძანება გასცა. ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „წუხელ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნიუ-იორკის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 18 ნოემბრიდან ნიუ-იორკის შტატში გადაუღებლად თოვს და ქარბუქია. ჯო ბაიდენმა ასევე საგანგებო სიტუაციებისთვის, ფედერალური სამსახურებისთვის ფინანსური დახმარების გაცემა ბრძანა“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.  

აშშ უკრაინას დამატებით $400 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუწევს

23 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, რომ უკრაინას $400 მილიონის სამხედრო დახმარება გამოუყოს. ამის შესახებ უკრაინული მედია, თეთრი სახლზე დაყრდნობით წერს.  „მე ვმართავ სახელმწიფო მდივანს...რათა  გასცეს განკარგულება, რომ $400 მილიონი გამოყონ თავდაცვის ობიექტებისა და თავდაცვის დეპარტამენტის სერვისებისთვის, სამხედრო განათლებისა და წვრთნებისთვის. რათა ეს დაფინანასება დაეხმაროს უკრაინას და მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც აუცილებელია...“ - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ემანულ მაკრონი აშშ-ს ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც მას, სავარაუდოდ, ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიღებს, იტყობინება AFP. მაკრონის თვითმფრინავი ერთობლივ ბაზაზე ენდრიუსში, ვაშინგტონის მახლობლად დაეშვა, ის ორ დღეს გაატარებს აშშ-ის დედაქალაქში, სანამ ახალ ორლეანს ეწვევა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკრონის ვაშინგტონში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა „ინფლაციის შემცირების აქტი“ (IRA) იქნება. როგორც მოსალოდნელი იყო, მაკრონი შეეცდება დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი, შეარბილოს ეს კანონი, რომელიც, მისი თქმით, ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ნორმებს და „არამეგობრულია“. ორი ლიდერის მოლაპარაკებები ასევე ეხება ევროპაში გასაყიდი ამერიკული ბუნებრივი აირის ფასებს და ჩინეთთან კონკურენციას. საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში პარასკევს დასრულდება.  

მაკრონი ბაიდენს: როდესაც ომი უბრუნდება ევროპულ მიწას, ჩვენ კვლავ უნდა გავხდეთ „იარაღის ძმები“

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ში ვიზიტით იმყოფება. The Guardian-ი საფრანგეთის პრეზიდენტს ციტირებს და წერს, რომ ემანუელ მაკრონმა უპასუხა ბაიდენის რეპლიკას იმის შესახებ, რომ აშშ-მ და საფრანგეთმა ერთად გაატარეს მრავალსაუკუნოვანი კურსი მსოფლიო თავისუფლებებისთვის. „ჩვენ ვალდებულნი ვართ ამ საერთო ისტორიის წინაშე. როდესაც ომი უბრუნდება ევროპულ ნიადაგს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და მრავალი კრიზისის ფონზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნები და საზოგადოება აწყდებიან, ჩვენ კვლავ უნდა გავხდეთ „იარაღის ძმები“. ძმობის ამ სულისკვეთებამ უნდა მოგვცეს საშუალება, ვაშენოთ ამბიციების და იმედის დღის წესრიგი, რადგან ჩვენი ორი ქვეყანა იზიარებს ერთნაირ რწმენას თავისუფლების, დემოკრატიული ღირებულებების, განათლებისა და პროგრესის“, - აღნიშნა მაკრონმა.

აშშ და საფრანგეთი უკრაინას პირდაპირ საბიუჯეტო მხარდაჭერას ჰპირდებიან

საფრანგეთი და შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს. როგორც ცნობილია, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. „ბაიდენი და მაკრონი ადასტურებენ თავიანთი ქვეყნების მუდმივ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, მათ შორის პოლიტიკური, უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება გაეწევა უკრაინას იმდე ხანს, რამდენიც დასჭირდება“, - ნათქვამია განცხადებაში. მისივე თანამად, დახმარება მოიცავს მნიშვნელოვანი რესურსების მიწოდებას ზამთრის განმავლობაში უკრაინის სამოქალაქო მდგრადობის მხარდასაჭერად, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და აღჭურვილობის მიწოდების გაძლიერებას. მაკრონი ბაიდენს: როდესაც ომი უბრუნდება ევროპულ მიწას, ჩვენ კვლავ უნდა გავხდეთ „იარაღის ძმები“ „აშშ და საფრანგეთი ასევე აპირებენ, გააგრძელონ უკრაინის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა და მოუწოდონ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, გააფართოონ კიევისადმი ფინანსური მხარდაჭერა“, - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, პარიზი და ვაშინგტონი პირობას დებენ, რომ რუსეთს დაეკისრება პასუხისგმგებლობა ფართოდ დოკუმენტირებული ომის დანაშაულებისთვის. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ბაიდენმა განმარტა, რა შემთხვევაშია მზად პუტინთან სასაუბროდ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში პუტინის ქმედებებს ავადმყოფურს უწოდებს და ამბობს, რომ მზადაა მასთან სასაუბროდ, თუ პუტინს ომის დასრულება სურს. ჯო ბაიდენის ამ განცხადებას CNN ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტი, ომის დასასრულებლად ერთადერთ რაციონალურ გზად, რუსეთის ჯარის უკრაინიდან გაყვანას მიიჩნევს. „მაგრამ როგორც ჩანს, პუტინი ამის გაკეთებას არ აპირებს. ის ამის გამო ძალიან მძიმე ფასს იხდის. ის წარმოუდგენელ სასაკლაოს აწყობს უკრაინაში. ბომბავს საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, ბავშვთა სახლებს“, - აღნიშნავს ბაიდენი. ჯო ბაიდენის თქმით, მის უახლოეს გეგმებში არ შედის პუტინთან კონტაქტი, თუმცა ის მზადაა სალაპარაკოდ რუსეთის ლიდერთან, თუ პუტინი დაინტერესებულია და გადაწყვეტილი აქვს, მოძებნოს გზა ომის დასასრულებლად. „თუ ასე მოხდება, ჩემს ფრანგ და NATO-ელ მეგობრებთან კონსულტაციების შემდეგ, მოხარული ვიქნები, დავჯდე პუტინთან ერთად და გავიგო, რა სურს მას, რას ფიქრობს. მას ეს ჯერ არ გაუკეთებია. ამავე დროს, აბსოლუტურდ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა“, - განაცხადა ბაიდენმა. საფრანგეთი და შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს. როგორც ცნობილია, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. „ბაიდენი და მაკრონი ადასტურებენ თავიანთი ქვეყნების მუდმივ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, მათ შორის პოლიტიკური, უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება გაეწევა უკრაინას იმდე ხანს, რამდენიც დასჭირდება“, - ნათქვამია განცხადებაში. მისივე თანამად, დახმარება მოიცავს მნიშვნელოვანი რესურსების მიწოდებას ზამთრის განმავლობაში უკრაინის სამოქალაქო მდგრადობის მხარდასაჭერად, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და აღჭურვილობის მიწოდების გაძლიერებას. მაკრონი ბაიდენს: როდესაც ომი უბრუნდება ევროპულ მიწას, ჩვენ კვლავ უნდა გავხდეთ „იარაღის ძმები“ „აშშ და საფრანგეთი ასევე აპირებენ, გააგრძელონ უკრაინის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა და მოუწოდონ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, გააფართოონ კიევისადმი ფინანსური მხარდაჭერა“, - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, პარიზი და ვაშინგტონი პირობას დებენ, რომ რუსეთს დაეკისრება პასუხისგმგებლობა ფართოდ დოკუმენტირებული ომის დანაშაულებისთვის. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ბაიდენი ზელენსკის მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა

შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს, რადგან რუსეთი აგრძელებს აგრესიას ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარს ეძღვნება.  განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაიდენი მიესალმა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებულ ღიაობას სამართლიანი მშვიდობისთვის, რომელიც დაფუძნებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში მოცემულ ფუნდამენტურ პრინციპებზე. „ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ვალდებულება გააგრძელოს უკრაინის უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, ასევე, პასუხისმგებლობის დაკისრება რუსეთისთვის მის მიერ ჩადენულ დანაშაულებსა და სისასტიკეებზე“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-სთვის პრიორიტეტულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. როგორც ცნობილია, 11 დეკემბერს, გვიან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას, G7-ის მომავალი სამიტის წინ პოზიციების კოორდინირება მოახდინეს.

ჯო ბაიდენი: აშშ უკრაინაში ჯარისკაცებს არ გააგზავნის, თუმცა გააგრძელებს დახმარებას

აშშ არ გაგზავნის სამხედროებს უკრაინაში, თუმცა გააგრძელებს დახმარების გაგზავნას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა. "გავაგზავნით თუ არა ჩვენს სამხედროებს უკრაინაში? არა, ჩვენ გავაგზავნით მასალებს, როგორც აქამდე, მილიონობით დოლარის ღირებულების“", - განაცხადა ბაიდენმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას იცავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას იცავს. „ამ მომენტამდე გზა ხანგრძლივი იყო, თუმცა ისინი, ვისაც თანასწორობისა და სამართლოანობის სჯერა, არასდროს ნებდებოდნენ“, - განაცხადა ბაიდენმა. ხელის მოწერის ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა და მას ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერები და ასევე ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: მივემგზავრები აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობები

მივემგზავრები აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის მედეგობა და თავდაცვის შესაძლებლობები, - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტს ადასტურებს. CNN: ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს აშშ-ში ჩავა და ჯო ბაიდენს შეხვდება „მივემგზავრები აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის მედეგობა და თავდაცვის შესაძლებლობები. კერძოდ, ჯო ბაიდენი და მე განვიხილავთ უკრაინასა და აშშ-ის შორის თანამშრომლობას. ასევე სიტყვით გამოვალ კონგრესის სხდომაზე და არაერთ ორმხრივ შეხვედრას გავმართავ”, - წერს ზელენსკი “ტვიტერზე”. როგორც ცვნობილია, ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდება. ამასთან, დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კონგრესის ერთობლივ სესიაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტი ბაიდენთან შეხვედრის გარდა მოიცავს კომუნიკაცას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან. ამასთან, წყარო CNN-ს ეუბნება, რომ ვიზიტის დროს ბაიდენი გამოაცხადებს დამატებით 1,8 მილიარდი დოლარის დახმარებას უკრაინისთვის.  

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს აშშ-ში ჩავა და ჯო ბაიდენს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს აშშ-ში, ვაშინგტონში ჩასვლას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ზელენსკი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდება. დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კონგრესის ერთობლივ სესიაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტი ასევე მოიცავს კომუნიკაცას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან. ვიზიტის დროს ბაიდენი უკრაინისთვის დამატებით, 1,8 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების შესახებ გამოაცხადებს.  

ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა, სადაც ჯო ბაიდენს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა, სადაც ჯო ბაიდენს შეხვდება. BBC: ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონშია ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრი სახლის კართან შეხვდა. ფოტოსესიის შემდეგ თეთრ სახლში პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო.   მედიის ცნობით, შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კონგრესის ერთობლივ სესიაზე. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი უკრაინისთვის უსაფრთხოების ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადებს. აშშ-მ უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ, $19,3 მილიარდზე მეტი მოცულობის უსაფრთხოების დახმარება გამოუყო.  

უკრაინელმა სამხედრომ ბაიდენს საკუთარი ჯილდო გაუგზავნა, რომელიც მას ზელენსკიმ გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკრაინელი სამხედროსგან საჩუქარი გადასცა, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტს თავისი ჯილდო და წერილი ბახმუტიდან გაუგზავნა. ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა, სადაც ჯო ბაიდენს შეხვდება ინფორმაციას Reuters-ის ჟურნალისტი სტივ ჰოლანდი Twitter-ზე ავრცელებს.  „ამ ჯიდლოს არ ვიმსახურებ, მაგრამ მადლობელი ვარ“, - განაცხადა ბაიდენმა. ორი ქვეყნის პრეზიდენტის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მიმდინარეობს. 2-საათიანი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.   

ბაიდენი ზელენსკის: თქვენ აშშ-ში წლის ადამიანი ხართ

„პრეზიდენტო ზელენსკი, აშშ დგას უკრაინის შესანიშნავი ხალხის გვერდით. ჩვენ აქ გვაქვს ასეთი წესი, რომ TIME-ის ჟურნალი წელიწადში ერთხელ ირჩევს წლის ადამიანს, თქვენ აშშ-ში წლის ადამიანი ხართ“, - ამის შესახებ ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში შეხვედრისას ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა.   ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა, სადაც ჯო ბაიდენს შეხვდება უკრაინელმა სამხედრომ ბაიდენს საკუთარი ჯილდო გაუგზავნა, რომელიც მას ზელენსკიმ გადასცა ორი ქვეყნის პრეზიდენტის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მიმდინარეობს. 2-საათიანი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.  Financial Times-მა ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა  

Patriot-ის თავდაცვის კომპლექსების გადმოცემა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის თავზე საჰაერო ფარის შესაქმნელად - ზელენსკი

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის Patriot-ის თავდაცვის კომპლექსების მიწოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის თავზე საჰაერო ფარის შესაქმნელად. ჯო ბაიდენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის თავდაცვის სისტემებს გადასცემს ამის შესახებ ზელენსკიმ ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  „ეს (პატრიოტი - რედ.) მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის საჰაერო ფარის შესაქმნელად", - თქვა ზელენსკიმ. მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის.  თეთრ სახლში ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში 21 ნოემბერს ჩავიდა. 24 თებერვლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა, როცა ზელენსკიმ უკრაინა დატოვა და უცხო ქვეყანაში გაემგზავრა.  

ჯო ბაიდენი: ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით ვიდრე უკრაინა იარსებებს

„ჩვენ მივცემთ უკრაინას იმას, რაც სჭირდება ბრძოლის ველზე თავდაცვისთვის და წარმატების მისაღწევად", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ჯო ბაიდენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის თავდაცვის სისტემებს გადასცემს ბაიდენის თქმით, მან მრავალი საათი დაუთმო ევროპელ პარტნიორებს უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობის დასამტკიცებლად. და ამავე დროს, აღნიშნა რომ არ სურდა NATO-რუსეთის პირდაპირი დაპირისპირების დაწყება და მესამე მსოფლიო ომი. „ბატონო პრეზიდენტო, არ ინერვიულოთ, ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, ვიდრე უკრაინა იარსებებს“, - განაცხადა ბაიდენმა და დაასრულა პრესკონფერენცია. თეთრ სახლში ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში 21 ნოემბერს ჩავიდა. 24 თებერვლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა, როცა ზელენსკიმ უკრაინა დატოვა და უცხო ქვეყანაში გაემგზავრა.  

ჯო ბაიდენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის თავდაცვის სისტემებს გადასცემს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 1,8 მილაირდი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის, რომელიც Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემებს მოიცავს.  აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცახდა, რომ მისი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან 300-დღიანი ომის შემდეგ შედგა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაზე „სასტიკ შეტევებს აძლიერებს". აშშ-ის პრეზიდენტმა მსგავს ქმედებებს შემზარავი უწოდა და აღნიშნა, რომ „მოსკოვი ზამთარს იარაღად იყენებს“. ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მხარდაჭერა, რომელსაც შეერთებული შტატები უკრაინას უწევს კონფლიქტის დროს მნიშვნელოვანია. მან ასევე განაცხადა, რომ დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც უკრაინის დახმარების მომხრეები არიან. ბაიდენმა განაცხადა, რომ „განსაკუთრებით სასიამოვნოა“ ვოლოდიმერ ზელენსკისთან პირადად შეხვედრა და ერთმანეთისთვის „თვალებში ჩახედვა“. თეთრ სახლში ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია მიმდინარეობს.  უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში 21 ნოემბერს ჩავიდა. 24 თებერვლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა, როცა ზელენსკიმ უკრაინა დატოვა და უცხო ქვეყანაში გაემგზავრა.  

ბაიდენი: რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ ჩვენ მაინც დაგვჭირდება პუტინთან საუბარი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, პუტინთან მოლაპარაკების გარეშე არ დასრულდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, თვლი თუ არა რომელიმე უცხო ლიდერს მტრად, დიალოგი კვლავ რჩება საერთაშორისო პოლიტიკის საფუძვლად. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. ჯო ბაიდენმა გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის ლიდერი ომს წააგებს. „პრეზიდენტი ზელენსკი და მე, ორი ქვეყანა გაერთიანებულნი ვართ, რათა დავრწმუნდეთ, რომ პუტინი ვერ შეძლებს წარმატების მიღწევას, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის მხარდაჭერა გაგრძელდება, ვიდრე კიევი რუსეთის ძალებს უკრანიდან არ განდევნის - პოლ გობლი ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის ჯამურმა დახმარებამ უკრაინისთვის, 21,9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.  

ბაიდენი ზელენსკის: არასდროს იქნებით მარტო, ყველამ ვიცით, რა დევს სასწორზე

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მისმა შეხვედრამ მნიშვნელოვანი გზავნილი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. ამის შესახებ მან უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „მისთვის (პუტინისთვის) და ყველა დანარჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის ხილვა, რომ მე და პრეზიდენტი ზელენსკი გაერთიანებულნი ვართ, ორი ქვეყანა ერთად ვდგავართ, რათა უზრუნველვყოთ, რომ პუტინმა წარმატებას ვერ მიაღწიოს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. „თქვენ არასდროს იქნებით მარტო,“ - მიმართა ბაიდენმა ზელენსკის. ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩრდილიატლანტიკური ალიანსი და ევროკავშირის ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში. „არასდროს მინახავს NATO და ევროკავშირი ასეთი ერთიანი არაფერში და ვერ ვხედავ ამ კუთხით რაიმე ცვლილების ნიშანს. ყველამ ვიცით, რა არის აქ სასწორზე, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა მით უმეტეს. არასოდეს გვინახავს ასეთი დიდი შეჭრა ევროპულ ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ისინი ვერ ხედავენ ნიშნებს, რომ პუტინი აპირებს, რაიმე შეცვალოს, თუ ჩვენ წინააღმდეგობას არ გავუწევთ და არ დავეხმარებით უკრაინელებს წინააღმდეგობის გაწევაში. ჩვენ ყველამ ვიცით, რა არის სასწორზე. სუვერენიტეტის იდეა, გაეროს წესდება“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა თავდაცვის 858 მლრდ-იან ბიუჯეტს მოაწერა ხელი, საიდანაც უკრაინისთვის 800 მილიონია გამოყოფილი

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2023 წლისთვის რეკორდულ, 858 მილიარდიან თავდაცვის ბიუჯეტს მოაწერა ხელი, სადაც უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარია გამოყოფილი.  ბაიდენი ზელენსკის: არასდროს იქნებით მარტო, ყველამ ვიცით, რა დევს სასწორზე ბაიდენი: რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ ჩვენ მაინც დაგვჭირდება პუტინთან საუბარი "თავდაცვის ბიუჯეტში 45 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ჩადეს, ვიდრე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მათ თავდაპირველად სთავაზობდა. ბიუჯეტი ითვალისწინებს ამერიკელი სამხედროებისთვის ანაზღაურების გაზრდას, იარაღის შესყიდვების დაფინანსებას, ტაივანის დახმარებას, რომელსაც ჩინეთი ემუქრება, და 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად" - წერია თეთრი სახლის განცხადებაში. აშშ-ის მხარდაჭერა გაგრძელდება, ვიდრე კიევი რუსეთის ძალებს უკრანიდან არ განდევნის - პოლ გობლი ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის ჯამურმა დახმარებამ ამ ეტაპისთვის უკრაინისთვის, 21,9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.  

ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 2023 წლის ბიუჯეტს, რომელიც საქართველოსთვის დახმარების გამოყოფასაც ითვალისწინებს

ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა შეერთებული შტატების 2023 ფისკალური წლის ბიუჯეტს. დოკუმენტში შედის უკრაინის მრავალმილიარდიანი დახმარება. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან ხელი მოაწერა „ორპარტიულ ყოვლისმომცველ კანონპროექტს, რომელიც ისტორიული პროგრესის ერთ წელს დაასრულებს". „ბიუჯეტში გათვალისწინებულია ინვესტიციები სამედიცინო კვლევებში, უსაფრთხოებაში, ვეტერანთა ჯანდაცვაში. ასევე ბიუჯეტი ითვალისწინებს ხარჯებს კატასტროფების დროს დახმარებისთვის, თანხებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად და კრიტიკულ დახმარებას უკრაინისთვის“, - თქვა ჯო ბიდენმა. ბიუჯეტიდან აშშ-ის მთავრობა სექტემბრის ბოლომდე 1,7 ტრილიონ აშშ დოლარს მიიღებს, მათ შორის 858 მილიარდი დოლარი დაიხარჯება თავდაცვის საჭიროებისთვის და 45 მილიარდი დოლარი უკრაინის დახმარებისთვის. აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტიდან 132 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას მიიღებს საქართველო.  

ბაიდენი: პუტინი მზად იყო, 25 დეკემბერს და ახალ წელს დაებომბა საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და ეკლესიები

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეფასებით, რუსეთს „დროებითი ზავით“ დროის მოგება და ძალების გადაჯგუფება სურს. მის კომენტარს უკრაინული მედია ავრცელებს. „ის მზად იყო, დაებომბა საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და ეკლესიები 25 დეკემბერს და ახალ წელს. ვგულისხმობ იმას, რომ პუტინი, უბრალოდ, ჟანგბადის პოვნას ცდილობს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ უკანონო მიგრაციის სამართავად ახალი ზომები გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს რამდენიმე ზომის სესახებ გამოაცხადა, რომლელიც უსაბუთო მიგრანტების შეერთებულ შტატებში მექსიკიდან შემოდინების შეჩერებაზეა ორიენტირებული. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ წერს.  ზოგიერთი ზომა ვენესუელა, ნიკარაგუა, კუბიდან და ჰაიტიდან ამერიკაში ლეგალური გზით შემოსვლის საშუალებას თვეში 30 000-მდე ადამიანს მისცემს. „პრეზიდენტის ინიციატივა საზღვრის დაცვის უწყებებს გაუადვილებს მიგრანტების ნაკადის სწრაფ მართვას და მათ საზღვრის მეორე მხარეს დაბრუნებას. ის ასევე ისახავს მიზნად მესამე ქვეყნებთან აღადგინოს შეთანხმებები, რომლის თანახმადაც ისინი შეერთებული შტატებისკენ მომავალ თავშესაფრის მაძიებლებს სთხოვენ იმის დადასტურებას, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა მათთავის უსაფრთხო თავშესაფრის უზრუნველყოფა ვერ შეძლეს. თუმცა, დასახელებულ ოთხ ქვეყანაში ადამიანებს უფლება ექნებათ მიმართონ შეერთებულ შტატებს ქვეყანაში ლეგალური შემოსვლის ნებართვისთვის, ჰუმანიტარული პირობით. ასეთი პირობა ამჟამად ავღანეთიდან და უკრაინიდან ამერიკაში ზოგიერთი ლტოლვილის მისაღებად გამოიყენება. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ეს იქნება ერთგვარი გეგმა, რომელიც მიგრანტებს ლეგალურად შემოუშვებს შეერთებულ შტატებში მოწესრიგებული და უსაფრთხო გზით. იმიგრაციის დამცველებმა განაცხადეს, რომ ეს პოლიტიკა არასათანადოდ ზღუდავს თავშესაფრის უფლებას, რომელიც გარანტირებულია აშშ-სა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით“, - წერს გამოცემა.   

ჯო ბაიდენი მის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენასთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია. ბაიდენი ამბობს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა მექსიკისა და კანადის ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „არ ვიცი, რა წერია დოკუმენტებში“, - განაცხადა ბაიდენმა და მიუთითა, რომ მისმა ადვოკატებმა მას ურჩიეს, არ ესაუბრა შინაარსზე. საუბარია ბაიდენის ვიცეპრეზიდენტობის დროინდელ მასალებზე, რომლებიც პოტენციურად კონფიდენციალური ან საიდუმლო შეიძლება, იყოს. CNN იუწყება, რომ 10 საიდუმლო ფაილში შედის აშშ-ის დაზვერვის მემორანდუმი და მოხსენებები, რომელიც მოიცავს უკრაინას, ირანს და გაერთიანებულ სამეფოს.  

ბაიდენის საიდუმლო დოკუმენტების საქმეს სპეციალური პროკურორი გამოიძიებს

გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ სპეციალური პროკურორი დანიშნა, რათა ბაიდენის ოფისსა და სახლში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენის საქმე გამოიძიოს. კერძოდ, გამოძიებას უხელმძღვანელებს პროკურორი რობერტ ჰარი, რომელიც ადრე აშშ-ის ოლქის პროკურორადაც მსახურობდა. მანამდე, თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ დელავერში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახლში გასაიდუმლოებული საბუთები აღმოჩინეს. გასაიდუმლოებული საბუთების მეორე კომპლექტი პრეზიდენტ ბაიდენის იურისტებმა დელავერის შტატ ქალაქ ვილმინგტონში, ავტოფარეხში იპოვეს. მსგავსი ფაილები აღმოაჩინეს ვაშინგტონის ოფისის თანაშემწეებმა, რომელსაც ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის შემდეგ იყენებდა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია. ბაიდენი ამბობს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს. საუბარია ბაიდენის ვიცეპრეზიდენტობის დროინდელ მასალებზე, რომლებიც პოტენციურად კონფიდენციალური ან საიდუმლო შეიძლება, იყოს. CNN იუწყება, რომ 10 საიდუმლო ფაილში შედის აშშ-ის დაზვერვის მემორანდუმი და მოხსენებები, რომლებიც მოიცავს უკრაინას, ირანს და გაერთიანებულ სამეფოს.  

მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს და ამერიკელ ხალხს უკრაინისთვის 2.5 მილიარდი ღირებულების დახმარების პაკეტის გამოყოფისთვის - ზელენსკი

მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს და ამერიკელ ხალხს უკრაინისთვის 2.5 მილიარდი ღირებულების დახმარების პაკეტის გამოყოფისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.  აშშ-მ უკრაინას $2,5 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო „მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს კიდევ ერთი ძლიერი, 2.5 მილიარდი ღირებულების დახმარების პაკეტის გამოყოფისთვის. Stryker-ის ჯავშანმანქანები, კიდევ მერი Bradley-ს საბრძოლო მანქანები, Avenger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები მნიშვნელოვანი დახმარებაა აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში. მადლობა ამერიკელ ხალხს ურყევი მხარდაჭერისთვის!”- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჯო ბაიდენი 24 თებერვალს შესაძლოა, ევროპას ეწვიოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ერთი წლისთავთან დაკავშირებით, ევროპაში ვიზიტს განიხილავს. ამის შესახებ CNN-ს ადმინისტრაციის ორმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა. დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი სავარაუდოდ, პოლონეთში ჩავა. პოლონეთი NATO-ს მთავარი მოკავშირეა, სადაც ამერიკელი სამხედროები უკრაინელ ჯარისკაცებსაც ამზადებენ.  

FBI დელავერში, პრეზიდენტ ბაიდენის სახლში ჩხრეკას ატარებს

FBI პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახლს დელავერში საიდუმლო დოკუმენტების გამოძიების ფარგლებში ჩხრეკს. ინფორმციას BBC ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. ადვოკატმა განმარტა, რომ ჩხრეკა დაგეგმილი იყო და მას პრეზიდენტიც ემხრობა.  „დღეს, პრეზიდენტის სრული თანხმობითა და თანამშრომლობით, იუსტიციის დეპარტამენტი ატარებს ჩხრეკას მის სახლში დელავერის შტატში“, - თქვა ბობ ბაუერმა, პრეზიდენტ ბაიდენის ადვოკატმა.  სახლთან რამდენიმე შავი მანქანა შენიშნეს. ეს მესამე ადგილია, სადაც FBI ამ საქმეზე საგამოძიებო საქმიანობას აწარმოებს. მანამდე სააგენტოს წარმომადგენლებმა გაჩხრიკეს ბაიდენის რეზიდენცია ვილმინგტონში, ასევე დიპლომატიის და გლობალური ჩართულობის ცენტრი, რომელიც მის სახელს ატარებს. 10 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, მისი სახელობის დიპლომატიის და გლობალური ჩართულობის ცენტრში, ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდის რამდენიმე საიდუმლო დოკუმენტის აღმოჩენის შესახებ.  ინსტიტუტი 2018 წელს გაიხსნა, საპრეზიდენტო ნომინაციამდე ამ შენობაში თავად ბაიდენი მუშაობდა.  

ჯო ბაიდენი: თუ ჩინეთი დაემუქრება ჩვენს სუვერენიტეტს, ვიმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ ჩინეთი დაემუქრება შეერთებული შტატების სუვერენიტეტს, აშშ იმოქმედებს. ჯო ბაიდენის თქმით, ჩინეთთან კონკურენციაში გამარჯვებამ ყველა უნდა გააერთიანოს, რადგან მთელი მსოფლიო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. „მზად ვარ, ვიმუშაო ჩინეთთან, სადაც ჩვენ შევძლებთ ამერიკის ინტერესების წინ წაწევას და მსოფლიოსთვის სარგებელის მოტანას, მაგრამ თუ ჩინეთი დაემუქრება ჩვენს სუვერენიტეტს, ვიმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად, და ჩვენ ეს გავაკეთეთ“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.  

ჯო ბაიდენი 20-22 თებერვალს პოლონეთს ეწვევა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 20-22 თებერვალს პოლონეთს ეწვევა, - ინფორმაციას მედია საშუალებები თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებენ. „მას სურს ისაუბროს უკრაინის მხარდასაჭერად ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო თანამეგობრობის მერ გამოჩენილი სიმტკიცისა და ერთიანობის მნიშვნელობაზე“, - განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურა წარადგინა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი წარადგინა.  ინფორმაცია თეთრი სახლის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. რობინ დანიგენი ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს. 2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე მუშაობდა ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილედ. დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტს 1992 წელს შეუერთდა. ის 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. დანიგანი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. დანიგანი „ეროვნული ომის კოლეჯის“ წარჩინებული კურსდამთავრებულია, სადაც სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო. რობინ დანიგანი ფლობს მეცნიერების მაგისტრის ხარისხს ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. საუბრობს ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებზე. საქართველოში ამჟამად კელი დეგნანი მუშაობს აშშ-ის ელჩად.  კელი დეგნანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც თბილისში სამი წლის წინ, 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა.  

ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევშია. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ადასტურებს. ეს ბაიდენის პირველი ვიზიტია კიევში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. „ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას“, - განაცხადა ბაიდენმა. სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა ბაიდენის კიევში ჩასვლის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ჯო ბაიდენმა კიევი დატოვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევი დატოვა. ჯო ბაიდენის გზავნილები კიევიდან პრეზიდენტი კიევში ადგილობრივი დროით 08:00 საათზე ჩავიდა. ჯო ბაიდენი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჯო ბაიდენი კიევში პირველად ჩავიდა და ეს ვიზიტი იმართება შეჭრის წლისთავამდე 4 დღით ადრე, როცა უკრაინა და მისი პარტნიორები რუსეთისგან მოსალოდნელ ახალ შეტევაზე საუბრობენ. „უკრაინელმა ხალხმა აჩვენა ის, რაც მანამდე ისტორიის განმავლობაში ცოტამ აჩვენა“, - თქვა ბაიდენმა კიევში. „კარგია კიევში დაბრუნება. ვფიქრობდი, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ არ ყოფილიყო არანაირი ეჭვი ამერიკის უკრაინისადმი მხარდაჭერაში. მიუხედავად იმ აზრთა სხვადასხვაობისა, რაც კონგრესში გვაქვს სხვადასხვა საკითხთან მიმართებით, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შეთანხმება უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ უკრაინის თავისუფლებაზე, ვსაუბრობთ თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უფრო ფართო მასშტაბით“, – განაგრძო აშშ-ის პრეზიდენტმა.  ბაიდენის თქმით, რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ კიევი არ დაცემულა: პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა იყო სუსტი, დასავლეთი კი – გაყოფილი. „თქვენ მითხარით, რომ არ იცოდით, როდის შევძლებდით ისევ საუბარს. ერთი წლის წინ, იმ ბნელ ღამეს მსოფლიო, ფაქტობრივად, ემზადებოდა კიევის დაცემისთვის. ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას. ამერიკა და მთელი მსოფლიო თქვენ გვერდით დგას. პუტინი ფიქრობდა, რომ ჩვენზე დიდხანს გაძლებდა. არ მგონია, რომ ახლაც იმავეს ფიქრობდეს. ის, უბრალოდ, შეცდა. ერთი წლის შემდეგ მტკიცებულება არის აქ, ამ ოთახში. ჩვენ აქ ერთად ვდგავართ“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ბაიდენი კიევში 20 თებერვალს, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და კიევის ცენტრს ეწვია. დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცებს პატივი მიაგო და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს შეხვდა. უკრაინიდან გამგზავრებამდე ბაიდენმა პრეზიდენტის რეზიდენციაში, მარიინსკის სასახლეში სტუმრების წიგნში ჩანაწერი დატოვა. „ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია, კვლავ ვწვეოდი კიევს უკრაინის თავისუფლებისმოყვარე ხალხის მიმართ სოლიდარობისა და მეგობრობის ნიშნად. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენი გამბედაობისა და ლიდერობის მიმართ. სლავა უკრაინა!“, - წერს ჯო ბაიდენი.  

ჯო ბაიდენის გზავნილები კიევიდან

ჯო ბაიდენი უკრაინის დედაქალაქში მერვედ იმყოფებოდა - ამ ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის ლიდერს გადასცა გზავნილი: „შეერთებული შტატები აქაა იმისთვის, რომ დარჩეს, ჩვენ არ დაგტოვებთ“. პუტინის სასტიკი და უსამართლო ომი შორს არის მოგებისგან, დამპყრობლური ომი მარცხდება პუტინს ეგონა, რომ უკრაინა სუსტი, ხოლო დასავლეთი გაყოფილი იყო - მას ეგონა, რომ ჩვენზე დიდხანს გაუძლებდა, მაგრამ ძალიან შეცდა „ერთი წლის შემდეგ კიევი დგას და უკრაინა დგას, დემოკრატია დგას, - ასეთი იყო 20 თებერვლის ისტორიული ვიზიტის პირველი გზავნილი კიევიდან, ომში მყოფი ქვეყნის დედაქალაქიდან - გზავნილი აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ეკუთვნის. საერთაშორისო მედია წერს, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მისი ვიზიტი დაანონსების გარეშე შედგა. ჯო ბაიდენს ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა, ერთობლივ პრესკონფერენციაზე კი, მორიგი $500 მილიონიანი სამხედრო დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჯო ბაიდენი კიევში პირველად ჩავიდა და ეს ვიზიტი იმართება შეჭრის წლისთავამდე 4 დღით ადრე, როცა უკრაინა და მისი პარტნიორები რუსეთისგან მოსალოდნელ ახალ შეტევაზე საუბრობენ. „უკრაინელმა ხალხმა აჩვენა ის, რაც მანამდე ისტორიის განმავლობაში ცოტამ აჩვენა“, - თქვა ბაიდენმა კიევში. „კარგია კიევში დაბრუნება. ვფიქრობდი, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ არ ყოფილიყო არანაირი ეჭვი ამერიკის უკრაინისადმი მხარდაჭერაში. მიუხედავად იმ აზრთა სხვადასხვაობისა, რაც კონგრესში გვაქვს სხვადასხვა საკითხთან მიმართებით, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შეთანხმება უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ უკრაინის თავისუფლებაზე, ვსაუბრობთ თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უფრო ფართო მასშტაბით“, – განაგრძო აშშ-ის პრეზიდენტმა.  ბაიდენის თქმით, რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ კიევი არ დაცემულა: პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა იყო სუსტი, დასავლეთი კი – გაყოფილი. „თქვენ მითხარით, რომ არ იცოდით, როდის შევძლებდით ისევ საუბარს. ერთი წლის წინ, იმ ბნელ ღამეს მსოფლიო, ფაქტობრივად, ემზადებოდა კიევის დაცემისთვის. ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას. ამერიკა და მთელი მსოფლიო თქვენ გვერდით დგას. პუტინი ფიქრობდა, რომ ჩვენზე დიდხანს გაძლებდა. არ მგონია, რომ ახლაც იმავეს ფიქრობდეს. ის, უბრალოდ, შეცდა. ერთი წლის შემდეგ მტკიცებულება არის აქ, ამ ოთახში. ჩვენ აქ ერთად ვდგავართ“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ბაიდენი კიევში 20 თებერვალს, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და კიევის ცენტრს ეწვია. დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცებს პატივი მიაგო და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს შეხვდა. უკრაინიდან გამგზავრებამდე ბაიდენმა პრეზიდენტის რეზიდენციაში, მარიინსკის სასახლეში სტუმრების წიგნში ჩანაწერი დატოვა. „ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია, კვლავ ვწვეოდი კიევს უკრაინის თავისუფლებისმოყვარე ხალხის მიმართ სოლიდარობისა და მეგობრობის ნიშნად. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენი გამბედაობისა და ლიდერობის მიმართ. სლავა უკრაინა!“, - წერს ჯო ბაიდენი. 20 თებერვალს, კიევში პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინისთვის ახალი მნიშვნელოვანი აღჭურვილობის გადაცემის შესახებ. ეს მხარდაჭერის პაკეტი მოიცავს საარტილერიო საბრძოლო მასალას, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებსა და საჰაერო მეთვალყურეობის რადარებს, რაც უკრაინელ ხალხს საჰაერო დაბომბვებისგან თავდაცვაში დაეხმარება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.

ბაიდენი აცხადებს, რომ NATO-ს 2024 წლის სამიტს აშშ უმასპინძლებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები მომავალი წლის NATO-ს სამიტს უმასპინძლებს. ინფორმაციას СNN ავრცელებს. „ჩვენ ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ისტორიაში უძლიერესი თავდაცვითი ალიანსის - NATO-ს 75 წლის იუბილეს“, - განაცხადა ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას. მან გაიმეორა აშშ-ის მხარდაჭერა NATO-ს მე-5 მუხლის მიმართ, ჯგუფის დამფუძნებელი პრინციპის მიმართ, რომ ერთ წევრზე თავდასხმა არის თავდასხმა ყველაზე. „შეერთებული შტატების ერთგულება ჩვენი ალიანსისა და მე-5 მუხლის მიმართ არის მყარი. იცის ეს NATO-ს ყველა წევრმა და რუსეთმაც: თავდასხმა ერთზე არის თავდასხმა ყველას წინააღმდეგ. ეს არის წმინდა ფიცი“, - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა რუს ხალხს მიმართა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უარყო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მტკიცება და განაცხადა, რომ დასავლეთი არ ცდილობს რუსეთის გაკონტროლებას. ბაიდენმა პოლონეთში გამოსვლისას რუს ხალხს სიტყვით მიმართა. „შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები არ ცდილობენ რუსეთის გაკონტროლებას ან განადგურებას. დასავლეთი არ გეგმავდა რუსეთზე თავდასხმას, როგორც ეს პუტინმა თქვა დღეს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ბაიდენმა გაიმეორა, რომ უკრაინამ უნდა დაიცვას თავი, ვიდრე პუტინი ირჩევს ომის გაგრძელებას, ხოლო პუტინს შეუძლია, დაასრულოს ომი.

ბაიდენი: პუტინს NATO-ს „ფინლანდიზაცია” სურდა, ამის ნაცვლად მიიღო ფინეთის „ნატოიზაცია”

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტის დროს, სამეფო ციხის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ "უკრაინა არასოდეს გაამარჯვებინებს. „თავისუფალი ადამიანები უარს ამბობენ უიმედო სამყაროში ცხოვრებაზე და თქვენ იცით, ეს იყო უჩვეულო წელი ყველა გაგებით“. რუსული ძალების და დაქირავებული ჯარების სისასტიკე... მათ ჩაიდინეს დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ბაიდენმა ვლადიმერ პუტინი სისასტიკეში დაადანაშაულა და თქვა, რომ მისი მცდელობა, დაემორჩილებინა სუვერენული ერი, წარმატებას ვერ აღწევს. CNN-ის ცნობით, ბაიდენმა პუტინი თავის გამოსვლაში ათჯერ ახსენა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მძიმე დღეების წინ არის, რადგან რუსეთი აგრძელებს თავის დაცვას რუსეთისგან. „დიქტატორი ვერასდროს ვერ შეძლებს ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვის დამარცხებას. უკრაინა არასდროს არ მისცემს გამარჯვებას რუსეთს. პუტინს NATO-ს „ფინლანდიზაცია” სურდა, ამის ნაცვლად ფინეთის „ნატოიზაცია” მიიღო”, - განაცხადა ბაიდენმა.  

ჯო ბაიდენი მაია სანდუს პოლონეთში შეხვდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამშაბათს ვარშავაში მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდა. ინფორმაციას CNN თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს. „შეხვედრის დროს ბაიდენმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მიმდინარე მხარდაჭერას, რათა „დაეხმაროს მოლდოვას, გააძლიეროს თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგრადობა, დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგების გამკლავების ჩათვლით“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. გარკვეული კონტექსტი: მოლდოვა, რომელიც უკრაინასა და რუმინეთს შორის მდებარეობს, ადრე საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა 1991 წელს, აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე „გაყინული კონფლიქტის“ ზონა გაჩნდა, მათ შორის მოლდოვის საზღვარზე უკრაინასთან, რომელიც ცნობილია როგორც დნესტრისპირეთი.  

ბაიდენის თქმით, პუტინის მიერ ბირთვული იარაღის ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერება „დიდი შეცდომაა“

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „დიდი შეცდომა" დაუშვა, როდესაც განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აჩერებს მონაწილეობას ახალი START-ის ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულებაში. ბაიდენმა მოკლე კომენტარი პოლონეთში, მედიასთან, ბუქარესტის 9 ჯგუფის შეხვედრის დროს გააკეთა.  ბუქარესტის ცხრა ჯგუფი 2015 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ჩამოყალიბდა და მასში შედიან ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი. რუსეთი აჩერებს მონაწილეობას რუსეთ-აშშ-ის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში  

სასწორზე უფრო მეტი დევს, ვიდრე მხოლოდ უკრაინა, ეს არის თავისუფლება - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ შეერთებული შტატების ერთგულება NATO-ს მიმართ, „წმინდაა“. „ჩვენ დავიცავთ NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“, - განაცხადა ბაიდენმა ვარშავაში. მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ის იცავს მის თავისუფლებას. „სასწორზე უფრო მეტი დევს, ვიდრე მხოლოდ უკრაინა, ეს არის თავისუფლება”, - ამბობს აშშ-ის ლიდერი.  

ბაიდენმა პოლონეთის დატოვებამდე უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა

თეთრი სახლის განცხადებით, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ლიდერებმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი „ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ხაზი გაუსვეს მათ ერთობლივ ვალდებულებას, რომ დადგებიან უკრაინელი ხალხის გვერდით რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ჯო ბაიდენმა და ევროპელმა ლიდერებმა განიხილეს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერებული თავდაცვითი პოზიცია და აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა შეერთებული შტატების მტკიცე ვალდებულება NATO-ს მე-5 მუხლის მიმართ. ისინი მოუთმენლად ელიან ალიანსის ერთიანობისა და კოლექტიური თავდაცვის შემდგომ გაძლიერებას NATO-ს სამიტზე ივლისში, ვილნიუსში. ბაიდენმა პოლონეთი ევროპაში 72-საათიანი მოგზაურობის შემდეგ დატოვა.  

კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩასული ბაიდენი უკრაინას $500 მილიონის დახმარებას დაჰპირდა

20 თებერვალს უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტის დროს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას დამატებით 500 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს. იუწყება CNN. დახმარების პაკეტი შედგება მეტი სამხედრო აღჭურვილობისგან, როგორიცაა ჯაველინები, ჰაუბიცები და საარტილერიო საბრძოლო მასალა. ბაიდენმა პრეზიდენტის სასახლეში ვიზიტის დროს, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის წინააღმდეგობის გაწევის ძალა შეაქო. „ერთი წლის შემდეგ კიევი დგას. უკრაინა დგას. დემოკრატია დგას", - თქვა ბაიდენმა. ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე შედგა.  

ბაიდენი პოლონეთში: მე ახლახან ჩამოვედი კიევიდან და შემიძლია ვთქვა, კიევი მტკიცედ დგას და რაც მთავარია, თავისუფალია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 21 თებერვალს ვარშავაში სიტყვით გამოვიდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავის წინ და კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის მხარდაჭერა კიევისადმი. „ერთი წლის წინ, მსოფლიო „ემზადებოდა“ კიევის დაცემისთვის. მე ახლახან ჩამოვედი კიევიდან და შემიძლია ვთქვა, რომ კიევი მტკიცედ დგას. კიევი ამაყობს და რაც მთავარია, ის თავისუფალია“, - განაცხადა ბაიდენმა CNN-ის ცნობით, სამეფო ციხის წინ შეკრებილი 30 000 ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსვლისას. ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთი არ დაიღალება უკრაინის მხარდაჭერით, რადგან NATO ახლა ისეთი ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გაიმეორა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგობის აუცილებლობა, რადგან „შეუძლებელია აგრესორის მადის დაკმაყოფილება“. „ავტოკრატებს მხოლოდ ერთი სიტყვა ესმით: არა. არა, არა. არა, თქვენ ვერ წაიღებთ ჩემს ქვეყანას. არა, თქვენ ვერ წამართმევთ ჩემს თავისუფლებას. არა, თქვენ ვერ წამართმევთ ჩემს მომავალს", - განაცხადა ბაიდენმა. კიევში მოულოდნელი ვიზიტიდან ერთი დღის შემდეგ, ბაიდენი ვარშავაში ჩავიდა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სხვა ლიდერებთან შესახვედრად. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 20 თებერვალს გამოაცხადა უკრაინისთვის 460 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გამოყოფის შესახებ.  

ბაიდენი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ლიდერებთან შეხვედრაზე: თქვენ ხართ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ფრონტის ხაზი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელც პოლონეთში გუშინ ჩავიდა უკრაინიდან, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ლიდერებს შეხვდა. სასწორზე უფრო მეტი დევს, ვიდრე მხოლოდ უკრაინა, ეს არის თავისუფლება - ჯო ბაიდენი „თქვენ ხართ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ფრონტის ხაზი და თქვენ უკეთ იცით, თუ რა არის ამ კონფლიქტის საფრთხე. არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ დემოკრატიების თავისუფლებისთვის მთელ ევროპასა და მთელ მსოფლიოში", - თქვა ბაიდენმა. მისივე თქმით, „მე-5 მუხლი არის წმინდა ვალდებულება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა აიღო. „ჩვენ დავიცავთ NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“, - განაცხადა ბაიდენმა.  

ჯო ბაიდენი: დიქტატორი, რომელიც იმპერიის აღდგენისკენ მიისწრაფვის, ვერასოდეს წაშლის ხალხის თავისუფლების სიყვარულს

სისასტიკე ვერასოდეს შეამცირებს თავისუფლების ნებას და უკრაინა არასოდეს იქნება გამარჯვება რუსეთისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი Twitter-ზე წერს. „დღეს, ერთი წლის შემდეგ, რაც ბომბებმა დაიწყო ცვენა, უკრაინა კვლავ დამოუკიდებელი და თავისუფალია. ხერსონიდან ხარკოვამდე - უკრაინელმა მებრძოლებმა დაიბრუნეს თავიანთი მიწა. და გასულ წელს რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ნახევარზე მეტზე უკრაინის დროშა კვლავ ამაყად ფრიალებს”, - წერს ბაიდენი Twitter-ზე. მისივე თქმით, დიქტატორი, რომელიც იმპერიის აღდგენისკენ მიისწრაფვის, ვერასოდეს წაშლის ხალხის თავისუფლების სიყვარულს. „დღეს გავიმეორებ იმას, რაც ვთქვი ერთი წლის წინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. დიქტატორი, რომელიც იმპერიის აღდგენისკენ მიისწრაფვის, ვერასოდეს წაშლის ხალხის თავისუფლების სიყვარულს. სისასტიკე ვერასოდეს შეამცირებს თავისუფლების ნებას და უკრაინა არასოდეს იქნება გამარჯვება რუსეთისთვის. არასდროს“, - წერს ბაიდენი Twitter-ზე.   ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.

ჩინეთის „სამშვიდობო გეგმა“ მხოლოდ რუსეთისთვისაა სასარგებლო - ბაიდენი

ჩინეთის „სამშვიდობო გეგმა“ მხოლოდ რუსეთისთვის არის სასარგებლო. ჩინეთი რუსეთს თუ იარაღს მიაწვდის, ჩვენ ვუპასუხებთ, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ABC-თან ინტერვიუში განაცხადა. WSJ: სი ძინპინი რუსეთში ვიზიტს გეგმავს „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ სანქციები დავაკისრეთ ყველას, ვინც ეს გააკეთა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ჯო ბაიდენი ჩინეთის სამშვიდობო გეგმაზე: თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება, ის კარგი იყოს?

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო გეგმა სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. „თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება ის კარგი იყოს?“, - ამბობს ბაიდენი. მან ასევე უარყო მოსაზრება, რომ ჩინეთი ომთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, ჩინეთს დაემუქრება იგივე მკაცრი სანქციები, როგორიც ნებისმიერ სხვა ქვეყანას ან სუბიექტს, რომლებიც რუსეთს იარაღს აწვდიან. ცნობისთვის, 24 თებერვალს ჩინეთმა უკრაინაში ომის დასრულების საკუთარი 12-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა იყოს გამოყენებული" და ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს. უფრო კონკრეტულად, ეს გეგმა მოიცავს ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას, ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას.  

ცნობილია, რაზე ისაუბრებენ ვაშინგტონში შეხვედრისას ოლაფ შოლცი და ჯო ბაიდენი

მხარეები უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას განიხილავენ და პოზიციებს შეაჯერებენ, - გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დღეს ვაშინგტონში ჩავა, სადაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. როგორც „როიტერი“ წერს, ლიდერების მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება უკრაინაში მიმდინარე ომი, ასევე ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და ჩინეთიდან მომავალი საფრთხეები. მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერი და აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ისაუბრებენ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგარძელების აუცილებლობაზე და გააფრთხილებენ ჩინეთს, არ მიაწოდოს შეიარაღება რუსეთს.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ჯო ბაიდენი: NATO-ს მოკავშირეები ალიანსს კიდევ უფრო გავაძლიერებთ

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისადმი გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აშშ-ის პრეზიდენტი შოლც თეთრ სახლში მასპინძლობს. „თქვენ გააძლიერეთ და უზრუნველყავით კრიტიკული სამხედრო მხარდაჭერა და მე ვიტყოდი, რომ თქვენი სამხედრო მხარდაჭერის გარდა, მორალური მხარდაჭერა, რომელიც თქვენ უკრაინელებს გაუწიეთ, ასევე უდიდესი იყო. თქვენ განახორციელეთ ისტორიული ცვლილებები ქვეყნის შიგნით - თავდაცვის ხარჯების გაზრდა და რუსული ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაცია - მე ვიცი, რომ ეს არ იყო ადვილი, ძალიან რთული თქვენთვის", - განაცხადა ბაიდენმა. „NATO-ს მოკავშირეები ალიანსს უფრო გავაძლიერებთ“, - აღნიშნა ბაიდენმა CNN-ის ცნობით.  

შოლცი ბაიდენთან შეხვედრაზე: გერმანია უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. შოლცმა ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას გაუსვხა ხაზი. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ეს არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი წელი მშვიდობისთვის იმ ძალზე საშიში საფრთხის გამო, რომელიც მოდის რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვიმოქმედოთ, მოვახდინოთ ორგანიზება ერთობლივი ნაბიჯებით და გავხადოთ შესაძლებელი ის, რომ უკრაინის საჭირო მხარდაჭერა უზრუნველვყოთ მთელი ამ ხნის განმავლობაში“, - განაცხადა შოლცმა. ჯო ბაიდენი: NATO-ს მოკავშირეები ალიანსს კიდევ უფრო გავაძლიერებთ  

ცნობილია, რაზე ისაუბრეს ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლციმ

რუსეთი პასუხს აგებს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის, - ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის შეხვედრა გაიმართა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინისათვის აუცილებელი მხარდაჭერა. „მინდა, მადლობა გადავუხადო შოლცს მისი მტკიცე და ძლიერი ლიდერობისთვის. ამას გულწრფელად ვამბობ. ამან შეცვალა მსოფლიო. ერთად ჩვენ შევასრულეთ პირობა. გერმანიამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერა გაუწია უკრაინას. ასევე, ვიტყოდი, რომ გარდა სამხედრო მხარდაჭერისა, იყო დიდი მორალური მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბაიდენმა.  

თეთრ სახლი: ჯო ბაიდენს კანის ავთვისებიანი სიმსივნის მოსაცილებლად ოპერაცია ჩაუტარდა

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კანის ავთვისებიანი სიმსივნის მოსაცილებლად ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის ექიმმა, კევის ოკონორმა გაავრცელა. როგორც „ბიბისი“ წერს, ბაიდენს კანის ავთვისებიანი სიმსივნის ოპერაციები წარსულშიც აქვს გაკეთებული. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კანის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ბაიდენს დაუდგინდა, აშშ-ში ფართოდაა გავრცელებული. ის ყოველ წელს 3,6 მილიონ ამერიკელს უდგინდება და საწყის სტადიაზე ადვილად ექვემდებარება მკურნალობას. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ოპერაცია 16 თებერვალს უოლტერ რიდის სახელობის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა. შედეგად, ყველა დაზიანებული ქსოვილი მოცილებულია. თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაიდენს დამატებითი მკურნალობის ჩატარება არ დასჭირდა და ის სრულიად ჯანმრთელია.  

ცნობილია, რაზე ისაუბრეს ჯო ბაიდენმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა

უკრაინის დახმარება შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო, - აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს უმასპინძლა. თეთრი სახლის განცხადებით, ვაშინგტონი და ბრიუსელი გეგმავენ, დამატებით ზომებს მიმართონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მესამე ქვეყნების მიერ გვერდის ავლის აღსაკვეთად. „ჩვენ კვლავ ვეხმარებით უკრაინის მამაც ხალხს, უსაფრთხოების სფეროში დახმარების უზრუნველყოფით და ისტორიული სანქციების განხორციელებით, რაც ზღუდავს და უფრო რთულს ხდის პუტინისთვის, დააფინანსოს და აწარმოოს ომი უკრაინაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპის ენერგოუსაფრთხოებას, მახსოვს, როგორ ვსაუბრობდით ერთობლივი ოპერატიული ჯგუფის შექმნაზე, შეგვეძლო თუ არა საკმარისი გათხევადებული აირის მიწოდება, ჩვენ მივაწოდეთ ორჯერ მეტი. ამან იმუშავა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. ამასთან, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის საკითხებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი დაეხმარა ევროკავშირს ენერგოკრიზისის გადალახვაში გათხევადებული აირის მიწოდებით.  

კატრინ კოლონამ საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლა

ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული პერსპექტივის რეალიზებისთვის აუცილებელი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას. შესაბამის ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. მინისტრმა გამოხატა საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. მან ხაზი გაუსვა რეფორმების გააქტიურების აუცილებლობას კანონის უზენაესობის კონსოლიდაციისთვის, ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში გაცემული 12 რეკომენდაციის შესაბამისად.  კოლონა „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას მიესალმა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტმა ასევე დაადასტურა ორმხრივი ურთიერთობების გაღმავების მხარდაჭერა რუსეთის მიერ ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობების ფონზე.  

ჯო ბაიდენი სი ძინპინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მალე გამართავს მოლაპარაკებას თავის ჩინელ კოლეგა სი ძინპინთან. მანამდე, ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ კონკრეტული თარიღი არ არის ცნობილი, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა ასეთი საუბრისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ორი ლიდერი ბოლოს ბალიში, ინდონეზიაში, 2022 წლის ნოემბერში შეხვდა. ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც გასულ თვეში აშშ-ის F-22 ტიპის გამანადგურებელმა „ჩინური სადაზვერვო“ ბუშტი ჩამოაგდო გარდა ამისა, ცნობებმა იმის შესახებ, რომ ჩინეთი რუსეთისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას განიხილავს, უფრო დაძაბულობა გაზარდა. Reuters-ის ცნობით, სი ძინპინი მოსკოვს შესაძლოა, მომავალ კვირას ეწვიოს Wall Street Journal-ის ცნობით, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ონლაინ ფორმატში შეხვედრას გეგმავს. შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტად მესამე ვადით 10 მარტს აირჩიეს სი ძინპინი, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო.  

პუტინის დაკავების ორდერის გაცემას მივესალმები - ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერის გაცემის შესახებ. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა „ვფიქრობ, გამართლებულია, ეს წარმოადგენს ძალიან ძლიერ პოზიციას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია.  

ჩინეთს არ მიუწოდებია მნიშვნელოვანი იარაღი რუსეთისთვის - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კანადაში სტუმრობის დროს განაცხადა, რომ ჩინეთს არ მიუწოდებია მნიშვნელოვანი იარაღი რუსეთისთვის უკრაინაში მიმდინარე ომისთვის. ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს - ბორელი „რუსეთის სასტიკი შეჭრის მეორე წელია და ჩვენი ერთობა არ დაირღვევა. ვაპირებთ, შევინარჩუნოთ ზეწოლა პუტინზე ჩვენი ისტორიული სანქციებითა და ტარიფებით. გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას სწავლებით, აღჭურვილობით, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით, რომ რუსული აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს. ჩვენ მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ ჩვენი ალიანსები. მე არ მინახავს ეს მომხდარიყო ჩინეთთან, რუსეთთან ან სხვა ვინმესთან მსოფლიოში“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ბაიდენი ალიევს: აშშ სამხრეთ კავკასიაში მდგრად მშვიდობას უჭერს მხარს

შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მხარდაჭერას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მდგრადი მშვიდობისადმი, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განვითარებას სამხრეთ კავკასიაში. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ილჰამ ალიევისადმი გაგზავნილ წერილში საუბრობს. „ამერიკელი ხალხის სახელით, თქვენ და აზერბაიჯანელ ხალხს ვუსურვებ ხალისიან და მშვიდობიან ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს.გასული წლის განმავლობაში, აზერბაიჯანი და შეერთებული შტატები გაერთიანდნენ ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებისა და ტრანსნაციონალური გამოწვევების მოსაგვარებლად, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების ხალხებზე. წელს ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის გაღრმავებას.და განახლების ამ სეზონში - შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მხარდაჭერას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მდგრადი მშვიდობისადმი, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განვითარებას სამხრეთ კავკასიაში“, - წერს ბაიდენი.   

ბაიდენმა რუსეთს WSJ-ის რეპორტიორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარასკევს მოუწოდა რუსეთს, გაათავისუფლოს Wall Street Journal-ის რეპორტიორი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და მოსკოვში სასამართლო პროცესის მოლოდინში პატიმრობაში იმყოფება. „გაუშვით“, - განაცხადა ბაიდენმა, რითაც ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რა გზავნილი აქვს რუსეთის მიმართ. ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, 1991 წელს დაბადებული ევან გერშკოვიჩი დააკავეს, რომელიც შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. რეპორტიორი სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ შესახებ ამზადებდა მასალას, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში.  

რაზე შეთანხმდნენ ბაიდენი და მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტამდე

ჩინეთში მაკრონის ვიზიტის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი ამერიკელი კოლეგა ჯო ბაიდენი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ჩინეთი აქტიურად უნდა ჩაერთოს, რათა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაასრულოს. ელისეის სასახლის ცნობით, „ორმა ლიდერმა აღნიშნა მათი ერთობლივი მზადყოფნა, რათა დააჩქაროს უკრაინაში ომის დასრულება და მონაწილეობა მიიღონ მდგრადი მშვიდობის დამყარებაში რეგიონში“, - ნათქვამია მაკრონის ოფისის განცხადებაში. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოთხშაბათს სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთჩი ჩავიდა. ფრანგული მედია წერს, რომ მაკრონი შეეცდება, დაარწმუნოს ჩინეთის ხელისუფლება, უარი თქვას რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერაზე. ამასთან, დაამყაროს უფრო მჭიდრო კავშირი მის მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან. მოსალოდნელია, რომ სი ძინ პინთან მოლაპარაკების დროს, ემანუელ მაკრონი შეეცდება უკრაინის პოზიციების დაცვას.    

ჯო ბაიდენმა ტეხასის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილება მედიკამენტური აბორტის აკრძალვის შესახებ დაგმო

ტეხასის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ქალებმა შესაძლოა დაკარგონ წვდომა სამედიცინო პრეპარატზე, - ჯო ბაიდენმა ტეხასის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილება მედიკამენტური აბორტის აკრძალვის შესახებ დაგმო. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, 20 წელიწადზე მეტია მილიონობით ქალი გამოიყენებდა „მიფეპრისტონს“ არასასურველი ორსულობის უსაფრთხო და ეფექტური შეწყვეტისთვის.  "ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ეროვნულ დონეზე აბორტების აკრძალვის მიმართულებით, რომელიც დააანონსეს არჩეულმა რესპუბლიკელებმა. იუსტიციის დეპარტამენტმა უკვე გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, ტეხასის შტატის ფედერალურმა მოსამართლემ შეაჩერა „მიფეპრისტონის“ მოქმედების ნებართვა, რომელიც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ნებართვის საფუძველზე 22 წელზე მეტია, მედიკამენტური აბორტისთვის გამოიყენებოდა.   

ბაიდენი ამბობს, რომ მეორე ვადით იყრის კენჭს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 10 აპრილს განუცხადა NBC-ის წამყვან ალ როკერს, რომ აპირებს მეორე ვადით კენჭისყრას. ბაიდენმა განაცხადა, რომ გეგმავს, „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი იყოს 2024 წლის არჩევნებში. „ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ ჩვენ ჯერ მზად არ ვართ, ამის გამოსაცხადებლად“, - აღნიშნა ბაიდენმა NBC-ის გადაცემა Today-სთან ინტერვიუში.

ბაიდენი: ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მჭიდრო კოორდინაციაშია ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებს დაავალა, დამატებითი ზომები მიიღონ მგრძნობიარე ინფორმაციის დაცვის მიზნით. სადაზვერვო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე ბაიდენის განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. „ვიდრე ამ დოკუმენტების ნამდვილობა დადასტურდება, მე მივმართე ჩვენს სამხედრო და სადაზვერვო საზოგადოებას და მოვუწოდე მათ გადადგნა ნაბიჯები ამ სენსიტიური ინფორმაციის შემდგომი უსაფრთხოებისა და გავრცელების შესაზღუდად. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მჭიდრო კოორდინაციაშია ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან“, - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში. პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე ბრალიც ოფიციალურად წარუდგინეს 21 წლის ჯეკ ტეშეირას, რომელსაც საიდუმლო ინფორმაციისა და თავდაცვის მასალების არაავტორიზებულ შენახვას და გავრცელებას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.  

ბაიდენმა სადაზვერვო სამსახურებს ზომების გაძლიერება დაავალა

აშშ-ის პრეზიდენტმა სადაზვერვო სამსახურებს დაავალა, დამატებითი ზომები მიიღონ მგრძნობიარე ინფორმაციის დაცვის მიზნით. თეთრი სახლი ეროვნული უსაფრთხოების ინფორმაციის გაჟონვის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას ავრცელებს. ბაიდენი: ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მჭიდრო კოორდინაციაშია ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან „მე მივესალმები სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიღებულ სწრაფ ქმედებებს აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების ბოლოდროინდელი გავრცელების გამოძიებისა და რეაგირების მიზნით. სანამ ჩვენ ჯერ კიდევ განვსაზღვრავთ ამ დოკუმენტების ნამდვილობას, მივმართე ჩვენს სამხედრო და სადაზვერვო საზოგადოებას, გადაედგათ ნაბიჯები სენსიტიური ინფორმაციის შემდგომი უსაფრთხოებისა და გავრცელების შესაზღუდად და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მჭიდრო კოორდინაციაშია ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან“, - ნათქვამია განცხადებაში. პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე ბრალიც ოფიციალურად წარუდგინეს 21 წლის ჯეკ ტეშეირას, რომელსაც საიდუმლო ინფორმაციისა და თავდაცვის მასალების არაავტორიზებულ შენახვას და გავრცელებას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.  

ჯო ბაიდენი ირლანდიაში ვიზიტით ჩადის

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხდღიან მოგზაურობას ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკაში 11 აპრილს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა. პრეზიდენტი ბაიდენი ბელფასტით დაიწყებს მოგზაურობას „დიდი პარასკევის შეთანხმების“ 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად. პრეზიდენტი დუბლინშიც ჩავა და ასევე შეხვდება ირლანდიის პრეზიდენტ მაიკლ ჰიგინსს. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი გაემგზავრება გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში 11-14 აპრილს და რომ ეს მოგზაურობა აღნიშნავს უზარმაზარ პროგრესს 25 წლის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ". ინფორმაციისთვის, დიდი პარასკევის ან ბელფასტის შეთანხმება (Good Friday Agreement) იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესში. შეთანხმებას ხელი მოეწერა ბელფასტში 1998 წლის 10 აპრილს (დიდ პარასკევს) ბრიტანელ და ირლანდიელ (ირლანდიის რესპუბლიკა) მთავრობებს შორის და მიიღო ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობამ. ის ასევე მხარდაჭერილია ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის რესპუბლიკის ამომრჩეველთა მიერ 1998 წლის 23 მაისს გამართულ რეფერენდუმებში. დემოკრატიული იუნიონისტური (გაერთიანების) პარტია იყო ერთადერთი მსხვილი პარტია, რომელიც შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდა.   

ბაიდენი მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. „დღეს ჯილი და მე თბილ მილოცვას ვუგზავნით ყველა ჩვენს მეგობარს მართლამდიდებელ ქრისტიანულ საზოგადოებაში, რომელიც აღდგომას აღნიშნავს. დაე, ქრისტეს მშვიდობა იყოს თქვენთან ახლა და ყოველთვის“, – წერს ჯო ბაიდენი Facebook-ზე.  

ბაიდენმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ იყრის კენჭს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 აპრილს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ იყრის კენჭს. 80 წლის ბაიდენი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტია. „როდესაც ოთხი წლის წინ ვიყარე კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, ვთქვი, რომ ჩვენ ვიბრძვით ამერიკის სულისთვის. ისევ ვაგრძელებთ. საკითხი, რომლის წინაშეც ვდგავართ, არის ის, რომ მომდევნო წლებში გვექნება მეტი თავისუფლება თუ ნაკლები თავისუფლება, მეტი უფლება თუ ნაკლები. მე ვიცი, რა მინდა იყოს პასუხი და ვფიქრობ, რომ თქვენც იცით. გულდამშვიდებულად ყოფნის დრო არ არის, ამიტომაც ვაპირებ ხელახლა არჩევისთვის კენჭისყრას. შემოგვიერთდით, დავასრულოთ საქმე“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. მედიის ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი კვლავ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იქნება.  

აშშ და სამხრეთ კორეა ფხენიანიდან მომავალი ბირთვული საფრთხეების დასაძლევად ერთობლივ ზომებზე შეთანხმდნენ

ვაშინგტონი სამხრეთ კორეის სიახლოვეს პერიოდულად ბირთვულ წყალქვეშა ხომალდებს განალაგებს და სეულს ბირთვული დაგეგმვის ოპერაციებში ჩართავს. საპასუხოდ, სეული უარს იტყვის საკუთარი ბირთვული იარაღის შემუშავებაზე. BBC-ის ცნობით, აშშ და სამხრეთ კორეა ფხენიანიდან მომავალი ბირთვული საფრთხეების დასაძლევად ერთობლივ ზომებზე შეთანხმდნენ. ოთხშაბათს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა და აშშ-ის ლიდერმა თეთრ სახლში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.  აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის დეკლარაცია, რომელსაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის თეთრ სახლში ვიზიტისას მოეწერა ხელი, გააძლიერებს მოკავშირეების თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეისგან თავდასხმის შეკავების პროცესში.  

რუსეთ-უკრაინის ომში აგრესორი პრეზიდენტი პუტინია - ბაიდენი

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, - აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა თეთრ სახლში შეხვედრისას უკრაინის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. რა თქმა უნდა, ვმუშაობთ გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობაზე, რომელიც სრულად სცემს პატივს საერთაშორისო სამართალს და ასევე გაერო-ს წესდების პრინციპებს. არ დაუშვათ შეცდომა, ამ ომში არის აგრესორი და არის მსხვერპლი, ეს აგრესორი კი პრეზიდენტი პუტინია“, – აღნიშნა პედრო სანჩესმა შეხვედრისას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN

CNN-ი თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ აშშ „თვითმფრინავების კოალიციაში” მიიღებს მონაწილეობას და უკრაინელ პილოტებს F-16-ებზე გაწვრთნის. გამოცემის წყაროს თანახმად, იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა ვაშინგტონის მონაწილეობა მოკავშირეების ინიციატივაში, რომ უკრაინელი პილოტები მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებლებზე გაწვრთნან, მათ შორის ამერიკული წარმოების F-16-ებზე. პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico CNN-ის წყაროს თანახმად, უკრაინელი პილოტებს სავარაუდოდ, მხოლოდ ევროპაში მოამზადებენ, მაგრამ მასში ამერიკელი პერსონალიც მიიღებს მონაწილეობას. “ვინაიდან წვრთნები მომდევნო თვეებში გაიმართება, ქვეყნების ჩვენი კოალიცია, რომელიც ამ ინიციატივაში მონაწილეობს, გადაწყვეტს, როდის მივაწოდოთ [უკრაინას] თვითმფრინავები, რამდენი მივაწოდოთ და ვინ მიაწოდებს მათ”, - განაცხადა გამოცემის წყარომ. დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.  

ზელენსკი: მივესალმები აშშ-ის და პრეზიდენტ ბაიდენის ისტორიულ გადაწყვეტილებას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ისა და მისი ლიდერის, ჯო ბაიდენის „ისტორიულ გადაწყვეტილებას“ მიესალმა. სწორედ ამ სიტყვებით შეაფასა ზელენსკიმ „თვითმფრინავის კოლაციისადმი“ შტატების მხარდაჭერა. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN მისი შეფასებით, კოალიციის მხარდასაჭერად მიღებული ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის საჰაერო ძალებს. უკრაინის ლიდერი ხსენებული გადაწყვეტილების პრაქტიკულ დონეზე განხილვას, ჰიროსიმაში, სამიტზე გეგმავს. იაპონიაში ის „დიდი შვიდეულის“ სამიტზე აპირებს ჩასვლას. დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.  

ერმაკი: ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს უახლოეს დღეებში შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინის ლიდერი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უახლოეს დღეებში შეხვდება. ანდრი ერმაკის თქმით, ზელენსკისა და ბაიდენის შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილება აშშ-ის მიერ „თვითმფრინავების კოალიციის“ მხარდაჭერის საკითხიც. „უკრაინას ძალიან მალე ყველაფერი ექნება, რათა ჩვენი ცა დაიცვას,” - განაცხადა ანდრი ერმაკმა. შეგახსენებთ, იაპონიაში, ჰიროსიმაში იმართება „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერთა სამიტი, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისაც ელოდებიან.  

ზელენსკისგან მივიღე მყარი გარანტია, რომ F16-ებს რუსეთის გეოგრაფიულ ტერიტორიაზე არ გამოიყენებენ - ბაიდენი

ზელენსკისგან მივიღე მყარი გარანტია, რომ ისინი არ გამოიყენებენ F16-ებს რუსეთის გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. უკრაინელებმა მტერს ბახმუტთან უკან დაახევინეს - სახმელეთო ძალები აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN ზელენსკი: მივესალმები აშშ-ის და პრეზიდენტ ბაიდენის ისტორიულ გადაწყვეტილებას „დიდი შვიდეულის ყველა წევრი ჩვენს მოკავშირეებთან ერთად განვაგრძობთ უკრაინის ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მიმართულებით მხარდაჭერას. ბატონ ზელენსკისგან მივიღე მყარი გარანტია, რომ ისინი არ გამოიყენებენ F16-ებს რუსეთის გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, თუმცა უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის დანაყოფების წინააღმდეგ მათი გამოყენება შეუძლიათ“, - განაცხადა ბაიდენმა. დიდი ბრიტანეთი: უკრაინაზე დარტყმების განხორციელების მიზნით, რუსეთი ახალ „ელიტარულ“ ავიაჯგუფს ქმნის ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

ჯო ბაიდენი: აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იქნება

აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით დგომას. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა. „ჩვენ ერთად ვდგავართ, რომ დავეხმაროთ საქართველოს სწრაფვას შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის ევროკავშირსა და NATO-ში. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და კონფლიქტის გაღვივების მცდელობების წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იდგება. მომდევნო წლებში, მოუთმენლად ველი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას, ჩვენი ხალხების უფრო უსაფრთხო, წარმატებული მომავლისთვის“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილში.  

ჯო ბაიდენი: ჩვენ ერთად ვდგავართ, რომ დავეხმაროთ საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. შესაბამისი წერილი საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის Facebook გვერდზე გავრცელდა. „ამერიკელი ხალხის სახელით, გიგზავნით საუკეთესო სურვილებს თქვენ და ქართველ ხალხს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობა ხელს უწყობს მშვიდობისა და კეთილდღეობის განვითარებას რეგიონსა და მთელ მსოფლიოში. ორივე ქვეყნის ხალხების მდგრადი და მტკიცე ურთიერთობა ეფუძნება ჩვენს მჭიდრო კავშირებსა და საერთო ღირებულებებს, რომლებიც მოიცავს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. ჩვენ ერთად ვდგავართ, რომ დავეხმაროთ საქართველოს სწრაფვას შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისკენ. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და კონფლიქტის გაღვივების მცდელობების წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იდგება. მომდევნო წლებში, მოუთმენლად ველი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას, ჩვენი ხალხების უფრო უსაფრთხო, წარმატებული მომავლისთვის“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილში.  

ჯო ბაიდენი: ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას, მოუთმენლად ველი ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. შესაბამისი პოსტი ბაიდენის Twitter გვერდზე განთავსდა. „ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას. „როგორც NATO-ს მოკავშირეები, მოუთმენლად ველით, რომ გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა ორმხრივ საკითხებსა და საერთო გლობალურ გამოწვევებზე“, - წერს ჯო ბაიდენი. ერდოღანს გამარჯვება მიულოცა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში თურქეთი არის NATO-ს ღირებული მოკავშირე და პარტნიორი. მე მოუთმენლად ველი ჩვენს მუშაობას თურქეთის არჩეულ მთავრობასთან ერთად“, - დაწერა ბლინკენმა Twitter-ზე. ოფიციალური ცნობებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად. ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მოაგროვა.  

ბაიდენი ერდოღანს F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისა და შვედეთის საკითხებზე ესაუბრა - Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს გამოთქვა მზადყოფნა, შეიძინოს F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები შეერთებული შტატებისგან. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რომელიც პრეზიდენტად ხელახლა არჩეულ ერდოღანს ესაუბრა. ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონს სურს, ანკარამ უარყოს თავისი წინააღმდეგობა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასთან მიმართებით. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში მისივე თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს, ბაიდენმა ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ოფიციალური ცნობებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად. ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მოაგროვა.  

ბაიდენმა 31 ტრილიონი დოლარის ვალის ზღვრის შეჩერების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა შეთანხმებას 31 ტრილიონი დოლარის ვალის ზღვრის შეჩერების შესახებ, რადაგან ქვეყანამ დეფოლტი თავიდან აიცილოს. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, პირველად ბოლო 247 წლის განმავლობაში, შეერთებულ შტატებს დეფოლტი ემუქრებოდა. შეთანხმების დამტკიცება 5 ივნისამდე იყო აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ გადასახადების გადახდას ვეღარ შეძლებდა.  

ჩვენ არ მივატოვებთ, დავეხმარებით უკრაინას - ჯო ბაიდენი კახოვკის ჰესის აფეთქებაზე

აშშ-ის პრეზიდენტი, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დაეხმარება.  „ჩვენ არ მივატოვებთ. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას“, - განაცხადა ბაიდენმა. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღის განმავლობაში, აფეთქებიდან  მალევე გამოეხმაურა კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებას და განაცხადა, რომ ტერორისტები უკრაინას ვერ შეაჩერებენ. მოგვიანებით, „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე ვიდეოჩართვისას აღნიშნა, რომ რუსეთმა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი ააფეთქა.  

აშშ და დიდი ბრიტანეთი ახალ ეკონომიკურ ალიანსს ქმნიან

დიდი ბრიტანეთის პრემიერი რიში სუნაკი, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება და აშშ-ის ლიდერი, ჯო ბაიდენი ახალ ეკონომიკურ პარტნიორობას სახელწოდებით - „ატლანტიკური დეკლარაცია" აცხადებენ. BBC-ს თანახმად, ეს არ არის იგივე, რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მაგრამ შექმნილია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ეს „შეამცირებს მოწყვლადობას“ მიწოდების ჯაჭვებში და „რუსეთს გლობალურ ბაზარზე თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს“.სუნაკი ამბობს, რომ ეს ნიშნავს აშშ-ის ახალ ინვესტიციას დიდ ბრიტანეთში და სავაჭრო ბარიერების შემცირებას "მომავლის ტექნოლოგიებში". „ეკონომიკური და თავდაცვითი თანამშრომლობა „უნდა იყოს გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის ალიანსის ორი საყრდენი“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა, სამშაბათს, აშშ-ში გამგზავრების წინ.  

ურყევი მხარდაჭერა უკრაინას - ბაიდენი სუნაკთან შეხვედრის შემდეგ

ურყევი მხარდაჭერა უკრაინას, - აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს შეხვდა.  ადგილობრივი მედიის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერმა ოვალურ კაბინეტში უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა, ეკონომიკური უსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტის მზარდი სფეროს რეგულირებისა და ჩინეთთან მოქცევის შესახებ საერთაშორისო თანამშრომლობა განიხილეს.  პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

ჯო ბაიდენი იენს სტოლტენბერგს ვაშინგტონში მიიღებს

12-13 ივნისს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში გაემგზავრება. NATO-ს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და სენატის ალიანსის დამკვირვებელთა ჯგუფის წევრებს (SNOG) შეხვდება.  NATO-ს გენერალური მდივნისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ერთობლივი განცხადებები 13 ივნისს არის დაგეგმილი.  

ვაშინგტონში ნარენდრა მოდის ვიზიტის წინ, ბაიდენის ადმინისტრაცია ინდოეთს ამერიკული წარმოების„დრონების გარიგებისკენ“ უბიძგებს - Reuters

ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ვაშინგტონში ვიზიტის წინ, ბაიდენის ადმინისტრაცია ნიუ დელის მოუწოდებს, ამერიკული წარმოების დრონების შესახებ გარიგება წინ წაწიოს. ამის შესახებ Reuters-ს წყარომ განუცხადა. სააგენტოს თანახმად, ინდოეთი დიდი ხანია, შეერთებული შტატებისგან დიდი შეიარაღებული დრონების შეძენის ინტერესს გამოხატავს, მაგრამ ბიუროკრატიულმა დაბრკოლებებმა SeaGuardian-ის დრონების გარიგებას ხელი შეუშალა. მისი ღირებულება 2-დან 3 მილიარდ დოლარამდეა. ამერიკული მხარე იმედოვნებს, რომ ინდოეთის პრემიერ მინისტრის ნარენდრა მოდის ვიზიტი, როელიც 22 ივნისს შედგება, ხსენებულ საკითხს ნათელს მოჰფენს. მას შემდეგ, რაც მოდის ვიზიტის თარიღი გაირკვა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, პენტაგონმა და თეთრმა სახლმა ინდოეთს სთხოვეს, რომ გარიგებაში პროგრესი აჩვენოს“, - განუცხადა წყარომ ბრიტანულ სააგენტოს. საუბარია General Atomics-ის მიერ წარმოებულ MQ-9B SeaGuardian თვითმფრინავზე. ჩინეთის მზარდი გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის კვალდაკვალ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავისი პოლიტიკის ქვაკუთხედად, ინდოეთთან კავშირების გაღრმავება დაისახა მიზნად. მიუხედავად ფორმალური უსაფრთხოების ალიანსის არარსებობისა, წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსოფლიოს ორ უმსხვილეს დემოკრატიას შორის მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობას. უკრაინაში შეჭრის პირობებში, ნიუ დელის მიერ რუსეთთან თავდაცვისა და ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებამ, ვაშინგტონს იმედი გაუცრუა.  

გერმანიის განაცხადი საფრანგეთის უპრეცედენტო ნაბიჯის შემდეგ: NATO-მ უკრაინას გაწევრიანების გზაზე შესაძლოა, გარკვეული დაბრკოლებები მოუხსნას

NATO-ს მოკავშირეები შესაძლოა, მზად იყვნენ უკრაინის სამხედრო ალიანსისკენ მიმავალი გზიდან გარკვეული დაბრკოლებების მოსახსნელად, განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა პარასკევს, ვილნიუსისს სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე, რომელიც მიზნად ისახავს გადალახოს უთანხმოება კიევის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მას ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ აშშ ღიაა, ნება დართოს კიევს, უარი განაცხადოს NATO-ს წევრობის კანდიდატის მოსაპოვებლად საჭირო ოფიციალურ პროცესზე, რომლებიც წარსულში სხვა ქვეყნებისთვის სავალდებულო იყო. „მზარდი ნიშნებია იმისა, რომ ყველა შეძლებს ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას. მე ვიქნები ღია ამისთვის“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. თავის მხრივ, გამოცემა Axios-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მხარს უჭერს NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადებას, რომ უკრაინას არ სჭირდება „წევრობის სამოქმედო გეგმა“ (MAP) ალიანსში გასაწევრიანებლად და ის ომის შემდეგ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზის შემსუბუქების გეგმას ემხრობა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადებას, რომ უკრაინას არ სჭირდება „წევრობის სამოქმედო გეგმის“ (MAP) განხორციელება ალიანსში გასაწევრიანებლად. ამის შესახებ Axios-ი ჯო ბაიდენსა და იენს სტოლტენბერგს შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. წყაროების ცნობით, სამშაბათს თეთრ სახლში, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე, სტოლტენბერგმა წამოაყენა წინადადება, რომ უკრაინამ გაწევრიანების გზაზე პროგრესს მიაღწია და არ დასჭირდება მაპ-ის პროცესის ეტაპობრივად დასრულება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის სხვა წევრებმა გაწევრიანებამდე გაიარეს. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ბაიდენი ეძებს საკითხის კომპრომისულ გადაწყვეტას, რომელსაც NATO-ს ყველა მოკავშირე დაეთანხმება. ჯერჯერობით უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა ეს ფორმულირება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და NATO-ს წევრებს. შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას და დასძინა, რომ თითოეულ ქვეყანას საკუთარი გზა აქვს ალიანსში გაწევრიანებისკენ. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 15 მაისს მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც პარიზი NATO-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის სვლას მხარს უჭერს. მანამდე, უკრაინული მხარის ცნობით, ზელენსკისა და მაკრონის შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. უპრეცედენტო ფორმულირება - საფრანგეთმა NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად, დეკლარაციას მოაწერა ხელი დეკლარაციაში წერია, რომ NATO-ს ფარგლებში საფრანგეთი აგრძელებს ფოკუსირებას უკრაინის პირდაპირ მხარდაჭერაზე - საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინა-NATO-ს კომისიას, როგორც შემდგომი გაძლიერებისა და გაფართოებისთვის პლატფორმას, რომ უკრაინამ ბუქარესტის დეკლარაციის შესაბამისად წაიწიოს წინ, ევროატლანტიკური ოჯახისკენ. იმ ფონზე, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანების საგზაო რუკას ითხოვს, 15 მაისს მიღებული დეკლარაცია განსაზღვრავს უკრაინის გზას სრულუფლებიანი წევრობისკენ, მაგრამ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ეტაპით, რომლითაც კიევი ახლა არ არის კმაყოფილი. როგორც ცალკე პუნქტი, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „უკრაინა და საფრანგეთი მოუთმენლად ელიან ამ საკითხების მოგვარებას NATO-ს სამიტზე, ვილნიუსში, 2023 წლის ივლისში“. დოკუმენტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ და აღნიშნა, რომ „დეკლარაციის დამტკიცება მსგავსი ფორმულირებით ადრე უბრალოდ, შეუძლებელი იყო“. „საფრანგეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ევროატლანტიკურ ოჯახამდე მისასვლელად, მათ შორის უსაფრთხოების საერთო ინტერესების ხელშესაწყობად". საფრანგეთი და უკრაინა მოუთმენლად ელიან ამ საკითხების მოგვარებას NATO-ს სამიტზე ვილნიუსში 2023 წლის ივლისში. საფრანგეთთან დამტკიცებულმა ერთობლივმა დეკლარაციამ საშუალება მისცა უკრაინას, გააძლიეროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხმა ევროატლანტიკური მიმართულებით. საფრანგეთთან ასეთი დეკლარაციის მიღების ფაქტი და თან მსგავსი ფორმულირებით, ადრე უბრალოდ შეუძლებელი იყო დღეს კი საფრანგეთი გახდა მე-18 სახელმწიფო, რომელთანაც ერთობლივი განცხადებები გვაქვს NATO-ში გაწევრიანების შესახებ“, - ამბობს ჟოვკვა. კიევი ამ ნაბიჯს მნიშვნელოვნად თვლის იქედან გამომდინარე, რომ საფრანგეთი ევროკავშირის და NATO-ს დამფუძნებელი სახელმწიფო, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ავტორიტეტი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა და უდიდესი სამხედრო ძალაა ევროკავშირში. ევროპის დედაქალაქებში მოგზაურობის ფარგლებში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსგავსი ფორმულირებით დეკლარაციები მიიღო იტალიისა და გერმანიის ლიდერებთანაც. უკრაინის პრეზიდენტი იტალიაში, გერმანისა და საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ, 15 მაისს ჩავიდა ლონდონში. რას ელის კიევი ვილნიუსის სამიტისგან უკრაინა NATO-ში გაწევრიანების საგზაო რუკას ითხოვს. 28 აპრილის ინტერვიუს დროს, მიხაილო პოდოლიაკი, ვილნიუსის სამიტში მონაწილეობის ერთადერთ პირობას ასახელებდა. „ვილნიუსის სამიტში უკრაინის ინტენსიური მონაწილეობის ერთადერთი პირობაა NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული ლოგისტიკური ზუსტი გეგმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის... ჩვენ გვინდა, მივიღოთ კალენდარული გეგმა, თუ როდის ვიქნებით ალიანსში - რამდენი დრო დაგვჭირდება გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურების, ან გაწევრიანების ლოგისტიკური გეგმის გასავლელად“, - ამბობდა პოდოლიაკი. მისივე თქმით, ყველას ესმის, რომ მიღების პროცედურები ომის დროს ვერ წარიმართება, მაგრამ როგორც კი ომი უკრაინის პირობებით დასრულდება, უკრაინა ძალიან მოკლე დროში უნდა გაწევრიანდეს NATO-ში.  „მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი ნათლად არის გაწერილი ალიანსში გაწევრიანების ბიუროკრატიულ პროცედურასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პოდოლიაკმა. ის მიიჩნევს, რომ საგზაო რუკა უკრაინის გაწევრიანების პროცედურასთან დაკავშირებით, ზუსტად ვილნიუსში უნდა ჩამოყალიბდეს. 20 აპრილს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ვილნიუსში სამიტისგან პოლიტიკურ მიწვევას ელოდება. ეს პირადად განუცხადა ზელენსკიმ NATO-ს გენდმივანს, რომელიც კიევში პირველად ჩავიდა ომის დაწყების შემდეგ და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. სტოლტენბერგის თქმით, ყველა მოკავშირე თანხმდება უკრაინის გაწევრიანებაზე, მაგრამ ახლა NATO-ს მთავარ ფოკუსშია უკრაინის გამარჯვება. უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ. 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო -2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა.

ბაიდენის თქმით, პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია

ვლადიმერ პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე „რეალურია“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 20 ივნისს. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა 16 ივნისს განაცხადა, რომ პირველი რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი განლაგდა ბელორუსში. ჯო ბაიდენმა რუსეთის რუსეთის ეს ქმედება „აბსოლუტურად უპასუხისმგებლო“ ნაბიჯად შეაფასა. „როდესაც დაახლოებით ორი წლის წინ აქ ვიყავი და ვამბობდი, რომ ვღელავდი მდინარე კოლორადოს დაშრობაზე, ყველა ისე მიყურებდა, თითქოს, გიჟი ვიყავი. ისინი ასევე მიყურებდნენ, როცა ვთქვი, რომ ვღელავ, პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ეს რეალურია“, - განუცხადა ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში დონორთა ჯგუფს.  

პეკინთან მოლაპარაკებებიდან ერთი დღის შემდეგ, ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა - BBC

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს, დიქტატორი უწოდა. ამის შესახებ BBC იუწყება. ბაიდენის განცხადებას წი უძღოდა მოლაპარაკებები პეკინში, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სახელმწიფო მდიფანი, ენტონი ბლინკენი. ეს აუდიენცია სწორედ სდაძაბულობის განმუხტვას ისახავდა მიზნად. „მიზეზი, რის გამოც სი ძინპინი ძალიან განაწყენდა, იყო ის რომ, როდესაც მე ჩამოვაგდე ორი ვაგონი ჯაშუშური აღჭურვილობით სავსე ეს საჰაერო ბურთი,  მან არ იცოდა ამ ბურთის შესახებ. ეს კი დიქტატორებს ძალიან დიდი სირცხვილია,  როცა არ იციან, რა მოხდა“, - განაცხადა ბაიდენმა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ბაიდენის განცხადებებს „უკიდურესად აბსურდული და უპასუხისმგებლო" უწოდა. ოთხშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე სპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-ის ლიდერის კომენტარები იყო „ღიად პოლიტიკური პროვოკაცია", რომლებიც დიპლომატიურ ეტიკეტს არღვევს“.  

აშშ და ინდოეთი „დრონების გარიგებას“ გააფორმებენ

შეერთებული შტატები და ინდოეთი გამანადგურებლების ძრავებსა და დრონებთან დაკავშირებით, მთავარ შეთანხმებებს ხელს მოაწერენ. AFP-ის თანხმად, დოკუმენტი პრემიერ-მინისტრ, ნარენდრა მოდის ვიზიტის დროს, ხუთშაბათს გაფორმდება.  ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინდოეთი ასევე შეიძენს MQ-9B SeaGuardians-ის დაუზუსტებელ რაოდენობას, მაღალი სიზუსტის შეიარაღებულ დრონებს. ვაშინგტონში ნარენდრა მოდის ვიზიტის წინ, ბაიდენის ადმინისტრაცია ინდოეთს ამერიკული წარმოების„დრონების გარიგებისკენ“ უბიძგებს - Reuters ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ვაშინგტონში ვიზიტის წინ, ბაიდენის ადმინისტრაცია ნიუ დელის მოუწოდებს, ამერიკული წარმოების დრონების შესახებ გარიგება წინ წაწიოს. ამის შესახებ Reuters-ს წყარომ 14 ივნისს განუცხადა. სააგენტოს თანახმად, ინდოეთი დიდი ხანია, შეერთებული შტატებისგან დიდი შეიარაღებული დრონების შეძენის ინტერესს გამოხატავს, მაგრამ ბიუროკრატიულმა დაბრკოლებებმა SeaGuardian-ის დრონების გარიგებას ხელი შეუშალა. მისი ღირებულება 2-დან 3 მილიარდ დოლარამდეა. ამერიკული მხარე იმედოვნებს, რომ ინდოეთის პრემიერ მინისტრის ნარენდრა მოდის ვიზიტი, როელიც 22 ივნისს შედგება, ხსენებულ საკითხს ნათელს მოჰფენს. მას შემდეგ, რაც მოდის ვიზიტის თარიღი გაირკვა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, პენტაგონმა და თეთრმა სახლმა ინდოეთს სთხოვეს, რომ გარიგებაში პროგრესი აჩვენოს“, - განუცხადა წყარომ ბრიტანულ სააგენტოს. საუბარია General Atomics-ის მიერ წარმოებულ MQ-9B SeaGuardian თვითმფრინავზე. ჩინეთის მზარდი გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის კვალდაკვალ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავისი პოლიტიკის ქვაკუთხედად, ინდოეთთან კავშირების გაღრმავება დაისახა მიზნად. მიუხედავად ფორმალური უსაფრთხოების ალიანსის არარსებობისა, წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსოფლიოს ორ უმსხვილეს დემოკრატიას შორის მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობას. უკრაინაში შეჭრის პირობებში, ნიუ დელის მიერ რუსეთთან თავდაცვისა და ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებამ, ვაშინგტონს იმედი გაუცრუა.  

ბაიდენი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს

CNN-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებთან, რომლის დროსაც „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და კრემლს შორის დაძაბული ვითარება განიხილეს. ამერიკული მედია წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს რუსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ დღეს გამთენიისას აცნობეს. ცნობისთვის, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ასევე ესაუბრა თავის კოლეგებს G7-ის ქვეყნებიდან. შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.  „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან.  „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“,- განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერს პრიგოჟინი. უკან დახევის შემდეგ, კრემლი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყვეტს. უკრაინის პოზიცია  „დროა, დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა, ან ბიზნესი, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი „მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. 24 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელარუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას. „ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩსმა Twitter-ზე. თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. „შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერდა. მე ასევე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, არ იმოგზაურონ რუსეთის არცერთ მხარეში", - დაწერა კალასმა Twitter-ზე. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთში არსებული ვითარების გამო, ბლოკმა თავისი კრიზისის ცენტრი გააქტიურა. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა ბორელმა Twitter-ზე 24 ივნისს.

ბაიდენმა და ზელენსკიმ რუსეთში განვითარებულ პროცესებზე ისაუბრეს

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობა და რუსეთში მიმდინარე პროცესები განიხილეს. „ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს. პოზიტიური და შთამაგონებელი საუბარი. განვიხილეთ საომარი მოქმედებების მიმდინარეობა და პროცესები, რომლებიც რუსეთში მიმდინარეობს. მსოფლიომ უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, სანამ საერთაშორისო წესრიგი არ აღდგება“, - დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამზე“. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „გუშინდელმა მოვლენებმა გამოავლინა პუტინის რეჟიმის სისუსტე“. რუსეთში არსებული ვითარების განხილვისას, ბლინკენმა კულება დაარწმუნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ბაიდენს უკრაინის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით, Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემების მიწოდებისთვის. „მნიშვნელოვანია უკრაინის შესაძლებლობების შემდგომი გაზრდა ჩვენი ცის დასაცავად. ამ კონტექსტში მადლობა გადავუხადე მას მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ. თეთრი სახლის მიერ 25 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პრეზიდენტებმა განიხილეს უკრაინის კონტრშეტევა. ბაიდენმა ზელენსკის დაუდასტურა, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას. როგორც აფასებენ „პრიგოჟინის ამბოხს“ ISW, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის სამსახურები შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.  „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან.  „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“,- განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერს პრიგოჟინი. უკან დახევის შემდეგ, კრემლი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყვეტს. უკრაინის პოზიცია  „დროა, დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა, ან ბიზნესი, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. უკრაინა აუცილებლად შეძლებს ევროპის დაცვას რუსული ძალებისგან და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მეთაურობს მათ - ზელენსკი „მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. 24 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ბაიდენი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთში არსებული ვითარების განხილვისას, ბლინკენმა კულება დაარწმუნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას. „ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩსმა Twitter-ზე. თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. „შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერდა. მე ასევე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, არ იმოგზაურონ რუსეთის არცერთ მხარეში", - დაწერა კალასმა Twitter-ზე. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთში არსებული ვითარების გამო, ბლოკმა თავისი კრიზისის ცენტრი გააქტიურა. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", - დაწერა ბორელმა Twitter-ზე 24 ივნისს.  

ბაიდენმა რუსეთში განვითარებულ პროცესებზე პირველი კომენტარი გააკეთა

CNN-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 26 ივნისს განაცხადა, რომ აშშ-სა და NATO-ს კავშირი არ ჰქონდათ რუსეთში ხანმოკლე ამბოხებასთან. მისივე თანახმად, ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით მიმდინარე ბრძოლის ნაწილი. ბაიდენის თქმით, ჯერ „ძალიან ადრეა" იმ გავლენის შესაფასებლად, რომელიც ამ მოვლენებმა უკრაინაში მიმდინარე ომზე მოახდინა. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების გუნდს უბრძან, მიჰყოლოდნენ მიმდინარე პროცესებს და მომზადებულიყვნენ მთელი რიგი სცენარებისთვის.  აშშ-ის ლიდერმა განმარტა, რომ მოკავშირეებთან ვიდეოზარები განახორციელა, რომლის დროსაც ყველა თანხმდებოდა, რომ იმუშავებდნენ იმის უზრუნველსაყოფად, რათა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ მისცემოდა საბაბი, მომხდარი დასავლეთისთვის ან NATO-სთვის დაებრალებინა. „მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ კავშირი არ გვაქვს. ამასთან არაფერი გვაკავშირებდა", - განაცხადა ბაიდენმა. აშშ-ის ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბარიც ახსენა და განაცხადა, რომ რაც არ უნდა მოხდეს რუსეთში, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის თავდაცვის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.   „პრიგოჟინის მარშამდე“, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აქტიურად განიხილავდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელის მისწრაფებებს. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ევგენი პრიგოჟინი ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა „პრიგოჟინის რიტორიკა გამოწვევაა რუსეთის მმართველი უფრო ფართო ფენებისთვის. 2023 წლის პირველი ივლისი, მოხალისეების მიერ კონტრაქტების ხელმოწერის ბოლო ვადა, სავარაუდოდ, დაპირისპირების საკვანძო ეტაპი იქნება“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობებში, რომელიც 15 ივნისს გამოქვეყნდა. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის თანახმად, რუსული "ვაგნერ ჯგუფის" მფლობელი, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მანამდე მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა. „საქმე ეხება 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოხალისეთა ყველა ფორმირებას დაევალა პირველ ივლისამდე კონტრაქტის გაფორმება სამინისტროსთან „უკრაინის ომში მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით“, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი. ახალი ბრძანების გაცემამდე „ვაგნერის“ დამფუძნებელი მწვავედ აკრიტიკებდა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა ეყრდნობოდა პუტინის ავტორიტეტს, რაც 10 ივნისის შემდეგ შეიცვალა“, - წერდა ბრიტანული დაზვერვა. როგორც აფასებენ „პრიგოჟინის ამბოხს“ ISW, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის სამსახურები შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.  „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან.  ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“, - განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერდა პრიგოჟინი. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. მან რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ჯოზეფ ბორელის თქმით, „ვაგნერის ამბოხება“ მოსკოვის სამხედრო ძალაში ბზარებს აჩენს. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.  ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბაიდენის თქმით, „ვაგნერის“ „ამბოხის“ შემდეგ, პუტინი ცალსახად დასუსტდა

CNN-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ „ამბოხის“ მცდელობის შემდეგ, ცალსახად დასუსტდა. „ძნელია იმის თქმა“, შეირყა თუ არა პუტინის პოზიცია „ამბოხის“ მცდელობის შემდეგ, „მაგრამ ის აშკარად აგებს ომს“, - ამბობს ბაიდენი. კითხვას, არის თუ არა პუტინი სუსტი დღეს გასულ კვირასთან შედარებით, ბაიდენმა უპასუხა: „მე ვიცი, რომ ასეა”. 26 ივნისს, ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებულს შტატებს და მისი უახლოეს მოკავშირეებს „ვაგნერის“ აჯანყებასთან კავშირი არ აქვთ.    

ზელენსკი: NATO-ში მიწვევა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის დიდი მოტივაცია იქნება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, ახლავე მიიწვიოს უკრაინა NATO-ში.  უკრაინული მედიის ცნობით, CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი არის „გადაწყვეტილების მიმღები“ იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა უკრაინა NATO-ში. „ის მხარს უჭერს ჩვენს მომავალს NATO“, მაგრამ ახლა მოწვევა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის დიდი მოტივაცია იქნებოდა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. „ძალიან მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ მომავალში ნამდვილად იქნები მოკავშირეების გვერდით", - განაცხადა ზელენსკიმ და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ესმის, უკრაინა NATO-ში ვერ იქნება ომის დასრულებამდე. „NATO ადგენს, რომ ტერიტორიული დავების მოგვარება არის “ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს, მოიწვიოს თუ არა სახელმწიფო ალიანსში გასაწევრიანებლად". „ჩვენ ყველაფერი გვესმის", მაგრამ ეს სიგნალი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს დამოკიდებულია ბაიდენის გადაწყვეტილებაზე," - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.  

ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთს, ლიეტუვასა და ფინეთს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ევროპაში ვიზიტით გაემგზავრება. Reuters-ის თანახმად, ბაიდენი ბრიტანეთში, ლიეტუვასა და ფინეთში შეხვედრებს გამართავს.  ბაიდენის მოგზაურობა, რომელიც დაგეგმილია 9-13 ივლისს, ლონდონში მეფე ჩარლზთან და პრემიერ-მინისტრ, რიში სუნაკთან შეხვედრებით დაიწყება: „ჩვენს ერებს შორის მჭიდრო ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ამის შემდეგ აშშ-ის ლიდერი ვილნიუსში, NATO-ს სამიტს დაესწრება. ბაიდენი ჰელსინკში 13 ივლისს სკანდინავიის ლიდერებთან შეხვედრისთვის გაემგზავრება.  

ბაიდენი წევრობის მოლოდინში მყოფი შვედეთის NATO-ში მიღებას მხარდაჭერას უცხადებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შვედეთის პრემიერ-მინისტრთან, ულფ კრისტენსონთან საუბრისას შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ბაიდენმა, რომელიც ოვალურ კაბინეტში კრისტერსონის გვერდით იჯდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას სურდა, გაემეორებინა აშშ-ის მხარდაჭერა შვედეთის გაწევრიანების მიმართ. კრისტერსონმა მადლობა გადაუხადა ბაიდენს მიწვევისთვის და განაცხადა, რომ შვედეთი ბაიდენის მხარდაჭერას ძალიან აფასებს.შვედეთის, თურქეთისა და NATO-ს გენმდივნის შეხვედრა ხუთშაბათს, ბრიუსელში შედგება, რის შემდეგაც იენს სტოლტენბერგს დაგეგმილი აქვს განცხადების გაკეთება. ბაიდენი დიდ ბრიტანეთს, ლიეტუვასა და ფინეთს ეწვევა  

ბაიდენი უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემაზე: რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა უკრაინას დღეს ეს სჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის გადაწყვეტილება რთულად მიიღო, მაგრამ პრეზიდენტის თქმით, დღეს ეს იარაღი კიევს სჭირდება. CNN-თან ინტერვიუში ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მან კონსულტაციები გაიარა მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, ასევე, კონგრესის წევრებთან. „ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. ამ საკითხზე ვიმსჯელეთ ჩვენს მოკავშირეებთან, ჩვენს მეგობრებთან. უკრაინას ისევ სასტიკად უტევენ ამ კასეტური იარაღით, რაც მათი მოსახლეობისთვის სახიფათოა. ეს ის ომია, რომელიც დაკავშირებულია საბრძოლო მასალასთან. მათ კი ეწურებათ ეს საბრძოლო მასალა. ის ჩვენც ცოტა გვაქვს, ამიტომ, მე გავითვალისწინე თავდაცვის უწყების რეკომენდაცია, რომ - არა მუდმივად, მაგრამ სწორედ ამ გარდამავალ პერიოდში მიგვეცა ეს იარაღი უკრაინელებისთვის“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.  

ბაიდენი ევროპულ ტურნეს დღეს იწყებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ევროპაში ვიზიტით გაემგზავრება. Reuters-ის თანახმად, ბაიდენი ბრიტანეთში, ლიეტუვასა და ფინეთში შეხვედრებს გამართავს.  ბაიდენის მოგზაურობა, რომელიც დაგეგმილია 9-13 ივლისს, ლონდონში მეფე ჩარლზთან და პრემიერ-მინისტრ, რიში სუნაკთან შეხვედრებით დაიწყება: „ჩვენს ერებს შორის მჭიდრო ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ამის შემდეგ აშშ-ის ლიდერი ვილნიუსში, NATO-ს სამიტს დაესწრება. ბაიდენი ლიეტუვის დედაქალაქში ორ დღეს დაყოფს და მონაწილეობას მიიღებს ლიდერებთან შეხვედრებში. გარდა ამისა, აშშ-ის ლიდერი სიტყვით გამოვა ვილნიუსის უნივერსიტეტში. ბაიდენი ჰელსინკში 13 ივლისს სკანდინავიის ლიდერებთან შეხვედრისთვის გაემგზავრება. ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთს, ლიეტუვასა და ფინეთს ეწვევა საერთაშორისო მედიის თანახმად, ბაიდენის შეხვედრებზე მთავარი თემები იქნება უკრაინაში მიმდინარე ომი, NATO-ში გაწევრიანების საკითხი და აშშ-ის მიერ კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის დამტკიცება იქნება.  

ბაიდენი და სუნაკი NATO-ს სამიტის წინ აფიქსირებენ, რომ ყველაზე მტკიცე მოკავშირეები არიან

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც დიდ ბრიტანეთში იმყოფება, პრემიერ-მინისტრ, რიში სუნაკს შეხვდა. BBC-ის თანახმად, ლიდერებმა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს. როგორც ცნობილია, ბოლო სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც შტატებმა კიევს მიაწოდა, სწორედ აღნიშნულ იარაღს შეიცავს. დიდი ბრიტანეთი არ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერს.  მიუხედავად ამისა, შეხვედრის დროს ბაიდენმა აშშ-გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობას „მყარი" უწოდა. სუნაკმა კი აღნიშნა, რომ ეს ქვეყნები ყველაზე მტკიცე მოკავშირეები არიან. ორივე ლიდერი ლიეტუვაში, NATO-ს სამიტს უნდა დაესწროს, რომელიც ხვალ დაიწყება. „ჩვენ ვართ ორი ყველაზე მყარი მოკავშირე ამ ალიანსში და ვიცი, რომ ჩვენი სურვილია, ყველაფერი გავაკეთოთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად,” - განაცხადა სუნაკმა. თავის მხრივ, ბაიდენმა მიმართა სუნაკს, რომ „არ შეიძლება შეხვედროდა უფრო ახლო მეგობარს და უფრო დიდ მოკავშირეს", ვიდრე დიდი ბრიტანეთის პრემიერია. დმიტრო კულებას თქმით, უკრაინას NATO-ში გაწევრიანების გზაზე MAP-ი აღარ დასჭირდება უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი 9 ივლისს აცხადებდა, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ, NATO-სკენ უკრაინის გზა აუცილებლად შემოკლდება. ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით  

შვედეთის NATO-ში წევრობაზე ანკარის თანხმობის ფონზე, აშშ თურქეთისთვის F-16-ების გადაცემის საკითხს წინ წასწევს

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა როვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ვილნიუსში განაცხადა, რომ პრეზიდენტი კონგრესთან კონსულტაციის შემდეგ წინ წასწევს თურქეთისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების გადაცემის საკითხს,  სალივანს დეტალები არ დაუკონკრეტებია. მან მედიას შეახსენა ბაიდენის განცხადება, რომ ის თურქეთისთვის F-16-ების გადაცემას მხარს უჭერს. ზოგიერთი დიპლომატის აზრით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის წევრობაზე დისკუსიას იყენებდა ზეწოლის მიზნით, თუმცა ოფიციალურად ამას ორივე მხარე უარყოფს. 10 ივლისს, საღამოს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას დათანხმდა.  

სტოლტენბერგი ბაიდენთან შეხვედრაზე: უკრაინის გვერდით ვიქნებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში შეხვდა. სტოლტენბერგმა ბაიდენს ძლიერი ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა, რამაც მისი შეფასებით, ალიანსი კიდევ უფრო გააერთიანა გააძლიერა. „სამიტი უკრაინას გაუგზავნის მკაფიო გზავნილს, რომ „ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ იმდენ ხანს, რამდენის საჭირო იქნება. სამიტის კიდევ ერთი მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ „ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია ჩვენს თავდაცვაში და ჩვენ შევთანხმდებით თავდაცვითი ინვესტიციების ახალ პირობაზე,“ - განაცხადა სტოლტენნერგმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-თან კომენტარის დროს, განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან, პრიორიტეტად დაისახა მსოფლიო ასპარეზზე ამერიკის ლიდერობის აღდგენა და „ჩვენი ალიანსების აღორძინება მათ შორის, NATO-ს გაძლიერებით“. „ნაწილობრივ მისი ლიდერობით, NATO ახლა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ის იყო ათწლეულების განმავლობაში. პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად ელის ამ ერთიანობის გამოვლენას ივლისში, ვილნიუსის სამიტზე“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ვილნიუსის შეხვედრებს წინ უძღვის ალიანსის გენმდივნის მიერ გამოცხადებული შეთანხმება, რომ თურქეთის მიღებას შვედეთი საბოლოოდ დაეთანხმა.  ასევე მიღებულია კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უკრიანას წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანებას შესთავაზებენ. მანამდე, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას გაწევრიანების გზაზე წევრობის სამოქმედო გეგმა აღარ დასჭირდება. მოგვიანებით, NATO-ს გენმდივანმა დააზუსტა, რომ დეკლარაციის ტექსტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, MAP-ის საკითხზე კი, კონსულტაციები ისევ გრძელდება. NATO-ს გენერალური მდივნისა და უკრაინის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია 12 ივლისს, ორმხრივი შეხვედრის შემდეგ არის დაგეგმილი. რუსეთის მიერ წარმოებული ომიდან 500 დღის შემდეგ, უკრაინის სურვილია, მოკავშირეებმა კიევი ვილნიუსის სამიტზე NATO-ში ოფიციალურად მიიწვიონ. ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტები და ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად დეკლარაციაზე ხელმოწერები ამას ადასტურებს. ახლა კი, უკრაინა იმედოვნებს, რომ მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ "მკაფიო სიგნალს" უკვე ვილნიუსში მიიღებს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან იცის, რომ ომის დასრულებამდე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შანსები არ არსებობს, მაგრამ მაინც დაჟინებით მოითხოვს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის „ძლიერ გზავნილს.“ უსაფრთხოების გარანტიების მიღება კიევისთვის კიდევ ერთი უმთავრესი კომპონენტია. უფრო ვრცლად წაიკითხეთ: რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით „NATO ამჟამად ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას ცივი ომის შემდეგ. ივლისში NATO-ს ლიდერები შეიკრიბებიან ალიანსისთვის ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით“, - აღნიშნულია სამიტის დღის წესრიგში. NATO-ს ორდღიანი სამიტი ვილნიუსში დღეს გაიხსნა.  

ზელენსკი ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ, როგორ დავასრულოთ ეს ომი ჩვენი საერთო გამარჯვებით

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. ზელენსკიმ ბაიდენთან შეხვედრას კარგი და ძლიერი უწოდა.  მისივე თქმით, შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა და ისეთი შინაარსიანი გამოვიდა, როგორც საჭირო იყო. „რომ არა პროტოკოლი, ჩვენ კიდევ უფრო დიდხანს ვილაპარაკებდით. ყველა თემა. გრძელვადიანი მხარდაჭერა. იარაღი. პოლიტიკა. NATO. ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ, როგორ დავასრულოთ ეს ომი ჩვენი საერთო გამარჯვებით,“ - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე. ბაიდენის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა 12 ივლისს განაცხადა, რომ მხარეები უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების გადაცემას განიხილავდნენ. The New York Times-ის ცნობით, თეთრი სახლი განიხილავს უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის სისტემის მიწოდებას, რაზეც დასავლური მედია ადრეც წერდა. სამიტის დროს საფრანგეთმა ასევე პირობა დადო, რომ უკრაინას დამატებით მიაწვდის SCALP-ს ტიპის რაკეტებს, რომლებსაც 250 კილომეტრის გავლა შეუძლიათ. ფრანგული იარაღის სისტემა ბრიტანული Storm Shadow-ის მსგავსია, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 2023 წლის მაისში გადასცა.  

ბაიდენი ზელენსკის: ჩვენ ბოლო მოვუღეთ აზრს იმის შესახებ, სურთ თუ არა უკრაინის ნახვა NATO-ში

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგა ვოლოდირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის იმ დღეს, როდესაც შეხვედრას გამართავს, რათა NATO-ში უკრაინის ოფიციალური გაწევრიანება აღნიშნოს. „იმედი მაქვს, რომ ჩვენ საბოლოოდ ბოლო მოვუღეთ აზრს იმის შესახებ, სურთ თუ არა NATO-ში უკრაინის ნახვა. ეს მოხდება. წინ მივიწევთ, სწორი მიმართულებით მივდივართ… და ვფიქრობ, იმაზე ვიზრუნებთ, რომ ყველაფერს იღებდეთ, რაც გჭირდებათ. და მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც შეხვედრას გავმართავთ, რათა NATO-ში თქვენი ოფიციალური გაწევრიანება აღვნიშნოთ”, - განაცხადა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. აღსანიშნავია, რომ ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრამდე კომენტარი გააკეთა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეს NATO-ში უკრაინის გაწევრიანება, რუსეთთან ომის დაწყებას ნიშნავს. ის ხაზს უსვამდა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს, 12 ივლისს გაიმართებოდა, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მაქსიმალურად პირდაპირი იქნებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან აშშ ალიანსის სიფრთხილეს მხარს უჭერს. „შეხვედრაზე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის NATO-ში უკრაინის გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების ნიუანსებს აუხსნის“, - ამბობდა ჯეიკ სალივანი. ეს პირველი ასეთი პირისპირ შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა გაწევრიანების შესახებ ფორმულირების გამო, NATO-ს მიმართ უკმაყოფილება გამოხატა. 12 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტის შედეგები კარგია, თუმცა ოპტიმალური იქნებოდა, თუ უკრაინას ალიანსში მიიწვევდნენ. რატომ არ არის კომუნიკეში დასახელებული უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადა - სტოლტენბერგის განმარტება ზელენსკიმ რამდენჯერმე განმარტა, რომ მას ესმის, ომის დროს NATO-ში მიღება გამორიცხულია, თუმცა მკაფიო სიგნალს ითხოვს. სამიტის მეორე დღეს, ზელენსკიმ დაასახელა სამი პრიორიტეტული საკითხი, რომლის განხილვასაც დღეს აპირებდა. ერთ-ერთი იყო უსაფრთხოების გარანტიები, რომელთან დაკავშირებითაც მიღწეული შეთანხმება მან მნიშვნელოვან გამარჯვებად აღიარა უკრაინის უსაფრთხოებისთვის.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ოფიციალურად შეთანხმდნენ, დეკლარაცია დამტკიცდა

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაცია ვილნიუსში, NATO-ს სამტის ფარგლებში მიიღეს. დეკლარაცია ბრიტანეთის ინიციატივით შემუშავდა. „დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს. დოკუმენტის პრეზენტაცია G7-ის წევრი ქვეყნების ლიდერებისა და უკრაინის ლიდერების მონაწილეობით საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართა. აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, კანადისა და იაპონიის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას „თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით, უზრუნველყოფენ. განაგრძობენ “უსაფრთხოებისა და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის სფეროში მხარდაჭერას მიწაზე, ჰაერსა და ზღვაში, პრიორიტეტით ანტისაჰაერო თავდაცვაზე, შორს მოქმედ არტილერიასა და შორი მოქმედების საშუალებებზე, ჯავშანტექნიკასა და სხვა საკვანძო საშუალებებზე, ისეთებზე, როგორებიცაა. საბრძოლო ავიაცია, ასევე, ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ოპერატიული თავსებადობის დონის ამაღლების ხელშეწყობით.” დოკუმენტის თანახმად, დღეიდან უკრაინასა და “დიდი შვიდეულის” ყოველ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები იწყება, რათა მოხდეს უკრაინის მხარდაჭერის ფორმალიზება უსაფრთხოების ორმხრივი ვალდებულებების მეშვეობით. G7 ასევე დაჰპირდა უკრაინას შემდგომ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას მომავალში რუსული შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას არ მიუღია NATO-ში შესვლისთვის სასურველი მოწვევა ვილნიუსის სამიტზე, რომელიც დღეს 12 ივლისს უნდა დასრულდეს, მოკავშირეებმა პირობა დადეს, რომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებენ. არაერთმა პარტნიორმა, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ნორვეგიამ დახმარების ახალი პაკეტები წარმოადგინეს. სამიტის დროს ოფიციალურად ჩამოყალიბდა „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიცია“, ქვეყნების ჯგუფი, რომლებსაც სურთ, რომ უკრაინელი პილოტები F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე მოამზადონ. „დოკუმენტი მომდევნო წლებში ომის დასრულების, ასევე შემდგომში ნებისმიერი აგრესიის აღკვეთისა და შეკავების მიზნით, უკრაინისათვის მოკავშირეთა გრძელვადიან მხარდაჭერას განსაზღვრავს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს კომპლექსურ მხარდაჭერას ასეთი რაოდენობის ქვეყნები იღებენ“, - განუცხადა ვილნიუსში აკრედიტებულ უკრაინელ ჟურნალისტებს ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა. რას ითვალისწინებს გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც უკრაინა „დიდი შვიდეულისგან“ მიიღებს “დიდი შვიდეულის” ქვეყნები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ იურისდიქციებში არსებული რუსული აქტივები “უძრავად დარჩება” იქამდე, ვიდრე რუსეთი არ გადაიხდის იმ ზიანისთვის, რომელიც უკრაინას მიაყენა.  

ჯო ბაიდენი: ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ძლიერი თავდაცვის შექმნაში ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე, რაც ნებისმიერ საფრთხეს შეაკავებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების მიერ შემუშავებული ერთობლივი დეკლარაციის წარდგენის დროს განაცხადა, რომ დეკლარაცია არის ჩარჩო, რომლითაც განსაზღვრულია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გაცემა. ბაიდენის თქმით, ამ დეკლარაციის წარდგენით იწყება პროცესი, როდესაც „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები და ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელსაც აქვს სურვილი, შეუერთდეს დოკუმენტს, დაიწყებენ მოლაპარაკებას უკრაინასთან ორმხრივი უსაფრთხოების ვალდებულებების თაობაზე. „ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ძლიერი თავდაცვის შექმნაში – ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაშიც, რაც იქნება სტაბილურობის ძალა რეგიონში და შეაკავებს ნებისმიერ საფრთხეს“, – განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას. მისი შეფასებით, „ძალიან ცოტა ადამიანია ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, ვინც იფიქრებდა, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი უკრაინას მხარს დაუჭერდა. იაპონიამ გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი, ის მიხვდა, რომ როდესაც მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში 180 ათასი ჯარისკაცი კვეთს საზღვარს, პარავს სუვერენიტეტს სხვა ქვეყანას, მაშინ ეს აისახება მთელ მსოფლიოზე. „მე და ბატონმა ზელენსკიმ ვისაუბრეთ იმ გარანტიებზე, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გავცეთ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებამდე. ამაზე ვისაუბრეთ უკრაინაში ჩემი ვიზიტის დროს და სხვა შეხვედრებზეც. დღეს გრძელვადიანი ვალდებულებების, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, გამყარებულია იმ გაგებით, რომ გარდამავალ ეტაპზეც მივცემთ უსაფრთხოების გარანტიას, რომელიც მას სჭირდება ნებისმიერი აგრესიისგან დასაცავად. დღეს „დიდი შვიდეულის“ წევრებმა წარვადგინეთ ერთობლივი დეკლარაცია უკრაინის მხარდასაჭერად, რომ მკაფიო გავხადოთ – ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება ძალიან დიდხანს“, – განაცხადა ბაიდენმა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაცია ვილნიუსში, NATO-ს სამტის ფარგლებში მიიღეს. დეკლარაცია ბრიტანეთის ინიციატივით შემუშავდა. „დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს. დოკუმენტის პრეზენტაცია G7-ის წევრი ქვეყნების ლიდერებისა და უკრაინის ლიდერების მონაწილეობით საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართა. აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, კანადისა და იაპონიის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას „თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით, უზრუნველყოფენ. განაგრძობენ “უსაფრთხოებისა და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის სფეროში მხარდაჭერას მიწაზე, ჰაერსა და ზღვაში, პრიორიტეტით ანტისაჰაერო თავდაცვაზე, შორს მოქმედ არტილერიასა და შორი მოქმედების საშუალებებზე, ჯავშანტექნიკასა და სხვა საკვანძო საშუალებებზე, ისეთებზე, როგორებიცაა. საბრძოლო ავიაცია, ასევე, ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ოპერატიული თავსებადობის დონის ამაღლების ხელშეწყობით.” დოკუმენტის თანახმად, დღეიდან უკრაინასა და “დიდი შვიდეულის” ყოველ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები იწყება, რათა მოხდეს უკრაინის მხარდაჭერის ფორმალიზება უსაფრთხოების ორმხრივი ვალდებულებების მეშვეობით. G7 ასევე დაჰპირდა უკრაინას შემდგომ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას მომავალში რუსული შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას არ მიუღია NATO-ში შესვლისთვის სასურველი მოწვევა ვილნიუსის სამიტზე, რომელიც დღეს 12 ივლისს უნდა დასრულდეს, მოკავშირეებმა პირობა დადეს, რომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებენ. არაერთმა პარტნიორმა, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ნორვეგიამ დახმარების ახალი პაკეტები წარმოადგინეს. სამიტის დროს ოფიციალურად ჩამოყალიბდა „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიცია“, ქვეყნების ჯგუფი, რომლებსაც სურთ, რომ უკრაინელი პილოტები F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე მოამზადონ. „დოკუმენტი მომდევნო წლებში ომის დასრულების, ასევე შემდგომში ნებისმიერი აგრესიის აღკვეთისა და შეკავების მიზნით, უკრაინისათვის მოკავშირეთა გრძელვადიან მხარდაჭერას განსაზღვრავს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს კომპლექსურ მხარდაჭერას ასეთი რაოდენობის ქვეყნები იღებენ“, - განუცხადა ვილნიუსში აკრედიტებულ უკრაინელ ჟურნალისტებს ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა. რას ითვალისწინებს გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც უკრაინა „დიდი შვიდეულისგან“ მიიღებს “დიდი შვიდეულის” ქვეყნები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ იურისდიქციებში არსებული რუსული აქტივები “უძრავად დარჩება” იქამდე, ვიდრე რუსეთი არ გადაიხდის იმ ზიანისთვის, რომელიც უკრაინას მიაყენა.

ჯო ბაიდენი: საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება ძვირფასია ყველგან, მათ შორის საქართველოში

„ბევრმა თქვენგანმა უკეთ იცის, რამდენად ძვირფასია საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება. ძვირფასია ხალხისთვის ყველგან, არამხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელორუსში, მოლდოვაში, საქართველოში, მსოფლიოს ყველა კუთხეში ხალხი აგრძელებს ბრძოლას, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი. ასე რომ, ჩემი გზავნილი ყველას თქვენგანისთვის შემდეგია: გააგრძელეთ ამ სულისკვეთებით, გააგრძელეთ მსოფლიოსთვის შეხსენება იმ იმედის შესახებ, რომელსაც ლიეტუვა განასახიერებს და ეს არის ის, რასაც თქვენ განასახიერებთ ამ ქვეყანაში“, – ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლიეტუვაში, ვილნიუსის უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილებს. ჯო ბაიდენის თქმით, ყველას უნდა, უკრაინაში ომი სამართლიანი პირობებით დასრულდეს. ბაიდენის თქმით, რუსეთს შეუძლია, დაასრულოს ეს ომი ხვალ უკრაინიდან თავისი ძალების გაყვანით, რომელმაც დაანგრია მისი საერთაშორისო საზღვრები, რუსეთის მიერ უკრაინაზე მისი ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ არაადამიანური თავდასხმების შეწყვეტით. აშშ-ის ლიდერის თქმით, სამწუხაროდ, რუსეთი ჯერჯერობით არ ავლენს ინტერესს დიპლომატიური შედეგების მიმართ. „პუტინს ჯერ კიდევ არასწორად სჯერა, რომ მას შეუძლია, უკრაინის გადალახვა. მას არ შეუძლია, დაიჯეროს, რომ ეს მათი მიწაა, მათი ქვეყანა და მომავალია. ამდენი ხნის შემდეგაც კი, პუტინს კვლავ ეჭვი ეპარება ჩვენს გამძლეობაში. ის ჯერ კიდევ დებს ცუდ ფსონს, რომ რწმენა და ერთიანობა შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის დაირღვევა. ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ არ ესმის, რომ ჩვენი ვალდებულება, ჩვენი ღირებულებები, ჩვენი თავისუფლება არის ის, რისი გადაბიჯებაც მას არასდროს შეუძლია. სწორედ ეს ვართ ჩვენ. ამ ომის განმავლობაში ლიეტუვის მოსახლეობა, ჩვენს გაბედულ ძმებთან ერთადაა უკრაინის უფლების მთავარ დამცველთა შორის, რომ ჰქონდეს დამოუკიდებლად არჩეული მომავალი, იყოს თავისუფალი... ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ არ შესუსტდება. ჩვენ დავდგებით თავისუფლებისთვის დღეს, ხვალ და რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ყველას გვინდა, ეს ომი სამართლიანი პირობებით დასრულდეს. პირობები, რომლებიც იცავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის ძირითად პრინციპებს, რომელსაც ჩვენ ყველამ ხელი მოვაწერეთ - სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ერებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის ორი საყრდენი. ერთ ქვეყანას არ შეიძლება, მიეცეს უფლება, ძალით წაართვას მეზობელს ტერიტორია“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა შეგახსენებთ, ლიეტუვის დედაქალაქში სამიტი დღეს დასრულდა.

ბაიდენი ადასტურებს, რომ უკრაინაში ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის გაგზავნას კვლავ განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადატურა, რომ შტატები უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის მიწოდების საკითხს განიხლავს.  ბაიდენმა Bloomberg News-ის ჟურნალისტს განუცხადა, რომ ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ფიქრობს ATACMS-ის გაგზავნაზე უკრაინაში, მაგრამ ახლა უკრაინას ყველაზე მეტად საარტილერიო ჭურვები სჭირდება. „ჩვენ ამაზე ვმუშაობთ,” - განაცხადა ბაიდენმა. WSJ: აშშ ახლოსაა უკრაინისთვის ATACMS-ის დამტკიცებასთან 2022 წლის ივლისში, ეროვნული უსაფრთხოების საკითებში ჯო ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ იყო მზად ATACMS-ის მიწოდებისთვის, იმის შიშით, რომ კონლფიქტი მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მოკავშირეების ასეთმა უხალისო დამოკიდებულებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს კიევს დანარჩენი უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლებაში.   შორი რადიუსის იარაღის დეფიციტმა შეიძლება ასევე გაახანგრძლივოს რუსეთის აგრესიული ომი და ათასობით ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს. კიევმა შორ მანძილზე მოქმედი იარაღი (Storm Shadow) უკვე მიიღო დიდი ბრიტანეთისგან. მისი მოქმედების რადიუსი 250 კილომეტრზე მეტია. ზელენსკი: რუსული ტერორის შესაჩერებლად უკრაინას ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა სჭირდება ბენ ჰოჯესი: უკრაინას ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა სჭირდება Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე. „სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს“, - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.  

ბაიდენი: პრიგოჟინის ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი იმასთან, თუ რას ვჭამ

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წარუმატებელი აჯანყების შემდეგ შესაძლო ქმედებებზე ჰკითხეს, რაზეც ჯო ბაიდენმა უპასუხა: „ღმერთმა უწყის რისი გაკეთება შეუძლია… ისიც კი არ ვიცით, თუ სად იმყოფება და რა სიტუაციაში“. „პრიგოჟინის ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი იმასთან, თუ რას ვჭამ, დეტალურად შევისწავლიდი ჩემს მენიუს”  - განაცხადა ბაიდენმა ჰელსინკში ჩრდილოეთ ევროპის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. პრიგოჟინის შეწყვეტილი ამბოხის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბელორუსში იმყოფებოდა, თუმცა ბელორუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 6 ივლისს განაცხადა, რომ პრიგოჟინი რუსეთში დაბრუნდა. Wagner Group-ის ლიდერი ევგენი პრიგოჟინი, რომლის ადგილსამყოფელი გაურკვეველია მისი წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, სავარაუდოდ, მოსკოვში იმყოფება სულ მცირე პირველი ივლისიდან, იტყობინება ფრანგული გამოცემა Liberation-ი. მისივე თანახმად, ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი „წარუმატებელი აჯანყებისა“ და რუსეთიდან წასვლის შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა კრემლში, რაც მოგვიანებით, პუტინის სპიკერმა დაადასტურა.  მედია: პრიგოჟინის ოფისში ყალბი პასპორტები და ჩემოდნებში ფული იპოვეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორად, „ვაგნერი“ კი, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა  

ბაიდენი არ ფიქრობს, რომ უკრაინაში ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ უკრაინაში ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება და განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "უკვე წააგო." „შეუძლებელია, მან მოიგოს ომი უკრაინაში, პურტინმა უკვე წააგო,“ - განაცხადა ბაიდენმა ჰელსინკში, ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც ჰკითხეს, შეიძლება თუ არა უკრაინის NATO-ში დაუყოვნებლივმა არმიღებამ, პუტინი გაამხნევოს აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება, რადგან რუსეთს არ შეუძლია ამდენი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს თავისი რესურსები და პუტინი, სავარაუდოდ, საბოლოოდ „გადაწყვეტს, რომ ის არ არის რუსეთის ინტერესში, ეკონომიკურად, პოლიტიკურად თუ სხვაგვარად“. ბაიდენმა აქვე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა პროგრესს მიაღწევს მის ამჟამინდელ კონტრშეტევაში, რათა მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას ხელი შეუწყოს.  

პენტაგონმა შესაძლოა, რუსეთის შეკავებისთვის 3000-მდე რეზერვისტი გაააქტიუროს - WP

ბაიდენმა ევროპაში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმად, ოპერაცია Atlantic Resolve-ს საგანგებო ოპერაცია ეწოდა, ხოლო აშშ-ის ევროპულ სარდლობას (EUCOM) ახალი უფლებამოსილებები მიენიჭა, მათ შორის - 3000 რეზერვისტის გამოძახების შესაძლებლობა ევროპაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაძლიერებისთვის. კერძოდ, გენერალ-ლეიტენანტმა დუგლას სიმსმა განმარტა, რომ ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ევროპაში ოპერაცია Atlantic Resolve-ის, 3000 რეზერვისტით გაძლიერებას გულისხმობს. მისივე თქმით, ოპერაცია Atlantic Resolve, რომელიც უზრუნველყოფს საბრძოლო სანდო ძალებს ევროპაში, საგანგებო ოპერაციად გარდაიქმნება. აშშ ოპერაცია Atlantic Resolve-ისთვის დამატებით ძალებს ააქტიურებს „ეს ქმედება NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვისადმი აშშ-ის ერთგულებას კიდევ ერთხელ ადასტურებს, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე,“ - განაცხადა სიმსმა. თავის მხრივ, პენტაგონის სპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განმარტა, რომ ეს ნაბიჯი გააქტიურებულ რეზერვისტებს იგივე სარგებელს მოუტანს, როგორც მოქმედ ჯარებს და კონტრაქტებს დააჩქარებს. Atlantic Resolve - ეს არის ოპერაცია, რომელმაც 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის საპასუხოდ, ევროპაში აშშ-ის ჯარების პოზიცია გააძლიერა. ჯერ უცნობია, როდის ან თუნდაც გაგზავნის თუ არა თავდაცვის დეპარტამენტი დამატებით რეზერვს ევროპაში ახალი უფლებამოსილებით, რაზეც ბაიდენი განცხადებაში მიუთითებდა. Washington Post-ის თანახმად, პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი არ გაზრდის ევროპაში აშშ-ის ჯარების საერთო დონეს, რომელიც ახლა დაახლოებით 80,000-ს შეადგენს, მაგრამ პოტენციურად შეცვლის მის შემადგენლობას მეთაურებისთვის დამატებითი რეზერვისტების განლაგების საშუალების მიცემითთ. ოფიციალური პირების თქმით, დანაყოფები, რომლებიც განლაგდებიან, ჯერ არ არის იდენტიფიცირებული. „ეს უფლებამოსილება საშუალებას მისცემს დეპარტამენტს, შეინარჩუნოს გაძლიერებული ამერიკული ყოფნა საზღვარგარეთ და უკეთ დაუჭიროს მას მხარი“, -  განმარტავენ პენტაგონში. აშშ-ის ევროპული სარდლობის სპიკერი (EUCOM), კაპიტანი ბილ სფიქსი ამბობს, რომ სარდლობა ემზადება, გამოიყენოს ახალი უფლებამოსილება „გრძელვადიანი გამძლეობის უზრუნველსაყოფად“ USEUCOM-ის ყოფნისა და ოპერაციების გაზრდილ დონეზე". ვაშინგტონის მხრიდან ხსენებული ნაბიჯი გადაიდგა იმ ფონზე, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების დახმარებას აფართოებს. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეჭრის შემდეგ, აშშ-ის მიერ გაღებულმა უსაფრთხოების დახმარებამ 41 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, კასეტური საბრძოლო მასალისა და სხვა იარაღის ჩათვლით.    

ბაიდენი და ნეთანიაჰუ შეხვედრაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერი, ბენიამი ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს წლის ბოლომდე შეხვდებიან. თეთრი სახლი სპიკერის თქმით, შეხვედრა სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაიმართება. „ლიდერებმა შეთანხმებას სატელეფონო საუბრის დროს მიაღწიეს,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ. მისი თქმით, შეხვედრის დეტალებზე ჯერ მუშაობა მიმდინარეობს და მისი გამართვის ადგილი დაზუსტებული არ არის. შეხვედრა ვაშინგტონში ან ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში უნდა შედგეს. კირბიმ განმარტა, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება, შეხვდეს ნეთანიაჰუს, არ ნიშნავს, რომ აშშ-ს ნაკლებად აშფოთებს სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები. ბაიდენი ისრაელის პრეზიდენტ, ისააკ ჰერცოგს ამ კვირაში თეთრ სახლში უმასპინძლებს.  

ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრეზიდენტმა „რუსეთ-ირანის მზარდ პარტნიორობაზე“ ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრეზიდენტ, ისააკ ჰერცოგს თეთრ სახლში უმასპინძლა. თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა კონსულტაციები გამართეს ორმხრივი ინტერესის ძირითად საკითხებზე, მათ შორის გაძლიერებულ კოორდინაციაზე ირანის ბირთვული იარაღის შეძენის თავიდან ასაცილებლად და თავდაცვის სექტორში ირანის მზარდ პარტნიორობაზე რუსეთთან. პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს, რომ აშშ-ისრაელის ურთიერთობის სიძლიერ საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება. განიხილეს სასამართლო რეფორმის პაკეტისადმი კონსენსუსზე დაფუძნებული მიდგომის აუცილებლობა. „პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა თავისი ვალდებულება, შეინარჩუნოს გზა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოლაპარაკების გზით მოგვარებისთვის, რაც საუკეთესო გზაა გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობისთვის და ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის თავისუფლების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების თანაბარი ზომების უზრუნველყოფისკენ. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა დამატებითი ზომების მიღება დასავლეთ სანაპიროზე უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ტერორისტული აქტების თავიდან ასაცილებლად. მხარეებმა ასევე განიხილეს ისრაელის რეგიონული ინტეგრაციის წინსვლის შესაძლებლობები უფრო მშვიდობიანი და აყვავებული ახლო აღმოსავლეთის შესაქმნელად,“ - წერია თეთრი სახლის განცხადებაში. ბაიდენი და ნეთანიაჰუ შეხვედრაზე შეთანხმდნენ  

CNN: ჯო ბაიდენი თანახმაა, აშშ-მ ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები გაუგზავნოს

CNN-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებს, უფლება მისცეს უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებასთან ითანამშრომლოს. CNN-ის წყაროს თქმით, რა ინფორმაციას გააზიარებს აშშ საბოლოოდ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას მოითხოვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი გამოძიებისთვის. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება რამდენიმეთვიანი შიდა დებატების შემდეგ მიიღეს და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ მტკიცებულებების სისხლის სამართლის სასამართლოსთვის გაზიარებას დათანხმდა. ამასთან, Reuters-ი წერს, რომ ჯო ბაიდენმა რუსული ომის დანაშაულის მტკიცებულებების ჰააგის სასამართლოსთვის გადაცემის განკარგულება გასცა.  

მელონი ბაიდენთან შეხვედრაზე: დასავლეთის ქვეყნებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ, ერთმანეთის იმედი ჰქონდეთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი თეთრ სახლში მიიღო. მხარეებმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომისა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. იტალიის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ ერთმანეთის იმედი ჰქონდეთ. მისი თქმით, იტალია მხარს უჭერს უკრაინას, რითაც საერთაშორისო სამართალს იცავს. „ისინი, ვინც მშვიდობიანად ცხოვრობენ, უკრაინის საკითხში პირველი მხარდამჭერები უნდა იყვნენ,“ - აღნიშნა მელონიმ. თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ჯორჯია მელონის და იტალიელ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის. „იტალია და შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას. მადლობას გიხდით უკრაინის რუსეთის სისასტიკისგან დაცვაში ძალიან ძლიერი მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი იტალიელ ხალხს. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს," - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა. ბაიდენის თქმით, „ტრანსატლანტიკური პარტნიორობა არის საერთო უსაფრთხოების ქვაკუთხედი და იტალიის ჯარები ასრულებენ გადამწყვეტ როლს ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.“ შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაზრდის შესაძლებლობებზეც. ჯო ბაიდენის თქმით, ის ვერ ხედავს მიზეზს, რატომ ვერ უნდა გაძლიერდეს ვაჭრობა იტალიასა და შეერთებულ შტატებს შორის.  

თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ჯო ბაიდენმა თავისი შვილი შეიწყალოს

თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი შვილი, ჰანთერ ბაიდენი შეიწყალოს. თეთრ სახლში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ ბაიდენმა თავისი ვაჟი შეიწყალოს, თეთრი სახლის სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა უპასუხა: „არა.“ ჰანთერ ბაიდენს 2017 და 2018 წლებში 1,5 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალზე გადასახადების გადაუხდელობა ედება ბრალად. ჯო ბაიდენის ვაჟმა საშემოსავლო გადასახადების განზრახ გადაუხდელობის თაობაზე ორი ბრალდება აღიარა. გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროსთან გარიგების ფარგლებშია მიიღეს. კიდევ ერთი გამოძიება ბაიდენის ვაჟს ედავება, რომ მან 2018 წელს ცეცლხსასროლი იარაღი შეიძინა, როდესაც ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული. BBC-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ბრალდებული მედიკამენტურ მკურნალობასა და დაკვირვებას დათანხმდება. „ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და პირველ ლედის უყვართ და მხარს უჭერენ თავიანთ შვილს, ვინაიდან ის აგრძელებს თავისი ცხოვრების აღდგენას. ჩვენ სხვა კომენტარი არ გვექნება,“ - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელიც 20 ივნისს გამოქვეყნდა.  

ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც გარკვეულწილად ზღუდავს ჩინეთის ტექნოლოგიურ სფეროში აშშ-ის ახალ ინვესტიციებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ნაწილობრივ ზღუდავს აშშ-ის ახალ ინვესტიციებს ჩინეთის ტექნოლოგიებში, მათ შორის იგულისხმება კომპიუტერული ჩიპები. ბრძანება უფლებას აძლევს აშშ-ის ხაზინის მდივანს, აკრძალოს ან შეზღუდოს აშშ-ის ინვესტიციები სამ სექტორში: ნახევარგამტარები და მიკროელექტრონიკა, კვანტური საინფორმაციო ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტის გარკვეული სისტემები. ბრძანება მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს ისეთი ტექნოლოგიების განვითარება, რომლებიც ძირს უთხრის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა „ძლიერ უკმაყოფილოა" და აშშ-ის მოთხოვნას „მტკიცედ ეწინააღმდეგება.“ გამოცემა Bloomberg-ი მოსალოდნელი ბრძანების შესახებ 29 ივლისს წერდა. როგორც დასავლური მედია წერს, დადგენილება გავლენას არ მოახდენს არსებულ ინვესტიციებზე და მხოლოდ აკრძალავს გარკვეულ ტრანზაქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ნახევარგამტარებთან, ხელოვნურ ინტელექტთან და კვანტურ გამოთვლებთან. Bloomberg-ის თანახმად, შეზღუდვები ძალაში მომავალ წელს შევა.  

CNN-ის ცნობით, იუტაში ბაიდენის ვიზიტის წინ, კაცმა პრეზიდენტის მიმართ მუქარის შემცველი გზავნილები გამოაქვეყნა

CNN-ის ინფორმაციით, FBI-ს თანამშრომლებმა იუტაში მცხოვრებ კაცს მაშინ ესროლეს, როდესაც ის დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა. მედიის ცნობით, კაცმა სამართალდამცველებს იარაღი დაუმიზნა. მედია სამართალდამცვავ ორგანოში მყოფ წყაროზე დაყრდობით წერს, რომ კრეიგ რობერტსონს სნაიპერული შაშხანა და რამდენიმე სხვა ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.  გავრცელებული ინფორმაციით, კრეიგ რობერტსონმა ჯო ბაიდენის მიმართ მუქარის შემცველი პოსტი პრეზიდენტის იუტაში დაგეგმილი ვიზიტის წინ გამოაქვეყნა. რობერტსონი, ბოლო თვეების განმავლობაში, ასევე აქვეყნებდა ონლაინ მუქარებს სხვა დემოკრატი პოლიტიკოსების და იმ პროკურორების მიმართაც, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმე აღძრეს. CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში FBI-ს წარმომადგენელმა განაცხადა,  რომ FBI სერიოზულად ეკიდება ყველა ინციდენტს, რომელშიც მისი აგენტები მონაწილეობენ. შესაბამისად, სროლის ინციდენტს FBI-ს ინსპექტირების სამმართველო განიხილავს.  

Bloomberg: ბაიდენი გეგმავს, ხელი მოაწეროს ბრძანებას, რომელიც ჩინეთში გარკვეული მიმართულებით ამერიკულ ინვესტიციებს შეზღუდავს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, აგვისტოს შუა რიცხვებში გეგმავს, რომ ხელი მოაწეროს ბრძანებას ჩინეთში ამერიკული ტექნოლოგიების სფეროში ინვესტიციების შეზღუდვის შესახებ. როგორც დასავლური მედია წერს, დადგენილება გავლენას არ მოახდენს არსებულ ინვესტიციებზე და შეეხება სამ სექტორს: ნახევარგამტარებს და მიკროელექტრონიკას, კვანტურ საინფორმაციო ტექნოლოგიებს და ხელოვნული ინტელექტის გარკვეულ სისტემებს.  Bloomberg-ის თანახმად, შეზღუდვები ძალაში მომავალ წელს შევა.  

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგები ევროპის ფარგლებს სცდება - ბაიდენი

იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან და სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, იუნ სუკ იოლთან სამმხრივი სამიტის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იაპონიის ლიდერი რუსეთის შეჭრაზე ტოკიოს საპასუხო ნაბიჯების გამო შეაქო. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ბაიდენის შეფასებით, იაპონიამ აჩვენა ძლიერი ლიდერობა G7-ის მეშვეობითაც და წვლილი შეიტანა უკრაინისთვის ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელოვან რაოდენობაში, ისევე როგორც არალეტალური სამხედრო აღჭურვილობის კიევისთვის მიწოდებაში. „ისინი შეუერთდნენ უამრავ სხვა ქვეყანას საერთაშორისო სანქციების მეშვეობით რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში.“ უკრაინაში შეჭრის შესახებ პუტინის არგუმენტს ბაიდენმა „სასაცილოდ“ უწოდა. „წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ არაფერი გაგვეკეთებინა...ჩვენ რომ გავჩერდეთ, რა გზავნილს გაუგზავნის ეს ჩინეთს ტაივანთან დაკავშირებით? რა სიგნალს გაუგზავნის ეს მთელ მსოფლიოს?" "რუსეთმა უკვე წააგო. ის ვერ მიაღწევს თავის თავდაპირველ მიზანს, რომელიც მან განიზრახა. ეს შეუძლებელია... იაპონიის ხელმძღვანელობამ პირველივე დღიდან გადამწყვეტად აჩვენა, რომ ომის შედეგები ევროპის ფარგლებს გარეთაც ვრცელდება," - განმარტა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ინტერვენცია არ არის „მხოლოდ ევროპის პრობლემა.“ „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი შეჭრა არ ყოფილა,“ აღნიშნა ჯო ბაიდენმა.  

ბაიდენი: რუსეთში ბევრი რამ არ ხდება, რის უკანაც პუტინი არ დგას

„არ მიკვირს,“ - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა “ვაგნერის” ლიდერის, ევგენი „პრიგოჟინის თვითმრინავის“ კატასტროფაზე დასმულ შეკითხვას. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერ ცოტა რამ იცის რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე. „შესაძლოა გახსოვთ, რომ როდესაც თქვენ მასზე [პრიგოჟინზე] მკითხეთ, მე ვთქვი, რომ ფრთხილად ვიქნებოდი იმაზე, თუ რას შევჭამდი და რით ვიმგზავრებდი. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ არ მიკვირს,” - განაცხადა ბაიდენმა. „რუსეთში ბევრი რამ არ ხდება, რის უკანაც პუტინი არ დგას, მაგრამ საკმარისად არ ვიცი, რომ პასუხი ვიცოდე,“ - აღნიშნავს ბაიდენი. რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები დღესვე, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა განაცხადა, რომ თუ ევგენი პრიგოჟინის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, არავის არ უნდა გაუკვირდეს. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ. International Aviation-ის მიხედვით, Legacy 600 ექსპლუატაციაში 2002 წელს შევიდა.  

ჯო ბაიდენი ვიეტნამს სექტემბერში ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვიეტნამს სექტემბერში ეწვევა და მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი ჰანოიში 10 სექტემბერს, ინდოეთში დაგეგმილი G20-ის სამიტის დასრულების შემდეგ ჩავა. „ვაშინგტონს ჰანოისთან ურთიერთობების განახლება სურს, მას რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს იმ დროს, როდესაც აშშ-ის ურთიერთობები პეკინთან სულ უფრო დაძაბულია. ვიეტნამმა, ამავდროულად, უნდა აწონ-დაწონოს თავისი ძლიერი მეზობლის რეაქცია, რადგან ჩინეთი უფრო დამაჯერებელი ხდება,“ - წერს Reuters-ი. აშშ ვიეტნამთან სტრატეგიული შეთანხმების გაფორმებით, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში გავლენას აძლიერებს. ამის შესახებ გამოცემა POLITICO 21 აგვისტოს წერდა. ბაიდენი ვიეტნამთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერს ხელს - POLITICO  

ჯო ბაიდენი „დიდი ოცეულის“ სამიტს შესაძლოა, ვერ დაესწროს

აშშ-ის პირველ ლედის, ჯილ ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. Reuters-ის ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგი დაუდასტურდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელიც რამდენიმე დღეში „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასასწრებად ინდოეთში, ხუთშაბათს უნდა გამგზავრებულიყო. „პირველი ლედის COVID-19-ზე დადებითი ტესტის შემდეგ, პრეზიდენტ ბაიდენს დღეს საღამოს ჩაუტარდა COVID-ის ტესტი. პრეზიდენტის ტესტი უარყოფითი იყო. პრეზიდენტი ამ კვირაში რეგულარულად ჩაიტარებს ტესტირებას და სიმპტომებს დაკვირდება,“ - აცხადებენ თეთრ სახლში. თეთრ სახლს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, შეძლებს თუ არა ჯო ბაიდენი სამიტზე დასასწრებად გამგზავრებას.  

ბაიდენი ვიეტნამშია

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვიეტნამში ჩავიდა. მან Twitter-ზე დაწერა, რომ სჯერა, ეს ვიზიტი ისტორიული იქნება. აშშ ვიეტნამთან სტრატეგიული შეთანხმების გაფორმებით, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში გავლენას აძლიერებს. ამის შესახებ გამოცემა POLITICO 21 აგვისტოს წერდა. ბაიდენი ვიეტნამთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერს ხელს - POLITICO მედია ბაიდენის ვიზიტს რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლის უახლეს მცდელობას უწოდებს. „ახალი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ხსნის კარს უფრო მჭიდრო დიპლომატიური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობისთვის ყოფილ მტერთან - და ჩინეთის მეზობელ - ჰანოისთან“, - წერს Politico. „ვიეტნამი არ უერთდება აშშ-ის ჩინეთის წინააღმდეგ... ისინი სიამოვნებით აუმჯობესებენ ურთიერთობებს აშშ-სთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედებენ -  გააგრძელებენ პოზიციონირებას ძალიან ფრთხილად,” - განაცხადა სკოტ მარსიელმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, რომელმაც ჰანოიში 1993 წელს სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი ოფისი გახსნა. ახლა აშშ ჰანოის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.  

ჯო ბაიდენი იმპიჩმენტზე: ეს მთავრობის მუშაობის შეჩერებისთვის სჭირდებათ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმპიჩმენტის საკითხზე კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ დაწყებულ მოკვლევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დაკისრებული სამუშაოს შესრულებაზე და სხვა საკითხებზეა კონცენტრირებული. ჯო ბაიდენმა ვირჯინიის შტატში წინასაარჩევნო კამპანიაზე საჭირო სახსრების შეგროვების ღონისძიებაზე განაცხადა, რომ რესპუბლიკელების მხრიდან იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების სურვილი აშშ-ს მთავრობის მუშაობის დროებითი შეჩერების, მოწყობის მცდელობასთან არის დაკავშირებული. „ზუსტად არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამათმა უბრალოდ იცოდნენ, რომ იმპიჩმენტის გამოცხადება სურთ. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ იმპიჩმენტი მთავრობის მუშაობის შეჩერებისთვის სჭირდებათ,“ - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს. რესპუბლიკური პარტია აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე შესაბამის პროცედურას იანვრიდან აწარმოებს მას შემდეგ რაც წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს.  

ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში, 21 სექტემბერს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში, 21 სექტემბერს შეხვდება. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე გააკეთა. ამასთან, აღინიშნა, რომ მომავალ კვირას აშშ-მ შესაძლოა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადოს. „[ნიუ-იორკიდან] პრეზიდენტი ბაიდენი შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნდება, რათა ხუთშაბათს თეთრ სახლში პრეზიდენტი ზელენსკი მიიღოს. ეს მათი მესამე შეხვედრა იქნებ. ის, რა თქმა უნდა, კრიტიკულ დროს შედგება, ვინაიდან უკრაინის წინააღმდეგ მისი სასტიკი ომისთვის რუსეთი სასოწარკვეთილად ეძებს დახმარებას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, ჩრდილოეთ კორეა,” - განაცხადა ჯეიკ სალივანმა. NYT: ზელენსკი მომავალ კვირაში ვაშინგტონს ეწვევა  

ბაიდენი ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდება. ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.  „19 სექტემბერს დაგეგმილია მსოფლიო ორგანიზაციის ყოველწლიურ შეკრებაზე გამოსვლისას და შუა აზიის ქვეყნების ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებთან შეხვედრა. ჯგუფის ლიდერებთან შეხვედრა, რომელიც ცნობილია როგორც C5, სავარაუდოდ, ყურადღებას გაამახვილებს რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ვაჭრობაზე, კლიმატის ცვლილებაზე, მმართველობის გასაუმჯობესებლად მიმდინარე რეფორმებზე და სხვა საკითხებზე,“ აღნიშნა სალივანმა. ცალკე, ბაიდენი სამშაბათს გამართავს მოლაპარაკებებს გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან.  

ბაიდენი გაეროს უშიშროების საბჭოს გაფართოების ინიციატივით გამოდის - Telegraph

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაეროს უშიშროების საბჭოს გაფართოებას მოითხოვს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Telegraph-ი წერს. ბაიდენი წევრ ქვეყნებს სთხოვს, გადახედონ „უშიშროების საბჭოს არქიტექტურას“, განუცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ The Telegraph-ს. კირბის თქმით, ხუთი მუდმივი წევრია ჩინეთი, რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, მაგრამ ბაიდენი მხარს დაუჭერს ხუთ ან ექვს ახალ მუდმივ წევრს. „ინდოეთი, ბრაზილია, გერმანია, იაპონია და სამხრეთ აფრიკა "ნახსენები არიან როგორც შესაძლო წევრები," წერს Telegraph-ი. გაეროს უშიშროების საბჭო ამჟამად 15 წევრისაგან შედგება, რომელთაგან 10 არამუდმივია და ორი წლის ვადით აირჩევა. „თუმცა უშიშროების საბჭოს ნებისმიერი რეფორმა „მოითხოვს ცვლილებას გაეროს წესდებაში“, რომელსაც შესაძლოა, ჩინეთმა და რუსეთმა ვეტო დაადონ,“ - წერს Telegraph-ი. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალურ ასამბლეას ეწვევა.  მისი მეორე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 21 სექტემბერს, აშშ-ში ზელენსკი ასევე შეხვდება ბაიდენს და ამერიკელ სენატორებს.  

ბაიდენი უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს - Reuters

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაცია გეგმავს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადოს. ოფიციალური პირის თქმით, ეს ინფორმაცია აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაზე, ხუთშაბათს გასაჯაროვდება.  „აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს გამოაცხადოს უკრაინისთვის 325 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი ხუთშაბათს, რაც დაემთხვა ვაშინგტონში პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. კასეტური ბომბების გარდა, უკრაინისთვის განკუთვნილ დახმარების პაკეტში შედის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, მართვადი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის (GMLRS) რაკეტები მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS) და Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები.  

ბაიდენი: ჩვენ დავიცავთ უკრაინის თავისუფლებას, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის უკრაინელ კოლეგას თეთრ სახლში მიესალმა. მან დაარწმუნა ზელენსკი, რომ ამერიკა რჩება ერთგული, მხარი დაუჭიროს უკრაინის ძალისხმევას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად. „ამ კვირაში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ნათლად განვაცხადე, რომ ვერც ერთი ერი ვერ იქნება ჭეშმარიტად უსაფრთხო მსოფლიოში, თუ, ფაქტობრივად, ჩვენ დავიცავთ უკრაინის თავისუფლებას. ამიტომ ჩვენ შევკრიბეთ 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიცია - 50 ქვეყანა, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში. ეს გადამწყვეტია. ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა G7-ის სხვა ლიდერებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაიწყო "ჩვენი გრძელვადიანი ვალდებულების ფორმალიზების პროცესი უკრაინის უსაფრთხოებისთვის" და სწორედ ამიტომ მხარს უჭერს "სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას, რომელიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას“. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე შეაქო უკრაინელი ხალხის "უზარმაზარი ვაჟკაცობა". „ეს მართლაც შთააგონებდა მსოფლიოს და ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ამერიკელი ხალხი გადაწყვეტილია, ყველანაირად იზრუნონ იმაზე, რომ მსოფლიო თქვენ გვერდით დადგეს," - აღნიშნა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, "შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მამაცი ხალხის გვერდით დგომას." "ეს არის ინვესტიცია არამხოლოდ უკრაინის მომავალში, არამედ, მომავალში, სადაც მთელი მსოფლიო პატივს სცემს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ზელენსკი: უკრაინა აშშ-სთან ერთად იარაღს აწარმოებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-სთან ერთად იარაღს აწარმოებს.  ტრადიციული ვიდეომიმართვისას, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-დან გაავრცელა, ნათქვამია, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის "გრძელვადიანი შეთანხმება" არსებობს იარაღის წარმოებაზე. შეგახსენებთ, აშშ უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს. უსაფრთხოების ახალი პაკეტის ღირებულება $325 მილიონს შეადგენს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება 21 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა. ახალი დახმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იქნება ორიენტირებული. ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა მომავალ კვირაში მიიღებს ამერიკული ტანკების M1 Abrams-ის პირველ პარტიას.    

ჯო ბაიდენი: უკრაინას პირველი ამერიკული Abrams-ის ტანკები მომავალ კვირას გადაეცემა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ Abrams-ის ამერიკული ტანკების პირველი პარტია უკრაინაში მომავალ კვირას ჩავა. ამის შესახებ ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ისაუბრა.  მან 21 სექტემბერს უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომელიც მოიცავს უფრო მეტ არტილერიას, საბრძოლო მასალას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს. „დღეს მე დავამტკიცე აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების შემდეგი ტრანში უკრაინაში, მათ შორის მეტი არტილერია, მეტი საბრძოლო მასალა, მეტი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და მომავალ კვირას პირველი ამერიკული Abrams-ის ტანკები გადაეცემა უკრაინას. ჩვენ ასევე ორიენტირებული ვართ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა დავიცვათ კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს სითბოს და სინათლეს წლის ყველაზე ცივ და ბნელ დღეებში", - აღნიშნა ბაიდენმა. შეგახსენებთ, აშშ უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს. უსაფრთხოების ახალი პაკეტის ღირებულება $325 მილიონს შეადგენს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება 21 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა. ახალი დახმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იქნება ორიენტირებული.    

ირაკლი ღარიბაშვილი ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო

ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით, მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო. შესაბამისი ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის Facebook-ზე გავრცელდა.  გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მქონდა პატივი დავსწრებოდი აშშ პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის”, - აღნიშნავს პრემიერი. ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 სექტემბერს გაემგზავრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკში, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრო.  ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები გამართა.  

აშშ-მ ვიეტნამს შესაძლოა, F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცეს

აშშ-სა და ვიეტბნამს შორის შესაძლოა, შეთანხმება გაფორმდეს, რომლის თანახმად, ვაშინგტონი ვიეტნამს იარაღს და F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცეს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ გარიგება ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპებზეა და მისი ზუსტი პირობებით ჯერ არ არის შემუშავებული. აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი ვიეტნამსა და აშშ-ის ოფიციალური მოლაპარაკებების მთავარი თემა გახდა გასული თვის განმავლობაში, ჰანოიში, როდესაც ბაიდენი ვიეტნამს ეწვია. თეთრი სახლისა და ვიეტნამის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერებმა კომენტარის მიწოდების შესახებ თხოვნას არ უპასუხეს. „ჩვენ გვაქვს ძალიან პროდუქტიული და პერსპექტიული უსაფრთხოების ურთიერთობა ვიეტნამელებთან და ჩვენ ვხედავთ მათგან საინტერესო მოქმედებას ზოგიერთ ამერიკულ სისტემასთან დაკავშირებით, რაც მათ დაეხმარება, უკეთ აწარმოონ მონიტორინგი თავიანთი საზღვაო დომენებზე, შესაძლოა,“ - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა Reuters-ის ცნობით. ბაიდენი ვიეტნამში 10 სექტემბერს ჩავიდა. მედიამ ბაიდენის ვიზიტს რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლის უახლესი მცდელობა უწოდა.  

ჯო ბაიდენმა ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შუა დერეფნის განვითარების ინიციატივა გააცნო

20 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს.  აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ჯო ბაიდენი კრიტიკული მინერალების შესახებ დიალოგის დაწყების ინიციატივით გამოვიდა, რითაც აშშ აგრძელებს ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის (შუა დერეფნის) განვითარების მხარდაჭერას. უფრო კონკრეტულად, ჯო ბაიდენმა ეს განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის მიღმა გამართულ "C5+1" სამიტზე, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტების მონაწილეობით, ნიუ-იორკში გააკეთა. „C5+1“ ფორმატი არის შუა აზიის ქვეყნებსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედი მექანიზმი, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. ლიდერებმა განიხილეს მთელი რიგი საკითხები, მათ შორის უსაფრთხოების, ვაჭრობის და ინვესტიციების, რეგიონული კავშირის მიმართულებები, ყველა ერის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობისა და მმართველობისა და კანონის უზენაესობის გასაუმჯობესებლად მიმდინარე რეფორმების საკითხები. „ჩვენ ვაშენებთ მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობას ცენტრალურ აზიასა და შეერთებულ შტატებს შორის - თანამშრომლობას, რომელიც ეფუძნება სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს ერთობლივ ერთგულებას,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. აშშ-მ და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის შუა დერეფნის განვითარებისთვის ბაიდენმა დააკონკრეტა, რომ მონაწილე ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ იმისათვის, რომ ჰქონდეთ მედეგი, უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვები, რომლებსაც შეუძლიათ მომავალი ენერგეტიკული ლანდშაფტის მხარდაჭერა. ეს ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის (შუა დერეფნის) განვითარებისა და ინვესტიციების განსახორციელებლად, შეერთებული შტატების მხარდაჭერის ძალისხმევის ნაწილია, („პარტნიორობა გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციებისთვის“ ფარგლებში) რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ ეკონომიკურ ინტეგრაციასა და მდგრადობას. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი  

აშშ-ის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტი პიკეტს შეუერთდა

26 სექტემბერს ჯო ბაიდენი მიჩიგანში გაფიცული მუშების პროტესტს მხარდაჭერით, აშშ-ის ისტორიაში გახდა პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც პიკეტს შეუერთდა. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის კანონმდებლები და საპრეზიდენტო კანდიდატები ხშირად გამოდიან გაფიცვებზე, რათა გამოხატონ სოლიდარობა ამერიკელი მუშაკების მიმართ, მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან ამის გაკეთება უპრეცედენტოდ ითვლება. ბაიდენი საავტომობილო მრეწველობის მუშათა გაერთიანების (UAW) წევრების მოსანახულებლად, UAW-ს პრეზიდენტმა, შონ ფეინმა მიიწვია. ბაიდენმა აღნიშნა, რომ გაფიცულები ხელფასის მნიშვნელოვან ზრდას და სხვა შეღავათებს იმსახურებენ. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი 27 სექტემბერს მიჩიგანში პოლიტიკური ღონისძიებების ჩატარებას აპირებს. „ჯო ბაიდენს საავტომობილო მრეწველობის მუშათა გაერთიანების მონახულების სურვილი არ გასჩენია, ვიდრე არ გამოვაცხადე, რომ მათთან მიჩიგანში ჩასვლას ვაპირებდი," - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. 2020 წელს UAW-ის მხარი ბაიდენს ერგო, თუმცა, ჯერ უცნობია ვის მიემხრობა პროფკავშირების გაერთიანება 2024 წლის არჩევნებში.  

ჯო ბაიდენი შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს ვაშინგტონში, სამიტზე უმასპინძლებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ევროკავშირის ლიდერებს შარლ მიშელს და ურსულა ფონ დერ ლაიენს 20 ოქტომბერს, ვაშინგტონში სამიტზე უმასპინძლებს. AFP-ს ცნობით, ამის შესახებ  ევროპელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა. ევროკავშირი-აშშ-ის ბოლო სამიტი ბრიუსელში, 2021 წლის ივნისში გაიმართა, თუმცა ბაიდენი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერის შეკრების სტუმარი იყო გასული წლის მარტში. მომავალი შეხვედრის მიზანი ტრანსატლანტიკური პარტნიორობის გაძლიერება იქნება, რათა უკეთ ებრძოლონ ისეთ კრიზისებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება. ამასთან, როგორც მედია წერს, ვაშინგტონი და ბრიუსელი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ერთიანობის მძლავრ გზავნილს გააგზავნიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით.  

ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერები ბაიდენის შემდეგ შოლცს შეხვდნენ

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის ლიდერმა განიხილეს თანამშრომლობა და კავშირები, როცა ბერლინი ცდილობს გავლენის მოპოვებას რეგიონში, რომელიც ტრადიციულად, რუსეთის დომინანტურ სფეროდ მოიაზრება. 29 სექტემბერს შოლცმა ყაზაზეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის პრეზიდენტებს და თურქმენეთის ყოფილ პრეზიდენტსა და სახალხო საბჭოს ამჟამინდელ ხელმძღვანელს უმასპინძლა. ერთი დღით ადრე, შოლცმა მოლაპარაკება ყაზახეთის პრეზიდენტ, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან გამართა მოლაპარაკება, რომლის დროსაც, გერმანიის კანცლერმა შეაქო ყაზახეთის ძალისხმევა, შეჩერდეს რუსეთისთვის უკრაინაში აგრესიის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა. თოყაევი შოლცთან შეხვედრის შემდეგ: ყაზახეთი აუცილებლად დაიცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ასევე გამართა მოლაპარაკებები ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის პრეზიდენტებთან. ჯო ბაიდენმა ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შუა დერეფნის განვითარების ინიციატივა გააცნო  

ჯო ბაიდენი: არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა შეწყდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაავრცელა განცხადება, რითაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დროებითი ბიუჯეტის დამტკიცებას ეხმაურება, რომელშიც უკრაინის დახმარება გათვალისწინებული არ არის. ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.“ „მიუხედავად იმისა, რომ სპიკერი და კონგრესის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, ამ შეთანხმებაში ამ მხარდაჭერის გასაგრძელებლად ახალი დაფინანსება არ არის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა შეწყდეს," - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში. 30 სექტემბერს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლებმა მთავრობის დაფინანსებისთვისა და მუშაობის შეჩერების (ე.წ. „შათდაუნის”) თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას მიაღწიეს. კანონპროექტი მთავრობას კიდევ 45 დღის განმავლობაში მუშაობის საშუალებას მისცემს. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა (D-NY), უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა (R-KY) და ასიგნებების კომიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მოელიან, რომ სენატი იმუშავებს უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად. 2021 წლის იანვრიდან შეერთებულმა შტატებმა 44,5 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო უკრაინის უსაფრთხოების დახმარებისთვის. ეს მოიცავს 43,9 მილიარდ დოლარზე მეტს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.  

რა შემთხვევაში შეხვდება ბაიდენი პუტინს - ბლინკენის პასუხი

„არასოდეს თქვა არასოდეს,“ - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ამერიკული გამოცემა The Atlantic-ის შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა პუტინისა და ბაიდენის შეხვედრა კვლავინდებურად შედგეს. „არასოდეს თქვა არასოდეს, რადგან საბოლოო ჯამში, რაც ყველას უნდა, მათ შორის უკრაინელებით დაწყებული, სამართლიანი მშვიდობაა. ვნახოთ, თუ მივალთ ამ წერტილამდე.“ როგორია სამართლიანი მშვიდობა, ამერიკელმა დიპლომატმა ამ შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ცნობისთვის, ინტერვიუზე დაყრდნობით რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებებიც წერენ, რომ „ბაიდენი ომის შესაჩერებლად, შესაძლოა, პუტინს შეხვდეს.“  

ჯო ბაიდენი: „რესპუბლიკელთა“ უმრავლესობამ დაპირება უნდა შეასრულოს და უკრაინისთვის დახმარების გადაცემა უზრუნველყოს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესში „რესპუბლიკელებს“ მოუწოდებს , „პირობა შეასრულონ“ და უკრაინისთვის დახმარებას მხარი დაუჭირონ. „სპიკერმა მაკკარტიმ და წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელთა“ უმრავლესობამ დაპირება უნდა შეასრულონ და დახმარების გადაცემა უზრუნველყონ უკრაინისთვის, რომელიც თავს იცავს. შეუცვლელი ერი ვართ მსოფლიოში - მოდით, შესაბამისად ვიმოქმედოთ,” - წერს ბაიდენი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა მილერმა. მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი." „აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.“

კონგრესის სადავო გადაწყვეტილების ფონზე, ბაიდენმა მოკავშირეებს დაუდასტურა, რომ აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის სადავო გადაწყვეტილების ფონზე, მოკავშირეებს უდასტურებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს. 3 ოქტომბერს ის ტელეფონით ესაუბრა მოკავშირეებს. თეთრი სახლი ცდილობს, უზრუნველყოს კიევის მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმა ბოლო დღეებში მეტი დახმარება ვერ დაამტკიცა. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი კანადის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, პოლონეთის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, აგრეთვე ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებს, ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უკრაინის კოორდინირებული მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ ესაუბრა. უფრო ადრე ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგი ბაიდენთან მოლაპარაკების შემდეგ: ყველანი მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება „დღეს დილით პრეზიდენტმა ბაიდენმა სატელეფონო თათბირი გამართა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა მოეხდინა უკრაინის მიმართ ჩვენი უწყვეტი დახმარების კოორდინაცია,“ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. თეთი სახლი დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა მილერმა. მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი." „აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.“  

სტოლტენბერგი ბაიდენთან მოლაპარაკების შემდეგ: ყველანი მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება

NATO-ს ლიდერებმა ვიდეოზარი გამართეს. შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მასპინძლობდა. შესაბამის პოსტს ალიანსის გენმდივანი, იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „რუსეთი აგრძელებს თავის სასტიკ ომს, ჩვენ ყველანი მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება,“ - წერს სტოლტენბერგი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). გარკვეული კონტექსტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა მილერმა. მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი." „აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.“

რა ალტერნატიულ გზას განიხილავს ჯო ბაიდენი კონგრესის გვერდის ავლით უკრაინის დახმარების უზრუნველსაყოფად

რა ალტერნატიულ გზებს ეძებს თეთრი სახლი უკრაინის დახმარების უზრუნველსაყოფად, ამ თემას დასავლური მედია აქტიურად განიხილავს. მაგალითად, Politico წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განიხილა დაფინანსების ალტერნატიული მეთოდები, რომლებიც კონგრესის დამტკიცებას არ საჭიროებს. „სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტები არის რიგ ვარიანტებს შორის, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს კონგრესში არსებული ჩიხის გვერდის ავლით, დროებით მაინც,“ - განუცხადეს Politico-ს აშშ-ის მთავრობის წყაროებმა. უფრო კონკრეტულად კი, Reuters-ის სტატიიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება აშშ-ის სამხედრო გაყიდვების (FMS) პროგრამის გამოყენება. ეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაა, რომელიც გასცემს გრანტებს ან სესხებს, რათა დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შეძენაში ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალური თანხმობით, თუ ის თვლის, რომ ეს გააძლიერებს აშშ-ის უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს მსოფლიო მშვიდობას. აშშ-ის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი პოლ გობლი Europetime-თან ამბობს, რომ კონგრესში დავები სერიოზულად უნდა განვიხილოთ, თუმცა გობლი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი მათ გამო არ შეფერხდება. „კონფლიქტები აშშ-ის კონგრესში, სერიოზულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი მათ გამო არ შეფერხდება. არამხოლოდ თითქმის ყველა დემოკრატი, არამედ, რესპუბლიკელების უმეტესობა, გარდა MAGA-ს ექსტრემისტებისა, მხარს უჭერს უკრაინის მხარდაჭერას. MAGA (Make America Great Again) ამერიკული პოლიტიკური სლოგანი, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა დონალდ ტრამპის მიერ 2016 წლის წარმატებული საპრეზიდენტო კამპანიის დროს,“ - განუცხადა Europetime-სა შშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალურმა წარმომადგენელმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა მილერმა. მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი." „აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.“ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის სადავო გადაწყვეტილების ფონზე, მოკავშირეებს უდასტურებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს. 4 ოქტომბერს რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტიდან გადააყენეს.  

ბაიდენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ ისრაელის გვერდით დგას - ისრაელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტელეფონით ისაუბრეს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ოფიციალური პირები იტყობინებიან.  მანამდე ნეთანიაჰუს ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაიდენმა შაბათს დაურეკა პრემიერ-მინისტრს და ისრაელის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. „აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაურეკა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ხაზი გაუსვა, რომ აშშ დგას ისრაელის გვერდით და სრულად უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი“, - ნათქვამია განცხადებაში. თავის მხრივ, ისრაელის პრემიერმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს უპირობო მხარდაჭერისთვის. ამასთან, ნეთანიაჰუმ ბაიდენს განუცხადა, რომ საჭირო იქნება ხანგრძლივი და ძლიერი კამპანია, რომელშიც ისრაელი გაიმარჯვებს. ენტონი ბლინკენი: ვგმობთ „ჰამასის“ ტერორისტების შემზარავ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ, ისრაელის მთავრობასა და ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ  

ბაიდენი ნეთანიაჰუს: აშშ-ის მეტი დახმარება ისრაელისკენ მოემართება

აშშ-ს დამატებითი დახმარება ისრაელისკენ მიემართება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს კვირას განუცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა შეატყობინა პრემიერ მინისტრს ბოლო 24 საათის განმავლობაში შეერთებული შტატების მიერ ისრაელის მხარდასაჭერად განხორციელებული ინტენსიური დიპლომატიური ჩართულობის შესახებ,“ - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. „პრეზიდენტმა ასევე გადასცა დამატებითი დახმარება ისრაელს. ის ახლა ისრაელისკენ მიმავალ გზაზეა და უახლოეს დღეებში უფრო მეტი დახმარება იქნება. ბაიდენმა კიდევ ერთხელ გამოხატა თანაგრძნობა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, დაჭრილთა და დაღუპულთა მიმართ და განიხილა ძალისხმევა, რათა ისრაელის სხვა კონკურენტებმა არ ისარგებლონ სიტუაციით, ნათქვამია სტატიაში. სავარაუდოდ, ორი ლიდერი კონტაქტზე დარჩება უახლოეს დღეებში,“ - ნათქვამია განცხადებაში. ამერიკის შეერთებულ შტატებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ხომალდები გადაჰყავს.  

ბაიდენმა ნეთანიაჰუსთან და აბასთან სატელეფონო საუბრები გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტ, მაჰმუმ აბასთან სატელეფონო საუბრები გამართა. თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ისრაელისადმი აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას ისევე როგორც ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობას პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ერთი კვირის წინ, „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან პირველი საუბრისას, ბაიდენმა აბასს პალესტინელი ხალხისთვის, განსაკუთრებით ღაზაში სასწრაფოდ საჭირო ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, სრული მხარდაჭერა შესთავაზა. „პრეზიდენტმა ბაიდენმა დეტალურად აღწერა აშშ-ის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია პარტნიორებთან კოორდინაციისთვის, რათა კონფლიქტის გაფართოება აიცილონ თავიდან. ორმა ლიდერმა ასევე განიხილა დასავლეთ სანაპიროზე და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობის საკითხები,“ - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. თეთრმა სახლის ცნობით, ბაიდენმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას, რომელსაც ის რეგულარულად ესაუბრება თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. ბაიდენი ისრაელის ლიდერს ასევე ესაუბრა შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერის შესახებ და გაიმეორა მისი გაფრთხილება კონფლიქტის გაფართოების ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ. ბაიდენმა ასევე განიხილა შეერთებული შტატების კოორდინაცია გაეროსთან და რეგიონის ქვეყნებთან მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ. ნეთანიაჰუ ბაიდენს ისრაელის „ურყევი მხარდაჭერისთვის“ მადლობას უხდის ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო შეტევისთვის ემზადება. ისრაელმა მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პალესტინელებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. 1,1 მილიონი ადამიანის ევაკუაცია 24 საათში, გაერომ და სხვა საერთაშორისო აქტორებმა შეუძლებლად მიიჩნიეს და ისრაელი გააკრიტიკეს. დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ძირითადი სამხედრო ოპერაციები ღაზაში მაშინ დაიწყება, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები ტერიტორიას დატოვებენ. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.  

ბაიდენი: ჩვენ შეგვიძლია, ვიზრუნოთ ისრაელსა და უკრაინაზე, გვაქვს ამის შესაძლებლობა და ვალდებულება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია, მხარი დაუჭიროს როგორც ისრაელს, ისე უკრაინას. CNN-ის ცნობით, ბაიდენმა ამის შესახებ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატები, ყველაზე ძლიერი ერი ისტორიაში, არა მსოფლიოში, მსოფლიოს ისტორიაში. ჩვენ შეგვიძლია, ვიზრუნოთ ორივეზე და მაინც შევინარჩუნოთ ჩვენი საერთო საერთაშორისო თავდაცვა. ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა და ვალდებულებაც. და თუ ჩვენ არა, ვინ გააკეთებს ამას?“ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს დაფინანსების პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება 2 მილიარდ დოლარს და რომელიც მოიცავს სამხედრო დახმარებას უკრაინისა და ისრაელისთვის, განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 15 ოქტომბერს.  

განიხილება ბაიდენის ვიზიტი ისრაელში - Sky News

Sky News-ის ცნობით, ამერიკა და ისრაელი განიხილავენ პრეზიდენ ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტის შესაძლებლობას. ბრიტანული მედიის წყაროს ცნობით, ვიზიტი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიწვევით შედგება. მანამდე, 12 ოქტომბერს თელ-ავივში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩავიდა. ისრაელს ეწვია თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინიც.  

ჯო ბაიდენი: ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება, მაგრამ ისრაელმა უნდა უპასუხოს თავდასხმას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენის განაცხადა, რომ ისრაელმა რეაგირება უნდა მოახდინოს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ ტერაქტებზე, თუმცა ღაზის ხელახალი ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება. CBS News-თან ინტერვიუში, კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის ღაზის სრულ ბლოკადას, ბაიდენმა უპასუხა, რომ დარწმუნებულია, ისრაელი იმოქმედებს ომის წესების შესაბამისად და ღაზაში უდანაშაულოებს ექნებათ შესაძლებლობა, ჰქონდეთ წვდომა მედიკამენტებზე, საკვებსა და წყალზე. დაუჭერს თუ არა მხარს ის ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაციას ამ ეტაპზე, ბაიდენმა ამ შეკითხვასაც უპასუხა: „ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომა იქნება. ჩემი აზრით, იმის მიზეზი, რაც ღაზაში მოხდა, „ჰამასის“ ექსტრემისტული ელემენტები არ წარმოადგენს მთელ პალესტინელ ხალხს და ვფიქრობ, რომ შეცდომა იქნებოდა ისრაელის მიერ ღაზის ხელახალი ოკუპაცია.“ აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „ჰამასი“ მთლიანად უნდა აღმოიფხვრას, თუმცა დასძინა, რომ საჭიროა პალესტინური ხელისუფლება. „უნდა არსებობდეს - გზა პალესტინის სახელმწიფოსკენ“. კითხვას, უნდა შეწყდეს თუ არა ცეცხლი, ბაიდენმა უპასუხა: „ისრაელი სდევნის ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ჩაერთნენ ბარბაროსობაში, რასაც ისეთივე შედეგი მოჰყვება, როგორიც ჰოლოკოსტს. ასე რომ, ვფიქრობ, ისრაელმა უნდა უპასუხოს. უნდა სდევნიდეს „ჰამასს.“  

ბაიდენი ისრაელში ჩადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ოთხშაბათს ისრაელს ეწვევა. ინფორმაცია თეთრმა სახლმაც დაადასტურა. პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის კრიტიკულ მომენტში თელ-ავივში ჩაფრინდება. ჯონ კირბის განცხადებით, ვიზიტი მოკლევადიანი იქნება და მისი მთავარი მიზანია, ისრაელის მიმართ აშშ-ის სოლიდარობა დაადასტუროს და ხელი შეუწყოს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარებას. მისივე ინფორმაციით, ჯო ბაიდენი განიხილავს ჰუმანიტარული დახმარების საკითხს და ასევე იმუშავებს უსაფრთხო გადასასვლელის შექმნაზე, რათა მშვიდობიან მოქალაქეებს, სურვილის შემთხვევაში, ღაზას ტერიტორიის დატოვების საშუალება ჰქონდეთ. თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ისრაელში გამგზავრების გადაწყვეტილება მარტივად არ მიუღიათ. „ცხადია, ვიზიტი არ შედგებოდა, თუ დარწმუნებული არ ვიქნებოდით, რომ უსაფრთხოების შესაბამისი ზომები დაცულია,” - აღნიშნა ჯონ კირბიმ. ისრაელში ვიზიტის შემდეგ ჯო ბაიდენი იორდანიის დედაქალაქ ამანში გაემგზავრება, სადაც იორდანიის მეფე აბდულას, ეგვიპტის პრეზიდენტ ალ-სისის და პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება. ისრაელში ბაიდენის ვიზიტი „სტრატეგიული მნიშვნელობის“ იქნება მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის - IDF-ის სპიკერი  

ბაიდენის ისრაელში ვიზიტს მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება - ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტს „სტრატეგიული მნიშვნელობა“ ექნება მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა, როდესაც ჰკითხეს ბაიდენის შესაძლო ვიზიტის შესახებ. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ეს სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება მთელი აღმოსავლეთისთვის. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ისრაელში მოდის, რათა მოისმინოს სრული მოხსენება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის და ყველა იმ ქმედების შესახებ, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ,“ - განაცხადა ჰაგარმა. ეს კომენტარი იმ დროს გაკეთდა, როცა ბაიდენის ვიზიტის შესახებ აშშ-ს ოფიციალურად არ ჰქონდა გამოცხადებული. აშშ-ის პრეზიდენტს ისრაელში ხვალ ელოდებიან. მისივე თქმით, ისრაელის ამჟამინდელი ფოკუსი არის ღაზა და ის ნაბიჯები, რომლებსაც ისრაელი აპირებს, რომ გადადგას. განიხილება ბაიდენის ვიზიტი ისრაელში - Sky News 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

ჯო ბაიდენი ისრაელშია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა თელავივის საერთაშორისო აეროპორტში.   ბაიდენს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი დახვდნენ. ჯო ბაიდენი ისრაელში გაემგზავრა, იორდანიაში მისი ვიზიტი გაუქმდა Reuters-ის ცნობით, ისრაელში შეხვედრების შემდეგ ბაიდენი იორდანიაში გამგზავრებას და არაბ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავდა, მაგრამ ეს ვიზიტი გაუქმდა საავადმყოფოზე თავდასხმის შემდეგ, რომელშიც პალესტინელი ოფიციალური პირები ისრაელს ადანაშაულებენ, ხოლო მომხდარში ისრაელი პალესტინის „ისლამურ ჯიჰადს“ სდებს ბრალს. ისრაელში ვიზიტისას აშშ-ის პრეზიდენტი ასევე შეხვდება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად მოკლული და დატყვევებული ადამიანების ოჯახის წევრებსაც. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „„ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ საერთაშორისო მედიის ცნობით, მომხდარს ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ჰოსპიტლის დაბომბვისას, ასობით ადამიანი დაიღუპა შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ჯო ბაიდენი ისრაელში: აღშფოთებული ვარ ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქების გამო, ჩანს, ეს სხვამ გააკეთა და არა თქვენ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მსოფლიომ უნდა იცოდეს, სად დგას დღეს შეერთებული შტატები. მან ამის შესახებ თელ-ავივში განაცხადა. ბაიდენმა ღაზის სექტორის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაზე ისაუბრა. „ძალიან დამწუხრებული და აღშფოთებული ვარ გუშინ, ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების გამო. იმის საფუძველზე კი, რაც ვნახე, როგორც ჩანს, ეს სხვა გუნდმა გააკეთა და არა თქვენ,“ - განუცხადა მან ნეთანიაჰუს. ბაიდენი ისრაელს მხარდაჭერა გამუცხადა. „მე დღეს აქ ყოფნა მარტივი მიზეზის გამო მსურდა, მინდა ისრაელის მოსახლეობამ და მსოფლიომ იცოდეს, თუ სად დგას ამერიკის შეერთებული შტატები. მე პირადად მსურდა აქ ჩამოსვლა და ამის ნათლად დაფიქსირება“, - აღნიშნა  ბაიდენმა. ჯო ბაიდენმა, ასევე, აღნიშნა, რომ „ჰამასთან“ შედარებით ე.წ. ისლამური სახელმწიფოც კი უფრო რაციონალურად მოქმედებდა და რომ „ჰამასი არ წარმოადგენს ყველა პალესტინელს და „ჰამასმა“ მათ მხოლოდ ტანჯვა მოუტანა.“ „ისრაელს ისეთი ღირებულებები აქვს, როგორიც აშშ-სა და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებს, ამიტომ მსოფლიო გვიყურებს და ცდილობს გაიგოს, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ ჩვენ,“ - განაცხადა შეხვედრის ბოლოს ჯო ბაიდენმა. ნეთანიაჰუმ ბაიდენს „ნამდვილი მეგობარი“ უწოდა: ისრაელი აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „„ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.  

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ბაიდენთან შეთანხმებული სამხედრო დახმარების მასიური, უპრეცედენტო პაკეტი „ჰამასთან“ ომის მოგებაში დაგვეხმარება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ჯერ კიდევ ისრაელში ჩასვლამდე წარუდგინა მტკიცებულება, რომ ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქების უკან პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი“ დგას. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი და აშშ „ერთად მუშაობენ, რათა უზრუნველყონ მძევლების გათავისუფლება ყველა შესაძლო საშუალებით“. ნეთანიაჰუს თქმით, მან ბაიდენს განუცხადა, რომ წითელ ჯვარს ტყვეები მონახულების საშუალება უნდა მიეცეს და ისრაელი ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი ტერიტორიიდან შესვლის საშუალებას არ მისცემს, ვიდრე ტყვეები არ გათავისუფლდებიან. ამავე გამოსვლაში მან აშშ-სთან შეთანხმებულ სამხედრო დახმარებაზე ისაუბრა. „ბაიდენთან შეთანხმებული სამხედრო დახმარების „მასიური, უპრეცედენტო პაკეტი“ „ჰამასთან“ ომის მოგებაში დაგვეხმარება,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ. მან ხაზი გაუსვა, რომ ომის დროს ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ისრაელში. „ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობაზე, რომელიც შეცვლის ბალანსს ყველა ფრონტზე და დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში,“ - განაცხადა ისრაელის პრემიერმა. ბაიდენის გზავნილები ისრაელიდან ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აპირებს, კონგრესს უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარება მოითხოვოს. საუბარია $100 მილიარდის გამოყოფაზე. უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების უზრუნველყოფის გარდა, პაკეტი მოიცავს საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსებას და დახმარებას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის, ტაივანისთვის. ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ პაკეტის დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება და დაფინანსება მთელი წლის რესურსს მოიცავს. WP 10 ოქტომბერს წერდა, რომ თეთრმა სახლმა შესაძლოა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტები გააერთიანოს. ეროვნული უსაფრთხოების საკითებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ამზადებს დაფინანსების პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება 2 მილიარდ დოლარს და რომელიც მოიცავს სამხედრო დახმარებას უკრაინისა და ისრაელისთვის. სალივანი: აშშ-ს შეუძლია, ერთდროულად დაუჭიროს მხარი უკრაინასა და ისრაელს

ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესს უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფას სთხოვს - Reuters

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესს უკრაინის და ისრაელისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის თხოვნით, 20 ოქტომბერს მიმართავს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, აშშ განიხილავს 60 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის დახმარებას უკრაინისთვის და 10 მილიარდ აშშ დოლარის ღირებულების პაკეტს - ისრაელისთვის. მედია 18 ოქტომბერს წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აპირებს, კონგრესს უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარება მოითხოვოს. საუბარია $100 მილიარდის გამოყოფაზე. უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების უზრუნველყოფის გარდა, პაკეტი მოიცავს საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსებას და დახმარებას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის, ტაივანისთვის. ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ პაკეტის დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება და დაფინანსება მთელი წლის რესურსს მოიცავს. WP 10 ოქტომბერს წერდა, რომ თეთრმა სახლმა შესაძლოა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტები გააერთიანოს. ეროვნული უსაფრთხოების საკითებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ამზადებს დაფინანსების პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება 2 მილიარდ დოლარს და რომელიც მოიცავს სამხედრო დახმარებას უკრაინისა და ისრაელისთვის. სალივანი: აშშ-ს შეუძლია, ერთდროულად დაუჭიროს მხარი უკრაინასა და ისრაელს შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

ბაიდენის გზავნილები ისრაელიდან

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თელ-ავივში ვიზიტის დროს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ პალესტინელების დიდი უმრავლესობა არ არის „ჰამასი.“ „ჰამასი არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს. „ჰამასი“ უდანაშაულო ადამიანებს, უდანაშაულო ოჯახებს ღაზის სექტორში, ცოცხალ ფარად იყენებს, პალესტინელი ხალხიც ძალიან იტანჯება," - აღნიშნა ბაიდენმა. მან მწუხარება გამოთქვა ღაზის სექტოში, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო. აშშ-ის პრეზიდენტმა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. „მე ვწუხვარ, მე ნამდვილად ვწუხვარ იმ ოჯახების გამო, რომლებიც დაიღუპნენ ან დაშავდნენ ამ ტრაგედიის დროს," - აღნიშნა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა თელ-ავივში გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს პრინციპს. „ჩვენ უნდა განვაგრძოთ გზა მშვიდობისკენ. ჩვენ უნდა განვაგრძოთ სწრაფვა იმისკენ, რომ ისრაელმა და პალესტინელმა ხალხმა შეძლონ უსაფრთხოდ, ღირსეულად და მშვიდობიანად ცხოვრება.“ ბაიდენმა აქვე აღნიშნა, რომ ისრაელი თანახმაა, ღაზის სექტორში ეგვიპტიდან მიმავალი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს და აშშ ამ მიზნით ეგვიპტესთან, გაეროსთან და მის სააგენტოებთან მჭიდროდ მუშაობს. „ღაზის მოსახლეობას სჭირდება საკვები, წყალი, მედიკამენტები, თავშესაფარი,“ - განაცხადა აშშ-ის ლიდერმა. „დღეს მე ვთხოვე ისრაელის კაბინეტს, რომელსაც ამ დილით გარკვეული დროით შევხვდი, დათანხმებულიყო ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ჩატარდება ინსპექტირება და რომ დახმარება უნდა მიეწოდოს მშვიდობიან მოსახლეობას და არა „ჰამასს“, - განაცხადა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელზე 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმა ჰოლოკოსტს შეადარა. „მსოფლიო მაშინ უყურებდა და არაფერს აკეთებდა... ჩვენ ასე არ მოვიქცევით არც დღეს, არც ხვალ, არც არასდროს. ჩემთვის, როგორც ამერიკის პრეზიდენტისთვის, არ არსებობს უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე ყველა მძევლის გათავისუფლება და უსაფრთხო დაბრუნებაა”, - აღნიშნა ბაიდენმა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, „ჰამასმა“ ჩაიდინა სისასტიკეები, რომლებიც გვახსენებს ISIS-ს. „თქვენ მარტო არ ხართ,“ - მიმართა მან ისრაელის ხალხს. აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელში დღეს ჩავიდა.

ბაიდენმა დაადასტურა, რომ ისრაელისა და უკრაინის მხარდასაჭერად, კონგრესს გადაუდებელ საბიუჯეტო მოთხოვნას გაუგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პარასკევს კონგრესს გადაუდებელ საბიუჯეტო მოთხოვნას გაუგზავნის, რათა დააფინანსოს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებები მნიშვნელოვანი პარტნიორების, ისრაელისა და უკრაინის მხარდასაჭერად. „ეს არის გონივრული ინვესტიცია, რომელიც ამერიკის უსაფრთხოებისთვის დივიდენდებს თაობებისთვის გადაიხდის. დაგვეხმარეთ, დავიცვათ ამერიკული ჯარები საფრთხისგან. დაგვეხმარეთ, ავაშენოთ მსოფლიო, რომელიც იქნება უფრო უსაფრთხო, უფრო მშვიდობიანი, უფრო აყვავებული ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის,“ - განაცხადა ბაიდენმა. მან ამერიკელებს ოვალური ოფისიდან პირდაპირ ეთერში მიმართა. „ეს არის ისრაელის უსაფრთხოების მიმართ უპრეცედენტო ვალდებულება, რომელიც გააძლიერებს ისრაელის ხარისხობრივ სამხედრო უპირატესობას, რისი ვალდებულებაც ჩვენ გვაქვს,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. მედია 18 ოქტომბერს წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აპირებს, კონგრესს უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარება მოითხოვოს. საუბარია $100 მილიარდის გამოყოფაზე. უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების უზრუნველყოფის გარდა, პაკეტი მოიცავს საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსებას და დახმარებას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის, ტაივანისთვის. ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ პაკეტის დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება და დაფინანსება მთელი წლის რესურსს მოიცავს. WP 10 ოქტომბერს წერდა, რომ თეთრმა სახლმა შესაძლოა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტები გააერთიანოს. ეროვნული უსაფრთხოების საკითებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ამზადებს დაფინანსების პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება 2 მილიარდ დოლარს და რომელიც მოიცავს სამხედრო დახმარებას უკრაინისა და ისრაელისთვის. სალივანი: აშშ-ს შეუძლია, ერთდროულად დაუჭიროს მხარი უკრაინასა და ისრაელს შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.

ჯო ბაიდენი: ისრაელზე “ჰამასის“ თავდასხმა, ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობების ჩაშლას ისახავდა მიზნად

აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის მიზნების შესახებ შტატების პირველადი ვერსია დაადასტურა და განაცხადა, რომ „ჰამასის„ შეტევა ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების ნორმალიზების ჩაშლას ისახავდა მიზნად. „ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც განახორციელა „ჰამასმა“ ისრაელზე შეტევა არის ის, რომ მათ იცოდნენ, მე ვაპირებდი საუდის არაბეთთან მოლაპარაკებების წარმოებას იმიტომ, რომ საუდის არაბეთს სურდა ისრაელის აღიარება და ეს ახლო აღმოსავლეთს რეალურად გააერთიანებდა,“ - განაცხადა ბაიდენმა. შეგახსენებთ, ვაშინგტონი მიიიჩნევს, რომ „ჰამასის“ ბოლო თავდასხმა, შესაძლოა, ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების პოტენციური ნორმალიზების ჩაშლით იყოს მოტივირებული. ეს მოსაზრება დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმაც გამოთქვა. რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას „გასაკვირი არ იქნება, რომ მოტივაციის ნაწილი იყოს საუდის არაბეთისა და ისრაელის გაერთიანების მცდელობების შეფერხება, სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა დაინტერესებულნი იყვნენ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებით,“  - განუცხადა თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CNN-ს 8 ოქტომბერს. თუმცა ერ-რიადი აშშ-ის პოზიციას საჯაროდ არ დათანხმებია. საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ პირველ რიგში, პალესტინის სახელმწიფოებრიობის მიზნები უნდა გადაწყდეს. მედიაში 14 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელსა და „ჰამასის“ სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საუდის არაბეთის სამეფომ ისრაელთან ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკება შეაჩერა. ბლინკენი ისრაელში 12 ოქტომბერს იმყოფებოდა. სახელმწიფო მდივანი ისრაელის შემდეგ იორდანიას, კატარს, ბაჰრეინს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეს ეწვია. ბლინკენის ტურნეს მიზანი იყო კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილება და აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურება. ტურნეს შემდეგ, ბლინკენი ისევ ისრაელში დაბრუნდა.  

ბაიდენმა „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებულ ორ ამერიკელთან საუბრის ვიდეო გამოაქვეყნა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის „ჰამასის“ ტყვეობიდან ახლახან გათავისუფლებულ ორ ამერიკელს ტელეფონიდან ესაუბრება. Judith and Natalie, I’m so glad you’re coming home. pic.twitter.com/c7az0PcYXn — President Biden (@POTUS) October 21, 2023 „მოხარული ვარ, რომ თქვენი გამოყვანა შევძელით. ჩვენ ამაზე დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით,” - ამბობს ბაიდენი ამერიკელების მისამართით. ვიდეოში ასევე, აშშ-ის პრეზიდენტს ამერიკელები მადლობას უხდიან. ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილთაგან, ორი ამერიკელი თავისუფალია  

ჯონ კირბი: ზოგიერთ შემთხვევაში ირანი აქტიურად უწყობდა ხელს ერაყსა და სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმებს

თეთრმა სახლის სტრატეგიული კომინიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ირანი ზოგიერთ შემთხვევაში „აქტიურად უწყობს ხელს“ ირანის მიერ მხარდაჭერილი მარიონეტული ჯგუფების მიერ ერაყსა და სირიაში აშშ-ს სამხედრო ბაზებზე სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებს. ჯონ კირბიმ აღნიშმა, რომ მსგავსი თავდასხმები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გახშირდა, მაგრამ აშშ არ დაუშვებს მისი ინტერესები რეგიონში "უპასუხოდ დარჩეს". მისი თქმით, შეერთებული შტატები თვლის, რომ ამ ჯგუფებს მხარს უჭერენ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია (IRGC) და ირანის მთავრობა, რომელიც ასევე "ჰამასისა" და "ჰეზბოლას" მებრძოლების მხარდაჭერას აგრძელებს. „ჩვენ ვიცით, რომ ირანი ყურადღებით ადევნებს თვალს ამ მოვლენებს და ზოგიერთ შემთხვევაში, აქტიურად უწყობს ხელს ამ თავდასხმებს და უბიძგებს სხვებს, რომლებსაც შეუძლიათ კონფლიქტის გამოყენება საკუთარი ან ირანის სასარგებლოდ,” - აღნიშნა კირბიმ. მისი თქმით, აშშ ღრმად შეშფოთებულია "ამ თავდასხმების მნიშვნელოვანი ესკალაციის პოტენციალით უახლოეს დღეებში“. CNN-ის ცნობით, აშშ-ს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები გეგმავენ თავდასხმების გაძლიერებას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალებზე. ცნობისთვის, პრესკონფერენციაზე, რომელიც მიზნად ისახავდა მისი ეკონომიკური გეგმის, „ბაიდენომიკის“ დღის წესრიგსა და ეროვნული უსაფრთხოების განვითარებაზე საუბარს, აშშ-ის პრეზიდენტმა დამსწრეებს მოუბოდიშა და აღნიშნა, რომ თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში უნდა გასულიყო. „ბოდიშს ვიხდი, უნდა წავიდე. არის პრობლემა, რომელსაც სიტუაციურ ოთახში უნდა გავუმკლავდე,“ – განაცხადა ბაიდენმა.აღნიშნული სიტყვების შემდეგ ბაიდენმა რომის პაპთან სატელეფონო საუბრის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და შეხვედრა დატოვა. ერაყსა და სირიაში მყოფ ამერიკელ სამხედროებზე შეტევები გახშირდა

ბაიდენი: ისრაელისა და უკრაინის გამარჯვება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელისა და უკრაინის დასახმარებლად კონგრესს მილიარდობით დოლარს სთხოვს. მან ამერიკელებს ოვალური კაბინეტიდან საჯაროდ სიტყვით მიმართა. აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „ჰამასის“ და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებებს გმობს. მისი შეფასებით, „ჰამასი“ და პუტინი სხვადასხვა ტიპის საფრთხეს წარმოადგენენ, მაგრამ ისრაელზე თავდასხმებს და უკრაინაში შეჭრას საერთო მოტივი აქვს. მათ მეზობელი დემოკრატიული ქვეყნების მთლიანად განადგურება სურთ. „ჰამასი“ და პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ საერთო ეს აქვთ: ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება, სრული განადგურება. ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ, ისეთმა ტერორისტებმა, როგორიც „ჰამასია“ და ისეთმა ტირანებმა, როგორიც პუტინია, გაიმარჯვონ. არ დავუშვებ, ეს მოხდეს“, - აღნიშნა ბაიდენმა. ბაიდენმა შეერთებული შტატების მოქალაქეებს განუმარტა, რატომ არის აუცილებელი უკრაინის და ისრაელის მხარდაჭერა. „ვიცი, შესაძლოა, ბევრს ეჩვენებოდეს, რომ ეს კონფლიქტები შორსაა და ამერიკისთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ბუნებრივია კითხვის დასმაც, რატომ აქვს ამას მნიშვნელობა ამერიკისთვის, ასე რომ, ნება მომეცით, გაგიზიაროთ, თუ რატომ არის ისრაელისა და უკრაინის წარმატება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ისტორიამ გვასწავლა, რომ როდესაც ტერორისტები არ იხდიან ფასს თავიანთი ტერორისთვის, როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს მათი აგრესიისთვის, ისინი იწვევენ მეტ ქაოსს, სიკვდილს და მეტ ნგრევას,“ - აღნიშნა ბაიდენმა. მისი თქმით, თუ შეერთებული შტატები ხელს არ შეუწყობს „პუტინის მადის შეჩერებას უკრაინაში ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვებასთან დაკავშირებით,“ ის არ შეჩერდება უკრაინაში შეჭრაზე და პოლონეთზე ან ბალტიის ქვეყნებზეც გადავა. „ჰამასთან“ კონფლიქტთან დაკავშირებით კი, ჯო ბაიდენის მტკიცებით, ისრაელის მხარდაჭერა შეერთებული შტატების მიზნის ნაწილია, რომელიც ახლო აღმოსავლეთისთვის უკეთესი მომავლის აშენებას ითვალისწინებს. ”ამერიკული ალიანსები არის ის, რაც ამერიკის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამერიკული ღირებულებები არის ის, რაც გვაქცევს პარტნიორად, ვისთანაც სხვა ქვეყნებს სურთ მუშაობა. ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშ დავაყენოთ, უკრაინასთან დაშორებით, ისრაელისთვის ზურგის შექცევით- უბრალოდ არ ღირს,“ - განაცხადა ბაიდენმა. მედია 18 ოქტომბერს წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აპირებს, კონგრესს უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარება მოითხოვოს. საუბარია $100 მილიარდის გამოყოფაზე, საიდანაც 60 მილიარდი უკრაინას უნდა მოხმარდეს, 14 მილიარდი ისრაელს და დანარჩენი კიდევ რამდენიმე მოკავშირეზე უნდა განაწილდეს. უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების უზრუნველყოფის გარდა, პაკეტი მოიცავს საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსებას და დახმარებას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის, ტაივანისთვის. ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ პაკეტის დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება და დაფინანსება მთელი წლის რესურსს მოიცავს. WP 10 ოქტომბერს წერდა, რომ თეთრმა სახლმა შესაძლოა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტები გააერთიანოს. ეროვნული უსაფრთხოების საკითებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ამზადებს დაფინანსების პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება 2 მილიარდ დოლარს და რომელიც მოიცავს სამხედრო დახმარებას უკრაინისა და ისრაელისთვის. სალივანი: აშშ-ს შეუძლია, ერთდროულად დაუჭიროს მხარი უკრაინასა და ისრაელს შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.

ბაიდენი კონგრესისგან $106 მლრდ-ს ითხოვს, მათ შორის უკრაინისა და ისრაელის მხარდასაჭერად

ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის 106 მილიარდ დოლარს ითხოვს. ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, დამატებითი დაფინანსების აღნიშნული მოთხოვნა შეარბილებს „რუსეთის მიერ უკრაინაში ბრუტალური შეჭრისა და „ჰამასის“ მიერ ისრაელზე საშინელი თავდასხმების შედეგად შექმნილ გლობალურ ჰუმანიტარულ შედეგებს, მათ შორის ღაზაში სამოქალაქო პირებისადმი დახმარების გაფართოებით.“ პაკეტი, რომლის აღწერაც ბოლო დღეებში უკვე გადაეცა აშშ-ის კონგრესის წევრებს, ასევე დამატებით დაფინანსებას ითხოვს აშშ-მექსიკის საზღვრისთვის და აშშ-ის პრიორიტეტებისთვის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის ცნობით, ხსენებული პაკეტი შემდეგნაირად გადანაწილდება: $61.4 მილიარდი დოლარის დაფინანსება უკრაინისთვის; 14 მილიარდი დოლარი ისრაელისთვის; 10 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული დახმარების ფორმით უკრაინისთვისა და მსოფლიოს გარშემო; 14 მილიარდი დოლარი აშშ-მექსიკის საზღვრის დაფინანსება ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფენტანილის პრობლემების მოსაგვარებლად; 7 მილიარდი დოლარი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვისა და ტაივანისთვის. ბაიდენმა შეერთებული შტატების მოქალაქეებს 19 ოქტომბრის მიმართვისას განუმარტა, რატომ არის აუცილებელი უკრაინის და ისრაელის მხარდაჭერა. „ვიცი, შესაძლოა, ბევრს ეჩვენებოდეს, რომ ეს კონფლიქტები შორსაა და ამერიკისთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ბუნებრივია კითხვის დასმაც, რატომ აქვს ამას მნიშვნელობა ამერიკისთვის, ასე რომ, ნება მომეცით, გაგიზიაროთ, თუ რატომ არის ისრაელისა და უკრაინის წარმატება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ისტორიამ გვასწავლა, რომ როდესაც ტერორისტები არ იხდიან ფასს თავიანთი ტერორისთვის, როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს მათი აგრესიისთვის, ისინი იწვევენ მეტ ქაოსს, სიკვდილს და მეტ ნგრევას,“ - აღნიშნა ბაიდენმა. მისი თქმით, თუ შეერთებული შტატები ხელს არ შეუწყობს „პუტინის მადის შეჩერებას უკრაინაში ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვებასთან დაკავშირებით,“ ის არ შეჩერდება უკრაინაში შეჭრაზე და პოლონეთზე ან ბალტიის ქვეყნებზეც გადავა. „ჰამასთან“ კონფლიქტთან დაკავშირებით კი, ჯო ბაიდენის მტკიცებით, ისრაელის მხარდაჭერა შეერთებული შტატების მიზნის ნაწილია, რომელიც ახლო აღმოსავლეთისთვის უკეთესი მომავლის აშენებას ითვალისწინებს. ”ამერიკული ალიანსები არის ის, რაც ამერიკის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამერიკული ღირებულებები არის ის, რაც გვაქცევს პარტნიორად, ვისთანაც სხვა ქვეყნებს სურთ მუშაობა. ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშ დავაყენოთ, უკრაინასთან დაშორებით, ისრაელისთვის ზურგის შექცევით- უბრალოდ არ ღირს,“ - განაცხადა ბაიდენმა. მედია 18 ოქტომბერს წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აპირებს, კონგრესს უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარება მოითხოვოს. საუბარია $100 მილიარდის გამოყოფაზე, საიდანაც 60 მილიარდი უკრაინას უნდა მოხმარდეს, 14 მილიარდი ისრაელს და დანარჩენი კიდევ რამდენიმე მოკავშირეზე უნდა განაწილდეს. უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების უზრუნველყოფის გარდა, პაკეტი მოიცავს საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსებას და დახმარებას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის, ტაივანისთვის. ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ პაკეტის დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება და დაფინანსება მთელი წლის რესურსს მოიცავს. WP 10 ოქტომბერს წერდა, რომ თეთრმა სახლმა შესაძლოა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტები გააერთიანოს. ეროვნული უსაფრთხოების საკითებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ამზადებს დაფინანსების პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება 2 მილიარდ დოლარს და რომელიც მოიცავს სამხედრო დახმარებას უკრაინისა და ისრაელისთვის. სალივანი: აშშ-ს შეუძლია, ერთდროულად დაუჭიროს მხარი უკრაინასა და ისრაელს შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.

დელავერში, ბაიდენის რეზიდენციის მახლობლად, გამანადგურებლებმა სამოქალაქო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს

შაბათს, 28 ოქტომბერს დელავერის შტატში, ჯო ბაიდენის ვილმინგტონის რეზიდენციის ჩრდილოეთით, აშშ-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა სამოქალაქო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს. შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის კომუნიკაციების უფროსმა, ენტონი გუგლიელმიმ განაცხადა, რომ სამოქალაქო თვითმფრინავი აკრძალულ საჰაერო ზონაში ადგილობრივი დროით, 14:00 საათის შემდეგ შევიდა. თვითმფრინავი ახლომდებარე აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა. მან სამსახურის მოქმედება სიფრთხილით ახსნა. „ამ ინციდენტს დაცვის ქვეშ მყოფის გადაადგილებაზე არანაირი გავლენა არ ჰქონია და შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის აგენტები ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციასთან კოორდინაციით გამოძიებას აწარმოებენ," - განაცხადა გუგლიელმიმ. აშშ-ის პრეზიდენტი ამ შაბათ-კვირას ვილმინგტონში იმყოფება.  

ბაიდენი ვეტოს დაადებს რესპუბლიკელების კანონპროექტს, თუ კონგრესი მხოლოდ ისრაელის დახმარებას დაეთანხმება

თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვეტოს უფლებით ისარგებლებს, თუ კონგრესი დათანხმდება წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. კერძოდ, ეს პროექტი ითვალისწინებს დახმარების გაწევას მხოლოდ ისრაელისთვის და არა ისრაელისა და უკრაინისთვის, როგორც ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ითხოვს. ბაიდენის ადმინისტრაცია დახმარების შერწყმის მომხრეა, რასაც რესპუბლიკელთა ხელმძღვანელობა არ იზიარებს. 30 ოქტომბერს რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატას წარუდგინეს წინადადება, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ ისრაელის დახმარებას. ამ მიზნით 14,3 მილიარდი დოლარი უნდა გამოიყოს ფედერალური საგადასახადო სამსახურის დაფინანსების შემცირების ხარჯზე. რესპუბლიკელების ამ ინიციატივის პასუხად თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ როგორც ისრაელის, ისე უკრაინის დახმარება შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხია და მისი პოლიტიზაცია არ გამოვა. პრეზიდენტის ვეტომდე კანონპროექტის მიღებას კონგრესის ორივე პალატის თანხმობა სჭირდება. კონგრესის წარმომადგენელთა პალატისგან, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, სენატს დემოკრატები აკონტროლებენ. ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის 106 მილიარდ დოლარს ითხოვს. ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, დამატებითი დაფინანსების აღნიშნული მოთხოვნა შეარბილებს „რუსეთის მიერ უკრაინაში ბრუტალური შეჭრისა და „ჰამასის“ მიერ ისრაელზე საშინელი თავდასხმების შედეგად შექმნილ გლობალურ ჰუმანიტარულ შედეგებს, მათ შორის ღაზაში სამოქალაქო პირებისადმი დახმარების გაფართოებით.“ პაკეტი, რომლის აღწერაც ბოლო დღეებში უკვე გადაეცა აშშ-ის კონგრესის წევრებს, ასევე დამატებით დაფინანსებას ითხოვს აშშ-მექსიკის საზღვრისთვის და აშშ-ის პრიორიტეტებისთვის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. მაიკ ჯონსონმა, რომელიც 26 ოქტომბერს თეთრ სახლში შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მყოფ რესპუბლიკელებს კონსენსუსი აქვთ უკრაინის და ისრაელის დახმარების ერთმანეთისგან გამიჯვნის საკითხზე. ჯონსონის ინფორმაციით, რესპუბლიკელების ეს პოზიცია თეთრი სახლის წარმომადგენლებს გააცნო. სპიკერის თანახმად, გეგმავენ ცალკე პროექტის წარდგენას ისრაელისთვის 14 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარების გასაწევად. ჯონსონის თქმით, ეს თანხა სხვა საბიუჯეტო მუხლების შემცირების ხარჯზე უნდა მოიძიონ. რაც შეეხება უკრაინის შემდგომ დაფინანსებას, მაიკ ჯონსონის განცხადებით, სურთ იცოდნენ, რა არის უკრაინაში საბოლოო მიზანი, თუმცა, თეთრი სახლისგან პასუხი არ აქვთ. აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის ცნობით, ხსენებული პაკეტი შემდეგნაირად გადანაწილდება: $61.4 მილიარდი დოლარის დაფინანსება უკრაინისთვის; 14 მილიარდი დოლარი ისრაელისთვის; 10 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული დახმარების ფორმით უკრაინისთვისა და მსოფლიოს გარშემო; 14 მილიარდი დოლარი აშშ-მექსიკის საზღვრის დაფინანსება ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფენტანილის პრობლემების მოსაგვარებლად; 7 მილიარდი დოლარი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვისა და ტაივანისთვის. ბაიდენმა შეერთებული შტატების მოქალაქეებს 19 ოქტომბრის მიმართვისას განუმარტა, რატომ არის აუცილებელი უკრაინის და ისრაელის მხარდაჭერა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.  

ღაზის სექტორის საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ღაზის სექტორის საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს. ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი ნაკლებად ინტრუზიულად იმოქმედებს, როცა საქმე საავადმყოფოებს ეხება. „ჩემი იმედი და მოლოდინი არის, რომ საავადმყოფოებთან შედარებით ნაკლები ინტრუზიული ქმედება იქნება და ჩვენ ისრაელელებთან კონტაქტში ვრჩებით. ასევე, არის მცდელობა, რომ ეს პაუზა ტყვეების გათავისუფლებისთვის იქნას გამოყენებული და ამასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ასევე, კატარელებთან, რომ ჩაერთონ. ასე რომ, მე გარკვეულწილად იმედი მაქვს, მაგრამ საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს“, - აღნიშნა ბაიდენმა. შეგახსენებთ, ალ-შიფას ჰოსპიტალი, რომელიც ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლების წინა ხაზზე იმყოფება. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასს“ საავადმყოფოს ქვეშ არსებულ გვირაბებში მართვისა და კონტროლის ცენტრი აქვს. „ჰამასსა“ და საავადმყოფოში აღნიშნულს უარყოფენ და მას სიცრუეს უწოდებენ. საავადმყოფოს ცნობით, შვიდი ჩვილი ჟანგბადის ნაკლებობის გამო დაიღუპა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფო "თითქმის სასაფლაოდ" იქცა. ორგანიზაციის პრესსპიკერის, კრისტიან ლინმაიერის თქმით, ალ-შიფას საავადმყოფოში, დაახლოებით, 600 ადამიანია, დანარჩენები კი, თავს დერეფნებს აფარებენ.  

ბაიდენის თქმით, აშშ ცდილობს, ჩინეთთან ურთიერთობა უკეთესობისკენ შეცვალოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრის დროს, მისი მიზანი ჩინეთთან ნორმალური კომუნიკაციების განახლებაა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ჯო ბაიდენი და სი ძინპინი ერთმანეთს 15 ნოემბერს შეხვდებიან. ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკებები სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე გაიმართება. ბაიდენმა მედიას განუცხადა, რომ ის ცდილობს, ჩინეთთან აშშ-ის ურთიერთობა უკეთესობისკენ შეცვალოს. „მიზანია, რომ შეგვეძლოოს დარეკვა და ერთმანეთთან საუბარი, თუ რაიმე კრიზისი იარსებებს. ჩვენ არ ვცდილობთ ჩინეთისგან გამოყოფას, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ, არის ურთიერთობების უკეთესობისკენ შეცვლა,“ – აღნიშნა ბაიდენმა.  

ჯო ბაიდენი და სი ძინპინი სამხედროებს შორის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სი ძინპინი სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენს და სი ძინპინს გულახდილი და კონსტრუქციული დისკუსია ჰქონდათ არაერთ ორმხრივ და გლობალურ საკითხზე. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს და ჩინეთს კონკურენტული ბრძოლა აქვთ და, რომ შეერთებული შატატები ყოველთვის დაიცავს თავის ინტერესებს და ფასეულობებს და მოკავშირეებს და პარტნიორების. ჯო ბაიდენის თქმით, მსოფლიო აშშ-ისა და ჩინეთისგან მოელის კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვას, რათა ის არ გადაიზარდოს კონფლიქტში, კონფრონტაციაში, ან ახალ ცივ ომში. სამხედრო კონტაქტების განახლების გარდა, აშშ-ის და ჩინეთის ლიდერებმა პროგრესს მიაღწიეს ზოგიერთ სხვა საკითხშიც. მათ შორის განახლდება თანამშრომლობა ნარკოტიკების უკანონო წარმოების და ბრუნვის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ასევე, დაადასტურეს, რომ აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის მოწინავე სისტემებთან დაკავშირებული რისკების დაძლევა და უსაფრთხოების გაზრდა. ბაიდენი და სი ასევე, შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა ორ ქვეყანას შორის რეგულარული სამგზავრო ავიარეისების გასაზრდელად. აშშ-ის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის არასამართლიანი სავაჭრო პოლიტიკის, არასაბაზრო ეკონომიკური პრაქტიკის და ამერიკული კომპანიებისადმი სადამსჯელო ზომების გამო. შეხვედრაზე საუბარი იყო უკრაინისა და ისრაელის შესახებაც. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად განაგრძობს რუსეთის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის მხარდაჭრას, რათა უკრაინა ომიდან გამოვიდეს როგორც დემოკრატიული, დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა. ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს ტერორიზმისგან ისრაელის თავდაცვის უფლებას და ხაზი გაუსვა, რომ ყველა ქვეყანამ თავისი გავლენა უნდა გამოიყენოს კონფლიქტის გაფართოების აღსაკვეთად. თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და ხაზი გაუსვა ყველა ქვეყნის პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. საუბარი იყო ტაივანზეც. ჯო ბაიდენმა თქვა რომ აშშ ეწინააღმდეგება რომელიმე მხარის მიერ სტატუს-კვოს ცალხმრივად შეცვლას და მხარს უჭერს უთანხმოების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას. თავის მხრივ, სი ძინპინმა ტაივანის საკითხს უწოდა ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში ყველაზე დიდი და სახიფათო პრობლემა და შეერთებულ შტატებს მოუწოდა, შეწყვიტოს ტაივანისთვის იარაღის მიწოდება. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, ჟურნალისტებს უამბო, რომ სი ძინპინმა ჯო ბაიდენს უთხრა, რომ ჩინეთი ტაივანში შეჭრას არ აპირებს და უპირატესობას მშვიდობიანად გაერთიანებას ანიჭებს, თუმცა, კონკრეტულ გარემოებებში შესაძლოა, ძალაც გამოიყენოს. ჩინეთის მეთაურმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის მიერ მიღებული ეკონომიკური ზომების, მათ შორის სანქციების და ჩინეთის ტექნოლოგიების სფეროში ამერიკული ინვესტიციების შეზღუდვის გამო. ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენთან შეხვედრისას სი ძინპინმა განაცხადა, რომ პეკინი მზად არის ვაშინგტონთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობებისთვის, რომლებიც დაეფუძნება ურთიერთპატივისცემას, მშვიდობიან თანაარსებობას და ურთიერთმომგებიან თანამშროლობას. კონტაქტი ჩინეთმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა ტაივანში, რომელზეც პეკინი პრეტენზიას აცხადებს. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურ სი ძინპინის პირველი, პირისპირ შეხვედრა 2022 წლის ნოემბერში გაიმართა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, „დიდი ოცეულის“ (G20) ლიდერთა სამიტის ფარგლებში.  

სი ძინპინი ჯო ბაიდენს: აშშ-მ ჩინეთის ჩახშობა ან შეკავება არ უნდა დაგეგმოს - საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი დიალოგი, მეტი დისკუსია

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე შეერთებულ შტატებს მოუწოდა, არ დაგეგმოს ჩინეთის ჩახშობა ან შეკავება. შესაბამის ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა სან-ფრანცისკოში გაიმართა. „ჩინეთს არ აქვს გეგმები, დაამარცხოს შეერთებული შტატები და შეერთებულმა შტატებმა არ უნდა დაგეგმოს ჩინეთის ჩახშობა ან შეკავება. ორივე მხარემ უნდა გაიგოს ერთმანეთის პრინციპები და ძირეული ხაზები, არ შექმნას ან არ გამოიწვიოს პრობლემები ან გადალახოს საზღვრები, ამის ნაცვლად, უნდა ჰქონდეთ მეტი კომუნიკაცია, მეტი დიალოგი, მეტი დისკუსია, განსხვავებებისა და ინციდენტების მშვიდად მოგვარება,“ - აღნიშნა სი ძინპინმა. სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი არ დებს ფსონს აშშ-ის წაგებაზე, არ ერევა მის შიდა საქმეებში და აშშ-მაც არ უნდა დადოს ფსონი ჩინეთის წაგებაზე, თავი შეიკავოს ჩინეთის საქმეებში ჩარევისგან. „ჩინეთი არ ეძებს გავლენის სფეროებს. არავისთან ვაპირებთ არც ცივ და არც ცხელ ომს,“ - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.  ჩინური მედიის ცნობით ორმა ლიდერმა ხაზი გაუსვა ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრების, კომუნიკაციის შენარჩუნებისა და კონფლიქტების პრევენციის აუცილებლობას. შეხვედრაზე ისინი შეთანხმდნენ, რომ განაახლონ მაღალი დონის სამხედრო კომუნიკაცია და ითანამშრომლონ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე განაახლონ შეხვედრები თავდაცვის სამინისტროებს შორის და საზღვაო სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონსულტაციები. 15 ნოემბერს, სან-ფრანცისკოს მახლობლად გამართულ შეხვედრაზე ჯო ბაიდენი და სი ძინპინი რამდენიმე საკითხზე, მათ შორის სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ. კონტაქტი ჩინეთმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა ტაივანში, რომელზეც პეკინი პრეტენზიას აცხადებს. ბაიდენმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტს ისევ დიქტატორი უწოდა  

პეკინის განცხადებით, ბაიდენისა და სი ძინპინის მოლაპარაკებები "უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით" ჩინეთის პოზიციას არ შეცვლის

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინს შორის სან-ფრანცისკოში გამართული მოლაპარაკებები არ შეცვლის პეკინის პოზიციას გრძელვადიან საერთაშორისო და რეგიონულ კრიზისებთან დაკავშირებით, მათ შორის ჩინეთის პოზიციას „უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით.“ ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ხუთშაბათს, 16 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იტყობინება Ukrinform-ი. სპიკერის თქმით, მოლაპარაკებების დროს ჩინეთმა და აშშ-ის ლიდერებმა გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე, მათ შორის "უკრაინის კრიზისსა" და "პალესტინა-ისრაელის კონფლიქტზე." „ჩინეთის პოზიცია ორივე საკითხზე მკაფიო და თანმიმდევრულია. ჩვენ ვდგავართ სამართლიანობის მხარეს და ვრჩებით მოწოდებულნი მშვიდობისა და დეესკალაციისთვის მოლაპარაკებების ხელშეწყობისკენ," - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა 15 ნოემბერს, სან-ფრანცისკოს მახლობლად გამართულ შეხვედრაზე ჯო ბაიდენი და სი ძინპინი რამდენიმე საკითხზე, მათ შორის სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ. კონტაქტი ჩინეთმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა ტაივანში, რომელზეც პეკინი პრეტენზიას აცხადებს. გასული წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ჩინეთმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. ჩინეთი არ გმობს რუსეთის ქმდებას და არც შეჭრას უწოდებს მას. პეკინი აცხადებს, რომ იარაღს არცერთ მხარეს არ მიაწვდის, თუმცა პეკინი ასევე აგრძელებს ურთიერთობების გაღრმავებას და გაფართოებას მოსკოვთან. მან აგრესორ ქვეყანასთან გასული წლის განმავლობაში რეკორდულ დონემდე გაზარდა სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩინეთი რუსეთთან ასევე ავითარებს თანამშრომლობას სხვა სფეროებში. ბაიდენმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტს ისევ დიქტატორი უწოდა  

ბაიდენმა ხელი მოაწერა მთავრობის დროებით ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარებას არ ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა დროებით ბიუჯეტს, რომელიც კონგრესის ორივე პალატამ მთავრობის მუშაობის შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“ თავიდან ასაცილებლად მიიღო. დოკუმენტი უკრაინისა და ისრაელის მხარდასაჭერად თანხების გამოყოფას არ ითვალისწინებს. აშშ-ის სენატმა შტატის დროებითი ბიუჯეტი 15 ნოემბერს, 87 ხმით 11-ის წინააღმდეგ მიიღო. ორსაფეხურიანი გეგმა ითვალისწინებს დაფინანსების 19 იანვრამდე გაგრძელებას სხვადასხვა პრიორიტეტისთვის, მათ შორისაა: სამხედრო მშენებლობა, ვეტერანთა საქმეები, ტრანსპორტი, საცხოვრებელი და ენერგეტიკის დეპარტამენტი. დანარჩენი სფეროები კი, რომელსაც გეგმის მეორე საფეხური მოიცავს, 2 თებერვლამდე დაფინანსდება. აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ ისევ დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა.  

ბაიდენის თქმით, ღაზის სექტორი და დასავლეთ სანაპირო პალესტინელთა ავტონომიამ უნდა მართოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ისრაელ -"ჰამასს" შორის მიმდინარე ომის შემდეგ ღაზის სექტორი და დასავლეთ სანაპირო პალესტინელთა ავტონომიამ უნდა მართოს. „როცა მშვიდობისკენ მივილტვით, ღაზა და დასავლეთის სანაპირო კვლავ უნდა გაერთიანდეს მმართველობის ერთიანი სტრუქტურის ქვეშ, საბოლოო ანგარიშით განახლებული პალესტინელთა ავტონომიის პირობებში, იმ ფონზე, როცა ყველანი ვმუშაობთ ვითარების გადაწყვეტაზე ორი სახელმწიფოს გზით," წერს ბაიდენი Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. მისივე თქმით, "არ უნდა მოხდეს პალესტინელთა იძულებითი გადაადგილება ღაზიდან, ხელახალი ოკუპაცია, ალყა ან ბლოკადა, ან ტერიტორიის შემცირება."  

რას გულისხმობს ინდო-წყნარი ოკეანის ეკონომიკური გარიგება, რომელსაც ბაიდენმა და 13 ქვეყნის ლიდერებმა მოაწერეს ხელი

16 ნოემბერს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, აზია-წყნარი ოკეანის 14 ქვეყანას შორის დადებულ ახალ ეკონომიკურ შეთანხმებას მიესალმა. ორდღიანი სამიტი კალიფორნიის შტატში, სან ფრანცისკოში გაიმართა. მის ფარგლებში, ბაიდენსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის შეხვედრა გაიმართა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ორ ლიდერს შორის ეს პირველი პირისპირ შეხვედრა იყო. ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელსაც ლიდერებმა ეკონომიკურ სამიტზე მოაწერეს ხელი, ძირითიდად ისეთ საკითხებს ეხება, როგორიცაა, მომავალში, ნახევარგამტარების დეფიციტის წინააღმდეგ, მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გაუმჯობესება. ეს ეკონომიკური შეთანხმება არ არის ფორმალური სავაჭრო შეთანხმება. 14 ლიდერის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი პაქტის მიზანია, „დაეხმაროს მუშაკთა უფლებებს, გაზარდონ შესაძლებლობები, რათა თავიდან აიცილონ და უპასუხონ მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებს, გააძლიერონ თანამშრომლობა სუფთა ეკონომიკაზე გადასვლის კუთხით, ებრძოლონ კორუფციას და გააუმჯობესონ საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტიანობა.“ „ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. რეკორდულ დროში ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს IPEF-ის სამ საყრდენზე," - განაცხადა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა კაპიტალის მოსაზიდად დამწყებ ბიზნესებთან მუშაობის პროგრამაც გამოაცხადა. ეს ძალისხმევა ეფუძნება აშშ-ის პარტნიორობას, გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციებისთვის, რომლებიც განიხილება, როგორც აშშ-ის პასუხი, ჩინეთის „სარტყელი და გზის“ ინიციატივაზე. IPEF– ში მონაწილე ქვეყნები არიან ავსტრალია, ბრუნეი, ფიჯი, ინდოეთი, ინდონეზია, იაპონია, სამხრეთ კორეა, მალაიზია, ახალი ზელანდია, ფილიპინები, სინგაპური, ტაილანდი, ვიეტნამი და შეერთებული შტატები.  

ბაიდენი: ამერიკა „ჰამასის“ და პუტინის გამარჯვებას არ დაუშვებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და „ჰამასს“, რომელიც ღაზის სექტორს მართავს, ერთი მიზანი აქვთ - მეზობელი დემოკრატიის განადგურება. „პუტინიც და „ჰამასიც“ მეზობელი დემოკრატიის რუკიდან ამოსაშლელად იბრძვიან. პუტინიც და „ჰამასიც“ იმედოვნებენ, რომ დაანგრევენ უფრო ფართო რეგიონულ სტაბილურობას და ინტეგრაციას და ისარგებლებენ შემდგომი არეულობით. ამერიკას არ შეუძლია და არც დაუშვებს, ეს მოხდეს. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის - და მთელი მსოფლიოს სასიკეთოდ,“ - აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის სტატიაში, რომელიც The Washington Post-ში გამოქვეყნდა. ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები აერთიანებს მოკავშირეებს და პარტნიორებს, რათა წინ აღუდგეს აგრესორებს და მიაღწიოს პროგრესს უფრო ნათელი, მშვიდობიანი მომავლისკენ. „თუ ჩვენ დღევანდელი გამოწვევების მოგვარებაში არ ჩავერევით, კონფლიქტის რისკი შეიძლება გავრცელდეს და მათი გადაჭრის ხარჯები მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს რწმენა არის უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად ჩემი მიდგომის საფუძველი, რადგან ისინი აგრძელებენ თავისუფლების დაცვას პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ,“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი. ჯო ბაიდენის თქმით, როდესაც ევროპაში აგრესია უპასუხოდ რჩება, ეს გავლენას ახდენს შეერთებულ შტატებზეც, ამიტომ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებშიცაა. „გასული საუკუნის ორი მსოფლიო ომიდან ვიცით, რომ როდესაც ევროპაში აგრესია უპასუხოდ რჩება, კრიზისი თავისთავად არ იწვის. ის პირდაპირ ეხება ამერიკას. სწორედ ამიტომ, დღეს უკრაინის მიმართ ჩვენი ერთგულება საკუთარ უსაფრთხოებაში ინვესტიციას ნიშნავს. ეს ხელს უშლის ხვალ კონფლიქტის უფრო გაფართოებას. ჩვენ ვაძლევთ უკრაინელებს იარაღს და ეკონომიკურ დახმარებას, რათა შეაჩერონ პუტინის სწრაფვა დაპყრობისკენ, სანამ კონფლიქტი უფრო შორს გავრცელდება,“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.  

ბაიდენი „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლებაში აშშ-ის დიპლომატიის როლს აქებს: ეს მხოლოდ დასაწყისია

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 24 ნოემბერს „ჰამასის“ (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული დაჯგუფება) მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების საქმეში აშშ-ის დიპლომატიის დამსახურება შეაქო. ჯო ბაიდენმა, რომელიც ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზის მიღწევას აქტიურად ცდილობდა აღნიშნა, რომ ზავის გახანგრძლივების შანსები რეალურია. როგორც ცნობილია, „ჰამასმა“ 24 მძევალი, მათ შორს ისრაელის 13 მოქალაქე, 10 ტაილანდელი და ფილიპინელი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გადასცა, ხოლო ისრაელმა ციხეებიდან 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. „დღეს, მე ჩემ გუნდთან ერთად მიმდინარე პროცესი განვიხილე, რადგან ჩვენ შეთანხმების განხორციელების პირველი რამდენიმე დღე დავიწყეთ. ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. დღეს დილიდან დაწყებული ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებები ოთხი დღით შეწყდება, რაც მიღწეული იყო აშშ-ის აქტიური დიპლომატიის - ოვალური კაბინეტიდან რეგიონის ლიდერებთან უამრავი სატელეფონო საუბრის ჩათვლით. ჩვენ ვნახეთ ამ შრომის პირველი შედეგები. მე მინდოდა ბრძოლის შეჩერება ორი მიზეზით, რათა დაჩქარებულიყო და გაფართოებულიყო ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში, და მეორე - ხელი შეგვეწყო მძევლების გათავისუფლებისთვის," - აღნიშნა ბაიდენმა.   

ჯო ბაიდენი: რესპუბლიკური პარტია მზად არის, პუტინს უდიდესი საჩუქარი გადასცეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ და „დიდი შვიდეული” მზად არიან, უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ. ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტი დაამტკიცოს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კონგრესმენებმა ეს საკითხი საშობაო დღესასწაულებამდე უნდა მოაგვარონ. „ეს სასწრაფო საკითხია. კონგრესმა უკრაინისთვის დამატებითი დახმარება უნდა დაამტკიცოს,” - განაცხადა ბაიდენმა. მან აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტია მზად არის, პუტინს მისცეს უდიდესი საჩუქარი, რომლის იმედიც შეიძლება, ჰქონდეს და უარი განაცხადოს ჩვენს გლობალურ ლიდერობაზე. „ისტორია მკაცრად განსჯის მათ, ვინც ზურგს აქცევს თავისუფლების მიზნებს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა თეთრ სახლში. ბაიდენმა აღნიშნა, რომ მზად არის "მნიშვნელოვან კომპრომისებზე წავიდეს სასაზღვრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. „ცოტა ხნის წინ “დიდი შვიდეულის” პარტნიორებთან შეხვედრა გავმართე და ამ საკითხს განვიხილავდით. ყველა ევროპელი ლიდერი, ჩვენ ყველანი მზად ვართ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ,” - განაცხადა ჯო ბაიდენმა. თეთრმა სახლმა მანამდე განაცხადა, რომ აშშ-ს უახლოეს კვირებში ამოეწურება უკრაინის მხარდასაჭერი სახსრები, თუ კონგრესი ზომებს არ მიიღებს. აშშ უკრაინისთვის 175 მილიონი დოლარის ღირებულის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს. პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, საარტილერიო ჭურვებს, HIMARS სისტემებისთვის დამატებით საბრძოლო მასალას, მაღალი სიზუსტის რადარსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ცეცხლსასროლი იარაღისთვის საბრძოლო მასალას, ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავ აღჭურვილობას, და ა.შ. „თუ კონგრესი ეროვნული უსაფრთხოებისთვის დამატებითი დაფინანსების შესახებ პრეზიდენტის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ეს უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი ბოლო პაკეტი იქნება, რომლის მიწოდებასაც შევძლებთ უკრაინისთვის,” - ნათქვამია განცხადებაში. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.  

მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს, რას გააკეთებს აშშ, პუტინის გამარჯვებას ვერ დავუშვებთ - ბაიდენის

სენატს მოვუწოდებ, მხარი დაუჭიროს უკრაინულ ერს და დადგეს პუტინის ტირანიის წინააღმდეგ |ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატს მოუწოდებს, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტს დაუჭიროს მხარი. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინს განარჯვების უფლება არ უნდა მიეცეს. შესაბამისი ვიდეო და პოსტი სოციალურ ქსელებში ბაიდენის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. მან 6 დეკემბერს “დიდი შვიდეულის” პარტნიორებთან შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. „ვიცი, რომ უთანხმოებები გვაქვს. მოდით, ისინი წარსულში დავტოვოთ. ეს  კრიტიკულად მნიშვნელოვანია… მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს, თუ რას გააკეთებს აშშ. ვფიქრობ, უკრაინას თუ არ დავუჭერთ მხარს, რას გააკეთებს დანარჩენი მსოფლიო; იაპონია, რომელიც უკრაინას ახლა უჭერს მხარს? რას გააკეთებენ NATO და G7? ჩვენ თუ განზე გავდგებით, ეს სხვა შესაძლო აგრესორებს მხოლოდ წააქეზებს. ამიტომ, სენატს მოვუწოდებ, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება - მხარი დაუჭიროს უკრაინულ ერს, პუტინის ტირანიის წინააღმდეგ დადგეს. თავისუფლებას დაუჭიროს მხარი,” - განაცხადა ჯო ბაიდენმა. უკრაინის დახმარების დაბლოკვის შემდეგ, ბაიდენი რესპუბლიკელებს შანტაჟში ადანაშაულებს: ფსონები ძალიან მაღალია  

ბაიდენის შვილს ახალი ბრალი წაუყენეს

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟს, 53 წლის ჰანტერ ბაიდენს ახალი ბრალი წაუყენა. გამოძიების ცნობით, ჰანტერ ბაიდენმა 1,4 მილიონი დოლარის გადასახადები არ გადაიხადა. საუბარია 2016-2019 წლების პერიოდზე. თეთრ სახლს ახალ ბრალდებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. პროკურორების მიერ მომზადებული საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ჰანთერ ბაიდენმა საზღვარგარეთ საქმიანი გარიგებების შედეგად 7 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი, მათ შორის, უკრაინის გაზის კომპანია Burisma-ს დირექტორთა საბჭოში მუშაობისთვის მიიღო. დოკუმენტში ჩამოთვლილია თანხები, რომლებსაც ჰანტერ ბაიდენი ხარჯავდა ძვირადღირებული სასტუმროების, ავტომანქანების, ტანსაცმლის, ფუფუნების სხვა საგნებისა და მეგობარი ქალებისთვის. 2023 წლის სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს ბრალი წაუყენეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვისთვის, რასაც ჰანთერ ბაიდენი არ აღიარებს.  

უკრაინის დახმარების დაბლოკვის შემდეგ, ბაიდენი რესპუბლიკელებს შანტაჟში ადანაშაულებს: ფსონები ძალიან მაღალია

სენატში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელების მუქარას იმის შესახებ, რომ მიკერძოებული სასაზღვრო პოლიტიკის მხარდაჭერის გარეშე უკრაინის დახმარება შეწყდება, პოლიტიკური შანტაჟი უწოდა. სენატში უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების დაბლოკვის გადაწყვეტილებას მან „გამაოგნებელი" და საშიში უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე ასევე განაცხადა, რომ მზადაა, მნიშვნელოვან კომპრომისზე წავიდეს. „თუ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს უკრაინას, რას აპირებს დანარჩენი მსოფლიო? იკითხა ბაიდენმა. ჯო ბაიდენი: რესპუბლიკური პარტია მზად არის, პუტინს უდიდესი საჩუქარი გადასცეს მისი შეფასებით, „რესპუბლიკელები“ მზად არიან, დააჩოქონ უკრაინას ბრძოლის ველზე და ამ პროცესში ზიანი მიაყენონ ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას.“ „კონგრესში რესპუბლიკელები იმუქრებიან, რომ შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას, თუ ისინი ვერ შეძლებენ თავიანთი უკიდურესი პარტიზანული სასაზღვრო პოლიტიკის გატარებას. ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, სუფთად და მარტივად. ფსონები ძალიან მაღალია და შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კუთხით,“ - წერს ბაიდენი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). კენჭისყრამდე კი, ბაიდენი ამბობდა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ის იქ არ გაჩერდება და საბოლოოდ, ამერიკელ ჯარისკაცებს რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევთ. „ცოტა ხნის წინ “დიდი შვიდეულის” პარტნიორებთან შეხვედრა გავმართე და ამ საკითხს განვიხილავდით. ყველა ევროპელი ლიდერი, ჩვენ ყველანი მზად ვართ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ. ვინ არის შეერთებულ შტატებში მზად, რომ უარი თქვას ამაზე? მე არ ვარ მზად და არ მგონია, ამერიკელი ხალხიც მზად იყოს. თუ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ის იქ არ გაჩერდება. მნიშვნელოვანია აქ გრძელვადიან პერსპექტივაში ხედვა. ის აპირებს გააგრძელოს. მან ეს საკმაოდ ნათლად განაცხადა. თუ პუტინი გააგრძელებს და შემდეგ თავს დაესხმება NATO-ს მოკავშირეს - ჩვენ, როგორც NATO-ს წევრი, ვალდებულნი ვართ, დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. მაშინ ჩვენ გვექნება ის, რისკენაც არ ვისწრაფვით და რაც დღეს არ გვაქვს : ამერიკული ჯარები იბრძოლებენ რუსული ჯარების წინააღმდეგ,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას. რას ითხოვენ რესპუბლიკელები რესპუბლიკელები უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის მხარდაჭერას არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას უკავშირებენ. რესპუბლიკელები საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ. კომპრომისის მისაღწევად სენატში კონსულტაციები გაგრძელდება. მედია წერს, რომ სენატში შეთანხმების შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს რესპუბლიკელებისგან კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობა ელის კონგრესის ქვედა - წარმომადგენელთა პალატაში. ამასთან, აშშ-ში საშობაო არდადეგები ახლოვდება. ცნობისთვის, რამდენიმე დღეა, ვაშინგტონში მოლაპარაკებებს მართავს უკრაინის დელეგაცია. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა კონგრესს მოუწოდა, აღარ გადადოს უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის გადაწყვეტა, რადგან ეს რუსეთთან ომში დამარცხების საფრთხეს ქმნის. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.

ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესის გვერდის ავლით ისრაელისთვის 14 000 ჭურვის გაგზავნის ნებართვა გასცა

ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელისთვის 14 000 სატანკო ჭურვის მიყიდვა დაამტკიცა. პაკეტის ღირებულება $106.5 მილიონს შეადგენს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, არსებობს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს საბრძოლო მასალის დაუყოვნებლივ მიყიდვას, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. „შესყიდვა გვერდს აუვლის კონგრესის გადახედვას, რაც ჩვეულებრივ მოთხოვნაა უცხოური სამხედრო გაყიდვებისთვის. ეს ქმედება იშვიათია, თუმცა არა უპრეცედენტო, როდესაც ადმინისტრაციები ხედავენ იარაღის გადაუდებელ საჭიროებას კანონმდებლების თანხმობის მოლოდინის გარეშე. მინიმუმ ოთხმა ადმინისტრაციამ გამოიყენა ასეთი უფლებამოსილება 1979 წლიდან,“ იტყობინება Associated Press. 10 დეკემბერს ბლინკენმა კონგრესს მოუწოდა, პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ისრაელისა და უკრაინის დახმარებისთვის, ასევე, ეროვნული უსაფრთხოებისთვის მოთხოვნილი $106 მილიარდიანი დაფინანსების გეგმა მიიღოს.  

ბაიდენი: ისრაელის დახმარება გაგრძელდება, ვიდრე „ჰამასი“ არ განადგურდება

აშს-ის პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელისთვის დახმარება გაგრძელდება, ვიდრე „ჰამასი“ არ განადგურდება, მაგრამ ბაიდენი გამოვიდა გაფრხილებით, რომ საზოგადოებრივი აზრი შესაძლოა, ისრაელის უსაფრთხოებისთვის მძიმედ შეიცვალოს. ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი მხარდაჭერა ებრაელი ხალხისა და ისრაელის უსაფრთხოებისა და ისრაელის არსებობის უფლებისადმი უცვლელია, მაგრამ ისრაელმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს „ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ. მთელი მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრი შეიძლება, ერთ ღამეში შეიცვალოს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ,“ აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას ღაზის სექტორში ჯერ კიდევ მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად, დააჩქარებს პალესტინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას და „ხაზს გაუსვამს ისრაელელ მეგობრებთან, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ მშვიდობიანი მოქალაქეები.“  

ბაიდენი ზელენსკის: აშშ უკრაინას 200 მლნ დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ახლახან მოაწერა ხელი ბრძანებას უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ. ბაიდენი ამბობს, რომ დახმარების შეფერხება, პუტინისთვის "საშობაო საჩუქარი“ იქნება.  „ჩვენ ვაპირებთ, თქვენ გვერდით დავდგეთ,“ განუცხადა ბაიდენმა ზელენსკის თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში გამოსვლისას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე მოკლედ ისაუბრა ოვალური კაბინეტიდან, სადაც მადლობა გადაუხადა ამერიკას და სხვა მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერისთვის. მან თქვა, რომ „უკრაინას შეუძლია, გაიმარჯვოს“ რუსეთთან და კონკრეტულად ახსენა რუსული ძალების დამარცხება შავ ზღვაში. ზელენსკიმ თქვა, რომ მას სურდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება, რომელიც ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად საკვანძოა.  

ბაიდენის თქმით, ისრაელი გლობალურ მხარდაჭერას კარგავს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელი კარგავს მხარდაჭერას ღაზის სექტორის განურჩეველი დაბომბვის გამო. მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უნდა შეცვალოს მოქმედება. Reuters-ი წერს, რომ ბაიდენის ეს სიტყვები ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ურთიერთობაში ახალი ბზარის გამოვლინებაა. „ისრაელის უსაფრთხოება შეიძლება, დაეყრდნოს შეერთებულ შტატებს, მაგრამ ახლა მას უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე მხოლოდ შეერთებული შტატები. მას ჰყავს ევროკავშირი, ევროპა, მსოფლიოს უმეტესი ნაწილი, მაგრამ ისინი იწყებენ ამ მხარდაჭერის დაკარგვას განურჩეველი დაბომბვით, რომელიც ხდება,” - აღნიშნა ბაიდენმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს და რომ ისრაელს ამის სრული უფლება აქვს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უნდა შეცვალოს მისი პოზიცია კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტაზე. „ისრაელის ეს მთავრობა ძალიან ართულებს მას. მათ არ სურთ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა,“- აღნიშნა ბაიდენმა. ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო  

ჯო ბაიდენი რესპუბლიკელებს: თუ რუსი პროპაგანდისტები გილოცავენ, დროა გადახედოთ, რას აკეთებთ

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რესპუბლიკელებს, დაამტკიცონ დახმარება უკრაინისა და ისრაელისთვის და ეს გააკეთონ სადღესასწაულო დასვენებამდე. ბაიდენმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკელების გადაწყვეტილებას, დაფინანსების დაბლოკვასთან დაკავშირებით, მხოლოდ რუსი პროპაგანდისტები იწონებენ. „პუტინის ერთგული ადამიანები მოსკოვში ზეიმობდნენ, როცა რესპუბლიკელებმა ხმა მისცეს უკრაინის დახმარების დაბლოკვას გასულ კვირას. კრემლის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანმა სიტყვა-სიტყვით თქვა: „ყოჩაღ, რესპუბლიკელებო!“ თუ რუსი პროპაგანდისტები გილოცავენ, შეიძლება, დროა გადახედოთ, რას აკეთებთ,” - წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ მან 13 დეკემბერს თეთრ სახლში უმასპინძლა უკრაინის პრეზიდენტს და განაცხადა, პუტინისთვის საშობაო საჩუქარი იქნებოდა, თუ უკრაინის დახმარება დაიბლოკება.  

ზელენსკი ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინა არ აპირებს რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობას, დემოკრატებმაც და რესპუბლიკელებმაც დაგვარწმუნეს სრულ მხარდაჭერაში

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა შეერთებული შტატების კონგრესში, დაარწმუნეს ის უკრაინის მტკიცე მხარდაჭერაში. ამის შესახებ ზეელენსკიმ ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დღეს ბევრი ვილაპარაკე ორივე პარტიის წარმომადგენლებთან. დემოკრატებმაც და რესპუბლიკელებმაც დაგვარწმუნეს სრულ მხარდაჭერაში", - განაცხადა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს ყოველთვის სჯეროდა მისი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერის. „ვივარაუდოთ, რომ ასე გაგრძელდება და უკრაინა მარტო არ დარჩება ისეთი ავტოკრატიული ტერორისტის წინააღმდეგ, როგორიც რუსეთია," - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინა არ აპირებს რუსეთისთვის თავისი ტერიტორიის დათმობას, რადგან მან უნდა დაიცვას თავისი ხალხი რუსული ძალადობისგან. „როგორ შეიძლება, უკრაინამ დათმოს თავისი ტერიტორიები? ეს იქნება აბსოლუტური სიგიჟე. ჩვენ ძალიან ხშირად ვახსენებთ ღმერთს და ეს ნამდვილად არ იქნება ქრისტიანული საქმე, რადგან ჩვენი ხალხი, ოჯახები, ბავშვები იქ ცხოვრობენ, ისინი უკრაინული საზოგადოების ნაწილია,“- განაცხადა ზელენსკიმ და უპასუხა კითხვას ომის დასრულების მიზნით შესაძლო ტერიტორიული დათმობების შესახებ.  

Bloomberg: ბაიდენმა რესპუბლიკელებს მიმართა წინადადებით, რომელიც უკრაინის დახმარების შანსებს ზრდის

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს შესთავაზა კომპრომისი, რაც უკრაინის დახმარების შესახებ ორპარტიული შეთანხმების პერსპექტივას ზრდის.  ამის შესახებ Bloomberg რესპუბლიკელი სენატორების განცხადებაზე მითითებით წერს. რესპუბლიკელები ამბობენ, რომ ბაიდენის შეთავაზებას განიხილავენ. მეტი სიმკაცრის მომხრე რესპუბლიკელები აღნიშნავენ, რომ შეთავაზება დიდად შორსმიმავალი არ არის. წინადადება პრეზიდენტს საბუთების არმქონე მიგრანტების დეპორტაციისთვის გაფართოებულ უფლებამოსილებას მიანიჭებს. რესპუბლიკელი სენატორები ამჟამად განიხილავენ ბაიდენის საიმიგრაციო წინადადებას. რესპუბლიკელები საიმიგრაციო კონტროლის გაძლიერებას ითხოვენ საიმისოდ, რომ დაამტკიცონ დამატებითი 106 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, საიდანაც 61 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინისთვის არის გამოყოფილი.  

რა კომპრომისს განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების დასამტკიცებლად

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარების უზრუნველსაყოფად კომპრომისს ეძებს. თეთრ სახლში განიხილავენ ახალი შეზღუდვების შესაძლელობას თავშესაფრის მაძიებლების საკითხზე, ასევე საუბარია დეპორტაციის პროცესის გაფართოებაზე. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. თეთრი სახლისა და აშშ-ის კონგრესის დავის ფონზე საჭიროა კომპრომისი, რომლის საფუძველზეც, აშშ-მექსიკის საზღვარზე არალეგალური იმიგრაციის წახალისება აღარ უნდა მოხდეს. ეს უკანასკნელია სწორედ რესპუბლიკელების მოთხოვნა, ბაიდენი კი, მათ შანტაჟში ადანაშაულებს.  „თეთრი სახლი თავშესაფრის მაძიებელთა შემოწმების სტანდარტის გასაძლიერებლად მზად იქნება“ განუცხადა Reuters-ს წყარომ. ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე ითვალისწინებს „უსაფრთხო მესამე ქვეყნის“ დებულებას, რომელიც უარს ეტყვის თავშესაფრის მიცემაზე იმ მიგრანტებს, რომლებიც სხვა ქვეყნის გავლით ჩადიან აშშ-ში. შეთანხმების კიდევ ერთი პუნქტი შეიძლება, დაჩქარებული დეპორტაციის პროცესის გაფართოებაც იყოს. „სენატორების ორპარტიული ჯგუფი, რომელიც ცდილობს შეთანხმების მიღწევას, ასევე განიხილავს თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობის შეზღუდვას,“ განაცხადა წყარომ. ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია ასეთ ვარიანტზე გაურკვეველი რჩება. ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მზადაა კომპრომისისთვის. „რესპუბლიკელების“ ხელმძღვანელობით წარმომადგენელთა პალატამ სამუშაო პერიოდი 14 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს, რაც შეზღუდულ დროს ტოვებს კანონების მისაღებად. ანალოგიური ვადები აქვს „დემოკრატების“ ხელმძღვანელობით სენატსაც. ამის გათვალისწინებით, Reuters-ი წერს, რომ მხარეების მიზანია ძირითადი შეთანხმების მიღწევა და საკანონმდებლო ტექსტის დეტალებზე მუშაობა შესაძლოა, არდადეგების პერიოდშიც გაგრძელდეს. უკრაინის დახმარების დაბლოკვის შემდეგ, ბაიდენი რესპუბლიკელებს შანტაჟში ადანაშაულებს: ფსონები ძალიან მაღალია

პრეზიდენტ ბაიდენის კორტეჟს ავტომობილი შეეჯახა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დაცვის სამსახურის ერთ-ერთ ავტომანქანას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინციდენტი 17 დეკემბერს, გვიან საღამოს დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში მოხდა, სადაც ჯო ბაიდენი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს შეხვდა. ტელეკომპანია ABC-ს და სააგენტო Reuters-ის ცნობით, შტაბიდან გამოსული პრეზიდენტი ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, როცა დელავერის სანომრე ნიშნიანი, „სედანის“ ტიპის ავტომობილი შეეჯახა უსაფრთხოების სამსახურის ავტომანქანას, რომელსაც გზაჯვარედინი ჰქონდა გადაკეტილი. პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა ავტომობილი ალყაში მოაქციეს. მძღოლი მათ მოთხოვნას დაემორჩილა და ხელები მაღლა ასწია. უსაფრთხოების სამსახურს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. პირველი ლედი ჯილ ბაიდენი უკვე იმყოფებოდა იმ ავტომობილში, რომლითაც პრეზიდენტი მგზავრობს. მოგვიანებით, მას ჯო ბაიდენი შეუერთდა და ისინი სახლში დაბრუნდნენ.  

აშშ დაასანქცირებს ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც რუსეთს ომის წარმოებაში ეხმარებიან

შეერთებული შტატები ანტირუსული სანქციების დარღვევის გამო, მთელ მსოფლიოში ბანკებს ფინანსურ სისტემიდან მოწყვეტით ემუქრება. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას ფინანსურ სექტორში. ინფორმაციას მედია თეთრ სახლზე დაყრდობით ავრცელებს. კერძოდ, აშშ დაასანქცირებს ბანკებს, რომლებიც რუსულ არმიას საქონლის შესყიდვაში ეხმარებიან. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის ფინანსთა მინისტრს სახელმწიფო მდივანთან და საჭიროების შემთხვევაში, ვაჭრობის მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ უფლება ეძლევა, დაასანქციროს უცხოური ფინანსური დაწესებულება, თუ ის გადასახადებით დაეხმარება რუსეთის ტექნოლოგიურ ან თავდაცვის სექტორთან დაკავშირებულ პირს. განკარგულების თანახმად, “უცხოურ ფინანსურ დაწესებულებებში” იგულისხმება ნებისმიერი დაწესებულებები, რომლებიც ფინანსური მომსახურების მიწოდებით არიან დაკავებულნი, მათ შორის ბანკები, საპენსიო ფონდები, საგადასახადო სისტემების ოპერატორები და მათი შვილობილი კომპანიები. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ასეთი სანქციების შემოღება გაფრთხილების გარეშეა შესაძლებელი, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში სასანქციო აქტივების გადამალვის რისკები არსებობს.      

ბაიდენი ამბობს, რომ პრეზიდენტები შეიძლება, დაექვემდებარონ სისხლისსამართლებრივ დევნას

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პრეზიდენტები შეიძლება, დაექვემდებარონ სისხლისსამართლებრივ დევნას. შესაბამის ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. ბაიდენი „ვერ ხედავს“ მიზეზს, თუ რატომ უნდა ჰქონდეთ თეთრი სახლის ოფიციალურ პირებს აბსოლუტური იმუნიტეტი დევნისგან, როგორც ამას რესპუბლიკელთა ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებდა. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარყო დონალდ ტრამპის საქმის სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის მოთხოვნა, დაეჩქარებინათ არგუმენტაციის წარდგენა იმის თაობაზე, აქვს თუ არა დონალდ ტრამპს იმუნიტეტი ფედერალური დევნისგან იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მან სავარაუდოდ, ჩაიდინა პრეზიდენტობის დროს. სპეცპროკურორმა ჯეკ სმიტმა შესაბამისი მოთხოვნა უზენაეს სასამართლოში 12 დეკემბერს შეიტანა. საქმე ეხება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების სავარაუდო მცდელობას. აღნიშნულთან დაკავშირებით ტრამპს მიმდინარე წლის დასაწყისში ბრალი არჩევნების დივერსიის ბრალდებით წაუყენეს. სასამართლომ გადაწყვეტილება არ განმარტა. როგორც დონალდ ტრამპის ადვოკატები აღნიშნავენ, აღნიშნული საქმის განხილვა სიფრთხილეს მოითხოვს და არა აჩქარებას. მედიის ცნობით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, გააჭიანურებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესს.  

ბაიდენი: არასდროს ვყოფილვარ იმაზე მეტად ოპტიმისტურად განწყობილი ჩვენი მომავლის მიმართ, ვიდრე დღეს ვარ

აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, 2023 წელი ეკონომიკის გაზრდისა და ამერიკელების თავისუფლებისთვის ბრძოლისადმი მიმართულ სამუშაოს ეთმობოდა. „ამ ისტორიის ნამდვილი გმირები თქვენ, ამერიკელი ხალხი ხართ. ახლა, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ვხედავთ აღორძინების, განახლებისა და იმედის ისტორიებს. ამიტომ, არასდროს ვყოფილვარ იმაზე მეტად ოპტიმისტურად განწყობილი ჩვენი მომავლის მიმართ, ვიდრე დღეს ვარ,“ - წერს ბაიდენი Twitter-ზე.  

NATO-ს არაწევრ სახელმწიფოებს აშშ-მ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს - შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის გავლენები

Europetime გთავაზობთ ამერიკული ანალიტიკური ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ სტატიას, რომელიც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის უსაფრთხოების ყოვლისმომცველ სტრატეტგიას ეძღვნება. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში 2022 წელს, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში ფსონები და დასავლელი ლიდერებისთვის გადაუდებელი მოქმედებების საჭიროება გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგიის მიღმა არსებული მცდელობები შეიძლება, კარგი დასაწყისია, თავისუფლად განსაზღვრული სტრატეგია ჯერ არ ნიშნავს დადებით გავლენას ადგილზე - ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. შეერთებული შტატები საარჩევნო წლის მიჯნაზეა, რომლის დროსაც, საგარეო პოლიტიკური დისკუსიები სავარაუდოდ, შენელდება. 2025 წლამდე შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაზე რაიმე არსებითს არ ველით. შესაძლოა, უფრო რთული და ასევე, საჭიროც იქნება შავი ზღვის რეგიონული მოთამაშეების, ცნობილი მრავალფეროვანი ჯგუფის თანხმობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ დროებით გაერთიანებულნი არიან რუსეთის საფრთხის გარშემო, ეს ერთობა მოითხოვს გრძელვადიან, სტრუქტურირებულ და ყოვლისმომცველ მიდგომას ვაშინგტონთან, როგორც პატიოსან შუამავალთან, რომელიც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ სტრატეგიას.თურქეთი შავი ზღვის შიგნით დამის გარეთ სრუტეებს აკონტროლებს, რითაც ინარჩუნებს მნიშვნელოვან სამხედრო და პოლიტიკურ ძალას თავის საზღვრებს გარეთ. ნებისმიერი ფართო რეგიონული უსაფრთხოების სტრატეგიის უზრუნველყოფა ანკარის თანხმობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. შავი ზღვის რეგიონში, NATO-ს წევრი ქვეყნები - ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი - რა თქმა უნდა, ისარგებლებენ აშშ-ის გაზრდილი ყურადღებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე. თუმცა ამ ქვეყნებს უკვე იცავთ NATO-ს მე-5 მუხლი და რუსეთი NATO-ს წევრის წინააღმდეგ რაიმე აშკარა სამხედრო ქმედებებისგან თავს შეიკავებს. უკრაინამ, მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს წევრი არ არის, ვაშინგტონისგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო და დაამტკიცა, რომ რუსეთთან ბრძოლის ველზე ბრძოლა შეუძლია. უფრო მეტიც, რადგან ის რუსეთს ხელს უშლის ევროპის სხვა ტერიტორიებზე წვდომისგან, კიევი დასავლეთის მხარდაჭერის მიღებას გააგრძელებს. შავი ზღვის რეგიონის პატარა, NATO-ს არაწევრ სახელმწიფოებს  შეერთებულმა შტატებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს. მოლდოვა კრემლის მხრიდან უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ხოლო საქართველო, რომლის ტერიტორიებიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ასევე დაუცველია. სომხეთი ახლა რუსეთთან მჭიდრო კავშირებს გადააფასებს და დასავლეთთან უფრო ახლო ურთიერთობას განიხილავს. ერევნის ნებისმიერი მცდელობა, დატოვოს მოსკოვის ორბიტა, კრემლის მკაცრ პასუხს გამოიწვევს. შავი ზღვის სტრატეგიის ფარგლებში ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს აზერბაიჯანის სპეციფიკური საჭიროებები - ევროპული ნავთობისა და გაზის ძირითადი წყარო და რუსეთის მთავარი კონკურენტი - ასევე უნდა განიხილებოდეს შავი ზღვის სტრატეგიის ფარგლებში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იქნება შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლების დაცვა, განსაკუთრებით, საზღვაო ნაღმების და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ მონტრეს კონვენციამ შეიძლება, პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა შეზღუდოს, აშშ-ის მუდმივი ხელმძღვანელობა ზღვისპირა ქვეყნებს შორის უფრო დიდი თანამშრომლობის კოორდინაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, რომ სტრატეგიის ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საყრდენები ყველაზე მეტს გვპირდება. ეს სტრატეგია უნდა მოიცავდეს ძლიერ კერძო სექტორის კომპონენტს; სტრატეგიის განხორციელებისას ვაშინგტონმა უნდა შესთავაზოს მხარდაჭერა და წახალისება ამერიკულ კომპანიებს რეგიონში საქმიანობისთვის. უფრო მეტიც, რეგიონის ქვეყნებმა უნდა აჩვენონ კარგი მმართველობა და ინვესტირებისთვის თანაბარი თამაშის წესები დანერგონ. შეერთებული შტატები და მისი რეგიონული მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ ეფექტიანი სტრატეგიული პასუხისთვის, თუ რუსეთი მავნე გავლენის ოპერაციებს, მათ შორის, სტრატეგიულ დეზინფორმაციულ კამპანიას განახორციელებს. ამერიკული ანალიტიკური ცენტრი - Atlantic Council არნოლდ დუპუი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

ბაიდენი კონგრესს: იმოქმედეთ, უკრაინისთვის დახმარება რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცეთ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, პარასკევს, 29 დეკემბერს უკრაინაზე რუსეთის მასიურ თავდასხმაზე საუბრისას აღნიშნა, რომ კონგრესმა უნდა დაამტკიცოს დამატებითი დახმარება კიევისთვის რაც შეიძლება სწრაფად. ბაიდენის განცხადება თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა. ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული დაბომბვა არის "მკაცრი შეხსენება მსოფლიოსთვის, რომ პუტინის მიზანი უცვლელი რჩება. ის ცდილობს, გაანადგუროს უკრაინა და დაიმორჩილოს მისი ხალხი. ის უნდა შეჩერდეს." აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, თუ კონგრესი არ მიიღებს სასწრაფო ზომებს ახალ წელს, აშშ ვერ გააგრძელებს იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნას, რაც უკრაინას სჭირდება თავისი ხალხის დასაცავად. ამიტომ, კონგრესმა უნდა იმოქმედოს ყოველგვარი შეფერხების გარეშე. ჯო ბაიდენის თქმით, პუტინი არამხოლოდ უკრაინის განადგურებას ცდილობს, ის ასევე ემუქრება NATO-ს ზოგიერთ წევრს. და როდესაც დიქტატორებსა და ავტოკრატებს ევროპაში უხეში ქმედებების უფლებას აძლევენ, “იზრდება რისკი, რომ შეერთებული შტატები პირდაპირ იქნება ჩართული.“ „გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ამ მასიურ დაბომბვაში გამოყენებული იყო დრონები და რაკეტები, მათ შორის, ჰიპერბგერითი რაკეტები. როგორც ცნობილია, დარტყმები იყო სამშობიარო კლინიკებზე, სავაჭრო ცენტრებსა და დასახლებულ ტერიტორიებზე, რასაც უდანაშაულო ხალხი ემსხვერპლა, ათობით კი, დაიჭრა. ეს მკაფიო შეხსენებაა მსოფლიოსთვის, რომ გამანადგურებელი ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგაც კი, პუტინის მიზანი უცვლელი რჩება. მას უკრაინის მოსპობა და უკრაინელი ხალხის დამორჩილება სურს. ის უნდა შეჩერდეს. ამ სასტიკი თავდასხმის ფონზე, უკრაინა იყენებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მოკავშირეებმა და პარტნიორმა ქვეყნებმა გადასცეს მას გასულ წელს, რათა წარმატებულად შეაჩეროს და გაანადგუროს რაკეტები და დრონები. ამერიკელ ხალხს შეუძლია, იამაყოს იმ გადარჩენილი სიცოცხლეებით, რომლებისთვისაც ვიბრძოლეთ და იმ დახმარებისთვის, რომელიც უკრაინას მივეცით, რათა მას დაეცვა საკუთარი ხალხი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მაგრამ ვიდრე კონგრესი საგანგებო ნაბიჯს არ გადადგამს უკვე ახალ წელს, მანამდე ვერ შევძლებთ, გავაგრძელოთ უკრაინისთვის იარაღისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნა, რომელიც მას თავისი ხალხის დასაცავად სჭირდება. კონგრესი უნდა აჩქარდეს და შეყოვნების გარეშე იმოქმედოს. ამ ბრძოლის ფსონები უკრაინის ფარგლებს სცდება. ის გავლენას ახდენს სრულიად NATO-ზე, ევროპის უსაფრთხოებასა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავალზე. პუტინს მხოლოდ უკრაინის განადგურება არ უცდია; ის NATO-ს რამდენიმე წევრსაც დამუქრებია. როცა დიქტატორებსა და ავტოკრატებს ევროპაში უხეში ქმედებებების საშუალება ეძლევათ, იზრდება რისკი, რომ ამერიკა პირდაპირ იქნება ჩართული. ეს კი მთელ მსოფლიოზე დიდ გავლენას მოახდენს (შედეგებს მთელი მსოფლიო აირეკლავს). სწორედ ამიტომ, შეერთებულმა შტატებმა 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიცია გააერთიანა უკრაინის თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად. ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს იმედებს ვერ გავუცრუებთ. ჩვენ უკრაინას იმედებს ვერ გავუცრუებთ. ისტორია უმკაცრესად განსჯის მას, ვინც თავისუფლებისკენ მოწოდებას ვერ პასუხობს,“ აღნიშნა ბაიდენმა.  

პუტინის მიზანი უცვლელი რჩება, რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის განადგურება სურს, ის უნდა შეჩერდეს - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მასირებული შეტევები, მკაფიო შეხსენებაა მსოფლიოსთვის, რომ გამანადგურებელი ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგაც კი, პუტინის მიზანი უცვლელი რჩება. მას უკრაინის მოსპობა და უკრაინელი ხალხის დამორჩილება სურს. ის უნდა შეჩერდეს. „ამ სასტიკი თავდასხმის ფონზე, უკრაინა იყენებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მოკავშირეებმა და პარტნიორმა ქვეყნებმა გადასცეს მას გასულ წელს, რათა წარმატებულად შეაჩეროს და გაანადგუროს რაკეტები და დრონები. ამერიკელ ხალხს შეუძლია, იამაყოს იმ გადარჩენილი სიცოცხლეებით, რომლებისთვისაც ვიბრძოლეთ და იმ დახმარებისთვის, რომელიც უკრაინას მივეცით, რათა მას დაეცვა საკუთარი ხალხი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მაგრამ ვიდრე კონგრესი საგანგებო ნაბიჯს არ გადადგამს უკვე ახალ წელს, მანამდე ვერ შევძლებთ, გავაგრძელოთ უკრაინისთვის იარაღისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნა, რომელიც მას თავისი ხალხის დასაცავად სჭირდება. კონგრესი უნდა აჩქარდეს და შეყოვნების გარეშე იმოქმედოს. ამ ბრძოლის ფსონები უკრაინის ფარგლებს სცდება. ის გავლენას ახდენს სრულიად NATO-ზე, ევროპის უსაფრთხოებასა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავალზე. პუტინს მხოლოდ უკრაინის განადგურება არ უცდია; ის NATO-ს რამდენიმე წევრსაც დამუქრებია. როცა დიქტატორებსა და ავტოკრატებს ევროპაში უხეში ქმედებებების საშუალება ეძლევათ, იზრდება რისკი, რომ ამერიკა პირდაპირ იქნება ჩართული. ეს კი მთელ მსოფლიოზე დიდ გავლენას მოახდენს (შედეგებს მთელი მსოფლიო აირეკლავს). სწორედ ამიტომ, შეერთებულმა შტატებმა 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიცია გააერთიანა უკრაინის თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად. ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს იმედებს ვერ გავუცრუებთ. ჩვენ უკრაინას იმედებს ვერ გავუცრუებთ. ისტორია უმკაცრესად განსჯის მას, ვინც თავისუფლებისკენ მოწოდებას ვერ პასუხობს,“ აღნიშნა ბაიდენმა.“ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა  

ბაიდენი: ტრამპი იმეორებს იმავე ენას, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დონალდ ტრამპი საუბრობს იმის შესახებ, რომ ამერიკის სისხლი მოწამლულია, რითიც იმეორებს იმავე ენას, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ. ჯო ბაიდენის თქმით, ტრამპი ამაყად აქვეყნებს სოციალურ მედიაში სიტყვებს, რომლებიც საუკეთესოდ აღწერს მის 2024 წლის კამპანიას: „შურისძიება, ძალაუფლება, დიქტატურა.“ „დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია მას ეძღვნება, არა ამერიკას ან თქვენ. დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია შეპყრობილია წარსულით და არა მომავლით. მას სურს, დემოკრატია შესწიროს ხელისუფლებაში მოსვლას. ჩვენი კამპანია განსხვავებულია, ჩემთვის და კამალასთვის ჩვენი საარჩევნო კამპანია ამერიკას ეძღვნება, ყველა ასაკისა და წარმომავლობის ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში. ის მომავალს ეძღვნება, რომლის აშენებასაც ჩვენ ერთად ვაპირებთ,“ – განაცხადა ბაიდენმა პენსილვანიაში სიტყვით გამოსვლისას. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის კრიტიკას აიოვაში სიტყვით გამოსვლისას უპასუხა. ტრამპმა მოქმედი პრეზიდენტი სისუსტეში, არაკომპეტენტურობაში, კორუფციასა და წარუმატებლობაში დაადანაშაულა. „ბაიდენის მიღწევაა სისუსტის, არაკმპეტენტურობის, კორუფციისა და წარუმატებლობის უწყვეტი ხაზი. სხვა მხრივ, ის საკმაოდ კარგად მუშაობს, არა? ეს არის ჯოჯოხეთური სია. სწორად ამიტომ თაღლითი ჯო პენსილვანიაში დგამს შიშის გაღვივების პათეტიკურ კამპანიას. ნახეთ ის? მათ მთავრობა იარაღად აქციეს და ის ამბობს, რომ დემოკრატიისთვის საფრთხეს მე წარმოვადგენ,“ – განაცხადა ტრამპმა. „დემოკრატებმა მთავრობა იარაღად აქციეს და ბაიდენი ამბობს, რომ დემოკრატიისთვის საფრთხეს მე წარმოვადგენ,“ - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, აშშ-ის უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს, შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს პრეზიდენტად კენჭისყრა. უზენაესმა სასამართლომ განსახილველად მიიღო დონალდ ტრამპის აპელაცია კოლორადოს სასამართლოს წინააღმდეგ, რომელმაც მას პრაიმერისში მონაწილეობა აუკრძალა. უზენაესი სასამართლო საქმეს თებერვალში განიხილავს და მისი გადაწყვეტილება ყველა შტატზე გავრცელდება. დეკემბერში კოლორადოს სასამართლომ დონალდ ტრამპს რესპუბლიკელთა შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ კონსტიტუციის მე-14 შესწორება გამოიყენა, რომელიც უკრძალავს ფედერალური თანამდებობების დაკავებას პირებს, რომლებიც ამბოხში მონაწილეობდნენ. 27 შტატის გენერალურმა პროკურორებმა უზენაეს სასამართლოს მიმართეს თხოვნით, გააუქმოს კოლორადოს სასამართლოს დადგენილება. მიმართვის ავტორების შეფასებით, ტრამპის არჩევნებიდან გამორიცხვა „ფართომასშტაბიან ქაოსს“ შექმნის.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯო ბაიდენი ხალხისადმი ყოველწლიური მიმართვისთვის მიიწვია

7 მარტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა (რესპუბლიკელი - ლუიზიანა) პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავისი ყოველწლიური ხალხისადმი მიმართვისთვის მიიწვია. ჯო ბაიდენმა X-ზე დაწერა, რომ მოუთმენლად ელის სიტყვით გამოსვლას კონგრესის წინაშე 7 მარტს. 6 იანვარს, თეთრ სახლში გაგზავნილ წერილში, ჯონსონმა ოფიციალური მოწვევა გადასცა ბაიდენს, კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სესიაზე გამოსვლისთვის. ჯონსონმა განაცხადა, რომ ის ბაიდენს ეპატიჟება "ჩვენი ქვეყნისთვის ამ დიდი გამოწვევის მომენტში." პრეზიდენტის ეს ყოველწლიური გამოსვლა პირველი იქნება ჯონსონისთვის, როგორც სპიკერისთვის, რომელიც ტრადიციულად, პრეზიდენტის უკან და მარცხნივ ზის ხოლმე კონგრესის წინაშე მისი გამოსვლისას. ბაიდენი: ტრამპი იმეორებს იმავე ენას, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ  

ჯო ბაიდენი: ისრაელის მთავრობასთან ვმუშაობ, რომ ღაზის სექტორიდან მნიშვნელოვნად გავიდნენ

„ისრაელის მთავრობასთან ვმუშაობ, რომ ღაზის სექტორიდან მნიშვნელოვნად გავიდნენ,“ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინაში განაცხადა, როდესაც მომიტინგეებმა, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეძახილებით, სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. „მესმის მათი ვნებათაღელვა და მე ისრაელის მთავრობასთან ჩუმად ვმუშაობ, რათა მათი ყოფნა შემცირდეს და ღაზიდან მნიშვნელოვნად გავიდნენ,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ისრაელს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ 7 ოქტომბერს დაესხა თავს, რასაც ისრაელის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა. ისრაელმა პირობა დადო, რომ ომი გაგრძელდება, ვიდრე „ჰამასი“ საბოლოოდ არ განადგურდება. ბოლოს ამის შესახებ „მტრებსაც და მეგობრებსაც“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეახსენა. ბლინკენისა და ბორელის ახლო აღმოსავლური მისიის მოლოდინები და მიზნები  

ბაიდენის ადმინისტრაციამ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას მხარი დაუჭირა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას ითვალისწინებს. ინფორმაციას Bloomberg-ი აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. „კანონპროექტი აღმასრულებელ ხელისუფლებას მიანიჭებს უფლებამოსილებას, რომელიც აუცილებელია რუსეთის სუვერენული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ ჩამორთმევისთვის,” - ნათქვამია ეროვნული უშიშროების საბჭოს მემორანდუმში. Bloomberg-ი წერს, რომ გაყინული რუსული აქტივების თანხები შეიძლება გამოყენებული იყოს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ ამგვარი კანონი არის ერთ-ერთი შესაძლო ინსტრუმენტი იმისთვის, რომ რუსეთს, მიყენებული ზიანი აანაზღაურებინონ. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ომის შემდეგ უკრაინის აღდგენას შეიძლება, სულ მცირე 411 მილიარდი დოლარი დასჭირდეს.  

ბაიდენი: აშშ არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას მას შემდეგ, რაც ტაივანის ამომრჩევლებმა მმართველ პარტიას მესამე საპრეზიდენტო ვადა მისცეს. „ჩვენ არ ვუჭერთ მხარს (ტაივანის, რედ.) დამოუკიდებლობას...“ - განაცხადა ბაიდენმა Reuters-ის ცნობით. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ლაი ჩინ-ტის გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები "მოწოდებულია, შეინარჩუნოს სრუტეების შორის მშვიდობა, სტაბილურობა და მხარი დაუჭიროს უთანხმოებათა მშვიდობიან გადაწყვეტას იძულებისა და ზეწოლისგან თავისუფლების პრინციპების დაცვის შესაბამისად. მისი თქმით, აშშ მოუთმენლად ელის ლაისთან და ტაივანში ყველა მხარის ლიდერებთან მუშაობას, რათა განავითარონ მათი „გრძელვადიანი არაოფიციალური ურთიერთობა, რომელიც შეესაბამება აშშ-ის ერთი ჩინეთის პოლიტიკას.“ Reuters-ის თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაცია შიშობს, რომ არჩევნები, გარდამავალი პერიოდი პეკინთან კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევს. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი  

ჯო ბაიდენი: თუ „რესპუბლიკელები“ უარს იტყვიან უკრაინის დაფინანსებაზე, მათ ბევრის გადახდა მოუწევთ

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუკი კონგრესში „რესპუბლიკელები“ უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსების პროგრამას არ დაამტკიცებენ, ეს ნაბიჯი მათ ძვირი დაუჯდებათ. მან იმედი გამოთქვა, რომ კონგრესში „რესპუბლიკელები“ საბოლოოდ მიიღებენ პაკეტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც უკრაინის დახმარებას, ასევე გააძლიერებს ამერიკის საზღვარს მექსიკასთან. „თუ ჩემი „რესპუბლიკელი“ კოლეგები უკრაინას არ დააფინანსებენ, მათ ბევრის გადახდა მოუწევთ. ვფიქრობ, საზღვარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განვახორციელოთ. დიდი ხანია, ამისთვის ვიბრძვი. მზად ვარ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელო საზღვარზე. მოლაპარაკებები ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ“, - აღნიშნა ბაიდენმა. ბაიდენმა გამოთქვა მზადყოფნა, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს მიგრაციულ პოლიტიკაში და მოუწოდა რესპუბლიკური პარტიის წევრებს, არ დაბლოკონ უკრაინის დახმარება  

გერმანია უკრაინას, დაგეგმილი 4 მილიარდი ევროს ნაცვლად, 7 მილიარდზე მეტს გამოუყოფს

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ლიდერებმა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების საკითხი განიხილეს. გერმანია 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ადრე დაგეგმილი 4 მილიარდი ევროს ნაცვლად, 7 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფს. ეს ინფორმაცია გერმანიის მთავრობის პრესსამსახურმა გერმანიის ოლაფ შოლცსა და ჯო ბაიდენს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა. გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, შტეფენ ჰებესტრეიტის თქმით, გერმანიისა და შეერთებული შტატების ლიდერებმა საუბრის დროს ხაზი გაუსვეს უკრაინისთვის შემდგომი ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის აღმოჩენის აუცილებლობას, რადგან ის აგრძელებს თავის დაცვას რუსული აგრესიისგან. გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს შოლცმა და ბაიდენმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაც განიხილეს. ჯეიკ სალივანი: უკრაინისთვის დახმარების ორპარტიული მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე ვმუშაობთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.

ბაიდენმა უკრაინის დახმარებაზე მოსალაპარაკებლად კონგრესის ლიდერები თეთრ სახლში მიიწვია

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დღეს, 17 იანვარს თეთრ სახლში კონგრესის ოთხი ლიდერი და კიდევ რამდენიმე კანონმდებელი მიიწვია. მიწვეულ კანონმდებლებს შორის არიან წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი, პალატის დემოკრატთა უმცირესობის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი, სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი და სენატის რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი. თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა თეთრ სახლში დანიშნულ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია კანონმდებლებთან ერთად განიხილავს "გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნებს."  16 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უახლოეს კვირებში უკრაინის დახმარებაზე შეთანხმებას მიაღწევს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კიევისთვის მორიგი მასშტაბური დახმარების დამტკიცებას ცდილობს. რესპუბლიკელი კონგრესმენები ითხოვენ, რომ კანონპროექტში ამერიკის საზღვრის დაცვის თაობაზე მათი მოთხოვნებიც იყოს გათვალისწინებული. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.  

ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, სწრაფად გადაწყვიტოს უკრაინის დაფინანსების საკითხი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის ლიდერები გააფრთხილა, რომ უკრაინის დასახმარებლად თანხების გამოყოფის შეფერხება საფრთხეს უქმნის ამერიკის, NATO-ს და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას. 17 იანვარს ბაიდენი თეთრ სახლში შეხვდა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების და რესპუბლიკელების ლიდერებს და დაზვერვის, შეიარაღებული ძალების, საფინანსო და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებს. თეთრ სახლის ცნობით, ბაიდენმა შეხვედრაზე მიიწვია „რესპუბლიკური“ და „დემოკრატიული“ ფრაქციების ლიდერები, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელები, რათა განეხილათ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების გადაუდებელი აუცილებლობა. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებთან განიხილა „უმოქმედობის სტრატეგიული შედეგები." „შეხვედრაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა კონგრესის მნიშვნელობას, რომ უკრაინას ჰქონდეს საჭირო რესურსები, მათ შორის საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო შესაძლებლობები, რათა დაიცვას თავი რუსეთის სასტიკი შეჭრისგან. პრეზიდენტმა განიხილა უმოქმედობის სტრატეგიული შედეგები უკრაინის, შეერთებული შტატებისა და მსოფლიოსთვის. მან ნათლად განაცხადა : კონგრესის მუდმივი წარუმატებლობა საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას ,NATO-ს ალიანსს და დანარჩენ თავისუფალ სამყაროს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა კონგრესს მოუწოდა, სწრაფად უზრუნველყოს დამატებითი დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად. ამასთან, თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენი დათანხმდა, რომ საჭიროა სასწრაფო ზომები აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე სიტუაციის გასაუმჯობესებლად და აღნიშნა, რომ მისთვის იმედის მომცემია ორპარტიულ მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესი. „პრეზიდენტმა ასევე ცხადყო, რომ ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ საზღვარზე არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად. მისი თქმით, წახალისებულია სენატში მიმდინარე ორპარტიულ მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესით. მან გამოთქვა მზადყოფნა სასაზღვრო პოლიტიკასა და საზღვარზე დამატებითი რესურსების საჭიროებაზე ორპარტიული შეთანხმების მიღწევაზე,“ - აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში. ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დამატებით 61 მილიარდი აშშ დოლარის დაფინანსების გამოყოფას ითხოვს.  

„გადამწყვეტი შეხვედრა“ თეთრ სახლში - ბაიდენმა კონკრესის ლიდერებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რა დევს სასწორზე

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კიევისთვის მორიგი მასშტაბური დახმარების დამტკიცებას ცდილობს. ამ მიზნით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 17 იანვარს თეთრ სახლში კონგრესის ოთხი ლიდერი და კიდევ რამდენიმე კანონმდებელი მიიწვია. როგორც ცნობილია, რესპუბლიკელი კონგრესმენები ითხოვენ, რომ კანონპროექტში ამერიკის საზღვრის დაცვის თაობაზე მათი მოთხოვნებიც იყოს გათვალისწინებული. კონგრესის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ შეხვედრამ კარგად ჩაიარა. ის აღნიშნავს, რომ უმრავლესობა უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსების დამტკიცებას მხარს უჭერს, თუმცა, ბაიდენი "კატასტროფული" სცენარის შესაძლებლობას აღიარებს.  „ვფიქრობ, კონგრესის წევრების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას. საკითხავი ის არის, აპირებს თუ არა მცირე უმცირესობა მის შეჩერებას, რაც კატასტროფა იქნება,“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა. თავის მხრივ, CNN თეთრ სახლში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბაიდენი შეხვდა დეპუტატებს, რათა მათთვის განემარტა, რა დევს სასწორზე უკრაინისთვის. წყარო ამბობს, რომ პრეზიდენტმა მიმართა თავის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანსა და ეროვნული დაზვერვის დირექტორს ავრილ ჰეინსს სთხოვა,  კონკრეტული სურათი ჩამოეყალიბებინათ იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც უკრაინას უახლოეს თვეებში ამოეწურებოდა, თუმცა მეტ დეტალს წყარო არ ამჟღავნებს. კიდევ ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ შეხვედრის დროს კონკრეტულად მიუთითეს საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საარტილერიო საბრძოლო მასალაზე, რომლებიც შეიძლებოდა, აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ამოწურულიყო. ბაიდენი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თუ უკრაინა-რუსეთის ომი NATO-ს ტერიტორიაზე გავრცელდა, აშშ იძლებული იქნება, პირდაპირ ჩაერთოს კონფლიქტში. CNN-ის ცნობით, პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა მიუთითა, რომ უკრაინის დაფინანსების გაგრძელება შესაძლოა, იმის საფრთხეს ქმნიდეს, რომ უკრაინა მეორე ავღანეთი გახდეს. „ჩვენ არ შეგვიძლია მილიარდობით დოლარის დახარჯვა მკაფიო სტრატეგიის ჩამოყალიბების გარეშე და მე ვუთხარი პრეზიდენტს დღეს შეხვედრაზე, როგორც არაერთხელ ვამბობდი: თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ სტრატეგია. რა არის საბოლოო შედეგი,“ აღნიშნა მან CNN-თან ინტერვიუში. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. მოელიან, რომ საკითხი კონგრეში მომდევნო კვირებში განიხილება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.  

ბაიდენის თქმით, ირან-პაკისტანის შეტაკება აჩვენებს, რომ რეგიონში ირანი არ არის პოპულარული

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამ კვირაში ირანსა და პაკისტანს შორის შეტაკებები აჩვენებს, რომ ირანი არ არის პოპულარული რეგიონში. „როგორც ხედავთ, ირანი არც ისე პოპულარულია რეგიონში და ჩვენ ახლა ამ საკითხზე ვმუშაობთ. არ ვიცი, სადამდე მიგვიყვანს ეს,“ – აღნიშნა ბაიდენმა. ამასთან, თეთრმა სახლმა მანამდე განაცხადა, რომ არ სურს ესკალაცია. „ჩვენ არ გვინდა, ვნახოთ ესკალაცია სამხრეთ და ცენტრალურ აზიაში. ჩვენ კონტაქტში ვართ პაკისტანელ კოლეგებთან,“ – განაცხადა ჯონ კირბიმ. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების კოორდინატორის შეფასებით, პაკისტანზე თავდასხმა რეგიონში ირანის დესტაბილიზაციის კიდევ ერთი მაგალითია. პაკისტანმა მეზობელ ირანზე საპასუხო სარაკეტო იერიში მიიტანა  

უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარების საკითხი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გადაწყდება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ უკვე მომავალ კვირას, პარტიის ლიდერები სენატში მიაღწევენ შეთანხმებას სასაზღვრო საკითხებზე და მიგრაციის რეფორმაზე, რაც საბოლოოდ განბლოკავს უკრაინის მუდმივ დახმარებას. ბაიდენმა განმარტა, რომ მისი გუნდი უკვე ორი კვირაა, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. „გადამწყვეტი შეხვედრა“ თეთრ სახლში - ბაიდენმა კონკრესის ლიდერებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რა დევს სასწორზე ამ კონტექსტში ბაიდენმა აღნიშნა, რომ კითხვა რჩება, მზად არიან თუ არა პალატის სპიკერი და რესპუბლიკელები, რომ იმოქმედონ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. მოელიან, რომ საკითხი კონგრეში მომდევნო კვირებში განიხილება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.  

ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვა დაუყოვნებლივ დაამტკიცოს - Reuters

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვას დაყოვნების გარეშე დაამტკიცოს.   Reuters-ის ცნობით, ჯო ბაიდენმა წერილი გაუგზავნა კონგრესის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრებს და მათ ავიაგამანადგურებლების თურქეთისთვის მიყიდვის ფორმალური პროცესის დაწყების განზრახვის შესახებ აცნობა, როგორც კი ანკარა დაასრულებს NATO-ში შვედეთის გაწევრიანების პროცესის რატიფიცირებას.20-თვიანი შეყოვნების შემდეგ თურქეთის პარლამენტმა NATO-ში შვედეთის განაცხადის რატიფიცირება ოთხშაბათს მოახდინა. ახლა მას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უნდა მოაწეროს ხელი. უნგრეთი რჩება NATO-ს ერთადერთ ქვეყნად, რომელსაც შვედეთის წევრობის განაცხადი რატიფიცირებული ჯერ არ აქვს. განახლება: აშშ თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვას შვედეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის საბოლოო დამტკიცების შემდეგ დათანხმდება, - ამის შესახებ თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ჯეფ ფლეიკმა განაცხადა. „მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რის გამოც პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, თურქეთი ისევ გააჭიანურებს,“ - განაცხადა ჯეფ ფლეიკმა. თურქეთში აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ როგორც კი ვაშინგტონი რატიფიცირების ოფიციალურ დოკუმენტს მიიღებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს, 20 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გაყიდვის შესახებ თხოვნას დაუყოვნებლივ გაუგზავნის.

შოლცი უკრაინის დახმარების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ბაიდენს ვაშინგტონში შეხვდება - Bloomberg

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თებერვლის პირველ ნახევარში ვაშინგტონს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებებისთვის ეწვევა, რადგან ლიდერები უკრაინისთვის დასავლეთის დახმარების გაგრძელების უზრუნველყოფას ისახავენ მიზნად. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. წყაროს ცნობით, შოლცისა და ბაიდენის შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართება. შეხვედრის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში სტოლტენბერგის ვიზიტი დღეს იწყება. ამის შესახებ NATO-ს პრესსამსახურმა ინფორმაცია 26 იანვარს გაავრცელა. შეგახსენებთ, აშშ-ის დამატებითი დახმარება ამჟამად შეჩერებულია საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ დავის გამო. ამერიკელი სენატორი: ყოველდღე "ერთი ნაბიჯით ვუახლოვდებით" უკრაინის დახმარების დამტკიცებას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. მოელიან, რომ საკითხი კონგრეში მომდევნო კვირებში განიხილება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.

რას ითვალისწინებს გრძელვადიანი სტრატეგია, რომელსაც აშშ უკრაინის მხარდასაჭერად ამზადებს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის გეგმაზე მუშაობს. ეს გეგმა 2024 წელს უკრაინის სასარგებლოდ ფრონტის ხაზზე რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ითვალისწინებს. უკრაინული მედიის ცნობით, Washington Post-ი ამერიკის ადმინისტრაციაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიევისთვის ოფიციალურად გამოცხადებულ ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა ტერიტორიის დაბრუნება რჩება, თუმცა Washington Post-ის ინფორმაციით, უკრაინის მხარდაჭერის ახალი სტრატეგიის პროექტი ტერიტორიების განთავისუფლებაზე არ ამახვილებს ყურადღებას. ის ორიენტირებულია თავდაცვაზე, ასევე უკრაინის ეკონომიკის გაძლიერებაზე. გამოცემა ციტირებს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს, რომელიც იცხადებს, რომ წელს უკრაინას გაუჭირდება ისეთი შეტევითი ოპერაციების გამეორება, რომელიც გასულ ზაფხულს დაიწყო. კონტრიერიშმა მხოლოდ შეზღუდულ წარმატებას მიაღწია და ვერ იყო მიღწეული ანექსირებული ყირიმის მიმართულებით ე.წ. სახმელეთო დერეფნის შექმნის სტრატეგიული მიზანი. Washington Post-ი ასევე წერს, რომ დასავლეთის ქვეყნებს სურთ, კიევმა ყურადღება გადაიტანოს, კერძოდ, შორი რადიუსის სარაკეტო დარტყმებზე ანექსირებულ ყირიმში მდებარე შავი ზღვის ფლოტის და რუსეთის არმიის ობიექტებზე. უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს შეიძლება, კონფლიქტის გაყინვისკენ ნაბიჯი იყოს, რაც ხელს რუსეთს აძლევს. ამავე დროს, კიევი აღიარებს, რომ ფრონტის ბევრ სექტორში, კერძოდ, კუპიანსკის მახლობლად, ბახმუტსა და ავდეევკასთან, ინიციატივას ამჟამად ფლობს რუსეთის არმია, რომლის წინსვლის ტემპი მინიმალურია სწორედ უკრაინის არმიის ეფექტიანი თავდაცვითი მოქმედების გამო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.  

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი და ოლაფ შოლცი უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებენ

თეთრ სახლში განმარტეს, რა მიზნით შეხვდება ჯო ბაიდენი ოლაფ შოლცს. თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი აცხადებს, რომ ლიდერები უკრაინის მხარდაჭერას დაადასტურებენ.  „9 თებერვალს პრეზიდენტი ბაიდენი თეთრ სახლში გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს უმასპინძლებს. ორი ქვეყნის ლიდერები უკრაინის მიერ საკუთარი მიწისა და საკუთარი ერის რუსეთის აგრესიული ომისგან დაცვისადმი თავის მტკიცე მხარდაჭერას დაადასტურებენ,” - ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებაში. მანვე აღნიშნა, რომ გერმანიისა და აშშ-ის ლიდერები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის აღსაკვეთად ღონისძიებებს, ისრაელის თავდაცვის უფლებისადმი მათ მყარ მხარდაჭერას და ასევე, ღაზის სექტორში სამოქალაქო პირების სიცოცხლეების გადასარჩენად და ზიანისგან დასაცავად დახმარების გაზრდის აუცილებლობას. ბაიდენი და შოლცი ასევე მოახდენენ თავიანთი ქმედებების კოორდინაციას NATO-ს ვაშინგტონის სამიტამდე, რომელიც ივლისშია დაგეგმილი. შოლცი უკრაინის დახმარების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ბაიდენს ვაშინგტონში შეხვდება - Bloomberg

ახლო აღმოსავლეთში, ამერიკულ ბაზაზე დრონის თავდასხმის შედეგად, სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან მდებარე ამერიკული ჯარების პოზიციებზე სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და 25 დაშავდა. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა. BBC-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები დაადანაშაულა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ ამ თავდასხმის ფაქტებს, ჩვენ ვიცით, რომ ის განხორციელდა სირიასა და ერაყში მოქმედი იმ რადიკალური ჯგუფების მიერ, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს,“ -განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით არავის უნდა შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ შეერთებული შტატები დამნაშავეებს პასუხს აგებინებს "მაშინ და ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის." BBC აღნიშნავს, რომ ეს რეგიონში ამერიკელი ჯარისკაცების დაღუპვის პირველი შემთხვევაა გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული პალესტინური დაჯგუფების "ჰამასის" წევრების თავდასხმის შემდეგ. ამ ფონზე რეგიონში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე რამდენიმე თავდასხმა მოხდა, მაგრამ მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.  

აშშ-ის სენატმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავდა

აშშ-ის სენატმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც მოიცავდა საზღვრის უსაფრთხოებას, უკრაინისა და ისრაელის დახმარებას. 118 მილიარდი დოლარის ღირებულების საზღვრის უსაფრთხოების კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს 60 მილიარდზე მეტ დახმარებას უკრაინისთვის და 14 მილიარდზე მეტი ღირებულების დახმარებას ისრაელისთვის. კანონპროექტს 49 სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო 50 წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის წინსვლისთვის 60 ხმა იყო საჭირო. რესპუბლიკელები აცხადებდნენ, რომ კანონპროექტში არასაკმარისად მკაცრი ზომებია გათვალისწინებული მექსიკიდან არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა რესპუბლიკელები კონგრესში მას შემდეგ, რაც სენატმა დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც მოიცავდა საზღვრის უსაფრთხოებას, უკრაინისა და ისრაელის დახმარებას. „არასდროს მეგონა, რომ ვნახავდი იმას, რასაც ახლა ვხედავთ,“ – აღნიშნა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპი ემუქრებოდა კანონმდებლებს „შურისძიებით“, თუ ისინი მხარს დაუჭერდნენ კანონპროექტს.  

უკრაინის დაფინანსების შესახებ შეშფოთების ფონზე, ბაიდენი შოლცს უმასპინძლებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს უმასპინძლებს. მოლაპარაკება იმართება იმ ფონზე, როცა აშშ-ის დახმარების საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შოლცი ვაშინგტონში ვიზიტისას ხაზს გაუსვამს, რომ უკრაინაში რუსეთის გამარჯვება დააზიანებს დასავლეთს და მის მოკავშირეებს. რეოგორც ცნობილია, გერმანია განაგრძობს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გამოყოფას, თავისი საბიუჯეტო შეზღუდვების მიუხედავად. თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი და ოლაფ შოლცი უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებენ თეთრ სახლში განმარტეს, რა მიზნით შეხვდება ჯო ბაიდენი ოლაფ შოლცს. თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი აცხადებს, რომ ლიდერები უკრაინის მხარდაჭერას დაადასტურებენ.  „9 თებერვალს პრეზიდენტი ბაიდენი თეთრ სახლში გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს უმასპინძლებს. ორი ქვეყნის ლიდერები უკრაინის მიერ საკუთარი მიწისა და საკუთარი ერის რუსეთის აგრესიული ომისგან დაცვისადმი თავის მტკიცე მხარდაჭერას დაადასტურებენ,” - ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებაში. მანვე აღნიშნა, რომ გერმანიისა და აშშ-ის ლიდერები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის აღსაკვეთად ღონისძიებებს, ისრაელის თავდაცვის უფლებისადმი მათ მყარ მხარდაჭერას და ასევე, ღაზის სექტორში სამოქალაქო პირების სიცოცხლეების გადასარჩენად და ზიანისგან დასაცავად დახმარების გაზრდის აუცილებლობას. ბაიდენი და შოლცი ასევე მოახდენენ თავიანთი ქმედებების კოორდინაციას NATO-ს ვაშინგტონის სამიტამდე, რომელიც ივლისშია დაგეგმილი. შოლცი უკრაინის დახმარების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ბაიდენს ვაშინგტონში შეხვდება - Bloomberg  

ბაიდენმა და შოლცმა აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თეთრ სახლში მიიღო, სადაც ორმა ლიდერმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილა. ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა „უნდა ითამაშონ როლი“ გლობალური მშვიდობის შენარჩუნებაში. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესი კვლავ გააკრიტიკა მის მიერ წარდგენილი პაკეტის გარშემო შეთანხმების ვერმიღწევის გამო, რომელიც ასევე მოიცავს უკრაინის დახმარებას. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს კიევისთვის გერმანიის სამხედრო დახმარების ხელმძღვანელობისთვის. შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი უკრაინის დახმარების პაკეტს მხარს დაუჭერს. მისი თქმით, ხუთშაბათს საღამოს ამერიკელ სენატორებთან შეხვედრამ დაარწმუნა ის, რომ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტებს აშშ-ის კონგრესში, ესმით უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობა. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კონგრესი, წარმომადგენელთა პალატა, თქვენ მოგისმენთ და საჭირო მხარდაჭერით უზრუნველყოფის გადაწყვეტილებას მიიღებს,“ - განუცხადა ოლაფ შოლცმა ჯო ბაიდენს. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში უკრაინის დახმარების საკითხში გერმანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. „ახლა, როგორც დანარჩენ ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში იგივე უნდა მოხდეს,“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა ახსენა ინტერვიუ ვლადიმერ პუტინთან და მას "სასაცილო" უწოდა. ამასთან დაკავშირებით შოლცმა აღნიშნა, რომ პუტინი ყოველთვის ბევრს იტყუება ამ ომის ისტორიაზე და რეალურად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის წართმევას მეზობელი ქვეყნებისთვის. ამიტომ, შოლცი თვლის, რომ „აუცილებელია, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინას და მიეცეს მას საშუალება, დაიცვას საკუთარი თავი.“ „ეს ინტერვიუ "მხოლოდ დაცინვაა რეალური ქმედებებისა, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში განახორციელა, და ავრცელებს სრულიად აბსურდულ ამბავს ამ ომის მიზეზების შესახებ. ომის "ძალიან მკაფიო მიზეზი" იყო კრემლის ლიდერის სურვილი, მოეხდინა უკრაინის ნაწილის ანექსია. ყველა სხვა ამბავი, რომელსაც ამაზე ჰყვებიან, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ სწორედ ეს იყო მისი იმპერიალისტური ძალისხმევის მიზანი," - ამბობს გერმანიის კანცლერი. უკრაინის დაფინანსების შესახებ შეშფოთების ფონზე, ბაიდენი შოლცს უმასპინძლებს  

აშშ ღაზის სექტორში ექვსკვირიან ზავს ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები მუშაობს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევაზე, რომელიც ღაზაში ბრძოლის მინიმუმ ექვსი კვირით შეჩერებას გამოიწვევს. ჯო ბაიდენის თქმით, შეთანხმების ძირითადი კომპონენტები „უკვე მაგიდაზეა" და შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ის განხორციელდეს. „შეთანხმება მოიტანს დაუყოვნებელ და მდგრად სიმშვიდეს ღაზის სექტორისთვის სულ მცირე ექვსი კვირის განმავლობაში, რაც შემდეგ შეგვიძლია, გამოვიყენოთ რაღაც უფრო ხანგრძლივის შესაქმნელად", - აღნიშნა ბაიდენმა თეთრ სახლში, იორდანიის მეფე აბდულა II-თან შეხვედრის შემდეგ. „ბოლო ერთი თვის განმავლობაში მე მქონდა ზარები პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან, ისევე როგორც ეგვიპტისა და კატარის ლიდერებთან იმისთვის, რომ წინსვლა მომხდარიყო. შეთანხმების ძირითადი ელემენტები მაგიდაზეა. არის ხარვეზები, რომლებიც რჩება, მაგრამ მოვუწოდე ისრაელის ლიდერებს, გააგრძელონ მუშაობა შეთანხმების მისაღწევად. შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს მოხდეს,“ - განმარტა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იორდანიის მეფე აბდულა II-თან შეხვედრაზე განიხილეს რაფაჰთან დაკავშირებული სიტუაცია და ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდების უზრუნველყოფის საკითხი. „იქ ბევრი იძულებით გადაადგილებული ადამიანი იმყოფება, რომლებიც ძალადობას ჩრდილოეთისკენ გაექცნენ და ახლა ისინი რაფაჰს აფარებენ თავს, დაუცველები და უსუსურები. მათ დაცვა სჭირდებათ. ჩვენ თავიდანვე ცხადად განვაცხადეთ, რომ ვეწინააღმდეგებით ღაზადან პალესტინელების იძულებით გადაადგილებას,“ - აღნიშნა ბაიდენმა. იორდანიის მეფე აბდულა აცხადებს, რომ აუცილებელია ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და სამართლიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარება. მან დაგმო ისრაელის სამხედრო ოპერაცია რაფაჰში და ხაზი გაუსვა, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს კიდევ ერთ ჰუმანიტარულ კატასტროფას. „არ შეიძლება, დავუშვათ ისრაელის თავდასხმა რაფაჰზე. სიტუაცია ისედაც აუტანელია მილიონზე მეტი ადამიანისთვის, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ რაფაჰში გადავიდნენ. არ შეიძლება გვერდზე გავდგეთ და ამის გაგრძელება დავუშვათ,“ - აღნიშნა მეფე აბდულამ.  

ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპის განცხადება NATO-ს მოკავშირეებთან დაკავშირებით, სისულელეა, სამარცხვინოა, არაამერიკულია

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება NATO-ს მოკავშირეებთან დაკავშირებით, სისულელე, სამარცხვინო და არაამერიკულია. ბაიდენის თქმით, ტრამპის კომენტარი კიდევ უფრო ხაზს უსვამს, როგორი აუცილებელია აშშ-ის მიერ მოკავშირეებისთვის 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემა, რომელიც სენატმა უკვე დაამტკიცა და ახლა წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ პაკეტის ჩავარდნა, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდი აშშ დოლარის დახმარებას ითვალისწინებს, ვლადიმერ პუტინის წისქვილზე დაასხამს წყალს. „ისტორიაში არცერთ სხვა პრეზიდენტს არ მოუხრია ქედი რუსი დიქტატორის წინაშე. ეს სისულელეა. ეს სამარცხვინოა. ეს საშიშია. ეს არაამერიკული," - აღნიშნა ბაიდენმა. „NATO-ს უსაფრთხოების შესახებ უგუნური განცხადებები მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება“ - გამოხმაურებები ტრამპის განცხადებაზე  

ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აშშ-ში მყოფ პალესტინელებს დეპორტაციისგან იცავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც შეერთებულ შტატებში მყოფ პალესტინელებს მომდევნო 18 თვის განმავლობაში დეპორტაციისგან იცავს. Reuters-ის ცნობით, გადაწყვეტილების მოტივად ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პირობების გაუარესება სახელდება. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი დაახლოებით, 6000 პალესტინელს ეხება. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ საზარელი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ისრაელის მიერ დაწყებული სამხედრო პასუხის შედეგად, ღაზაში ჰუმანიტარული პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა“ და ჯო ბაიდენის აღნიშნული ნაბიჯი აშშ-ში მყოფ პალესტინელებს „დროებით უსაფრთხო თავშესაფარს“ მისცემს.  

NYT-ის წყარო: საფრთხეზე მინიშნებით ტერნერი, სავარაუდოდ, კონგრესზე წეზოლას ცდილობს, რათა უკრაინის დახმარება გაგრძელდეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკ ტერნერმა, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის „სერიოზული საფრთხის“ შესახებ განაცხადა.როგორც მედია წერს, ტერნერის განცხადება ნაწილობრივ იმისთვის გაკეთდა, რომ მან ზეწოლა მოახდინოს კონგრესის წევრებზე, რათა კანონმდებლებმა უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების მოთხოვნა განიხილონ. შესაბამის სტატიას New York Times აქვეყნებს. წყაროებმა NYT-ს განუცხადეს, რომ ტერნერი, სავარაუდოდ, ცდილობდა, ზეწოლა მოეხდინა წარმომადგენელთა პალატაზე, რათა ის დათანხმდეს უკრაინის დამატებით დაფინანსებას, რომელიც მანამდე სენატმა დაამტკიცა. გამოცემა წერს, რომ ტერნერი უკრაინისთვის დახმარების გაზრდას გულმხურვალედ უჭერს მხარს და ცოტა ხნის წინ კიევსაც ეწვია. ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ კონგრესმენებთან დახურული შეხვედრა გაიმართება, თუმცა მას არ უთქვამს, რაზე იქნება საუბარი. ამერიკული სატელევიზიო არხის NBC News-ის ორი ინფორმირებული წყარო ირწმუნება, რომ შეერთებული შტატების „ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხე“, რომელიც 14 თებერვალს განიხილებოდა, ეხება რუსეთის სავარაუდო განზრახვას კოსმოსში ბირთვული იარაღის გაშვების შესახებ. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.

ბაიდენი ამბობს, რომ ნავალნის სიკვდილი ხაზს უსვამს უკრაინის მეტი დაფინანსების საჭიროებას

ბაიდენი ამბობს, რომ ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელია პუტინი „ნავალნის ბევრი რამ ჰქონდა, რაც პუტინს არ გააჩნდა - სიმამაცე, პრინციპულობა, ისეთი რუსეთის აშენებისადმი ერთგულება, რომელშიც კანონის უზენაესობა იქნებოდა,“ - ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე გააკეთა „პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის გარდაცვალებაზე, პუტინი პასუხისმგებელია იმისთვის, თუ რა დაემართა ნავალნის, და ეს პუტინის სისასტიკის კიდევ უფრო დიდი დასტურია. არავინ უნდა მოტყუვდეს, არც რუსეთში, არც აქ, არც სადმე მსოფლიოში, პუტინი სამიზნეში იღებს არამხოლოდ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, როგორც ამას ახლა უკრაინაში ვხედავთ, არამედ, საშინელ დანაშაულებებს ჩადის საკუთარი ხალხის მიმართაც. დღეს ბევრი ადამიანი მსოფლიოსა და რუსეთში ნავალნის გლოვობს, ვინაიდან მას ბევრი რამ ჰქონდა, რაც პუტინს არ გააჩნდა - სიმამაცე, პრინციპულობა, ისეთი რუსეთის აშენებისადმი ერთგულება, რომელშიც კანონის უზენაესობა იქნებოდა და ყველაზე გავრცელდებოდა,” - განაცხადა ბაიდენმა. მისი თქმით, ნავალნის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ უნდა მოაბილიზოს შეერთებული შტატები, რათა დაფინანსება უზრუნველყოს უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის წინააღმდეგ. „შემდგომი დაფინანსების წარუმატებლობა „არასდროს იქნება დავიწყებული“, აღნიშნა ბაიდენმა. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ციხეშიც კი იყო ნავალნი სიმართლის ძლიერი ხმა. „მას შეეძლო, უსაფრთხოდ ეცხოვრა ემიგრაციაში 2020 წელს მასზე განხორციელებული მკვლელობის მცდელობის შემდეგ, რამაც იგი თითქმის მოკლა, თუმცა ის დაბრუნდა რუსეთში - მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რომ სავარაუდოდ, დააპატიმრებდნენ, შესაძლოა, მოკლავდნენ, თუ გააგრძელებდა თავის საქმეს. „მაგრამ მან ეს მაინც გააკეთა. იმიტომ, რომ ძალიან ღრმად სწამდა თავისი ქვეყნის, რუსეთის," - განაგრძო ბაიდენმა.  

„გვჯერა აშშ-ის კონგრესის ბრძნული გადაწყვეტილების“ - ვოლოდიმირ ზელენსკი ბაიდენს ესაუბრა

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მანამდე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც, რომლის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. „მოხარული ვარ, რომ ამერიკის პრეზიდენტის სრული მხარდაჭერის იმედი მაქვს. ჩვენ ასევე გვჯერა აშშ-ის კონგრესის ბრძნული გადაწყვეტილების. უკრაინის მხარდაჭერა დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდაჭერაა. ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ ეს ფასეულობები,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტში. ამასთან, მან ტელეკომპანია Inter-ს განუცხადა, რომ ჯო ბაიდენს უახლოეს მომავალში ონლაინ ფორმატში შეხვდება. „ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვიქნებით ბაიდენთან, ამაზე შევთანხმდით. დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფარგლებში, უახლოეს მომავალში ონლაინ ფორმატში შევხვდებით," - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მუდმივ კონტაქტშია შეერთებულ შტატებთან სხვადასხვა დონეზე - კერძოდ, თეთრ სახლთან და კონგრესმენებთან. „დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დარჩება," - განაცხადა ზელენსკიმ.  

ნავალნის სიკვდილის, გამო აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს

ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო, აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ უკვე დავაწესეთ სანქციები, მაგრამ დამატებით სანქციებს განვიხილავთ, დიახ,“ - უპასუხა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს. ამასთან, ჯო ბაიდენმა აშშ-ის „რესპუბლიკური პარტია“ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი დიდ შეცდომას უშვებენ, რადგან წარმომადგენელთა პალატაში უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების დამტკიცებაზე უარს ამბობენ. ააშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ ნავალნის სიკვდილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების კანონპროექტის დამტკიცებაზე გავლენას მოახდენდა, მაგრამ ამაში დარწმუნებული არ არის. რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.

ბაიდენმა პუტინს გიჟი SOB-ი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გიჟი SOB-ი (son of bitch) უწოდა. მან კლიმატის ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ მსოფლიოს ჰყავს ვლადიმერ პუტინი და მისი მსგავსი ადამიანები, რომლის გამოც ყოველთვის უნდა აღელვებდეთ ბირთვული კონფლიქტის საფრთხე. „ჩვენ გვყავს გიჟი SOB-ი, როგორიცაა პუტინი და სხვები და ჩვენ ყოველთვის უნდა გვაღელვებდეს ბირთვული კონფლიქტი, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატია,” - აღნიშნა ბაიდენმა. ბაიდენს პუტინი არაერთხელ გაუკრიტიკებია. მან რუსეთის პრეზიდენტს მკვლელი, დიქტატორი, ჯალათი და ომის დამნაშავე უწოდა.  

ბაიდენი ნავალნის მეუღლესა და ქალიშვილს შეხვდა

აშშ-ში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსი ოპოზიციონერის ცოლს, იულია ნავალნაიასა და შვილს, დაშა ნავალნაიას კალიფორნიაში შეხვდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა X-ზე დაწერა. „დღეს იულია და დაშა ნავალნაიას შევხვდი - ალექსეი ნავალნის საყვარელ ადამიანებს - მათი დამანგრეველი დანაკარგის გამო ჩემი სამძიმრის გამოსახატად. ალექსეის გამბედაობის მემკვიდრეობა იცოცხლებს იულიასა და დაშაში, ისევე, როგორც მთელ რუსეთში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლ უამრავ ადამიანში," - წერს ბაიდენი. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ. ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.  

ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ 500-ზე მეტი სანქცია გამოაცხადა

ჯო ბაიდენმა ომისა და ნავალნის სიკვდილის გამო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 500-ზე მეტი სანქცია გამოაცხადა ბაიდენის თქმით, სანქციების სამიზნეს წარმოადგენენ ალექსეი ნავალნის პატიმრობასთან დაკავშირებულ პირები, ასევე, რუსეთის ფინანსური სექტორი, თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა და შესყიდვების ქსელები. „ისინი უზრუნველყოფენ, რომ პუტინმა კიდევ უფრო მკაცრი ფასი გადაიხადოს აგრესიისთვის რუსეთის საზღვრებს გარეთ და რეპრესიებისთვის რუსეთში,“ - განაცხადა ბაიდენმა. მისი თქმით, ახალი სანქციების სამიზნე 100-მდე ორგანიზაციაცაა, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას უწევენ მხარდაჭერას. „ჩვენ ასევე ვუწესებთ ახალ საექსპორტო შეზღუდვებს 100-მდე ორგანიზაციას, რუსეთის ომის მანქანის მხარდაჭერისთვის. ვიღებთ ზომებს რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების კიდევ უფრო შესამცირებლად,“ - აღნიშნა ბაიდენმა. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

ბაიდენის ხუთი გზავნილი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი წლის შემდეგ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის მეორე წლისთავზე, რუსეთის წინააღმდეგ 500-ზე მეტი ახალი სანქცია გამოაცხადა. Europetime ბაიდენის განცხადებიდან ხუთ მთავარ გზავნილს გთავაზობთ: ამერიკელ და მთელი მსოფლიოს ხალხებს ესმით, რომ ამ ბრძოლის ფსონები უკრაინის ფარგლებს სცდება; თუ პუტინი არ გადაიხდის ფასს იმ მსხვერპლისა და განადგურებისთვის, რაც მოიტანა, ის გააგრძელებს და ხარჯები შეერთებული შტატებისთვის - NATO-ელ მოკავშირეებთან, ევროპელ და სხვა პარტნიორებთან ერთად, გაიზრდება; წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს ორპარტიული კანონპროექტი, ვიდრე ძალიან გვიან არ არის; ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ უსაფრთხოება ევროპაში, გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება შინ და წინ აღვუდგეთ პუტინს; დროა, დავამტკიცოთ, რომ შეერთებული შტატები იცავს თავისუფლებას და ქედს არავის უხრის; ამავე გამოსვლაში აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა: „24 თებერვალს სრულდება ორი წელი მას შემდეგ, რაც უკრაინის დედაქალაქ კიევთან რუსული რაკეტების აფეთქება დაიწყო, რუსეთის ჯარებმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს და უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის სასტიკი შეტევა დაიწყო. მას სჯეროდა, რომ ადვილად შეეძლო თავისუფალი ხალხის სიმტკიცის დარღვევა, სუვერენულ ერში შეღწევა და სამყაროს გადატრიალება, რომ მას შეეძლო ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების საფუძვლების შერყევა. ორი წლის შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ იმას, რაც პირველი დღიდან ვიცოდით: პუტინმა ძალიან არასწორად გათვალა. უკრაინის მამაცი ხალხი იბრძვის, ქედუხრელია თავისუფლებისა და მომავლის დასაცავად ბრძოლაში. NATO უფრო ძლიერი, უფრო დიდი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე და უპრეცედენტო, უკრაინის მხარდასაჭერად 50 ქვეყნისგან შემდგარი გლობალური კოალიცია, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, ერთგული რჩება უკრაინისთვის კრიტიკული დახმარების გაწევისა და რუსეთისთვის აგრესიის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების მიმართ.“ „ამ ომიდან ორი წლის შემდეგ, უკრაინელი ხალხი აგრძელებს ბრძოლას უზარმაზარი სიმამაცით, მაგრამ მათ საბრძოლო მასალა ეწურებათ. უკრაინას მეტი მარაგი ესაჭიროება შეერთებული შტატებისგან, რათა თავი დაიცვას რუსეთის დაუნდობელი თავდასხმებისგან, რაც ირანული და ჩრდილოეთ კორეული იარაღითა და საბრძოლო მასალის საშუალებით ხდება. კანონპროექტი სენატში უმრავლესობით მიიღეს და ეჭვგარეშეა, რომ თუ სპიკერმა კენჭისყრა დანიშნა, მას სწრაფად დაამტკიცებენ წარმომადგენელთა პალატაშიც. კონგრესმა იცის, რომ ამ კანონპროექტის მხარდაჭერით ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ უსაფრთხოება ევროპაში, გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება შინ და წინ აღვუდგეთ პუტინს. ამ კანონპროექტის წინააღმდეგობა მხოლოდ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს. ისტორია აკვირდება. ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის მხარდაჭერის წარუმატებლობის დავიწყება არ მოხდება. ახლა არის დრო, რომ მტკიცედ დავდგეთ უკრაინის გვერდით და გავერთიანდეთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან.“ „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან

Bloomberg: ბაიდენი უკრაინის დახმარების საკითხის განსახილველად კონგრესის ლიდერებს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში კონგრესის ლიდერებს, მათ შორის პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს, შეხვდება, რათა ხელი შეუწყოს უკრაინის დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებას. Bloomberg-ის ცნობით, შეხვედრა სამშაბათს გაიმართება და მისი მიზანია მოკავშირეებისთვის, მათ შორის უკრაინისთვის, მილიარდობით დოლარის გადაუდებელი დახმარების გახსნა და აშშ-ის მთავრობის დახურვის თავიდან აცილება. „პრეზიდენტი ბაიდენი განიხილავს ეროვნული უსაფრთხოებისა და მთავრობის ღიად შენარჩუნების შესახებ ორპარტიული დოკუმენტის სწრაფად მიღების აუცილებლობას“, - აღნიშნულია თეთრი სახლის პრესრელიზში. ჯონსონის ოფისმა ასევე დაადასტურა, რომ სპიკერი შეხვედრაზე დასწრებას გეგმავს. მასში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი, სენატის უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი და წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი.  

ჯო ბაიდენი კონგრესის სპიკერთან შეხვედრაზე: უკრაინაში ყოველდღიური უმოქმედობის შედეგები საშინელია

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა, მაიკ ჯონსონმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ თეთრ სახლში მან კონგრესის ლიდერების საერთო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ასევე ცალკეც ესაუბრა ბაიდენს. „პირველ რიგში საჭიროა აშშ-ის საჭიროებებზე ვიზრუნოთ.“ „როდესაც დღეს აქ მოვედი, მიზნად მქონდა გამომეხატა, თვალსაჩინო სიმართლე: პირველ რიგში ამერიკის საჭიროებებზე უნდა ვიზრუნოთ და უპირველეს ყოვლისა - ჩვენს ღია საზღვარზე,” - განაცხადა ჯონსონმა. წარმომადგენელთა პალატის მუშაობის სხვა პრიორიტეტად ჯონსონმა ფედერალური მთავრობის დაფინანსების გაგრძელება დაასახელა. მან აღნიშნა, რომ შეხვედრის მონაწილეები “ძალიან ოპტიმისტურები არიან” და იმედი აქვთ, რომ “შათდაუნის” თავიდან ასარიდებლად შეთანხმებას მიაღწევენ. ბოლოს ჯონსონმა იმ კანონპროექტზეც ისაუბრა, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებასაც მოიცავს. „მკაფიოდ ვუთხარი პრეზიდენტს და სხვა დამსწრეებს, რომ [წარმომადგენელთა] პალატა აქტიურად შეისწავლის ყველა შესაძლო ვარიანტს. და ამ საკითხს დროულად შევუდგებით, მაგრამ კიდევ ერთხელ, ჩვენი ქვეყნისთვის პირველი პრიორიტეტია - საზღვარი და მისი დაცულობა,”- განაცხადა ჯონსონმა. ამერიკულმა ტელერხმა ABC-მ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, ინფორმაცია გაავრცელა, რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების არდამტკიცების შემთხვევაში მარტის ბოლოსთვის უკრაინას საბრძოლო მასალის “კატასტროფული” უკმარისობა ელის, კერძოდ კი, საარტილერიო ჭურვებისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების. ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის დახმარების აუცილებლობას კონგრესის ლიდერებთან შეხვედრის წინ. „ვფიქრობ, უკრაინაში ყოველდღიური უმოქმედობის შედეგები საშინელია.“ „მე ვესაუბრე G7-ის ზოგიერთ ჩვენს პარტნიორს… ისინი ძალიან შეშფოთებულები არიან,“ განაცხადა ბაიდენმა. გარკვეული კონტექსტი: შაბათს, ბაიდენმა მოუწოდა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს და კონგრესის წევრებს, დაბრუნებულიყვნენ ორკვირიანი შესვენებიდან და გადაეცათ უკრაინისთვის საჭირო დახმარება. გასულ კვირას უკრაინაში ვიზიტისას, სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ასევე მოუწოდა პალატის რესპუბლიკელებს, მიიღონ დახმარების კანონპროექტი.  

ბაიდენი ჯანმრთელია - პრეზიდენტის ყოველწლიური სამედიცინო შემოწმების შედეგი გამოქვეყნდა

თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ოფიციალური დასკვნა, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ყოველწლიური სამედიცინო შემოწმების შედეგად მოამზადა ექიმმა კევინ ო’ კონორმა. მისი დასკვნით, პრეზიდენტი ჯანმრთელია და უპრობლემოდ ასრულებს თავის მოვალეობებს. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დიდი ალბათობით, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება 2024 წლის 5 ნოემბრის არჩევნებში. გამარჯვების შემთხვევაში, ბაიდენი პრეზიდენტის თანამდებობას მეორე ვადით დაიკავებს 82 წლის ასაკში, რომელიც 20 ნოემბერს უსრულდება. ცნობისთვის, 81 წლის ჯო ბაიდენს სამედიცინო გამოკვლევები 28 თებერვალს ჩაუტარეს მერილენდის სამხედრო ჰოსპიტალში. ექიმის დასკვნით, პრეზიდენტი თავს კარაგდ გრძნობს და სამედიცინო შემოწმებას რაიმე ახალი პრობლემები არ გამოუვლენია. ექიმ ო’ კონორის თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი 81 წლის ჯანმრთელი, ძლიერი და აქტიური მამაკაცია, რომელსაც შეუძლია წარმატებით შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები, მათ შორის, აღმასრულებელი ხელისუფლების და სახელმწიფოს მეთაურის და უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციები.  

ბაიდენს სურს, G7-ის ქვეყნებმა რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების გეგმა შეადგინონ - Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სურს, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა, 2024 წლის ივნისის სამიტამდე, რუსული სუვერენული აქტივების გამოყენების გეგმებში უკრაინის მხარდასაჭერად მიაღწიონ პროგრესს. ანონიმური წყაროს ცნობით, ბაიდენს სურს, გაყინული აქტივები უკრაინის საბიუჯეტო საჭიროებების დასაფინანსებლად, მოგვიანებით კი უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ. ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ჩამორთმეული რუსული სახსრების გამოყენება უკრაინის დახმარების საჭიროებას ვერ ჩაანაცვლებს. აღნიშნული თანხების აბსოლუტური უმრავლესობა ევროპაშია, ძირითადად ბელგიურ სადეპოზიტო Euroclear-ში და ნებისმიერი გარიგება G7-ის ყველა ქვეყნის მხარდაჭერას საჭიროებს. მიუხედავად რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ G7-ის ქვეყნებს შორის უთანხმოებისა, ერთ-ერთი ოფიციალური წყაროს თანახმად, G7-ის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ მოსკოვმა უნდა გადაიხადოს მიყენებული ზიანი. ოფიციალურმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ სულ უფრო მეტი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ არსებობს გაყინული ქონების ჩამორთმევის კანონიერი გზა. მანამდე, G7-ის ლიდერებმა 24 თებერვალს სამიტის დასასრულს დაადასტურეს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს უმოძრაოდ შეინარჩუნებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულებამდე.  

Bloomberg: ბაიდენმა მოკავშირეები გააფრთხილა, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, მსოფლიო წესრიგი მომდევნო 50-წლის განმავლობაში შეიცვლება

Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სურს, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა, 2024 წლის ივნისის სამიტამდე, რუსული სუვერენული აქტივების გამოყენების გეგმებში უკრაინის მხარდასაჭერად მიაღწიონ პროგრესს. როგორც გამოცემა წერს, G7-ის ოფიციალური პირები 280 მილიარდი დოლარის რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გამოყენების ვარიანტებს განიხილავდნენ. ინფორმირებული წყაროს თქმით, ეს დებატები მოჰყვა იმ ფაქტს, როდესაც ბაიდენმა ასევე პირადად განუცხადა მოკავშირეებს, რომ თუ უკრაინა დაეცა, მას სჯერა, რომ საერთაშორისო წესრიგი მომდევნო ხუთი ათწლეულის განმავლობაში შეიცვლება. ბაიდენს სურს, G7-ის ქვეყნებმა რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების გეგმა შეადგინონ - Bloomberg ანონიმური წყაროს ცნობით, ბაიდენს სურს, გაყინული აქტივები უკრაინის საბიუჯეტო საჭიროებების დასაფინანსებლად, მოგვიანებით კი, უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ. ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ჩამორთმეული რუსული სახსრების გამოყენება უკრაინის დახმარების საჭიროებას ვერ ჩაანაცვლებს.  

მელონი აშშ-ს ბაიდენთან მოლაპარაკებებისთვის ეწვევა

პარასკევს ვაშინგტონში იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნების ლიდერებს შორის მოლაპარაკებებში, რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის დახმარების საკითხი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი იქნება. მანამდე იტალიის პრემიერ-მინისტრმა, უკრაინასთან უსაფრთხოების თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის კომენტირებისას, ხაზი გაუსვა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების აუცილებლობას. აშშ-ის დახმარების გაგრძელების საკითხი კი, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან კოგრესში დავის ფონზე, პაკეტის განხილვა რამდენიმე ჩავარდნის შემდეგ ჭიანურდება.  

ბაიდენი: აშშ-ის სამხედროები ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას უახლოეს დღეებში თვითმფრინავებით მიაწვდიან

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროები ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას უახლოეს დღეებში თვითმფრინავებით მიაწვდიან ბაიდენის თქმით, არაბულ ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი საკმარისი არ არის და ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ღაზის სექტორმა მეტი დახმარება მიიღოს. ჯო ბაიდენმა „ტრაგიკული და საგანგაშო მოვლენა“ უწოდა ჩრდილოეთ ღაზაში 29 თებერვალს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სასურსათო დახმარების მიღების დროს ცეცხლის გახსნისას. „სიცოცხლის დაკარგვა გულსატკენია. ხალხი სასოწარკვეთილია, რომ უდანაშაულო ადამიანები საშინელ ომში არიან და არ შეუძლიათ თავიანთი ოჯახების გამოკვება. თქვენ ნახეთ პასუხი, როდესაც ისინი ცდილობდნენ დახმარების მიღებას. ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ შეერთებულ შტატებში და გავაკეთებთ კიდევაც უფრო მეტს. უახლოეს დღეებში ჩვენ ვაპირებთ, შევუერთდეთ ჩვენს მეგობრებს იორდანიაში და სხვებს საჰაერო ფრენების საშუალებით დახმარების მიწოდების უზრუნველყოფაში,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.  

უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, ბაიდენმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 2014 წელს გამოცხადდა, გაახანგრძლივა. თეთრი სახლის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ განკარგულებით საგანგებო მდგომარეობა ერთი წლით გრძელდება. აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული დადგენილებები აშშ-ში საგანგებო მდგომარეობისა და უცხო ქვეყნების წინააღმდეგ სანქციების შესახებ, ერთი წლის განმავლობაშია ძალაში. „2014 წლის 6 მარტს, აღმასრულებელი ბრძანებით 13660, პრეზიდენტმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტის მიხედვით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის უჩვეულო და არაჩვეულებრივი საფრთხის საპასუხოდ, რომელიც წარმოიშვა ქმედებებიდან და იმ პირთა პოლიტიკიდან, რომლებიც ძირს უთხრის უკრაინაში დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს; საფრთხე შეუქმნა მის მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; წვლილი შეიტანა მისი აქტივების უკანონო მითვისებაში," - ნათქვამია განცხადებაში.  

„სუპერ სამშაბათი“: შიდაპარტიულ არჩევნებში ტრამპი და ბაიდენი იმარჯვებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. სუპერ სამშაბათის დროს, პრეზიდენტობის კანდიდატების ასარჩევად, ამერიკელებმა პრაიმერიზში ერთდროულად მიიღეს მონაწილეობა. მედია წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით სავარაუდო გამარჯვებულების შესახებ ინფორმაციას უკვე ავრცელებს. 5 მარტს, ორივე პარტიის ამომრჩეველი, დემოკრატები 14 შტატში და რესპუბლიკელები 15-ში, ერთად აძლევდნენ ხმას საპრეზიდენტო კანდიდატობაზე მათ სასურველ პრეტენდენტს. BBC-ის ცნობით, ბაიდენმა გაიმარჯვა 14 შტატში, მაგრამ ამერიკის სამოას ტერიტორიაზე 11 ხმით დამარცხდა. ხოლო რესპუბლიკელების პრაიმერიზში ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, 14 შტატში ლიდერობს. რაც შეეხება ვერმონტის შტატს, რესპუბლიკელების პრაიმერიზში, გამარჯვება დონალდ ტრამპის მთავარმა კონკურენტმა ნიკი ჰეილიმ მოიპოვა. გასულ კვირაში მან ვაშინგტონის შტატის პრაიმერიზშიც გაიმარჯვა. „ეს არის დროის წარმოუდგენელი პერიოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - ჩვენ ამ არჩევნებში გავიმარჯვებთ,“ განაცხადა ტრამპმა. მან ჯო ბაიდენი გააკრიტიკა. „ჩვენ ამ არჩევნებში გავიმარჯვებთ, რადგან არჩევანი არ გვაქვს,“ აღნიშნა ტრამპმა. ჯო ბაიდენის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას ქაოსი, განხეთქილება და სიბნელე ელოდება. „ოთხი წლის წინ, მე კენჭი ვიყარე იმ ეგზისტენციალური საფრთხის გამო, რომელსაც დონალდ ტრამპი ამერიკისთვის წარმოადგენდა. მას წყენა, შური და შურისძიება ამოძრავებს - ის საკუთარ თავზე ფიქრობს და არა ამერიკელ ხალხზე,“ - განაცხადა ბაიდენმა. შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვებულები მიმდინარე წლის ზაფხულში დაგეგმილ პარტიულ ყრილობებზე ოფიციალურად გახდებიან ამ პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატები. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება. როგორც ამერიკის ხმა წერს, ჩრდილოეთ კაროლინა “სუპერ სამშაბათში” მონაწილე ერთადერთი შტატია, რომელიც, სავარაუდოდ, მერყევი იქნება ნოემბრის საყოველთაო არჩევნებში. მერყევი შტატი გულისხმობს, რომ უცნობია თუ რომელ პარტიას მიემხრობა შტატის ამომრჩეველი. ტრამპმა 2020 წელს ჩრდილოეთ კაროლინა მცირე უპირატესობით მოიგო. ბოლო დემოკრატი კანდიდატი, რომელმაც შტატში გამარჯვებას მიაღწია, 2008 წელს ბარაკ ობამა იყო.  

უკრაინის დახმარების გარშემო დავის ფონზე, ბაიდენი კონგრესს მიმართავს

ჯო ბაიდენი აშშ-ის კონგრესს მიმართავს. აშშ-ის კონგრესში ჯო ბაიდენის გამოსვლა პარასკევს, 8 მარტს, თბილისის დროით, 06:00 საათზე დაიწყება. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ კონგრესში „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიური მიმართვისას ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარების საკითხის შესახებაც ისაუბრებს. „უკრაინასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი გააგრძელებს იმის მოთხოვნას, რომ წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელები“ წინ წავიდნენ და სპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებების დამატებითი დაფინანსების კანონპროექტი წარადგინოს,“ - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა. ჯონ კირბი: აშშ ცდილობს დამატებით შესაძლებლობების მოძიებას უკრაინის დასახმარებლად  

ბაიდენი: პუტინს ქედს არ მოვუხრი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი NATO-ს ქვეყნებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას სახიფათოს და მიუღებელს უწოდებს. „ჩემი წინამორბედი, ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი, ეუბნება პუტინს : "რა ჯანდაბაც გინდა, გააკეთე" - ეს ციტატაა. ყოფილმა პრეზიდენტმა ფაქტობრივად თქვა, რომ ქედს უხრის რუსეთის ლიდერს. ვფიქრობ, ეს არის აღმაშფოთებელი, საშიში და მიუღებელი,” - განაცხადა ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ მისი გზავნილი მარტივია: „არ დავნებდებით, ქედს არ მოვუხრით. მე ქედს არ მოვიხრი“, - აღნიშნა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი მიზანია, „გააღვიძოს კონგრესი და გააფრთხილოს ამერიკელი ხალხი, რომ დემოკრატია საფრთხეშია. „თუ ვინმე ამ დარბაზში ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, რომ ის ამას არ გააკეთებს,“ - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ითხოვს სამხედრო დახმარებას და იარაღს, რომელიც მას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება და არა ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნას. „ისინი არ ითხოვენ ამერიკელ ჯარისკაცებს. ფაქტობრივად, უკრაინაში, ომში ამერიკელი ჯარისკაცები არ არიან. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომ ასე გაგრძელდეს", - განაცხადა ბაიდენმა და აღნიშნა რომ ისტორია აკვირდება მათ. „ისტორია გვაკვირდება ჩვენ, ისტორია აკვირდება წარმომადგენელთა პალატას," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.  

ბაიდენი კონგრესს: უკრაინას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი, თუ მის გვერდით დავდგებით

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მხარი დაუჭიროს უკრაინის სამხედრო დახმარებას. ბაიდენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება. მან კონგრესს მიმართა, რომ თუ გვერდით დაუდგებიან, უკრაინა პუტინის შეჩერებას შეძლებს. „თუ ამ დარბაზში ვინმე ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, ის არ გაჩერდება, მაგრამ უკრაინას ­შეუძლია, შეაჩეროს პუტინი, თუ ჩვენ დავდგეთ უკრაინის გვერდით და მივაწოდებთ იარაღს, რომელიც მას სჭირდება თავის დასაცავად.“ „უპრეცედენტო მომენტის წინაშე ვდგავართ. ჩემი მიზანია, გავაღვიძო ეს კონგრესი და გავაფრთხილო ამერიკელი ხალხი, რომ ეს ჩვეულებრივი მომენტი არ არის. რუსეთის პუტინი შეჭრილია უკრაინაში და თესავს ქაოსს მთელს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. თუ ვინმე ამ ოთახში ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, ის ამას არ გააკეთებს. მაგრამ უკრაინას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი, თუ ჩვენ დავდგეთ უკრაინის გვერდით და მივაწვდით იარაღს, რომელიც მას სჭირდება თავის დასაცავად. სულ ესაა, რასაც უკრაინა ითხოვს. ისინი არ ითხოვენ ამერიკელ ჯარისკაცებს. ფაქტობრივად, უკრაინაში ომში ამერიკელი ჯარისკაცები არ არიან და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ასე გაგრძელდეს,“ - აღნიშნა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას ბლოკავენ ისინი, ვისაც სურს, რომ ამერიკა მსოფლიო ლიდერობისგან უკან დახიოს. „არც ისე დიდი ხნის წინ იყო, როდესაც „რესპუბლიკელმა“ პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა თქვა: „ბატონო გორბაჩოვო, დაანგრიეთ ეს კედელი. ახლა, ჩემი წინამორბედი, ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი, ეუბნება პუტინს: „რა ჯანდაბაც გინდა, ის გააკეთე. ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ფაქტობრივად თქვა: ქედი მოუხარეთ პუტინს. ეს აღმაშფოთებელია. ეს საშიშია. მიუღებელია. მე ვეუბნები კონგრესს: წინ უნდა აღვუდგეთ პუტინს. გამომიგზავნეთ ორპარტიული ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი. ისტორია გვაკვირდება. თუ შეერთებული შტატები ახლა უკან დაიხევს, ეს უკრაინას რისკის ქვეშ დააყენებს. ევროპა რისკის ქვეშ, თავისუფალი სამყარო რისკის ქვეშ ამხნევებს სხვებს, რომლებსაც სურთ ჩვენთვის ზიანის მოყენება. ჩემი გზავნილი პრეზიდენტ პუტინის მიმართ მარტივია : არ დავნებდებით, ქედს არ მოვიხრით, ქედს არ მოვიხრი,“ - აღნიშნა ბაიდენმა.  

ჯო ბაიდენი TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელს მოაწერს, თუ კონგრესი მას დაამტკიცებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელს მოაწერს, თუ კონგრესი მას დაამტკიცებს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტმა ჩინურ კომპანია ByteDance-ს მოუწოდა, რომ TikTok-ზე უარი თქვას, ან აშშ-ში საქმიანობა აეკრძალება. ჩინური სოციალური ქსელის აკრძალვის კანონპროექტს მხარს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონიც უჭერს. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი TikTok-ის აკრძალვას ეწინააღმდეგება, რადგან ეს ნაბიჯი კონკურენტ სოციალურ ქსელს Facebook-ს დაეხმარება. „თუ ისინი ამას მიიღებენ, მე ხელს მოვაწერ,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტის შესახებ.  

დუდა და ტუსკი აშშ-ში ჩადიან

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა და პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი 12 მარტს, ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდებიან. თეთრი სახლის ცნობით, ლიდერები რუსეთის სასტიკი დამპყრობლური ომისგან უკრაინის დასაცავად, ურყევ მხარდაჭერას დაადასტურებენ. თეთრი სახლის შეხვედრა პოლონეთის NATO-ში გაწევრიანების 25 წლისთავს ემთხვევა და ხაზს უსვამს შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივ, ურყევ ერთგულებას ალიანსის მიმართ. დუდა, ტუსკი და ბაიდენი, ვაშინგტონში NATO-ს მომავალი სამიტის წინ, თავიანთ ქმედებებს კოორდინაციას გაუწევენ. ისინი ასევე განიხილავენ აშშ-პოლონეთის სტრატეგიულ პარტნიორობას ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე და, დემოკრატიული ღირებულებებისადმი შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივ ერთგულებაზე. სამიტზე ვაშინგტონში, სხვა საკითხებთან ერთად უნდა განიხილონ უკრაინისა და ალიანსის შემდგომი დაახლოება. NATO-ში აშშ-ის ელჩი ჯულიან სმიტი არ ელის, რომ უკრაინა ვაშინგტონში სამიტზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მოწვევას მიიღებს. ცნობისთვის, პოლონეთი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირეა. დუდა ასებე შეხვდება კონგრესის მთავარ კანონმდებლებს, მათ შორის, პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს, პალატის დემოკრატიული უმცირესობის ლიდერს ჰაკიმ ჯეფრისს და სენატის რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერს მიჩ მაკკონელს. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და „რესპუბლიკელები“ უკრაინის დახმარების საკუთარ პაკეტს ამზადებენ. შესაბამის ინფორმაციას NBC News-ი სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინის დახმარების პაკეტის შემუშავების გეგმები ადრეულ ეტაპზეა, თუმცა იმ „რესპუბლიკელებს“, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, სურთ, რომ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყონ, როგორც კი კონგრესი 22 მარტს აშშ-ის მთავრობის დაფინანსების პაკეტს დაამტკიცებს,“ წერს გამოცემა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი და წარმომადგენელთა პალატის მთავარი კომიტეტების „რესპუბლიკელი“ ხელმძღვანელები უკრაინისთვის არასამხედრო დახმარების სესხის სახით გადაცემას განიხილავენ. დემოკრატები და რესპუბლიკელები დღემდე ვერ თანხმდებიან რამდენად მკაცრი და ზუსტად როგორი უნდა იყოს საზღვრის დაცვის პოლიტიკა და უკანონო იმიგრაციასთან გამკლავების გზები. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც არ თანხმდებიან რესპუბლიკელები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას. რესპუბლიკელების ნაწილს სურს, რომ საზღვრის კვეთისა და საიმიგრაციო საკითხები მათი პრიორიტეტების მიხედვით გადაწყდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდებიან უკრაინისთვის დახმარების გადაცემას. ბაიდენმა 7 მარტს კონგრესისადმი მიმართვისას კიდევ ერთხელ ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია მის მიერ წარდგენილი პაკეტის დამტკიცება უკრაინის დასახმარებლად.  

ბაიდენი კონგრესს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად $1,5 მილიარდს სთხოვს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად, 2025 ფისკალური წლისთვის 1,5 მილიარდ დოლარს სთხოვს. როგორც ბიუჯეტის პროექტშია ნათქვამი, დოკუმენტი ითვალისწინებს 1,5 მილიარდ დოლარის გამოყოფას რუსეთის ფედერაციის გავლენებთან ბრძოლისთვის ევროპაში, ევრაზიასა და ცენტრალურ აზიაში, მათ შორის, 300 მილიონ დოლარზე მეტი ამერიკული აღჭურვილობის შესყიდვის მხარდაჭერას. ამ თანხიდან აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინის დასახმარებლად 482 მილიონ დოლარს ითხოვს. გარდა ამისა, ბაიდენს სურს, კონგრესმა გამოყოს $400 მილიონი ჩინეთის წინააღმდეგ, ასევე, $241 მილიონი სამხედრო დახმარების სახით, რათა დაადასტუროს ამერიკის ერთგულება ეროვნული უსაფრთხოების მიმართ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. გარდა ამისა, კიდევ 25 მილიონი დოლარია გათვალისწინებული ახალი ფონდისთვის აფრიკაში, რუსი მავნე აქტორებთან დასაპირისპირებლად, ასევე, უსაფრთხოების ძალების რეაგირების გაზრდის მიზნით. ბიუჯეტის პროექტში ასევე შედის 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კაპიტალის გაზრდის მიზნით. აშშ-ის პრეზიდენტის მოთხოვნა განსახილველად კონგრესს წარედგინება. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება ცნობისთვის, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.  

ბაიდენის მიმართვა - მთავარი აქცენტები აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლიდან

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყოველწლიური ერისადმი მიმართვით ამერიკის საკნონმდებლო ორგანოში, კონგრესში გამოვიდა. პრეზიდენტმა ერისადმი მიმართვაში ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომებზე გაამახვილა ყურადღება. უკრაინა და იქ რუსეთის მიერ დაწყებული ომი პირველივე საკითხი იყო, რაზეც ჯო ბაიდენმა საუბარი დაიწყო. „თუ ვინმეს ჰგონია, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება. მე გარწმუნებთ, რომ ასე არაა. თუმცა, უკრაინას შეუძლია პუტინის შეჩერება, თუ ჩვენ [ამერიკა] მის გვერდით ვიდგებით და მივაწოდებთ იარაღს. სულ ესაა რასაც უკრაინა ითხოვს.“ „ჩემი გზავნილი პრეზიდენტ პუტინისთვის, რომელსაც დიდი ხანია, ვიცნობ შემდეგია: ჩვენ უკან არ დავიხევთ, ჩვენ თავს არ დავხრით, მე თავს არ დავხრი. პირდაპირი მნიიშვნელობით: ისტორია გვიყურებს!“,- განაცხადა ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრის დროს. ბაიდენმა უკრაინისთვის იარაღის გადაცემის აუცილებლობაზე ისაუბრა და მოუწოდა წარმომადგენელთა პალატას, რომ დაამტკიცოს უკრაინის დახმარების ორპარტიული კანონპროექტი და ხელმოსაწერად მას გადასცეს. უკრაინაზე საუბრის დროს, ბაიდენმა თავისი წინამორბედი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა იმ გამოსვლის გამო, როდესაც ტრამპმა თქვა, რომ NATO-ს ზოგიერთ წევრ ქვეყანას არ დაიცავდა, თუ მას რუსეთი დაესხმებოდა თავს. „რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა რეიგანმა წარმოთქვა ცნობილი სიტყვები: „ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი.“ ჩემი წინამორბედი რესპუბლიკელი პრეზიდენტი კი ეუბნება პუტინს: „გააკეთე რა ჯანდაბაც გინდა“. ეს აღმაშფოთებელი, საშიში და მიუღებელია,“ - აღნიშნა ბაიდენმა. ამერიკის პირველმა პირმა საკმაოდ დიდხანს ისაუბრა ისრაელ-„ჰამასის“ ომზე და ღაზის სექტორში არსებულ კრიზისულ სიტუაციაზე. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს „ჰამასთან“ ბრძოლის ყველანაირი უფლება აქვს, თუმცა ამასთან ერთად მას ორმაგი პასუხისმგებლობაც აკისრია: „ისრაელს ორმაგი პასუხისმგებლობა აქვს, რადგან „ჰამასი“ უდანაშაულო მოქალაქეებში იმალება, როგორც მშიშარა. მაგრამ ისრაელი ვალდებულია უდანაშაულო ადამიანები დაიცვას“. როგორც მოსალოდნელი იყო, ერისადმი მიმართვის დროს, ბაიდენმა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე კომენტარი გააკეთა: „შეუჩერებლად ვმუშაობდი, რათა ღაზაში დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტისთვის მიგვეღწია, რომელიც 6 კვირას გასტანს,“ - აღნიშნა ამერიკის პირველმა პირმა. ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ღაზის სექტორში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე საუბარს მან დიდი დრო დაუთმო. „ისრაელის ხელმძღვანელობას ამას ვეუბნები: ჰუმანიტარული დახმარება არ შეიძლება იყოს მეორეხარისხოვანი, ან ვაჭრობის საკითხი. უდანაშაულო სიცოცხლის დაცვა და გადარჩენა პრიორიტეტი უნდა იყოს,“ - აღნიშნა ბაიდენმა. გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მან ამერიკელ ჯარისკაცებს უბრძანა, დროებითი პორტის აშენება უზრუნველყონ ღაზის მისადგომებთან, საიდანაც მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა იქნება შესაძლებელი. თუმცა, იქვე განმარტა, რომ ხმელეთზე არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ გადავა და ეს მხოლოდ ჰუმანიტარული მისიაა. რაც შეეხება რეგიონის მომავალს, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის სამომავლო მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის ორი ქვეყნის გვერდიგვერდ ცხოვრება ერთადერთიპერსპექტივაა: „ერთადერთი სამომავლო გამოსავალი [ღაზა-ისრაელის შემთხვევაში] ორი ქვეყნის გამოსავალია და ამას ვამბობ მე, ისრაელის დიდი ხნის მხარდამჭერი და ერთადერთი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ისრაელში ომის დროს ჩავიდა.“ ქვეყნის გარეთ ომების გარდა, პრეზიდენტმა ბაიდენმა, საკმაოდ ვრცლად ისაუბრა აშშ-ის სამხრეთის საზღვრის დაცვის ცვლილებებზეც, რამაც რესპუბლიკელ კანონმდებლებში უკმაყოფილება გამოიწვია. დემოკრატები და რესპუბლიკელები დღემდე ვერ თანხმდებიან რამდენად მკაცრი და ზუსტად როგორი უნდა იყოს საზღვრის დაცვის პოლიტიკა და უკანონო იმიგრაციასთან გამკლავების გზები. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც არ თანხმდებიან რესპუბლიკელები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას. რესპუბლიკელების ნაწილს სურს, რომ საზღვრის კვეთისა და საიმიგრაციო საკითხები მათი პრიორიტეტების მიხედვით გადაწყდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდებიან უკრაინისთვის დახმარების გადაცემას. ერისადმი მიმართვის დროს ქვეყნის პრეზიდენტმა მნიშვნელოვან შიდაპოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა. მან საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ამერიკაში აბორტის უფლების თემას. ისაუბრა საყოველთაო დაზღვევის წარმატებასა და მედიკამენტების ღირებულების შემცირებაზეც. ბაიდენმა თავისი გამოსვლა განათლების რეფორმაზე, საგადასახადო წესების ცვლილებებზე, უძრავი ქონების საფასურზე, კლიმატის ცვლილებაზე, იარაღის კონტროლის თემაზე საუბარსაც დაუთმო. მან ასევე ისაუბრა ამერიკელებისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა გადასახადები, ინფლაცია და კრიმინალი. პრეზიდენტმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და მისი წინამორბედი რამდენჯერმე გააკრიტიკა, მათ შორის, ტრამპი კორონავირუსის პანდემიის დროს ადამიანებზე არასკმარის ზურნვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ყველაზე რთულ პერიოდში გადაიბარა, თუმცა ახლა სიტუაცია ამერიკაში ამ მიმართულებით უმჯობესდება. წყარო - ამერიკის ხმა  

ბაიდენი: უნდა ვიმოქმედოთ, რადგან პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მოქმედების დროა, რადგან პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება. ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან და პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პუტინი უფრო შორს წავა და ევროპას, აშშ-სა და მთელ თავისუფალ სამყაროს საფრთხეში ჩააგდებს. ჯო ბაიდენმა პოლონეთის პრემიერსა და პრეზიდენტს განუცხადა, რომ რუსეთის საფრთხის ფონზე პოლონეთის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია. „ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება, რადგან როგორც პოლონეთს ახსოვს, რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას NATO-ს თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-მდე გაზრდის საკითხი განიხილა. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ ნათლად აჩვენა, რომ აშშ უსაფრთხოების საკითხებში ლიდერად უნდა დარჩეს. მაგრამ, ალიანსის უსაფრთხოებაზე სხვა მოკავშირეებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ,“ - აღნიშნა დუდამ.  

ბაიდენმა პუტინს გიჟი SOB-ის და ყაჩაღის შემდეგ, ჯალათი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩრდილოეთ კაროლინაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ჯალათი უწოდა. ბაიდენმა მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის საშემოსავლო გადასახადის 8,2%-დან 25%-მდე გაზრდის ინიციატივა განიხილა და აღნიშნა, რომ ამ ინიციატივის შედეგად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში 400 მილიარდ დოლარზე მეტის მოზიდვა იქნება შესაძლებელი. „წარმოიდგინეთ, ამით რის გაკეთებას შევძლებთ. ჩვენ ფედერალური დეფიციტის ფუნდამენტურად შემცირებას შევძლებთ. ჩვენ ბევრი რამის გაკეთებას შევძლებთ, მათ შორის, უკრაინას იმ ჯალათი პუტინისგან საბოლოოდ დავიცავთ,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს ბანდიტი უწოდა. განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკართან და წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონთან შეხვედრის დროს გააკეთა. ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელი კონგრესმენების უმეტესობას სურს უკრაინის დახმარებაში წვლილი შეიტანოს. მან კონგრესმენებს მოუწოდა პუტინს დაუპირისპირდნენ, რადგან ის ბანდიტია. შეგახსენებთ, საჯარო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გიჟი SOB-ი (son of bitch) უწოდა.  

ჯო ბაიდენი: საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, სრულად აღიარონ ისრაელი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენის განაცხადა, რომ საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, სრულად აღიარონ ისრაელი. ამის შესახებ ბაიდენმა კამერების მიღმა გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. „ახლა დეტალებს არ შევეხები, მაგრამ ვმუშაობ საუდელებსა და ყველა სხვა არაბულ ქვეყანასთან, მათ შორის ეგვიპტესთან, იორდანიასა და კატართან. ისინი მზად არიან, სრულად აღიარონ ისრაელი პირველად,“ – აღნიშნა ბაიდენმა. ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდებები ღაზაში ომის შემდგომი გეგმებისა და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ. „ძალიან ბევრი ისრაელელი და პალესტინელი უდანაშაულო მსხვერპლია. ჩვენ უნდა გვქონდეს მეტი საკვები და წამალი, ასევე მომარაგება პალესტინელებისთვის”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ბაიდენის განმარტებით, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ისრაელის არსებობა საფრთხეშია.  

ბაიდენის თქმით, რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის რეპორტიორის გათავისუფლებისთვის მუშაობა გრძელდება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად მუშაობა გრძელდება. „როგორც ევანის მშობლებს ვუთხარი, იმედს მეც არასდროს დავკარგავ. მისი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად ყოველდღიურ მუშაობას გავაგრძელებთ,“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ამერიკელი რეპორტიორის დაკავება სრულიად უსამართლო და უკანონოა. ევან გერშკოვიჩი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობის ბრალდებით 2023 წლის 29 მარტს ეკატერინბურგში დააკავა. მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Wall Street Journal-ის რეპორტიორი წინასწარ პატიმრობაში 30 ივნისამდე დარჩება.  

„კონკურენცია მოითხოვს ინტენსიურ დიპლომატიას გაუთვალისწინებელი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად“ - ბაიდენი სი ძინპინს ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა ჩინელმა კოლეგამ სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა, ბაიდენმა გაიმეორა „რომ ჩინეთმა უნდა გამოიყენოს თავისი ბერკეტები რუსეთთან და ირანთან, როგორც უკრაინის ომის გარშემო, ასევე, ახლო აღმოსავლეთში არეულობის ფონზე.“ „ინტენსიური კონკურენცია მოითხოვს ინტენსიურ დიპლომატიას დაძაბულობის სამართავად, არასწორი აღქმისა და გაუთვალისწინებელი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ეს ზარიც ამის მიღწევის ერთ-ერთი გზაა," - აღნიშნა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, გასული წლის ნოემბერში პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი სი ძინპინი შეთანხმდნენ, რომ შეეცდებოდნენ კომუნიკაციის ხაზის შენარჩუნებას და რომ ორივე მხარე აცნობიერებს, რომ მნიშვნელოვანია ამის გაკეთება, რათა რეალურად, ურთიერთობები უფრო მეტი პასუხისმგებლობით მართონ.” ბაიდენი და სი ძინპინი ბოლოს, კალიფორნიაში 2023 წლის ნოემბერში შეხვდნენ. პეკინი ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს მოსკოვთან, ზრდის ეკონომიკურ თანამშრომლობას და აფერხებს დასავლეთის მცდელობებს, მოახდინოს რუსეთის იზოლაცია. უკრაინა პეკინთან ღია დიპლომატიურ არხებს ინარჩუნებს, ხოლო დასავლელი ოფიციალური პირები პეკინს მოუწოდებენ, გამოიყენოს თავისი გავლენა მოსკოვზე, რათა კრემლმა უკრაინაში ომი დაასრულოს. ბაიდენის მთავარი ეკონომიკური წარმომადგენელი, ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი ჩინეთში ოთხშაბათს გაემგზავრება, რათა გამართოს პირისპირ შეხვედრები თავის კოლეგებთან ხუთი დღის განმავლობაში/ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ასევე გეგმავს ჩინეთში ჩასვლას ამ წლის ბოლოს. „უდავოდ, აშშ-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობები ახლა უფრო მყარ საფუძველზე დგას, ვიდრე ეს ორი წლის წინ იყო,“ - განაცხადა სახაზინო სამსახურის მაღალჩინოსანმა პრესასთან საუბრისას. „ჩვენ ვიცით, რომ ამ ურთიერთობაში არის ღრმა გამოწვევები და უთანხმოება,“ აღნიშნა მაღალჩინოსანმა. სი ძინპინმა არ დაგმო რუსეთის ქმედებები უკრაინაში და არაერთხელ შეიკავა თავი ომის შესახებ გაეროს რეზოლუციების კენჭისყრისგან. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ მარტში განაცხადა, რომ ჩინეთი არის "ძალა მშვიდობისთვის." საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნმა პირველ აპრილს პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთს სურს, „ჩინეთმა გაუგზავნოს ძალიან მკაფიო გზავნილები რუსეთს“ უკრაინაში მის ,მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის გამო. ჩინეთის ელჩმა შვეიცარიაში ვან შიჰტინმა 2024 წლის მარტში განაცხადა, რომ პეკინი განიხილავს მონაწილეობას შვეიცარიაში დაგეგმილ მომავალ მოლაპარაკებებში, რომლებიც უკრაინის სამშვიდობო ფორმულას ეხება.  

ბაიდენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ-ის პოლიტიკა დამოკიდებულია ახალ ნაბიჯებზე სამოქალაქო პირების დასაცავად

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ მუშაკებზე თავდასხმები და იქ არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა მიუღებელია. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ისრაელმა უნდა გადადგას გარკვეული კონკრეტული ნაბიჯები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, ჰუმანიტარული ტანჯვის აღმოსაფხვრელად და ჰუმანიტარული მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ბაიდენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ-ის პოლიტიკა ღაზის სექტორთან მიმართებით, „განისაზღვრება (ჩვენი შეფასებით) ისრაელის დაუყოვნებლივი ქმედებებით ამ ნაბიჯებზე.“ მისი თქმით, დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია ჰუმანიტარული სიტუაციის სტაბილიზაციისა და გაუმჯობესებისთვის და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა მოუწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, მიანიჭოს უფლებამოსილება მისცეს თავის მომლაპარაკებლებს, დაუყოვნებლად დადონ შეთანხმება მძევლების შინ დაბრუნების მიზნით. ორმა ლიდერმა ასევე განიხილა ირანის საჯარო მუქარა ისრაელისა და ისრაელელი ხალხის მიმართ. „პრეზიდენტმა ბაიდენმა ცხადყო, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელს ამ საფრთხეების ფონზე,“ - აღნიშნულია თეთრი ინფორმაციაში. ორგანიზაციამ "ექიმები უსაზღვრებოდ" (MSF) 4 აპრილს განაცხადა, რომ უარყოფს ისრაელის პოზიციას - თითქოს საჰაერო დარტყმა, რომელსაც ღაზაში შვიდი ჰუმანიტარული მუშაკი ემსხვერპლა, იყო "დასანანი ინციდენტი." "ჩვენ არ ვიღებთ დასანანი ინციდენტების ნარატივს," - აღნიშნა კრისტოფერ ლოკიარმა, MSF International-ის გენერალურმა მდივანმა ჟენევაში. ჰუმანიტარული ორგანიზაცია World Central Kitchen-ის (WCK) შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა დაბომბვას პირველ აპრილს. ლოკიარის თქმით, WCK-ის რაც შეემთხვა, წარმოადგენს "ნაწილს ჰუმანიტარულ მუშაკებზე, ჯანდაცვის მუშაკებზე, ჟურნალისტებზე, გაეროს თანამშრომლებზე, სკოლებსა და სახლებზე მიზანმიმართული თავდასხმების ერთი და იმავე ტენდენციისა". ისრაელმა ინციდენტს უწოდა საოპერაციო შეცდომა და მას იძიებს.  

ბაიდენის თქმით, ნეთანიაჰუ შეცდომას უშვებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ღაზის სექტორში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინი ნეთანიაჰუ შეცდომას უშვებს. „ვფიქრობ, რასაც ის აკეთებს, შეცდომაა. მე არ ვეთანხმები მის მიდგომას,"- განაცხადა ბაიდენმა ინტერვიუში. მისი თქმით, ღაზის სექტორს უნდა ჰქონდეს "სრული წვდომა ყველა საკვებსა და წამალზე" მომდევნო ექვსიდან რვა კვირის განმავლობაში. „ვფიქრობ, აღმაშფოთებელია, რომ ამ ოთხ, სამ მანქანას დაარტყეს დრონები და გამოიყვანეს გზატკეცილიდან, რომელიც არც საზღვრის გასწვრივ იყო და სადაც არც კოლონა მოძრაობდა,“ - აღნიშნა ბაიდენმა ტელეარხ Univision-თან ინტერვიუში. ის საუბრობდა World Central Kitchen-ის ავტომობილებზე ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე, რასაც ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა. აშშ-ის პრეზიდენტი  ისრაელს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდეს და რომ ჰუმანიტარული დახმარების არ გაგზავნას გამართლება არ აქვს. „რასაც მე მოვუწოდებ არის ის, რომ ისრაელელებმა უბრალოდ მოითხოვონ ცეცხლის შეწყვეტა, დაუშვან მომდევნო ექვსი, რვა კვირის განმავლობაში ქვეყანაში შესული საკვებსა და მედიკამენტებზე სრული წვდომა. ვისაუბრე ყველასთან, საუდელებიდან დაწყებული იორდანიელებით და ეგვიპტელებით დამთავრებული. ისინი მზად არიან, შეიტანონ საკვები პროდუქტები და ვფიქრობ, რომ ამ ადამიანების სამედიცინო და საკვები საჭიროებებით არ დაკმაყოფილებას გამართლება არ აქვს,“ - აღნიშნა ბაიდენმა. ისრაელმა ორი სამხედრო ოფიცერი დაითხოვა მას შემდეგ, რაც ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებზე თავდასხმისას უხეში შეცდომები გამოავლინეს  

აშშ-ის პრეზიდენტმა და იაპონიის პრემიერმა ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ განაცხადეს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იაპონიის პრემიერ-მინისტრს ფუმიო კიშიდას თეთრ სახლში უმასპინძლა. ლიდერებმა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართეს. აშშ-ის პრეზიდენტმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სამხედრო თანამშრომლობის პროექტები დაგეგმეს. თანამშრომლობა მოიცავს ალიანსის გაძლიერებას ჩინეთისა და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე აქცენტით.  „ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება ჩვენს ალიანსში, მას შემდეგ, რაც ის შეიქმნა,” - აღნიშნა ბაიდენმა დაახლოებით ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომლებიც ფოკუსირებული იყო ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონსა და ჩინეთის ქმედებებზე. ჩინეთის მზარდი საფრთხე სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში; ტაივანის (კუნძული, რომელსაც პეკინი საკუთარად მიიჩნევს) თვითმართველი სახელმწიფოს ხელში ჩაგდების მცდელობის შეჩერება; ღაზის სექტორი; ომი უკრაინაში - ეს საკითხები განიხილეს ლიდერებმა. Reuters-ი წერს, რომ ბაიდენმა იაპონიის ლიდერი, რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წელს შეჭრის დროს სწრაფი და მამაცი წინააღმდეგობისთვის, ასევე, სამხრეთ კორეასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის შეაქო. „ჩვენ ნამდვილად გლობალური პარტნიორობა გვაქვს. ამისთვის მადლობას გიხდით, ბატონო პრემიერო. ჩვენი ქვეყნები ახლა უფრო გააღმავებენ თავდაცვით პარტნიორობას და მივიღებთ ისეთ ძლიერ ინდო-წყნარ ოკეანეს, ვიდრე ოდესმე ყოფილა,“ – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. თავის მხრივ, ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ იაპონია აშშ-სთან ერთად, მსოფლიო გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს. „როგორც გლობალური პარტნიორი, იაპონია შეუერთდება ამერიკელ მეგობრებს და ჩვენ ერთად გავუძღვებით გზას ინდო-წყნარი ოკეანისა და მსოფლიოს გამოწვევების დასაძლევად,“ – განაცხადა კიშიდამ. „სტატუს კვოს შეცვლის ცალმხრივი მცდელობები - ძალით ან იძულებით, აბსოლუტურად მიუღებელია, სადაც არ უნდა იყოს ეს,“ - განაცხადა კიშიდამ. აშშ და იაპონია გააგრძელებენ რეაგირებას მსგავს ქმედებებზე, მათ შორის, ჩინეთის გამოწვევებზე, აღნიშნა მან. „რაც შეეხება რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ... დღეს უკრაინაა, ხვალ შეიძლება, იყოს აღმოსავლეთ აზია,“ - განაცხადა კიშიდამ. ბაიდენმა პირობა დადო, რომ შეინარჩუნებს ჩინეთთან კომუნიკაციის ღია ხაზებს და რომ აშშ-იაპონიის ალიანსი თავდაცვითი ხასიათისაა. ის გასულ კვირას ესაუბრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს. როგორც Reuters-ი წერს, მოსალოდნელია, რომ იაპონიას ექნება შეშფოთება იმის შესახებ, რომ თუ ტრამპი მეორე ვადით მოიგებს, შესაძლოა, ჩინეთთან შეთანხმების გზები ეძებოს, რამაც შეიძლება, რეგიონის დესტაბილიზაცია მოახდინოს. ერთობლივი სამხედრო სტრუქტურა ბაიდენმა განმარტა, რომ მათი სამხედროები ითანამშრომლებენ ერთობლივ სარდლობის სტრუქტურასთან და ისინი ავსტრალიასთან ერთად განავითარებენ საჰაერო სარაკეტო თავდაცვის ახალ ქსელს. ორმა ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ იაპონელი ასტრონავტები მიიღებენ მონაწილეობას ნასას მისიებში მთვარეზე. საერთო ჯამში, აშშ-მ და იაპონიამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ 70-მდე შეთანხმება გააფორმეს, მათ შორის არის ნაბიჯები იაპონიაში აშშ-ის სამხედრო სამეთაურო სტრუქტურის განახლებისკენ, რათა მათ უკეთ შეძლონ იაპონიის ძალებთან მუშაობა კრიზისის დროს.    

ჯო ბაიდენი: ისრაელს დავეხმარებით დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს

რამდენად გარდაუვალი იქნებოდა ირანის თავდასხმა ისრაელზე, აშშ-ის პრეზიდენტმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ არ სურს საიდუმლო ინფორმაციის დეტალებზე საუბარი, თუმცა აქვე აღნიშნა: „ჩემი მოლოდინია, რომ ეს მოხდება უფრო ადრე, ვიდრე გვიან.” კითხვას, თუ რა არის მისი გზავნილი ირანისთვის ახლა, პრეზიდენტმა უპასუხა: „ნუ გააკეთებ ამას.“ მან დაადასტურა აშშ-ის ერთგულება, რომ ისრაელს დაიცავს. „ჩვენ ისრაელის დაცვის ერთგული ვართ. ჩვენ ისრაელს დავუჭერთ მხარს. დავეხმარებით ისრაელს დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. მანამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმისთვის სავარაუდო მზადება რეალური საფრთხეა, მაგრამ დეტალები არ გაუმხელია. კირბის თქმით, აშშ-მ გადახედა თავის ძალებს რეგიონში თეირანისგან მომავალი საფრთხის პირობებში და ყურადღებით აკვირდება ვითარებას. რეგიონში ესკალაციის საფრთხე: აშშ ჩინეთსა და თურქეთს ირანის შეკავებისკენ მოუწოდებს  

ბაიდენი: ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ერთგულება მტკიცეა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უსაფრთხოების გუნდს შეხვდა. „მე ახლახან შევხვდი ჩემს ეროვნული უსაფრთხოების გუნდს, რათა მომესმინა განახლებული ინფორმაცია ისრაელის წინააღმდეგ ირანის თავდასხმების შესახებ. ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ერთგულება, ირანისა და მისი მარიონეტების საფრთხის წინააღმდეგ, ურყევია,“ წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში. ირანის თავდასხმის ფონზე, ისრაელის ქალაქებში სირენები ჩაირთო. ამ დროისთვის სირენების ხმა ბეერ-შევას, დიმონას, ნევატიმისა და ისრაელის სხვა ქალაქებში ისმის. CNN წერს, რომ მის რეპორტიორებს სირენების ხმა ესმით იურუსალიმშიც. რამდენიმე აფეთქება მესმის, რაც ხმით ჩამოგდებას ჰგავს. მოხვედრის ხმა არ მესმის… 20-დან 30-მდე ჩამოგდების თვითმხილველები გავხდით,” - ამბობს CNN-ის ჟურნალისტი ნიკ რობერტსონი. IDF-ის სპიკერმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვა სრულად მოქმედია და აკავებს საფრთხეებს იქ, სადაც საჭიროა. მისივე თქმით, ისრაელის “მრავალი” თვითმფრინავი ცაშია ირანული თავდასხმის მოსაგერიებლად. „ამ მომენტისთვის ისრაელის თავდაცვის ძალების ბევრი თვითმფრინავი ცაშია და მზად არიან ნებისმიერ საფრთხე მოიგერიონ… შეიძლება აფეთქებების ხმა გაიგოთ ჩამოგდებებისა და ნამსხვრევების ჩამოგდების შედეგად. ვინაიდან უამრავი საფრთხე არსებობს, განგაში შესაძლოა ფართო ტერიტორიებზე გავრცელდეს,” - განაცხადა დანიელ ჰაგარიმ. შეგახსენებთ, ისრაელი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობაზე დაყრდნობით BBC და CNN წერენ. ისრაელი აცხადებს, რომ მისი თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს მიმართავენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ. აშშ-ში უსაფრთხოების გუნდი იკრიბება. სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ასევე იქნებიან შეხვედრაზე, რომელსაც ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს. ვაშინგტონი განიხილავს ირანის თავდასმხას ისრაელზე. როგორც CNN წერს, შეერთებული შტატების მიერ განთავსებული აქტივები რეგიონშია, რაც ირანის თავდასხმებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს. საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც აშშ-ის ძალებს დაიცავენ, განლაგებულია ერაყში, სირიასა და იორდანიაში. ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ „საპასუხო დარტყმები“ განხორციელდა ისრაელის სამიზნეებზე.“ ირანის Press TV-ის ცნობით, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) „დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების ფართო დარტყმები „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ (ტერმინი, რომელსაც ირანი იყენებს ისრაელის აღსაწერად) სამიზნეებზე.“ ამასთან, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მრავალი დანაშაულის საპასუხოდ არის გაშვებული.“ „სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი მრავალი დანაშაულის საპასუხოდ, მათ შორის დამასკოში ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილებაზე თავდასხმისა და სირიაში ჩვენი ქვეყნის მეთაურებისა თუ სამხედრო მრჩევლების ჯგუფის დაღუპვის საპასუხოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ათობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონკრეტულ სამიზნეებზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზადაა და თეირანს პასუხს გასცემს. ირანის თავდასხმის ფონზე, ისრაელის ქალაქებში სირენები ჩაირთო. ამ დროისთვის სირენების ხმა ბეერ-შევას, დიმონას, ნევატიმისა და ისრაელის სხვა ქალაქებში ისმის. CNN წერს, რომ მის რეპორტიორებს სირენების ხმა ესმით იურუსალიმშიც. რამდენიმე აფეთქება მესმის, რაც ხმით ჩამოგდებას ჰგავს. მოხვედრის ხმა არ მესმის… 20-დან 30-მდე ჩამოგდების თვითმხილველები გავხდით,” - ამბობს CNN-ის ჟურნალისტი ნიკ რობერტსონი. IDF-ის სპიკერმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვა სრულად მოქმედია და აკავებს საფრთხეებს იქ, სადაც საჭიროა. მისივე თქმით, ისრაელის “მრავალი” თვითმფრინავი ცაშია ირანული თავდასხმის მოსაგერიებლად. „ამ მომენტისთვის ისრაელის თავდაცვის ძალების ბევრი თვითმფრინავი ცაშია და მზად არიან ნებისმიერ საფრთხე მოიგერიონ… შეიძლება აფეთქებების ხმა გაიგოთ ჩამოგდებებისა და ნამსხვრევების ჩამოგდების შედეგად. ვინაიდან უამრავი საფრთხე არსებობს, განგაში შესაძლოა ფართო ტერიტორიებზე გავრცელდეს,” - განაცხადა დანიელ ჰაგარიმ. შეგახსენებთ, ისრაელი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობაზე დაყრდნობით BBC და CNN წერენ. ისრაელი აცხადებს, რომ მისი თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს მიმართავენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ. აშშ-ში უსაფრთხოების გუნდი იკრიბება. სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ასევე იქნებიან შეხვედრაზე, რომელსაც ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს. ვაშინგტონი განიხილავს ირანის თავდასმხას ისრაელზე. როგორც CNN წერს, შეერთებული შტატების მიერ განთავსებული აქტივები რეგიონშია, რაც ირანის თავდასხმებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს. საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც აშშ-ის ძალებს დაიცავენ, განლაგებულია ერაყში, სირიასა და იორდანიაში. ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ „საპასუხო დარტყმები“ განხორციელდა ისრაელის სამიზნეებზე.“ ირანის Press TV-ის ცნობით, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) „დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების ფართო დარტყმები „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ (ტერმინი, რომელსაც ირანი იყენებს ისრაელის აღსაწერად) სამიზნეებზე.“ ამასთან, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მრავალი დანაშაულის საპასუხოდ არის გაშვებული.“ „სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი მრავალი დანაშაულის საპასუხოდ, მათ შორის დამასკოში ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილებაზე თავდასხმისა და სირიაში ჩვენი ქვეყნის მეთაურებისა თუ სამხედრო მრჩევლების ჯგუფის დაღუპვის საპასუხოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ათობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონკრეტულ სამიზნეებზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზადაა და თეირანს პასუხს გასცემს. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელმა ირანული დრონების ჩამოგდება დაიწყო. წყაროებზე დაყრდნობით CNN ასევე წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რამდენიმე ირანული დრონი შეაკავეს. ისრაელის მედია კი ავრცელებს ცნობას, რომ დროები ასევე ჩამოაგდო იორდანიის საჰაერო თავდაცვამ. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება. „ისრაელის თავდაცვისადმი ერთგულები ვართ. დავეხმარებით ისრაელს. დავეხმარებით ისრაელს საკუთარი თავის დაცვაში და ირანი წარმატებას არ მიაღწევს,” - განაცხადა ბაიდენმა. CNN წერს, რომ ერაყსა და სირიაში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ძალებს პოტენციურად შეუძლიათ ირანული დრონების ჩამოგდება, რომლებიც ისრაელისკენ მიემართებიან. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკულ ძალებს აქამდე ჩამოუგდიათ იემენიდან „ჰუსიტების“ მიერ ისრაელისკენ გაშვებული შორი მანძილის რაკეტები.

ზელენსკისა და ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის შედეგების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გავმართე. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ სენატის მიერ კანონის დამტკიცების შემთხვევაში მას ხელს დაუყოვნებლივ მოაწერს. მადლობელი ვარ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინის დაუღალავი მხარდაჭერისთვის და ნამდვილი გლობალური ლიდერობისთვის,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის დახმარების კანონპროექტის მიმართ ორპარტიულ მხარდაჭერას და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონისა და უმცირესობის ლიდერის, ჰაკიმ ჯეფრისის პირად როლს ხაზი გაუსვა. „კანონის მიღების შემდეგ თავდაცვის პირველი პაკეტი განვიხილეთ. მე პრეზიდენტის გარანტიები მაქვს, რომ ეს სწრაფი და ძლიერი იქნება და იგი ჩვენს საჰაერო თავდაცვასა და საარტილერიო შესაძლებლობებს გააძლიერებს. ასევე, ჩვენ უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე ხელმოწერისა და მომავალი მშვიდობის სამიტის მომზადების საკითხები განვიხილეთ,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის.  

ჯო ბაიდენი: მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ „ჰამასის“ მსგავსი ტერორისტებისგან და პუტინის მსგავსი ტირანებისგან

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატის მიერ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელს მოაწერს დოკუმენტს, როგორც კი ის ხვალ მის მაგიდაზე მოხვდება. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც სენატმა უკრაინის მხადრაჭერის პაკეტი დაამტკიცა. „მე მოვაწერ ხელს ამ კანონპროექტს და მივმართავ ამერიკელ ხალხს, როგორც კი ხვალ ჩემს მაგიდას მიაღწევს, რათა ამ კვირაში დავიწყოთ უკრაინაში იარაღისა და აღჭურვილობის გაგზავნა. აუცილებლობა გადაუდებელია: უკრაინისთვის, რომელიც რუსეთის მხრიდან უწყვეტი დაბომბვის წინაშე დგას; ისრაელისთვის, რომელმაც ირანის მხრიდან ცოტა ხნის წინ უპრეცედენტო თავდასხმები განიცადა; ლტოლვილებისთვის და კონფლიქტებითა და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებულთათვის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით, ღაზის სექტორში, სუდანსა და ჰაიტიში და პარტნიორებისთვის, რომლებსაც სურთ უსაფრთხოება და სტაბილურობა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა. მან ასევე მადლობა გადაუხადა უმრავლესობის ლიდერს, ჩაკ შუმერს, „რესპუბლიკელ“ ლიდერს მიჩ მაკკონელს და ყველა ამერიკელ სენატორს, რომელმაც აღნიშნული კანონპროექტის სასარგებლოდ მისცა ხმა. „ეს მნიშვნელოვანი კანონმდებლობა ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ „ჰამასის“ მსგავსი ტერორისტებისგან და პუტინის მსგავსი ტირანებისგან,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა. „ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა პოლიტიკას სცილდება“ - ზელენსკი აშშ-ს მადლობას უხდის  

ბაიდენმა უკრაინის სამხედრო დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 96 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ. უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილია 61 მილიარდი დოლარი. კანონპროექტის ხელმოწერის შემდეგ ბაიდენმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინას დახმარება უკვე რამდენიმე საათში გაეგზავნება. პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მრავალთვიანი დავის შემდეგ, 20 აპრილს მიიღო. სენატმა ის 23 აპრილს მიიღო.  

ზელენსკი: ის, რასაც პუტინი ახლა გეგმავს, მის წინააღმდეგ უნდა შევატრიალოთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფაზე განაცხადა, რომ უკრაინული მხარე ამ დღეებში ამერიკელ პარტნიორებთან აქტიურად მუშაობდა ყველა დონეზე, რათა ოპერატიულად “შეევსო ეს პაკეტი” სწორედ ისეთი იარაღით, რომელიც უკრაინელ სამხედროებს სჭირდებათ. „ახლა გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ნახევარი წლის კომპენსირება მოვახდინოთ, რომელმაც დებატებში, ეჭვებში გაიარა. ის, რისი გაკეთებაც რუსმა ოკუპანტმა ამ დროის განმავლობაში შეძლო, ის, რასაც პუტინი ახლა გეგმავს, მის წინააღმდეგ უნდა შევატრიალოთ. ყველა მისი ქმედება ფრონტზე, ყველა მისი დარტყმა ჩვენს ენერგეტიკაზე, ინფრასტრუქტურაზე, მთელი მისი ტერორი ჩვენი ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ - ამ ყველაფერმა მობილიზება უნდა მოახდინოს ჩვენი, მსოფლიოში ყველასი, ვინც ნამდვილად აფასებს სიცოცხლეს, რუსეთზე მეტი ზეწოლისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტ ბაიდენთან ყველა ჩვენი შეთანხმება რეალიზებული იყოს ასი პროცენტით. მადლობა, ამერიკა!” - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. „მე მადლობელი ვარ პრეზიდენტი ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის, ვინც აღიარებს, რომ პუტინს ფეხქვეშ უნდა გამოვაცალოთ მიწა, ვიდრე მას დავემორჩილოთ, რადგან ეს არის ერთადერთი გზა თავისუფლებისთვის საფრთხის შესამცირებლად. ჩვენ ერთად შეგვიძლია ამის უზრუნველყოფა," - წერდა ასევე დღეს, ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე. პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მრავალთვიანი დავის შემდეგ, 20 აპრილს მიიღო. სენატმა ის 23 აპრილს მიიღო. ბაიდენმა კი, დახმარების პაკეტს, დღეს, 24 აპრილს მოაწერა ხელი.